შიგნიკახეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შიგნიკახეთი, შიგა კახეთი მდებარეობს ალაზნის ხეობაში. იგი ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთის მხარეებიდან შემორკალულია კავკასიონისა და ცივგომბორის მთებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ის გაშლილია. მთებისაგან წარმოქმნილი რკალი მდინარე ალაზნის ქვემო წელში თანდათან შორდებიან ერთიმეორეს და ამის შედეგად შიგა კახეთი კონფიგურაციით მოგვაგონებს სამკუთხედს, რომლის წვერი მიმართულია ჩრდილოეთისაკენ და ფუძე სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ამ სამკუთხედის სიმაღლე 110 კილომეტრია ხოლო სიგანე ფუძესთან – დაახლოებით 40 კილომეტრი. საერთოდ შიგა კახეთი წარმოადგენს კავკასიონისა და ცივგომბორის მთების დაქანებას, რომელიც თანდათან ვაკდება და დასერილია ხევებით. შიგა კახეთის მთიანი ნაწილი უკავია ალპურ მდელოებს, რომლებიც თანდათან იცვლება ტყის ზონით. ამ უკანასკნელს მოსდევს მცირე ფერდობები, სადაც უმთავრესად განლაგებულია მაღალხარისხოვანი ღვინოების მომცემი ვენახები.

ფერდობების ზონის შემდეგ ვაკე ადგილებია, სადაც მეტწილად დგება ორდინარული ღვინოები. ვაკის უდიდესი ნაწილი დაკავებულია მარცვლეული კულტურითა და სათიბებით.