ანცირანანის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ანცირანანის პროვინცია
მალაგ. Antsiranana
ქვეყანა მადაგასკარის დროშა მადაგასკარი
ადმ. ცენტრი ანცირანანა
კოორდინატები 13°35′00″ ს. გ. 49°30′00″ ა. გ. / 13.58333° ს. გ. 49.50000° ა. გ. / -13.58333; 49.50000
ფართობი 44 784 კმ²
მოსახლეობა 1 680 828 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 37,53 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3

ანცირანანის პროვინცია (მალაგ. Antsiranana) — მადაგასკარის პროვინცია. ფართობი — 44 784 კმ². მოსახლეობა — 1 680 828 ადამიანი[1] (2013 წელი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ანცირანანა.

პროვინცია მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და აქვს ზღვაზე გასასვლელი. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება მაჰაძანგის პროვინცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ტუამასინის პროვინცია. პროვინციის სამხრეთში მასუალას ნახევარკუნძულზე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი ეროვნული პარკი მასუალა, ჩრდილოეთით — ეროვნული პარკი მონტან დ’ამბრე. პროვინციის აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ნოსი-ბე.

პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 2 რეგიონად და 9 დეპარტამენტად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]