მოქალაქე კეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მოქალაქე კეინი“
რეჟისორი ორსონ უელსი
პროდიუსერი ორსონ უელსი
სცენარის ავტორი ორსონ უელსი
ჰერმან ჯ. მანკევიჩი
როლებში ორსონ უელსი
ჯოზეფ კოტენი
დოროთი ქამინგორი
ევერეტ სლოანი
კომპოზიტორი ბერნარდ ჰერმანი
ოპერატორი გრეგ ტოლანდი
მონტაჟი რობერტ ვაიზი
სტუდია Mercury Theatre
დისტრიბუტორი RKO Pictures
გამოსვლის თარიღი 1 მაისი, 1941 (1941-05-01)
ხანგრძლივობა 119 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $839,727[1]
შემოსავალი $1,585,634 (აშშ)[2]

მოქალაქე კეინი (ინგლ. Citizen Kane) — 1941 წლის ამერიკული დრამა, რომლის რეჟისორი, პროდიუსერი, ერთ-ერთი სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელია ორსონ უელსი. ფილმი იყო უელსის სარეჟისორო დებიუტი და დაიმსახურა 9 ნომინაცია ოსკარზე. მათ შორის გაიმარჯვა მხოლოდ ორიგინალური სცენარის ნომინაციაში. მას ხშირად მიიჩნევენ ყველა დროის საუკეთესო ფილმად. მთავარი გმირის პერსონაჟი დაფუძნებულია ამერიკელ გაზეთის მაგნატ უილიამ რანდოლფ ჰერსტსა და თავად ორსონ უელსის ცხოვრებაზე.[3] ფილმის გამოსვლის შემდეგ, ჰერსტმა აკრძალა მისი ხსენება საკუთარ გაზეთებში.

თეატრში წარმატებისა და 1938 წლის რადიო გადაცემის „სამყაროთა ომების“ შემდეგ, ორსონ უელესმა კონტრაქტი გააფორმა RKO Pictures-თან 1939 წელს. მიუხედავად იმისა, რომ უელსი გამოუცდელი რეჟისორი იყო, მას მისცეს სრული თავისუფლება მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის შერჩევასა და სიუჟეტის განვითარებაში. ორი დაწუნებული პროექტის შემდეგ, მან ჰერმან მანკევიცთან ერთად დაწერა „მოქალაქე კეინის“ სცენარი. ფილმის გადაღებები 1940 წელს მიმდინარეობდა, ამერიკული პრემიერა კი 1941 წელს შედგა.

იმის მიუხედავად, რომ კრიტიკოსებმა ის მოიწონეს, „მოქალაქე კეინმა“ ვერ შეძლო ამოექაჩა თავისი ბიუჯეტი. Rotten Tomatoes-ის მიხედვით შეფასებათა 100% დადებითია. მათ შორის ბევრი თანხმდება, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მხატვრული ფილმია.[4] AFI-მ ის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფილმად აღიარა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სასიკვდილო სარეცელზე მყოფი მედიამაგნატი ჩარლზ ფოსტერ კეინი ამბობს უკანასკნელ სიტყვას „ვარდის კოკორი“. პროდიუსერის დავალებით ჟურნალისტი ჯერი ტომფსონი მის ცხოვრებას იკვლევს და ცდილობს, რომ გაარკვიოს თუ რას ნიშნავდა კეინის უკანასკნელი სიტყვა. ის ინტერვიუებს ართმევს კეინის ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს. ირკვევა, რომ ბავშვობაში კეინი მისმა დედამ, მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა, აღსაზრდელად ბანკს მიაბარა. კეინი მემკვიდრეობის ვერცხლის საბადოს მიიღებს. ის გაზეთის გამოცემას დაიწყებს, რის გამოც უთანხმოებები აქვს მის აღმზრდელ უოლტერ ტეტჩერთან. ის სკანდალური გაზეთის მეპატრონიდან ამერიკის უმსხვილეს მედიამაგნატად იქცევა, ცოლად აშშ-ის პრეზიდენტის დისწულს, ემილი მორტონს მოიყვანს, მაგრამ მასთან ცივი ურთიერთობა აქვს. კეინი კენჭს გუბერნატორად იყრის. მისი ოპონენტი, კორუმპირებული პოლიტიკოსეი ჯიმ გეტისი აშანტაჟებს კეინს და სთხოვს კანდიდატურის მოხსნას, წინაააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრება, რომ გამოაქვეყნებს ინფორმაციას კეინისა და მისი საყვარლის, ვოკალისტ სუზან ალეგზანდერის შესახებ. კეინი გადაწყვეტს, არ დაემორჩილოს გეტისის მოთხოვნას და ამის გამო ცოლსაც დაშორდება. გეტისი მუქარას შეასრულებს, კეინი კი არჩევნებს წააგებს. კეინი სუზანზე დაქორწინდება და ცდილობს, ის ოპერის ვარსკვლავად აქციოს. მისი თანაშემწე, ჯედედაია ლელანდი, უარყოფით მიმოხილვას წერს ალექგზანდერის გამოსვლის შესახებ და ზედმეტი ალკოჰოლისგან საბეჭდ მანქანასთან ჩაეძინება. მის წერილს კეინი თავად დაასრულებს, ხოლო ლელანდს სამსახურიდან დაითხოვს. ბოლოს კეინი დაიწყებს გრანდიოზული სასახლის, ქსანადუს, მშენებლობას, რომელსაც ბოლომდე ვერ დაასრულებს. კეინი ყოფილი ცოლის ნივთების გადაყრისას დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთს, თოვლის ფიფქებიან ბურთულას იპოვის და იტყვის „ვარდის კოკორი“. ეს იმ ბრენდის სახელწოდებაა, რომლის ციგითაც კეინი ბავშვობაში თამაშობდა.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ორსონ უელსი — ჩარლზ ფოსტერ კეინი
  • უილიამ ალანდი — ჯერი ტომფსონი
  • ფილ ვან ზანდტი — პროდიუსერი როულსტონი
  • აგნეს მურჰედი — კეინის დედა
  • ჰარი შენონი — კეინის მამა
  • ჯორჯ კულური — წულტერ ტეტხერი
  • რუთ უორიკი — ემილი მორტონი
  • რეი კოლინსი — ჯიმ გეტისი
  • დოროთი კომინიორე — სუზან ალეგზანდერი
  • ჯოზეფ კოტენი — ჯედედაია ლელანდი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1971) The American Film Institute Catalog of Motion Pictures Produced in the United States: Feature Films, 1941 - 1950. University of California Press, გვ. 433–435. ISBN 978-0520215214. ციტირების თარიღი: 2010-02-27. 
  2. Citizen Kane. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2011-04-19.
  3. "SparkNotes: Citizen Kane: Analysis of Major Characters". SparkNotes. SparkNotes.com. Retrieved 11 April 2011.
  4. Ebert, Roger. (4 September 2008) What's your favorite movie?. Roger Ebert's Journal. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2009. ციტირების თარიღი: 6 January 2010.