სივრცე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამ განზომილებიანი სივრცე დეკარტეს კოორდინატთა სისტემით

სივრცე — სამგანზომილებიანი უსაზღვრო არე რომელშიც მდებარეობენ სხეულები და მოვლენები, რომლებსაც აქვთ ერთმანეთის მიმართ გაგკვეული მდებარეობა. [1] ფიზიკური სივრცე ხშირად განიხილება როგორც სამგანზომილებიანი, თუმცა თანამედროვე ფიზიკაში სივრცეს ხშირად დროსთან ერთად განიხილავენ, როგორც ოთხგანზომილებიანი სივრცე-დროის ნაწილს. მათემატიკაში განსახილველი ამოცანის მიხედვით სივრცეს შეიძლება ჰქონდეს მებისმიერი განზომილება და განსხვავებული სტრუქტურა. სამყაროს შემეცნებისთვის სივრცის ცნება უმნიშვნელოვანესი საბაზისო ცნებაა, თუმცა დღემდე მიმდინარეობს კამათი ფილოსოფოსებს შორის სივრცის რაობის შესახებ — არის ის ობიექტი, კავშირი ობიექტებს შორის თუ კონცეპტუალური ბაზისის ნაწილი.

მე-17 საუკუნეში კლასიკური მექანიკის განვითარებასთან ერთად წამოიჭრა ბევრი ფილოსოფიური კითხვა. ისააკ ნიუტონის ხედვით სივრცე არის აბსოლუტური, იმ გაგებით, რომ იგი არის პერმანენტულად და დამოუკიდებლად განვრცობილი მასში სხეულების არსებობის მიუხედავად.[2] გოტფრიდ ლაიბნიცი კი მიიჩნევდა, რომ სივრცე არის სხვადასხვა სხეულებს შორის ურთიერთგანლაგების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება მათ შორის მანძილითა და ურთიერთგანლაგებით. მე-18 საუკუნეში იმანუელ კანტმა აღწერა სივრცე და დრო როგორც გარემო, რომელშიდაც ადამიანები ახდენენ მათი გამოცდილების სტრუქტურირებას.

IXX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მათემატიკაში განვითარდა არაევკლიდური გეომეტრია, რომელშიც სივრცე შეიძლება იყოს გამრუდებული (ბრტყელის ევკლიდური სივრცის საპირისპიროდ). ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით რეალური სივრცე გრავიტაციული ველის გავლენით მრუდდება.[3] ფარდობითობის ზოგადი თეორიის ტესტებმა მართლაც დაადასტურა, რომ არაევკლიდური სივრცე წარმოადგენს უკეთეს მოდელს მექანიკისა და ოპტიკის არსებული კანონების ასახსნელად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Britannica Online Encyclopedia: Space
  2. French and Ebison, Classical Mechanics, p. 1
  3. Carnap, R. An introduction to the Philosophy of Science