კალვინ კულიჯი
| ჯონ კალვინ კულიჯი, უმც. John Calvin Coolidge Jr. |
||
| აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 2 აგვისტო, 1923 – 4 მარტი, 1929 | ||
| ვიცე-პრეზიდენტი | არავინ (1923-25), ჩარლზ დევისი (1925-29) |
|
| წინამორბედი | უორენ გ. ჰარდინგი | |
| მემკვიდრე | ჰერბერტ ჰუვერი | |
|
აშშ-ის 29-ე ვიცე-პრეზიდენტი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 4 მარტი, 1921 – 2 აგვისტო, 1923 | ||
| პრეზიდენტი | უორენ გ. ჰარდინგი | |
| წინამორბედი | ტომას მარშალი | |
| მემკვიდრე | ჩარლზ დევისი | |
|
მასაჩუსეტსის 48-ე გუბერნატორი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 2 იანვარი, 1919 – 6 იანვარი, 1921 | ||
|
მასაჩუსეტსის 53-ე ვიცე-გუბერნატორი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 6 იანვარი, 1916 – 2 იანვარი, 1919 | ||
|
|
||
| დაბადებული | 4 ივლისი, 1872 პლიმუთი, ვერმონტი |
|
| გარდაცვლილი | 5 იანვარი, 1933 ნორთჰემპტონი, მასაჩუსეტსი |
|
| ეროვნება | ამერიკელი | |
| პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია | |
| მეუღლე | გრეის კულიჯი | |
| საქმიანობა | ადვოკატი | |
| ხელმოწერა | ||
ჯონ კალვინ კულიჯი, უმც. (ინგლ. John Calvin Coolidge Jr; დ. 4 ივლისი, 1872 — გ. 5 იანვარი, 1933) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 30-ე პრეზიდენტი 1923-1929 წლებში. 1921-1923 წლებში უორენ გამალიელ ჰარდინგის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის 29-ე ვიცე-პრეზიდენტი, რესპუბლიკელი.
იგი მასაჩუსეტსის შტატში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა და საბოლოოდ შტატის 48-ე გუბერნატორი გახდა. 1920 წელს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 1923 წელს უორენ ჰარდინგის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მან პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. 1924 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კულიჯმა ადვილად გაიმარჯვა.
კულიჯის მთავრობა ეკონომიკაში ჩაურევლობის პრინციპით ხელმძღვანელობდა, რაც საკმაოდ წარმატებული იყო. შეერთებული შტატების ეკონომიკა 20-იან წლებში სწრაფი ტემპით იზრდებოდა. თუმცა შემდეგი პრეზიდენტის მმართველობის დროს ეს წარმატება დიდმა დეპრესიამ შეცვალა. კულიჯის პრეზიდენტობის დროს ინდიელებმა სრულუფლებიანი აშშ-ის მოქალაქეობა მიიღეს. 1928 წელს მან კიდევ ერთ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Calvin Coolidge (1872-1933). Governors of Massachusetts 1900-1950. Commonwealth of Massachusetts Official Website (2009).
- Calvin Coolidge, 29th Vice President (1921-1923). U.S. Senate, Art and History Home. Senate Historical Office (2009).
- 30 Calvin Coolidge 1923-1929. The Presidents, 20th Century. The White House (2009).
- Calvin Coolidge: A Resource Guide. Web Guides: Presidents. Library of Congress (2009).
- Calvin Coolidge Memorial Foundation.
- Calvin Coolidge Presidential Library & Museum. Forbes Library (2009).
- Coolidge, Calvin (1923-19-28). State of the Union Addressess. Project Gutenberg.
- კალვინ კულიჯი — Find a Grave-ზე
|
|||||||