ხინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხინო)
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ხინოწმინდა
Khino3.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჭახათი
კოორდინატები 41°43′07″ ჩ. გ. 42°02′33″ ა. გ. / 41.718861° ჩ. გ. 42.042528° ა. გ. / 41.718861; 42.042528
ადრეული სახელები ხინო (2018-მდე)
ცენტრის სიმაღლე 1040
მოსახლეობა 1[1] კაცი (2014)
ხინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
ხინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ხინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
ხინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ხინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

ხინოწმინდა (ყოფილი ხინო) — სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათის თემში. მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ. ჭახათიდან 26 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1 კაცი[1]. სოფლის ტერიტორიაზე არის 7 მეტრი სიღრმის შავი ტბა. 2018 წელს ეწოდა ხინოწმინდა.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 94[3][4]
2014 1[1] Decrease2.svg

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ხინოს საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა. ხინო საეპისკოპოსო ცენტრი XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე იყო. XIX საუკუნის 70-იან წლებში ხინოს მოსახლეობა დაახლოებით 300 კომლს შეადგენდა.

ხინოს ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ხინოწმინდა.

ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იდგა სოფლის თავში, მდინარე კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე, ოთხკუთხა ქვის გალავნის შიგნით. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ის გუმბათიანი უნდა ყოფილიყო. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ის აჭის ეკლესიის მსგავსი იყო, უგუმბათო და 1860-იანი წლების შუაში დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი სალაროთი და ეკვდერით. ტაძარი საბოლოოდ 1919 წელს დაანგრიეს.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.83 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]