ბორჯომი (წყალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორჯომი (მრავალმნიშვნელოვანი).
IDS ბორჯომი საქართველო
0.5 GL Borjomi Glass Bottle.jpg
ტიპი: მინერალური წყალი
დევიზი: „ბორჯომი დაგიბრუნებს ჰარმონიას“
დაფუძნდა: 1850
მდებარეობა: Flag of Georgia.svg საქართველო; ბორჯომი
პროდუქცია: ბორჯომი
თანამშრომელი: 700

„ბორჯომი“ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი ამავე სახელწოდების ქალაქი-კურორტიდან, საქართველოში, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც.

ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით.

ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლები.

1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ „ბორჯომი“, წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.

ისტორია

უძველესი პერიოდი

ბორჯომის ხეობა

ბორჯომის მინერალური წყაროები აღმოჩენილი ყოფილა ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში. ამაზე მეტყველებს XX საუკუნეში აღმოჩენილი 7 ქვის აბაზანა. როგორც ჩანს, იმ დროს ბორჯომის წყალს იყენებდნენ სწორედ აბაზანებისთვის და არამხოლოდ დასალევად. ბორჯომში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ამტკიცებს, რომ მინერალური წყალი გამოიყენებოდა XVI საუკუნის ბოლომდე. ნაპოვნია შუა საუკუნეების თიხის მილები, რომლებიც ბორჯომის ზოგიერთ წყარომდე იყო მიყვანილი. XVI-XVIII საუკუნის ომების შედეგად წყაროების არსებობა დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა, ხოლო ის ადგილები, სადაც ეს წყაროებია, მიტოვებულ იქნა.

გოლოვინის პერიოდი

„ევგენიევსკის“ წყარო

ბორჯომის წყლის „მეორე ცხოვრება“ დაიწყო XIX საუკუნის 20–იანი წლების ბოლოს. 1829 წელს ბორჯომში განლაგდა ხერსონის გრენადიორთა პოლკი. ერთხელ ჯარისკაცებმა ტყეში, მდინარე ბორჯომულას მარჯვენა ნაპირზე იპოვეს მინერალური წყარო. პოლკოვნიკი პ. პოპოვი დაინტერესდა ამ ამბით და ბრძანა წყაროს გაწმენდა და მისი ჭურჭლით ზიდვა პოლკში. მას კუჭის წყლული აწუხებდა და წყალი იმდენად მარგებელი აღმოჩნდა მისთვის, რომ გადაწყვიტა წყარო ქვით შემოეზღუდა. იქვე ააშენებინა მან აბანო და პატარა სახლი თავისთვის.

1837 წელს ხერსონის პოლკი ჩაანაცვლა ქართველ გრენადიორთა პოლკმა. პოლკის ექიმმა ამიროვმა დაიწყო წყლის შემადგენლობის გამოკვლევა და მისი ზემოქმედების შესწავლა. მანვე გააგზავნა წყლის პირველი სინჯები სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში.

1841 წელს ბორჯომის მინერალური წყალი უკვე იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ კავკასიის მთავარმართებელმა ევგენი გოლოვინმა თავისი სნეული ქალიშვილი ბორჯომში ჩაიყვანა სამკურნალოდ. უცნობია, თუ კონკრეტულად რა დაავადება ჰქონდა მას, თუმცა ცნობილია, რომ წყალმა მას დიდად არგო, რის გამოც ბორჯომის მინერალური წყლის პირველ წყაროს გოლოვინმა ქალიშვილის სახელი (Екатерининский) უწოდა ხოლო მეორეს — საკუთარი (Евгеньевский).

შუშის ქარხანა ბორჯომში

1842 წელს ექიმმა ამიროვმა თხოვნით მიმართა გენერალ გოლოვინს, რათა კეთილმოეწყოს კურორტი ბორჯომი. ამ დროს იწყება ქალაქ ბორჯომის ინფრასტრუქტურის განვითარება.

ვორონცოვის პერიოდი

1846 წელს კავკასიაში ახლადდანიშნულმა მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა ბორჯომი თავის საზაფხულო რეზიდენციად გაიხადა. დაიწყო ქალაქის კეთილმოწყობა: აშენდა სახლები, აბანოები, ეკლესიები, სასტუმროები. 1850 წელს გაშენდა მინერალური წყლების პარკი, ხოლო 1854 წელს დაიწყო პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა. სამხედრო ლაზარეთის აფთიაქარმა, ზახაროვმა ჩამოასხა მინერალური წყალი 1300 ოვალურ, ნახევარლიტრიან ბოთლებში და თბილისში გასაყიდად წაიღო.

რომანოვის პერიოდი

შეფუთვის განყოფილება ბორჯომის ქარხანაში
დისტრიბუცია ბორჯომის ქარხანაში
რომანოვების ოჯახი ბორჯომის წყაროსთან
რომანოვის სასახლე ბორჯომში (ლიკანი)

1862 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა დიდი თავადი მიხეილ რომანოვი. მანაც თავისი საზაფხულო რეზიდენცია ბორჯომში მოაწყო. იმ დროისთვის ბორჯომის სამკურნალო თვისებების შესახებ ამბავი მთელ რუსეთის იმპერიას მოედო. ბორჯომში შენდებოდა ახალი სასახლეები, პარკები, სკვერები, სასტუმროები. 1894 წელს გაყვანილ იქნა ხაშურიდან ბორჯომამდე რკინიგზა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიმოსვლა. მანამდე ბორჯომში ცხენიანი ფაეტონებით ჩადიოდნენ და გზას თბილისიდან ბორჯომამდე 8–9 საათი უნდებოდა.

1894 წელს მიხეილ რომანოვმა დაიწყო მინერალური წყლების პარკში ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა, რომელმაც XX საუკუნის 50–იან წლებამდე იარსება.

1896 წელს ბორჯომში გაიხსნა შუშის პირველი ქარხანა, სადაც 1950 წლამდე ბოთლები ხელით მზადდებოდა.

1900 წელს ბორჯომში მივლინებით ჩავიდა ქიმიკოსი ფ. მოლდსენგაუერი, რომელმაც ბოთლში ჩამოსხმული წყლის ფიზიკურ–ქიმიური თვისებების შესანარჩუნებელი მეთოდი შეიმუშავა. სწორედ მისი იდეა იყო მინერალური წყლის ნახშირბადის დიოქსიდით დაგაზვა, რამაც საშუალება მისცა მწარმოებლებს, რომ წყალი საზღვარგარეთ ექსპორტზე გაეტანათ.

1904 წელს ხდება „ბორჯომის“ წარმოების ნაწილობრივი მექანიზაცია, კერძოდ შუშა თუ ხელით მზადდებოდა, ბოთლებში ჩამოსხმა უკვე მექანიზებული წესით ხდებოდა. ამავე წლით თარიღდება საგაზეთო განცხადება, სადაც ლაპარაკია მინერალური წყლის — „ბორჯომის“ ვაგონებით გაყიდვაზე. წარმოების მექანიზაციამ მოიტანა დიდი წარმატება: თუ 1854 წელს მხოლოდ 1350 ბოთლი ბორჯომი გავიდა ქარხნიდან, უკვე 1905 წელს მისი რიცხვი 320 ათას ბოთლამდე გაიზარდა, ხოლო 1913 წლისთვის უკვე 9 მილიონს გადააჭარბა.

ამავე პერიოდში ბორჯომი იღებს საერთაშორისო აღიარებას:

საბჭოთა პერიოდი

საბჭოთა პერიოდში ბორჯომი უკვე სტალინის საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა, ხოლო კრემლში არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა „ბორჯომის“ გარეშე.

1961 წელს 423 ათასი ბოთლი იქნა ექსპორტირებული მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთში, ავსტრიაში და სხვა. 1980-იან წლებში „ბორჯომის“ გაყიდვამ 400 მილიონ ბოთლს მიაღწია და იგი სსრკ-ში ყველაზე პოპულარულ წყალი გახდა. 1990 წლისთვის ბორჯომის რეალიზაციამ 450 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.

დამოუკიდებლობის პირველი 20 წელი

1990-1995 წლებში საქართველოში შიდაეკონომიკური სიძნელეების გამო მკვეთრად შემცირდა „ბორჯომის“ წარმოება, მაგრამ 1995 წლიდან პრივატიზაციის შედეგად ბორჯომის წარმოებას შეუდგა კომპანია საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია (Georgian Glass & Mineral Water Co. N. V.), რომელიც „თიბისი“ ბანკის მფლობელს, მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა. მოწვეულ იქნენ ინვესტორები, რის შემდეგაც წარმოება 40–ჯერ გაიზარდა.

1997 წელს მოხდა „ბორჯომის“ №1 და №2 ქარხნების მოდერნიზაცია, კომპანიის საკუთრებაში გადავიდა ხაშურის შუშის ქარხანა, რომელიც ბორჯომიდან 30 კმ–ში მდებარეობს. ასევე მოხდა მისი მოდერნიზაციაც. 1998 წელს №2 ქარხანაში დაიწყო „ბორჯომის“ ჩამოსხმა პლასტიკურ ბოთლებში. 1999 იმავე ქარხანაში დაიწყო უგაზო მინერალური წყლის — „ბორჯომის წყაროები“ ჩამოსხმა.

XXI საუკუნე

განახლებული ბორჯომის პარკი

2002 წელს №2 ქარხანამ დაიწყო უგაზო წყლის — „ბაკურიანი“ ჩამოსხმა 5 ლიტრიან, ხოლო 2008 წლიდან 6 ლიტრიან ბოთლებში. 2005 წელს „ბორჯომის“ წარმოებამ 200 მილიონ ბოთლს მიაღწია. 2007 წელს საერთაშორისო სასერტიფიკაციო კომპანიამ Bureau Veritas „ბორჯომს“ მიანიჭა წარმოების უსაფრთხოებისა და ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 22000.

2006 წელს რუსეთში „ბორჯომის“ გავრცელება აიკრძალა, ამით კომპანიამ გასაღების ყველაზე დიდი ბაზარი დაკარგა. დღეს „ბორჯომის“ ექსპორტი მსოფლიოს 30 ქვეყანაში ხდება.

2012 წლის დეკემბრის ბოლოს კი კომპანია რუსული „ალფა ჯგუფის“ საკუთრება გახდა.[1]

დღესდღეობით კომპანია ბორჯომ-ბაკურიანის ხეობაში 4 დასახელების პროდუქციას აწარმოებს:

  • ბორჯომი
  • ლიკანი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომის წყაროები

წყაროები

წყარო ბორჯომის პარკში

ბორჯომის მინერალური წყლების საბადო კავკასიონის მესხეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 760–920 მეტრის აბსოლუტურ სიმაღლეზე. „ბორჯომი“ მოიპოვება 9 ჭაბურღილიდან, რომელთა სიღრმეა 1200–1500 მეტრი.

„ბორჯომის“ საბადოების დაზვერვა მიმდინარეობდა 1927 წლიდან. სულ, 1982 წლამდე, გაჭრილ იქნა 18,4–დან 1502 მეტრამდე სიღრმის 57 ჭაბურღილი. დაზვერვითი სამუშაოების დაწყებამდე საბადოს ცენტრალურ ნაწილში მოქმედებდა მხოლოდ ორი წყარო: კავკასიის მთავარმართებელ ევგენი გოლოვინის (Евгеньевский) და მისი ქალიშვილის, ეკატერინეს სახელობისა (Екатерининский), რომელიც წყალმა განკურნა.[2]

1957–1978 წლებში ჩატარებული საბურღი სამუშაოების შედეგად ბორჯომის საბადოების საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გამოვლინდა ახალი საექსპლუატაციო უბნები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ბორჯომის წყლის მარაგები. ამის წყალობით საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოება 400 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა.

დღეს ბორჯომის ხეობაში სამი საექსპლუატაციო უბანია: ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (დაბა ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვანი–ყვიბისის (სოფლების – ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიებზე). ამ უბნებზე განლაგებულია 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი. კიდევ 13 ჭაბურღილი გამოიყენება თვითონ საბადოს რეგულარული მონიტორინგისთვის (წყლის დონე, წნევა, ტემპერატურა და სხვა).

მოპოვება და ჩამოსხმა

საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების კომიტეტმა დაამტკიცა 2006–2031 წლებში ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების მოცულობა 561 000 ლიტრი დღეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად იწარმოება 1 000 000 ბოთლზე მეტი.

დღესდღეობით ყველა 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი ფუნქციონირებს თვითდინებით, ანუ მოიპოვება იმ რაოდენობის წყალი, რომელიც აღდგება ბუნებრივი გზით.

ჩამოსხმა

"ბორჯომის" წარმოება

ჭაბურღილებიდან მიღებული მინერალური წყალი 25 კილომეტრიანი უჟანგავი მილით მიეწოდება ჩამომსხმელ ქარხნებს. იქ ის ყენდება, ცივდება, იგაზება ნახშირბადის დიოქსიდით, ჩამოისხმება ბოთლებში და იფუთება.

დღეს ქალაქ ბორჯომში მოქმედებს ორი ჩამომსხმელი ქარხანა: პირველი მინერალურ წყალს ასხამს შუშის ბოთლებში, მეორე კი — პლასტიკატის ბოთლებში. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარდა ამ ქარხნების სრული მოდერნიზაცია.

ასორტიმენტი

მინერალური წყალი „ბორჯომი“ დღეს ბაზარზე წარმოდგენილის ოთხნაირი შეფუთვით:

  1. შუშის ბოთლი 0,33 ლ (გამოყენების ვადა — 2 წელი ჩამოსხმის დღიდან);
  2. შუშის ბოთლში 0,5 ლ (გამოყენების ვადა — 2 წელი ჩამოსხმის დღიდან);
  3. პლასტიკურ ბოთლში 0,5 ლ (გამოყენების ვადა — 1 წელი ჩამოსხმის დღიდან);
  4. პლასტიკურ ბოთლში 1 ლ (გამოყენების ვადა — 1 წელი ჩამოსხმის დღიდან).

სამკურნალო თვისებები

ორგანიზმის გაწმენდა[3]

ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის წყალობით „ბორჯომი“ მოქმედებს, როგორც „შიდა შხაპი“ და შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს. ის მატებს იმუნიტეტს და ეფექტურია საჭმლისმომნელებელი სისტემისა და ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს.

კვების ჰიგიენის სპეციალისტთა თანახმად, თანამედროვე მავნე ეკოლოგიური პირობებისა და არაბალანსირებული კვების გამო დარღვეულია ადამიანის ორგანიზმის ტუტე-მჟავას წონასწორობა (pH) და მატება აღინიშნება მჟავიანობის მხრივ. „ბორჯომის“ რეგულარული მიღება აბალანსებს pH-ის დონეს და ასევე, ქმნის ოპტიმალურ პირობებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისათვის. ასევე „ბორჯომი“ აუმჯობესებს ნაწლავთა მუშაობას და ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები.

რამდენადაც, „ბორჯომი“ გამოირჩევა მინერალთა დაბალანსებული შემცველობით, ტრადიციულად, ბევრი ადამიანი მას სვამს, როგორც სუფრის წყალს. მაგალითად, კალციუმი „ბორჯომში“ 100 მგ-ზე ნაკლებია, რაც დასაშვებია ყოველდღიური მოხმარებისთვის — მარილთა დაგროვების რისკი არის მხოლოდ მაშინ, როდესაც კალციუმის შემცველობა 200 მგ/ლ-ს აჭარბებს.

გახდომა[4]

დიეტოლოგები ჭარბწონიან ადამიანებს ურჩევენ, სვან ჩვეულებრივზე მეტი „ბორჯომი“. იგი დადებითად მოქმედებს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლაზე და წარმოქმნის ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ), რომლის დაშლისასაც გამოიყოფა ენერგია.

აღსანიშნავია, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ექიმები ურჩევენ მოერიდონ ძლიერგაზირებულ წყალს, რადგან ის სტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ანუ იწვევს შიმშილის გრძნობას. ამიტომ, მათ, ვისაც გახდომა სურს, „ბორჯომის“ მიღებამდე რეკომენდაცია ეძლევათ გამოუშვან მისგან ნახშირბადის დიოქსიდის გაზი.

კბილები

სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „ბორჯომი“ სასარგებლოა კბილებისთვის. ეს მინერალური წყალი შეიცავს ფტორიდის და იოდიდის იონებს, რაც ამცირებს კარიესის გაჩენის შესაძლებლობას.[5]

რას მკურნალობს „ბორჯომი“[6][7]

„ბორჯომი“ რუსეთში

2006 წლის 4 მაისს რუსეთის მთავარი სანიტრის ბრძანებით რუსეთში „ბორჯომის“ შეტანა აიკრძალა, იმ საბაბით, თითქოსდა ის არ აკმაყოფილებდა სანიტარულ ნორმებს, თუმცა, ქართული მხარე ამ გადაწყვატილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.[8] ამის ფონზე რუსეთში გაყიდვაში გაჩნდა სტავროპოლში ჩამოსხმული მინერალური წყალი, სახელწოდებით – «Русский Боржомъ» (რუსული ბორჯომი), მაგრამ 2007 წელს ქართველი მწარმოებლის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ აკრძალა მსგავსი დასახელების წყლის გაყიდვა.[9]

საინტერესო ფაქტები[5]

  • „ბორჯომისთვის“ დამახასიათებელი მოცისფრო-მომწვანო ფერის ბოთლი დაპატენტებულია და მას სახელად ეწოდება „ქართული მწვანე“ (Georgian Green).
  • უინსტონ ჩერჩილის საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს მაგიდაზე მას სულ ედო „ბორჯომის“ ბოთლები. ეს ოფიციალური პროტოკოლის განუყოფელი ნაწილი იყო.
  • კოსმოსიდან მიწაზე დაშვების შემდეგ, იური გაგარინმა პირველი რაც მოითხოვა, იყო ბორჯომი. ამის შესახებ მოყვა პროფესორმა ვოლოვიჩმა, რომელიც სამძებრო–სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
  • სპექტაკლების რეპეტიციისას ცნობილი საბჭოთა თეატრალური რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი ყოველთვის პარტერის მეთორმეტე რიგში იჯდა, სადაც მისთვის წინასწარ გამზადებული იყო „ბორჯომის“ ბოთლი.
  • ფილმს „სოლარისის“ გადაღებისას სოლარისტიკის შესახებ კონფერენციის სცენაში მაგიდაზე იდგა „ბორჯომი“. გადამღები ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ სცენა თამაშდება შორეულ მომავალში და ბოთლის ეტიკეტი ან უნდა შებრუნდეს კამერის საპირისპირო მხარეს, ან მას უნდა გადაეკრას რაიმე სხვა, გამოგონილი ეტიკეტი. მაგრამ ფილმის რეჟისორმა ანდრეი ტარკოვსკიმ თავისი გაიტანა, ბოთლი უნდა მდგარიყო ისე, რომ მისი ნამდვილი ეტიკეტი გამოჩენილიყო კამერაში. იგი დარწმუნებული იყო, რომ შორეულ მომავალშიც „ბორჯომი“ უეჭველად იქნებოდა.

ლიტერატურა

ქართული

  • რუსუდან ხარგელია, ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს ჰიდროქიმიური და ეკოლოგიური კვლევა (დისერტაცია ქიმიის მეც. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად), თბ., 2006
  • ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს დამუშავების ტექნოლოგიური სქემა. სს «საქკურორტინვესტი», ჰიდროგეოლოგიური სამმართველო «საქკურორტწყლები», თბილისი, 1998.
  • გაბეჩავა ჯ., გვახარია ვ., ლომინაძე ი., მიგინეიშვილი ბ., ბობოხიძე ს., ტყებუჩავა მ., ბერიძე მ., ხარგელია რ.. ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს იზოტოპური შედგენილობის შესწავლის შედეგები // საქართველოს ნავთობი და გაზი.-2005.-№14, გვ. 55-62.
  • გაბეჩავა ჯ., გვახარია ვ., ლომინაძე ი., მიგინეიშვილი ბ., ხარგელია რ., ტყებუჩავა მ., ბობოხიძე ს., ბერიძე მ.. ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს პალეოჰიდროგეოლოგია // საქართველოს ნავთობი და გაზი.2005.-№15, გვ. 52-56
  • გვახარია ვ., ხარგელია რ., გვაზავა ნ., ადამია ტ.- ბუნებრივი მინერალური წყლის პროდუქციის "ბორჯომის" სტანდარტის შესახებ. შრომათა კრებული ა. ჯანელიძის სახელობის საქართველოს მეცეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის. 1998, გ. 277-280
  • ხარატიშვილი ლ.ა. ბორჯომის მინერალური წყლის ფორმირების ჰიდროგეოლოგიურ-გენეტიკური მოდელი. საქ. ტექ. უნივერსიტეტის სამეცნიერო სესიის «ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო-გეოლოგიის თანამედროვე პრობლემები». მოხსენების თეზისები, თბილისი, 2004
  • ცერცვაძე ნ.ვ. ბორჯომის რაიონის დანალექი ქანების წყლით გამონატუტების შესწავლის ზოგიერთი შედეგი. საქ. მეცნიერებათ აკადემიის მოამბე, ტომი XXIII, 14, 1959
  • ცერცვაძე ნ.ვ. _ მდ. გუჯარეთისწყლის აუზის მინერალური წყლების ფორმირების საკითხისათვის. ლენინის სახ. საქ. პოლიტექ. ინსტიტუტის ჰიდროგ. და საინჯ.-გეოლ პრობლ. ლაბორატორიის შრომები, 11, 1962

რუსული

  • Гвахария В.Г., Габечава Д. Ш., Харгелия Р.Г., Адамия Т.М., Дочвири А.А., Мачавариани Б.К. (2005). Минеральные воды Грузии // Питьевая вода,. №3 с.17-26
  • Багдавадзе Л.М., Корошинадзе Т.О., Чхаидзе Д.В., Мигинеишвили Б.К., Харатишвили Л.А., Гвахариа В.Г., Харгелиа Р.Г., Габечава Д.Ш., Гиргвлиани, Д.А., Гамбашидзе Г.О., Циргиладзе Н.М., Ломинадзе И.Г. Пересчет эксплуатационных запасов месторождения минеральной воды Боржоми.-Тезиси дакладов 6-го Международного конгресса «Вода: Экология и технология», Экватек -2006. М., 2006.
  • Гвахария В.Г., Харгелия Р.Г., Габечава Дж. Ш., Гиргвлиани Д.А., Мачавариани Б.К. (2006) Исследование минеральных вод Грузии // Georgian Engineering News, No2 с. 263-269
  • Gvakharia V., Khargelia R., Gabechava J., Girgvliani D. (2006) Hydro-chemical investigation of Borjomi mineral water deposit, distribution of main metal ions through different districts of deposit // GEORGIAN CHEMIKAL JOURNAL, No 6(4), p. 386391
  • Эристави Д.И., Броучек Ф.И.-Физико-химическое исследование минеральной воды боржоми.-«Сабчота сакартвело», Тбилиси, 1964. стр 76
  • Вартанян Г.С., Плотникова, Харатишвили Л.А., Чхаидзе Д.В., Гидрогеологическая модель Боржомского месторождения минеральной воды//

Советская геология.- 1985.- №3

  • Ломинадзе И.Г., Гвахариа В.Г., Харгелиа Р.Г., Габечава Д.Ш., Гиргвлиани Д.А., Гамбашидзе Г.О., Циргиладзе Н.М., Разработка геофильтрационной модели Боржомского месторождения минеральной воды с целью оптимизации режима эксплуатации. .-Тезиси дакладов 6-го Международного конгресса «Вода: Экология и технология», Экватек -2006. М., 2006
  • Лунц В.Л. О влиянии газированной бутылочной боржомской воды екатеринского источника на выделение эфиро-серных кислот мочей у здаровых людей. Дисертация, 1899
  • Мелива А.М.Режим Боржомских минеральных источников и пути выявления новых ресурсов.- Автореферат канд. диссертации ГПИЮ.- Тбилиси: 1952
  • Мелива А.М. Контур месторождения боржомской минеральной воды//Сборник «Проблемы гидрогеологии и инженерной геологии».-Мецниереба.-Тбилиси: 1980.с 82-84
  • Мелива А.М. К вопросу ресурса и генезиса боржомской минеральной воды // Сектор гидрогеологии и инженерно геологии АН ГССР.- Тбилиси:1980.-с.64-68
  • Надарейшвили А.В. и др. Связь химического состава минеральной воды с обменными гидродинамическими процессами в условиях скважины 38Э Боржомского месторождения минеральной воды// Труды ГПИ им. Ленина.- 1984.с.312
  • Надарейшвили А.В. Коллекторские свойства пород и признаки активности матрицы Боржомского месторождения минеральной воды//Труды ГПИ им. Ленина.- №11.-1988.-с.308
  • Тугуши И.Н. К вопросу о связи состава Боржомской минеральной воды с обменными гидродинамическими ресурсами//Труды ГПИ им. Ленина.- 1984. с.423
  • Тугуши И.Н., Дабахишвили Н.А. Гидрохимическая интерпретация результатов комплексного эксперимента на скважине 38Э Боржомского месторождения минеральной воды//Труды ГПИ им. Ленина.- 1984.-№4.-с.62-68
  • Тугуши И.Н. Экспериментальная исследования процессов углекислотного выщелачивания пород Боржомского месторождения минеральной воды//Труды ГПИ им. Ленина.- 1984.-№4.-с.68-72
  • Тугуши И.Н.Особенности формирования химического состава и режима минеральных вод Боржомского месторождения и гипергенного изменения вмещающих пород. Материалы всесоюзной конференции.- Том 11.- Подземные воды и эволюция литосферы.- М.: Наука.- 1985.- с.112
  • Флери Ж., Гвахария В., Габечава Дж., Адамия Т., Харгелия Р. (2002). Подземные воды Борджомского района. Проблемы и перспективы.// 5-ый международный конгресс "Вода: экология и технология" ЭКВАТЭК-2002, Москва, с.787-788
  • Харатишвили Л.А.О формировании минеральной воды «Боржоми».- Мат. НИ конференции по проблемам гидрогеологии и инженерной геологии.- Тбилиси, 1980

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო