ერევანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 46: ხაზი 46:
}}
}}


'''ერევანი''' ({{lang-hy|Երևան ან Երեւան}}; ყოფილი სახელები '''ერებუნი''' და '''ერივანი''') — [[სომხეთი]]ს [[დედაქალაქი]] და უდიდესი [[ქალაქი]].
'''ერევანი''' ({{lang-hy|Երևան ან Երեւան}}; ყოფილი სახელები '''ერებუნი''' და '''ერივანი'''; {{lang-en|Yerevan}}) — [[სომხეთი]]ს [[დედაქალაქი]] და უდიდესი [[ქალაქი]].
მდებარეობს [[რაზდანი (მდინარე)|მდინარე რაზდანზე]], კოორდინატებით 40°10′N 44°31′E. ერევანი დაახლოებით 2,780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. [[2011]] წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 1 060 138 ადამიანი.
მდებარეობს [[რაზდანი (მდინარე)|მდინარე რაზდანზე]], კოორდინატებით 40°10′N 44°31′E. ერევანი დაახლოებით 2,780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. [[2011]] წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 1 060 138 ადამიანი.



01:20, 26 დეკემბერი 2015-ის ვერსია

ქალაქი
ერევანი
Երևան (Երեւան)
დროშა გერბი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა აჯაპნიაკის რაიონი, არაბკირის რაიონი, ავანის რაიონი, დავთაშენის რაიონი, ერებუნის რაიონი, კენტრონის რაიონი, მალათია-სებასტიის რაიონი, ნორ-ნორკის რაიონი, ნორკ-მარაშის რაიონი, ნუბარაშენის რაიონი, კანაკერ-ზეითუნის რაიონი და შენგავითის რაიონი
კოორდინატები 40°10′11″ ჩ. გ. 44°31′12″ ა. გ. / 40.16972° ჩ. გ. 44.52000° ა. გ. / 40.16972; 44.52000
ქალაქის მერი ერვანდ ზახარიანი
დაარსდა ძვ. წ. 782
პირველი ხსენება 782 BCE
ფართობი 227 კმ²
ცენტრის სიმაღლე 989.4
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 1 060 138[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 4,896 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი +374 (10), +374 (60)
საფოსტო ინდექსი 0001—0099
ოფიციალური საიტი yerevan.am
ერევანი — სომხეთი
ერევანი

ერევანი (სომხ. Երևան ან Երեւան; ყოფილი სახელები ერებუნი და ერივანი; ინგლ. Yerevan) — სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე რაზდანზე, კოორდინატებით 40°10′N 44°31′E. ერევანი დაახლოებით 2,780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 1 060 138 ადამიანი.

ისტორია

ერევანი სომხეთის ისტორიის ლიტერატურაში პირველად VI საუკუნის დამდეგს იხსენიება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ლურსმული წარწერების მიხედვით, ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ძვ. წ. 782 ააგო ციხე ერებუნი, რომლის მახლობლად გაშენდა თანამედროვე ერევანი. XIII საუკუნიდან იზრდება ერევნის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა. 1440-იდან აღმოსავლეთ სომხეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1513-იდან 1735-მდე ციხე და ქალაქი მრავალჯერ ააოხრა ოსმალეთმა და ირანმა. 1604 წელს ერევანი აიღო აბას I-მა და სომხეთის მოსახლეობა ირანში გადაასახლა, მაგრამ ქალაქი მალე აღდგა და ერევნის სახანოს ცენტრი გახდა. XVII საუკუნეში ერევანში დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა. 1827 წლის 1 ოქტომბერს ქალაქი რუსეთის ჯარმა აიღო და თურქ-მანჩაის ზავით აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიასთან ერთად რუსეთს შეუერთა 1828 წელს. ერევანი ჯერ სამაზრო ქალაქი იყო, 1849-იდან ერევნის გუბერნიის ცენტრი გახდა. 1902 წელს ერევანი რკინიგზით დაუკავშირდა თბილისს, 1908 - ჯულფას, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ეკონომიკურ მომძლავრებას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: