ტეოტიუაკანი
| ტეოტიუაკანი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი |
|
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | I, II, III, IV, VI |
| სია | [1] |
| რეგიონი** | ლათინური ამერიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1987 (11-ე სესია) |
| ნომერი | 414 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
ტეოტიუაკანი – კოლუმბამდელი ამერიკის უზარმაზარი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში. მოიცავს უდიდეს პირამიდების და სხვა შენობების მთელ კომპლექსს. ესაა საცხოვრებელი სახლები და უამრავი სამარხი, ასევე ე. წ. „სიკვდილის გამზირი“. მის უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეს, 150 X 200 მ. ფართობზე დგას 46 მეტრის სიმაღლის მთვარის პირამიდა. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის პირამიდა, ტეოტიუაკანის ცენტრში მდებარე მზის პირამიდაზე დაბალია, ამ ორი შენობის მწვერვალები ერთმანეთს უსწორდება. 222 X 225 მ. ფართოფზე განლაგებული მზის პირამიდა 63 მეტრს აღწევს. სავარაუდოდ მისი წონა ერთ მილიონ ტონას შეადგენს.
თავისი განვითარების ზენიტში, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში, ტეოტიუკაკანი იყო მთელი კოლუმბამდელი ამერიკის უდიდესი ქალაქი. ამ პერიოდში, მისი მოსახლეობა შეადგენდა 200 000 კაცს და არ ჩამოუვარდებოდა დანარჩენი ცივილიზაციის იმდროინდელი ქალაქების მოსახლეობას. ცივილიზაციას, რომელიც დასახლებული იყო ამ ქალაქში, ასევე ტეოტიუაკანი ან ტეოტიუაკანო ერქვა.
დავის საგანს წარმოადგენს იყო თუ არა ტეოტიუაკანი დიდი იმპერიის ცენტრი, მაგრამ დღეს მისი გავლენა მთელს ცენტრალურ ამერიკაში დადასტურებულია. ტეოტიუაკანის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ნათლადაა ასახული ვერაკრუსისა და მაიას რეგიონში უამრავ არაერთ ძეგლზე. ასევე განსჯის საგანია ტეოტიუაკანის მოსახლეობის ეთნიკური წარმომავლობის საკითხი. შესაძლო ვარიანტებია ნაუას, ოთომის ან ტოტენაკის ეთნიუკურ ჯგუფები.
ეს არქეოლოგიური კომპლექსი მდებარეობს თანამედროვე სან-ხუან-ტეოტიუაკანის მუნიციპალიტეტში, მეხიკოს შტატში, მეხიკოდან 40 კილომეტრით ჩრდილოეთით. ტეოტიუაკანი მოიცავს 83 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას და წარმოადგენს მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ტურისტულ ღირსშესანიშნაობას. 1987 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 695, თბ., 1985 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Teotihuacan Research Guide, academic resources and links, maintained by Temple University
- ფოფო გალერეა
- Mesoamerican Photo Archives: Teotihuacan
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 414 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
||||||||
|
|||||||||||||