ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
| დაარსდა | 1960 |
|---|---|
| რეგიონი | ევროპა (უეფა) |
| გუნდ. რაოდენობა | 16 (ფინალურ ეტაპზე) |
| ყველაზე ტიტ. გუნდი | |
| მოქ. მფლობელი | |
უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი — ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში. პირველი ტურნირი გაიმართა 1960 წელს. 1968 წლამდე ტურნირს ერქვა ევროპის ნაციონალური თასი.
ტურნირში მოსახვედრად ნაკრებები გადიან საკვალიფიკაციო ეტაპს (მასპინძელ ქვეყანას/ქვეყნებს ავტომატურად ენიჭებათ ჩემპიონატის საგზური). ტურნირის ფინალურ ფაზაში 16 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი სულ 13-ჯერ ჩატარდა და ცხრა ქვეყანამ შეძლო უმღლესი ტიტულის მოპოვება. ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ, გამარჯვება შეძლო გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა. შემდეგ მოდიან საფრანგეთისა და ესპანეთის გუნდები ორი ტიტულით.
ევროპის მოქმედი ჩემპიონია ესპანეთი, რომელმაც 2008 წლის შვეიცარია-ავსტრიაში ჩატარებული ტურნირის ფინალში გერმანია დაამარცხა ანგარიშით 1–0. მომდევნო ჩემპიონატს პოლონეთ-უკრაინა უმასპინძლებს 2012 წლის ივნის-ივლისში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
პირველად, პანევროპული საფეხბურთო ტურნირის ჩატარების იდეა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში, ანრი დელონეს გაუჩნდა 1927 წელს. თუმცა რეალურად პირველი გათამაშება დელონეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩატარდა.[1][2] სწორედ ანრი დელონეს სახელობისაა უეფა-ს ჩემპიონატის თასი.[3] ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და საბჭოთა ნაკრების ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც პარიზში გამართულ ფინალში იუგოსლავია დაამარცხა, ანგარიშით 2–1.[4][5]
1964 წელს, ჩემპიონატს ესპანეთმა უმასპინძლა. ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა კვლავაც უცვლელი დარჩა, თუმცა გაიზარდა საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა – 17-დან 29-მდე.[6] ფინალში, მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე, ესპანეთმა დაამარცხა საბჭოთა კავშირის ნაკრები, ანგარიშით 2–1.[7]
ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა 1968 წელსაც: მას იტალიამ უმასპინძლა და მისი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.[8][9] ამ გათამაშებისას მსვლელობისას, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად გადაწყდა მატჩის ბედი მონეტის აგდებით (იტალიისა და საბჭოთა კავშირის ნახევარფინალური შეხვედრა);[10] ასევე პირველად და უკანასკნელად დაინიშნა გადათამაშება (პირველი ფინალური შეხვედრა იტალიასა და იუგოსლავიას შორის ფრედ დასრულდა).[11] საკვალიფიკაციო ეტაპზე ამჯერად 31 გუნდი მონაწილეობდა.[12]
1972 წელს ჩემპიონატს ბელგიამ უმასპინძლა და დასავლეთ გერმანიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა,[13] 1976 წელს იუგოსლავიაში ჩატარებული ჩემპიონატი კი ჩეხოსლოვაკიის ტრიუმფით აღინიშნა.[14] ამ წელს, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველად დაინიშნა პენალტების სერია (ფინალში).[15]
1980 წელს ჩემპიონატში მონაწილე გუნდთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ტურნირი ორ ჯგუფად ჩატარდა და ფინალში ერთმანეთს ჯგუფების პირველადგილოსნები, მესამე ადგილისათვის მატჩში კი – მეორეადგილოსნები შეხვდნენ.[16][17] რომის სტადიო ოლიმპიკოს სტადიონზე გამართულ ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა დაამარცხა ბელგიის ნაკრები და თავისი მეორე ევროპული ტიტული მოიგო.[18]
1984 წელს თავისი პირველი ტიტული მოიგო საფრანგეთმა. ფრანგთა კაპიტანმა მიშელ პლატინიმ 5 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, რაც დღემდე სარეკორდოა.[19][20] ამ წელს კვლავ განიცადა ცვლილება ფორმატმა: ამჯერად, ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ნახევარფინალიდან აგრძელებდნენ ასპარეზობას.[19] გაუქმდა მატჩი მესამე ადგილისათვის.[19]
1988 წელს ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდა და ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, რომელშიც ჰოლანდიელებმა საბჭოთა ნაკრები დაამარცხეს,[21] მარკო ვან ბასტენმა ულამაზესი გოლი გაიტანა.[22]
1992 წელს შვედეთში გამართული ჩემპიონატი დანიის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია რომ საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა დანიამ ვერ შეძლო, ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი ჯგუფის გამარჯვებული, იუგოსლავია, ტურნირიდან მოიხსნა იუგოსლავიაში დაწყებული ომების გამო.[23][24] ფინალში, დანიელებმა გერმანელები დაამარცხეს იენსენისა და კიმ ვილფორტის გოლებით – 2–0.[25]
1996 წლის გათამაშებას ინგლისმა უმასპინძლა. ამ წელს გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.[26] ჩემპიონატი გერმანიის გამარჯვებით დამთავრდა, რომელმაც ფინალში ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად ჩამოყალიბებული ნაკრები დაამარცხა ოლივერ ბირჰოფის მიერ გატანილი „ოქროს გოლით“.[27][28]
2000 წლის ჩემპიონატი პირველი იყო, რომელსაც ორმა ქვეყანამ ერთად უმასპინძლა – ნიდერლანდმა და ბელგიამ.[29][30] ტურნირის ფინალში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთმა, დაამარცხა იტალიის ნაკრები დავიდ ტრეზეგეს „ოქროს გოლით“.[29][30][31]
2004 წელს ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიაში გაიმართა. საბერძნეთის ნაკრებმა, რომელსაც მანამდე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული (1980), დაამარცხა საფრანგეთი,[32] ჩეხეთი „ვერცხლის გოლით“[33][34] და ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ პორტუგალიას შეხვდა და ანგელოს ხარისტიასის გოლით თავისი პირველი ევროტიტული მოიპოვა.[35]
2008 წლის გათამაშებას ავსტრიამ და შვეიცარიამ უმასპინძლეს. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ჩემპიონატს ორმა ქვეყანამ უმასპინძლა.[36] ფინალი გაიმართა ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე, სადაც ესპანეთის ნაკრებმა ფერნანდო ტორესის გოლით დაამარცხა გერმანია და თავისი მეორე ტიტული მოიგო.[37][38]
2012 წელს ევროპის ჩემპიონატს პოლონეთი და უკრაინა უმასპინძლებენ. ტურნირი 8 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება.[39] 2016 წლის გათამაშება საფრანგეთში გაიმართება.[40] 2016 წლიდან იგეგმება ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 24-მდე გაზრდა.[41]
[რედაქტირება] თასი
თასს, რომლითაც ევროპის ჩემპიონი ჯილდოვდება, ანრი დელონეს თასი ეწოდება. ჯილდოს ეს სახელი, უეფა-ს პირველი გენერალური მდივნის, ანრი დელონეს, საპატივსაცემოდ ქვია. სწორედ მას გაუჩნდა ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების იდეა.[3] გამარჯვებულ ქვეყანას თასი 4 წლით, მომდევნო გათამაშების ჩატარებამდე, რჩება.
2008 წლის გათამაშებისათვის ახალი, განახლებული თასი, დამზადდა. თასი, რომელიც ვერცხლისგანაა დამზადებული, 8 კილოგრამს იწონის და 60 სანტიმეტრის სიმაღლისაა.[42]
[რედაქტირება] ფორმატი
[რედაქტირება] კვალიფიკაცია
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ფინალურ ეტაპამდე დაახლოებით 2 წლით ადრე, ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იწყება.
[რედაქტირება] სტატისტიკა
[რედაქტირება] საპრიზო ადგილები
- აღნიშვნები:
- დ.დ. - დამატებითი დრო
- პენ - პენალტების სერია
[რედაქტირება] საუკეთესო გუნდები
| გუნდი | გამარჯვებული | მეორე ადგილი |
|---|---|---|
| 3 (1972, 1980, 1996) | 3 (1976, 1992, 2008) | |
| 2 (1964, 2008) | 1 (1984) | |
| 2 (1984, 2000) | – | |
| 1 (1960) | 3 (1964, 1972, 1988) | |
| 1 (1976) | 1 (1996) | |
| 1 (1968) | 1 (2000) | |
| 1 (1988) | – | |
| 1 (1992) | – | |
| 1 (2004) | – | |
| – | 2 (1960, 1968) | |
| – | 1 (1980) | |
| – | 1 (2004) |
[რედაქტირება] საუკეთესო ბომბარდირები
[რედაქტირება] ცალკეული გათამაშებების მიხედვით |
[რედაქტირება] ყველა ტურნირი ერთად
|
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი.
- ისტორია uefa.com-ზე.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ UEFA European Football Championship origins. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Delaunay's dream realised in France. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ 3.0 3.1 The Henri Delaunay Cup. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ 1960 UEFA European Championship Teams. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Ponedelnik heads Soviet Union to glory. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Spain savour home comforts. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Spain's Marcelino stoops to conquer Europe. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Italy make most of good fortune. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Italy 1968. „ბი-ბი-სი“.
- ↑ Italy through to final after coin toss. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Italy earn final replay against Yugoslavia. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ 1968 UEFA European Championship Teams. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Müller the menace in German masterclass. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Yugoslavia 1976. „ბი-ბი-სი“.
- ↑ Panenka reflects on perfect penalty at EURO '76. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Hrubesch crowns West German win. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Italy 1980. „ბი-ბი-სი“.
- ↑ Hrubesch turns West Germany's unlikely hero. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ 19.0 19.1 19.2 Platini shines for flamboyant France. უეფა-ს ვებ-გვერდი
- ↑ Platini reflects on France's first success in 1984. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Van Basten ends Dutch wait. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Van Basten remembers 'fantastic' EURO '88. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Denmark late show steals spotlight. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Sweden 1992. „ბი-ბი-სი“.
- ↑ Gatecrashing Denmark down Germany. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Football comes home for Germany. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Bierhoff hero of Germany's EURO '96 win. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ England 1996. „ბი-ბი-სი“.
- ↑ 29.0 29.1 Trezeguet strikes gold for France. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ 30.0 30.1 Belgium/Holland 2000. „ბი-ბი-სი“.
- ↑ Golden boy Trezeguet relives France's 2000 glory. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ France 0-1 Greece. „ბი-ბი-სი“.
- ↑ Greece 1-0 Czech Rep. „ბი-ბი-სი“.
- ↑ Dellas delight stuns Czech Republic. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Greece are crowned kings of Europe. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Uefa Euro - History. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Euro 2008 venues. „ბი-ბი-სი“.
- ↑ Germany 0-1 Spain. „ბი-ბი-სი“.
- ↑ EURO joy for Poland and Ukraine. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ France beat Turkey and Italy to stage Euro 2016. „ბი-ბი-სი“.
- ↑ UEFA approves 24-team EURO from 2016. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ New trophy for UEFA EURO 2008™. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ შეიცავს დას. გერმანიის შედეგებსაც.
- ↑ შეიცავს ჩეხოსლოვაკიის შედეგებსაც.
|
საერთაშორისო ფეხბურთი
|
|||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|||||||||||||
| პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |