ვიკიპედია:IP-ბლოკირებების გამონაკლისები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Green check.png ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობა:
ვპ:IP-დგ

ჩვეულებრივ (ძირითადად), IP მისამართების ან დიაპაზონების (სიხშირეების) გრძელვადიანი ბლოკირება არ ახდენს გავლენას რეგისტრირებულ რედაქტორებზე, რომლებიც შესულები არიან სისტემაში. თუმცა, ზოგჯერ აუცილებელია დაიბლოკოს, როგორც ანონიმური მომხმარებელი (IP მისამართით მოქმედი), ისე რეგისტრირებული რედაქტორი, ანუ გამოიყენება ე.წ. მყარი ბლოკი, რათა თავიდან აცილებული იყო სისტემური დარღვევა.

ადმინისტრატორები და ბოტები (რეგისტრირებული) ყოველთვის თავისუფლდებიან ამ სახის ბლოკისგან და შეუძლიათ მუდმივად გამოიყენონ ეს სტატუსი. სხვა რედაქტორებს შეუძლიათ მოითხოვონ IP მისამართის ბლოკისგან გათავისუფლება მიმართვის საფუძველზე, სადაც ისინი დაასახელებენ საამისოდ მყარ მიზეზს.