ჩოლოქი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Bot: 6 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q2915146
ხაზი 26: ხაზი 26:
[[კატეგორია:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მდინარეები]]
[[კატეგორია:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მდინარეები]]
[[კატეგორია:გურიის მხარის მდინარეები]]
[[კატეგორია:გურიის მხარის მდინარეები]]

[[en:Choloki River]]
[[fr:Choloki]]
[[he:צ'ולוכי (נהר)]]
[[nn:Tsjoloki]]
[[no:Tsjoloki]]
[[ru:Чолоки (река)]]

00:51, 12 მარტი 2013-ის ვერსია

ჩოლოქი

ხიდი მდინარე ჩოლოქზე
ქვეყანა საქართველო
სათავე მესხეთის ქედი
სიგრძე 29,5 კმ
აუზის ფართობი 159 კმ²
ჩოლოქი ვიკისაწყობში

ჩოლოქი — მდინარე დასავლეთ საქართველოში ნატანების მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, 803 მ სიმაღლეზე. სიგრძე 29,5 კმ, აუზის ფართობი 159 კმ2. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 9,5 მ3/წმ.

მდინარეს კვეთს საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2. მდინარე ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საზღვარს წარმოადგენს. 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების გამო ასლან აბაშიძის ბრძანებით აფეთქეს ჩოლოქის ხიდი, რომელიც აჭარაში საავტომობილო მიმოსვლის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. ამჟამად აფეთქებული ხიდის ნაცვლად მოქმედებს ახალი ხიდი.

1854 წელს მდინარესთან გაიმართა ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ ყირიმის ომის დროს.

ლიტერატურა