რადამა I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რადამა I
Radama I
Radama I, portrait by Ramanankirahina.jpg
იმერინის მე-2 მეფე
კორონაცია: 1810
მმართ. დასაწყისი: 1810
მმართ. დასასრული: 1828
წინამორბედი: ანდრიანამპუანიმერინა
მემკვიდრე: რანავალუნა I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1793
დაბ. ადგილი: ამბოჰიმანგა
გარდ. თარიღი: 27 ივლისი, 1828 (35 წლის)
გარდ. ადგილი: რუვა, ანტანანარივუ
მამა: ანდრიანამპუანიმერინა
დედა: რამბოლამასოანდრო


რადამა I დიდი (დ. 1793 — გ. 27 ივლისი, 1828) — მადაგასკარის პირველი მმართველი, რომელიც აღიარებული იყო მადაგასკარის მეფედ (1810–1828) ევროპული სახელმწიფოს მიერ. ტახტზე ავიდა 17 წლის ასაკში მამისა და წინამორბედის, მეფე ანდრიანამპუანიმერინას გარდაცვალების შემდეგ. რადამას მმართველობისას, მისივე მოწვევით ევროპელებმა პირველად მოინახულეს იმერინის სამეფოს ცენტრალური მაღალმთიანი რეგიონი და დედაქალაქი ანტანანარივუ. მეფემ წაახალისა ლონდონის მისიონერული საზოგადოების წარმომადგენლები, რათა დაეარსებინათ სკოლები წარჩინებულთათვის, რომლებიც იყვნენ პოტენციური სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეები. მათ ასევე შემოიტანეს ქრისტიანობა და ასწავლიდნენ წერა-კითხვას ნათარგმნი ბიბლიის გამოყენებით. რადამა I-ის მმართველობისას გატარდა მრავალი პოლიტიკური და სოციალური რეფორმა, ბოლო მოეღო მონებით საერთაშორისო ვაჭრობას, რაც ტრადიციულად, იმერინის სამეფოს სიმდიდრის ძირითადი წყარო იყო. წარმატებული სამხედრო კამპანიების შედეგად შეძლო საკუთარი მმართველობის ქვეშ მოექცია კუნძულის ორი მესამედი. ალკოჰოლმა მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად დაასუსტა. გარდაიცვალა ნაადრევად, 35 წლის ასაკში 1828 წელს. ტახტზე შეცვალა მისმა მაღალი რანგის ცოლმა რანავალუნა I-მა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dominique Ranaivoson, Madagascar : dictionnaire des personnalités historiques, Sépia, Saint-Maur-des-Fossés ; Tsipika, Antananarivo, 2011 (2e éd.), p. 121-122 (ISBN 978-2-84280-101-4)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: