სისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისტორიული ქალაქი
სისი
Սիս
Siscapital.jpg
სისი
ქვეყანა კილიკიის სომეხთა სამეფო
დამაარსებელი ხეთების სამეფო
განადგურდა 1375
განადგურების მიზეზები მამლუქების მიერ დაპყრობა
თანამედროვე ლოკაცია ადანის პროვინცია, თურქეთი
კოორდინატები 37°26′40″ ჩ. გ. 35°48′37″ ა. გ. / 37.44444° ჩ. გ. 35.81028° ა. გ. / 37.44444; 35.81028
სისი — დედამიწა
სისი

სისი (სომხ. Սիս) — სომხეთის ისტორიული ქალაქი, რომელიც იყო კილიკიის სომეხთა სამეფოს დედაქალაქი.[1] სისი მდებარეობს თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ადანის პროვინციაში და ამჟამად ეწოდება ქოზანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

703 წლიდან სისი არაბების ხელში იყო. მათი მმართველობისას სისის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სომხები წარმოადგენდნენ. სისი კილიკიის სომეხთა სამეფოს არმიამ დაიპყრო ჰეთუმიანების პირველი წარმომადგენლის, ჰეთუმ I-ის მმართველობის პერიოდში. მანვე ააშენა ამ ქალაქში მონასტერი, რომელიც მომავალში რუბენიანების მავზოლეუმი გახდა. ის კილიკიის სომეხთა სამეფოს დედაქალაქად 1173 წელს, მლეჰმა აქცია. მეფეების, ლევონ III-ისა და ჰეთუმ II-ის მმართველობის პერიოდში, სისი სრულიად შეიცვალა და უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ქალაქი გახდა. იქ მრავალი სასახლე, რელიგიური შენობა და ბაღი აშენდა.

შემდგომში სისი კათოლიკოსების რეზიდენციად იქცა. 1266 წელს ქალაქს მამლუქები შეესივნენ. მათ სისი ააოხრეს და გადაწვეს. 1275 წელს მამლუქებმა კიდევ ერთხელ სცადეს ქალაქის აღება, მაგრამ სომხებმა კვლავ დაამარცხეს ისინი. ერთი საუკუნის შემდეგ, 1369 წელს მამლუქებმა კვლავ სცადეს ქალაქის აღება, მაგრამ კვლავ დამარცხდნენ. საბოლოოდ, ქალაქი მამლუქებმა 1375 წელს აიღეს. სისის დაცემასთან ერთად, დაეცა კილიკიის სომეხთა სამეფოც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ecclesiastical Architecture in the Fortifications of Armenian Cilicia - Robert W. Edwards, Page [155] of 155-176
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სისი&oldid=3373166“-დან