ფიანარანცუის პროვინცია
იერსახე
| პროვინცია | |
|---|---|
|
ფიანარანცუის პროვინცია მალაგ. Fianarantsoa | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | ფიანარანცუა |
| კოორდინატები | 21°30′00″ ს. გ. 47°00′00″ ა. გ. / 21.50000° ს. გ. 47.00000° ა. გ. |
| ფართობი | 102 080 კმ² |
| მოსახლეობა | 4 541 678 კაცი (2013) |
| სიმჭიდროვე | 44,49 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+3 |
|
| |
ფიანარანცუის პროვინცია (მალაგ. Fianarantsoa) — მადაგასკარის 6 პროვინციიდან ერთ-ერთი. პროვინციის შემოკლებული დასახელებაა — «ფიანარი». ფართობი — 102 080 კმ². მოსახლეობა — 4 541 678 ადამიანი[1] (2013 წელი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ფიანარანცუა.
პროვინცია მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. პროვინციას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტუამასინის პროვინცია, ჩრდილო-დასავლეთით — ანტანანარივუს პროვინცია, სამხრეთითა და დასავლეთით კი — ტულიარის პროვინცია.
პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს 4 მთავარი ეროვნული პარკი: რანომაფანა, მიდონდი დუ სუდი, ისალო და ანდრინგიტრა.
პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 5 რეგიონად და 23 დეპარტამენტად.