კენტრონის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კენტრონის რაიონი
Կենտրոն
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 40°10′41″ ჩ. გ. 44°30′47″ ა. გ. / 40.17806° ჩ. გ. 44.51306° ა. გ. / 40.17806; 44.51306
დაარსდა 1921
ფართობი 14,2 კმ²
მოსახლეობა 131 000 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+4]]
ოფიციალური საიტი https://www.yerevan.am/ru/districts/kentron/

კენტრონის რაიონი (სომხ. Կենտրոն) — სომხეთის დედაქალაქის ერევნის თორმეტიდან ერთ-ერთი რაიონი. იგი მოიცავს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს სადაც განლაგებულია სავაჭრო ცენტრები. 2011 წლის მონაცემებით კენტრონის რაიონში ცხოვრობს 131 000 ადამიანი.

დასავლეთიდან ესაზღვრება აჯაპნიაკისა და მალათია-სებასტიის, სამხრეთიდან შენგავითისა და ერებუნის, აღმოსავლეთიდან ნორ-ნორკისა და ჩრდილოეთიდან არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის რაიონები. რაიონის დასავლეთ ნაწილში გაედინება მდინარე რაზდანი.

რაიონი იყოფა 6 კვარტალად: პოკრ-კენტრონი, ნორაგიუღი, ნორ-კილიკია, აიგესტანი, კონდი და ძორაგიუღი. აქ მდებარეობს სომხეთის პარლამენტი, ცენტრალური ბანკი, ეროვნული უშიშროების სამსახური და სხვადასხვა სამინისტროები.

ქუჩები, მოედნები, პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბოვიანის ქუჩა
  • ჩრდილოეთის პროსპექტი
  • მაშტოცის ქუჩა
  • საიათნოვას ქუჩა
  • მარშალ ბაგრამიანის ქუჩა
  • რესპუბლიკის მოედანი
  • თავისუფლების მეოდანი
  • შარლ აზნავურის მოედანი
  • სიყვარულის პარკი
  • შაუმიანის პარკი

ტაძრები და ისტორიული ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურფ-ზორავორის ღვთისმშობლის ეკლესია
  • წმინდა სარქისის საკათედრო ტაძარი
  • ერევნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
  • წმინდა გრიგოლის საკათედრო ტაძარი
  • ცისფერი მეჩეთი
  • ერევნის წითელი ხიდი

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]