ექვსი ფუტი მიწის ქვეშ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ექვსი ფუტი მიწის ქვეშ
Sixfeetunderlogo.jpg
ჟანრი დრამა, კომედია
ავტორი ალან ბოლი
მონაწილეობენ პიტერ კრაუზე
მაიკლ ჰოლი
ფრენსის კონროი
ლორინ ემბროსი
მეთიუ სენტ-პატრიკი
ფრედი როდრიგესი
რეიჩელ გრიფიტსი
ქვეყანა აშშ
სერია 5
ეპიზოდი 63 (ეპიზოდების სია)
კომპანია
ხანგრძლივობა 46–60 წთ.
72 წთ. (სერიალის ფინალი)
ეთერი
ორიგინალური არხი HBO
ჩვენების ფორმატი 480i (4:3 SDTV) (სეზონები 1-2)
480i (16:9 SDTV) (სეზონები 3-5)
პირველად ეთერში ივნისი 3, 2001 (2001-06-03)
უკანასკნელად ეთერში აგვისტო 21, 2005 (2005-08-21)
ბმულები
ოფიციალური საიტი
Sfu.png

ექვსი ფუტი მიწის ქვეშ (ინგლ. Six Feet Under) — ამერიკული სატელევიზიო დრამა შექმნილი ალან ბოლის მიერ, რომელიც პირველად ტელე-ეთერში 2001 -2005 წლებში გავიდა. მისი პროდიუსერები იყვნენ ალან ბოლი, ალან პული, რობერტ გრინბლატი და დევიდ ჯანოლარი. სერიალში მოქმედება ვითარდება საოჯახო დამკრძალავი ბიუროს Fisher & Sons Funeral Home ირგვლივ და აღწერს ფიშერების ცხოვრებას ოჯახის პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ (სათაური სიკვდილის ევფემიზმია, ექვსი ფუტი კი ტრადიციულად ის სიღრმეა, რომელშიც მიცვალებული განისვენებს დაკრძალვის შემდეგ). სერიალში მოქმედება თანამედროვე ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს.

სერიალის პროდიუსერი კომპანიები იყო Actual Size Films და The Greenblatt/Janollari Studio. მისი პრემიერა მოხდა აშშ-ის კომერციულ ტელეარხ HBO-ზე 2001 წელს, შემდეგ კი იგი საკაბელო არხებით სხვა ტელეარხებსა და ქვეყნებშიც გავრცელდა. სერიალი ხუთი წლის განმავლობაში გადიოდა და 2005 წლის 21 აგვისტოს დასრულდა.

სერიალმა მრავალ გავლენიან კრიტიკოსთა ქება დაიმსახურა[1]. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი და ცხრა ემი. სერიალმა 2002 წელს მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამატული სერიალისთვის და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისთვის (რეიჩელ გრიფიტსი). ფრენსის კონროიმ მიიღო ოქროს გლობუსი 2004 წელს საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის. სერიალმა ასევე მიიღო კინომსახიობთა გილდიის ჯილდო საუკეთესო ანსამბლისთვის დრამატულ სერიალში 2003 და 2004 წლებში[2].

სიუჟეტი[რედაქტირება]

ფიშერთა ოჯახი პირველ სეზონში.

სერიალის მთავარი გმირია ნათანიელ სემუელ "ნეიტ" ფიშერი, უმც. (პიტერ კრაუზე), დამკრძალავი ბიუროს დირექტორის ვაჟი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ, ყოყმანით თამხმდება ოჯახის ბიზნესის პარტნიორი გახდეს მის გეი ძმა დევიდთან (მაიკლ ჰოლი) ერთად. ფიშერის კლანში ასევე არიან დედა რუთი (ფრენსის კონროი) და და კლერი (ლორინ ამბროსი). სხვა გმირთა შორის არიან მორგის გამგე და ოჯახის მეგობარი ფედერიკო დიაზი (ფრედი როდრიგესი), ნეიტის დროგამოშვებით გელფრენდი და საბოლოოდ მისი მეუღლე ბრენდა ჩენოვიტი (რეიჩელ გრიფიტსი), და დევიდის ბოიფრენდი და საბოლოოდ მისი მეუღლე კით ჩარლზი (მეთიუ სენტ-პატრიკი).

ერთ სიბრტყეზე, ეს სერიალი ვითარდება როგორც ჩვეულებრივი ოჯახური დრამა ადამიანური ურთიერთობების, უპატიოსნებისა და რელიგიური პრობლემებით. ამავე დროს, ეს შოუ გამორჩეული გახდა მისი თითქმის უწყვეტი ფოკუსით სიკვდილზე, რომელსაც იგი სწავლობს სხვადასხვა კუთხით (პირადი, რელიგიური და ფილოსოფიური), და არა როგორც რაიმე მკვლელობის ბანალურ დასასრულს. ყოველი ეპიზოდი იწყება სიკვდილით — ყოველგვარი შემთხვევა დახრჩობის, გულის შეტევისა და დასრულებული ახალშობილის უეცარი გარდაცვალების სინდრომის ჩათვლით — და ეს სიკვდილი, როგორც წესი, ხდება მოცემული ეპიზოდის ლეიტმოტივი, საშუალებას აძლევს რა გმირებს შეხედონ მათ მიმდინარე წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს სიკვდილისა და მისი შედეგების თვალსაზრისით.

რეჟისორი სიუჟეტში განმეორების ხელსაწყოდ იყენებს მისი გმირების წარმოსახვით დიალოგებს ადამიანთან, რომელიც ეპიზოდის დასაწყისში გარდაიცვალა. შიგადაშიგ, დიალოგი ხელმეორედ წარმოჩენილ ადრე გარდაცვლილ გმირებთან ხდება, მათ შორის არიან ნათანიელ ფიშერ, უფრ., ნეიტ უმცროსის გარდაცვლილი მეუღლე ლიზა და ბოლოს თავად ნეიტიც. ისინი წარმოადგენენ ცოცხალი გმირების შინაგან დიალოგებს გახსნილს მათი მეორე პირთან საუბრის სახით. არაფორმალური საუბრები გარდაცვლილებთან ასევე ასახავს მაგიური რეალიზმის ჟანრს. მსგავსი ხელსაწყო შიგადაშიგ გამოყენებულია, როდესაც რეალური დიალოგები ორ ცოცხალ გმირს შორის შეუმჩნევლად წარმოსახვითი და საბოლოოდ არარეალური ხდება. ეს გარდასახვა, როგორც წესი, ბუნდოვანია მოქმედების ჩვეულებრივ განვითარებაში მომენტამდე, როდესაც კადრის უეცარი წყვეტა მაყურებელს აბრუნებს უკან, რეალურ დიალოგში, რაც კონტრასტულია წინამორბედი მომენტის მიმდინარეობის წარმოსახვით ბუნებასთან.

იდეა[რედაქტირება]

ფიშერთა საოჯახო ბიზნესი 2001 წელს, ასევე ოჯახის საცხოვრებელი სახლი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი სცენარი და გმირები ალან ბოლის შექმნილია, არსებობს წინააღმდეგობრივი მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა სერიალის შექმნის იდეა. ერთი მხრივ ავტორი ალან ბოლის თქმით მას ამ შოუს შექმნის სურვილი გაუჩნდა მისი დისა და მამის გარდაცვალების შემდეგ. თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში[3] ის გაკვრით ახსენებს, რომ HBO-ს გასართობი პროგრამების პრეზიდენტი კეროლინ სტრაუსი სთავაზობს მას ამ იდეას.

დადგმა[რედაქტირება]

სცენათა უმრავლესობა დადგმულია ოჯახის კუთვნილ დამკრძალავ ბიუროს Fisher & Sons Funeral Home სახლში ლოს-ანჯელესში. ოჯახი ცხოვრობს ამავე სახლის ზემო სართულებზე; რომელშიც მთავარი, პირველი სართული გამოყენებულია ბიზნესისთვის (პანაშვიდები და მღვდელთმსახურება), ხოლო სარდაფი კი ბალზამირებისა და გვამის მოსამზადებელ ადგილად. სახლს გვერდით აქვს ასევე ერთი იზოლირებული ბინა გარაჟითურთ.

ოჯახის გენეალოგია[რედაქტირება]

 
 
ნათანიელ ფიშერი, უფრ.
 
 
 
რუთ ფიშერი
 
სარა ო'კონორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯორჯ სიბლი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბრაიან სიბლი
 
მეგი სიბლი
 
კაილ სიბლი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კლერ ფიშერი
 
დევიდ ფიშერი
 
ნეიტ ფიშერი
 
 
 
 
 
 
ლიზა კიმელ ფიშერი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ტედ ფეირუელი
 
 
 
 
კით ჩარლზი
 
 
 
 
ბრენდა ჩენოვიტი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დიურელ ფიშერ-ჩარლზი
 
ენტონი ფიშერ-ჩარლზი
 
 
უილა ფიშერ ჩენოვიტი
 
 
მაია ფიშერი

მსახიობები და გმირები[რედაქტირება]

მსახიობი გმირი ურთიერთობა
პიტერ კრაუზე ნეიტ ფიშერი რუთ და ნათანიელის უფროსი ვაჟი; კომპანია Fisher & Diaz თანამფლობელი; ბრენდა ჩენოუიტის მეუღლე; ლიზა კიმელის ქვრივი; მაია ფიშერის მამა (ლიზასგან) და უილა ჩენოვიტის (ბრენდასგან). დაიღუპა ცერებრალური არტერიოვენური დეფორმაციით 2005 წელს 40 წლის ასაკში.
მაიკლ ჰოლი დევიდ ფიშერი რუთ და ნათანიელის შუათანა შვილი; ოჯახის კომპანიის თანამფლობელი; კით ჩარლზის მეუღლე (მოგვიანებით ქვრივი; აყვანილი შვილები - დიურელ და ენტონი. გარდაიცვალა 2044 წელს 75 წლის ასაკში პიკნიკზე ექო-პარკში.
ფრენსის კონროი რუთ ფიშერი ფიშერთა ოჯახის მატრიარქი; ჯორჯ სიბლის ყოფილი მეუღლე/ცხოვრების პარტნიორი, ნათანიელის ქვრივი; ნეიტის, დევიდისა და კლერის დედა. გარდაიცვალა 2025 წელს 79 წლის ასაკში საავადმყოფოში შვილების გარემოცვაში.
ლორინ ემბროსი კლერ ფიშერი რუთ და ნათანიელის უმცროსი შვილი; ხელოვანი, დროებით მუშაობდა როგორც მდივანი. შოუს ბოლო მონტაჟში და ასევე HBO ვებგვერდზე მის ნეკროლოგში აღნიშნულია, რომ ის წარმატებული ფოტოგრაფი და მასწავლებელი გახდა. ტედ ფეირუელის მეუღლე, გარდაიცვალა 101 წლის ასაკში, 2085 წელს.
რეიჩელ გრიფიტსი ბრენდა ჩენოუიტი მარგარეტ და ბერნანრდ ჩენოუიტების ქალიშვილი; ბილის და. ყოფილი შიაცუს მიმდევარი; შემდეგ კოგნიტიური თერაპევტი. ნეიტის გელფრენდი, შემდეგ მეუღლე, და ბოლოს ქვრივი. უილა ფიშერ ჩენოუიტის დედა, მაია ფიშერის დედინაცვალი. გარდაიცვალა 2051 წელს 82 წლის. ორსულობის გამო არ გამოჩენილა მესამე სეზონის ოთხ ეპიზოდში 2002 წელს. მისი მეორე ორსულობა 2004 წელს სიუჟეტის ნაწილი გახდა. სულ 63 ეპიზოდიდან 59-ში მონაწილეობდა.
ფრედი როდრიგესი ფედერიკო დიაზი ოჯახის ბიზნესის პარტნიორი და ბალზამირების სპეციალისტი. ვანესას მეუღლე; ხულიო და ავგუსტოს მამა. თავიდან დაიწყო როგორც ფიშერ ენდ სანს-ის თანამშრომელმა, შემდგომში ხდება Diaz Family Mortuary-ის დამფუძნებელი. გარდაიცვალა 75 წლის 2049 წელს საკრუიზო ხომალდზე ვანესასთან (გულის შეტევით). სულ მონაწილეობდა 62 ეპიზოდში, გამოტოვა რა მხოლოდ ერთი ეპიზოდი პირველ სეზონში, სცენარის მიხედვით.
მეთიუ სენტ-პატრიკი კით ჩარლზი ყოფილი ლოს-ანჯელესის პოლიციელი და ამჟამად კერძო დაცვის თანამშრომელი; დევიდის მეუღლე; აყვანილი ჰყავს ენტონი და დიურელი. დაცხრილეს 2029 წელს 61 წლის ასაკში მძარცველებმა სატვირთო მანქანის დაცლისას.
ჯეიმზ კრომუელი ჯორჯ სიბლი გეოლოგი/პროფესორი; რუთის მეორე მეუღლე; ბრაიანი, მეგისა და კაილის მამა.
ჯასტინა მაჩადო ვანესა დიაზი ექთანი; ბეი ბრიზის დავრდომილთა სახლის ყოფილი თანამშრომელი შერმან ოუკში. ფედერიკოს სკოლისდროინდელი შეყვარებული და შემდეგ მეუღლე. ხულიოს და აუგუსტოს დედა.
რიჩარდ ჯენკინსი ნათანიელ სემუელ ფიშერი, უფრო. ფიშერთა ოჯახის პატრიარქი და ოჯახური კომპანიის Fisher & Sons Funeral Home მფლობელი ავტოავარიაში 2000 წელს გარდაცვალებამდე. რუთის მეუღლე; ნეიტის, დევიდისა და კლერის მამა.
თინა ჰომსი მეგი სიბლი ჯორჯ სიბლის ქალიშვილი; ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი არიზონადან.
პატ კლარკსონი სარა ო'კონორი რუთ ფიშერის უმცროსი და, მხატვარი, რომელიც ცხოვრობს ტოპანგა კენიონში.
ქეთი ბეიტსი ბეტინა სარას მეგობარი და მომვლელი, რომელიც რუთის მეგობარი გახდა, როდესაც სარა გამოეთიშა შოუს ნარკოტიკებისგან რეაბილიტაციის პერიოდში.
ლილი ტეილორი ლიზა კიმელ ფიშერი ნეიტის ყოფილი გელფრენდი და თანამცხოვრები სიეტლში; შემდგომში ნეიტისგან ორსულდება და ისინი ქორწინდებიან 2002 წელს. 2003 წელს ის გაქრება დასთან გამგზავრების შემდეგ, და მის გვამს მოგვიანებით ოკეანე გამორიყავს. მოგვიანებით გამოაშკარავდება, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა მის სიძესთან. ეს უკანასკნელი თავს იკლავს. საეჭვოა, თუმცა დაუმტკიცებელია, რომ ლიზა მისი მოკლულია.
ჯერემი სისტო ბილი ჩენოუიტი ბრენდას უმცროსი ძმა, რომელსაც ბიპოლარული აფექტიური აშლილობა სჭირს; მარგარეტ და ბერნარდ ჩენოუიტის ვაჟი; კლერ ფიშერის ყოფილი ბოიფრენდი.
ჯოანა კასიდი მარგარეტ ჩენოუიტი ბრენდას და ბილის ფსიქიატრი დედა; ბერნარდის ქვრივი; ოლივერ კასტრო-სტაალის საყვარელი.
რობერტ ფოქსუორზი დოქტორ ბერნარდ ჩენოუიტი ბრენდა და ბილის ფსიქიატრი მამა; მარკარეტის მეუღლე 2003 წელს გარდაცვალებამდე.
პიტერ მაკდისი ოლივერ კასტრო-სტაალი პროფესორი; მარგარეტ ჩენოუიტის საყვარელი.
რეინ უილსონი ართურ მარტინი პრაქტიკანტი დამკრძალავ ბიუროში მოკლე ხნით.
ბენ ფოსტერი რასერლ კორვინი კლერის ყოფილი ბოიფრენდი და თანაკლასელი.
მინა სუვარი ედი მოჰიპო ლესბოსელი მხატვარი და კლერის ყოფილი საყვარელი.
სპრაგ გრეიდენი ანიტა მილერი კლერის ყოფილი საუკეთესო მეგობარი; რასელ კორვინის ექს-გელფრენდი.
მარინა ბლეკი პარკერ მაკკენა კლერის საუკეთესო მეგობარი სკოლის წლებში.
ერიკ ბალფური გაბრიელ დიმასი კლერის ნარკომანი ბოიფრენდი სკოლაში. მიჩნეულია, რომ გაქრობიდან მცირე ხანში გარდაიცვლება.
ედ ო'როსი ნიკოლაი მაღაზია Blossom d’Amour Flower Shop მფლობელი; რუთ ფიშერის ბოიფრენდი როდესაც ის მეყვავილედ მუშაობდა.
კრის მესინა ტედ ფეირუელი კორპორაციული ადვოკატი; კლერის ბოიფრენდი ხდება, როდესაც ეს უკანასკნელი დროებით მდივნად იწყებს მუშაობას. ქორწინდება კლერზე დედამისის გარდაცვალების შემდეგ.
კენდრ ბერი დიურელ ჩარლზ-ფიშერი დევიდ და კითის აყვანილი უფროსი ვაჟი; ენტონის ძმა. მეხანძრედ სურს გახდომა, თუმცა მოგვიანებით დამკრძალავი ბიუროს დირექტორი ხდება მამამისის კვალზე.
სანდერსი, ს. ჯ. ენტონი ჩარქლზ-ფიშერი დევიდისა და კითის აყვანილი უმცროსი ვაჟი; დიურელის ძმა
ბრენა და ბრონუინ ტოში მაია ფიშერი ნეიტ და ლიზას მცირეწლოვანი ქალიშვილი.

მნიშვნელოვანი მოწვეული მსახიობები[რედაქტირება]

სერიალის ქუდი

ცხოვრება სერიალის შემდეგ[რედაქტირება]

2005 წელს სერიალის დასრულების შემდეგ რამდენიმე მსახიობმა ამჟამად მიმდინარე სატელევიზიო პროგრამებში და გახმაურებულ ტელეფილმებში მიიღო მონაწილეობა წამყვან როლებში.

  • მაიკლ ჰოლი ამჟამად თამაშობს წამყვან როლს სატელევიზიო კრიმინალურ დრამაში "დექსტერი" სერიულ მკვლელისა და მაიამის კრიმინალურ დეტექტივის, რომელიც ეძებს და კლავს სხვა სერიულ მკვლელებს. ამ როლმა ჰოლს 2007 წელს ოქროს გლობუსი მოუტანა საუკეთესო მსახიობისთვის დრამატულ სერიალში.
  • პიტერ კრაუზე მთავარ როლს ასრულებდა Sci Fi Channel-ის მინისერიალი The Lost Room-ის სამ ეპიზოდში, რომელიც 2006 წლის შემოდგომაზე გადიოდა ეთერში. კრაუზი ამჟამად იწყებს მუშაობას სცენარზე ABC-თვის სათაურით Dirty Sexy Money, რომელიც შექმნილია "ექვსი ფუტი მიწის ქვეშ" ავტორის, კრეიგ ვრაიტის, მიერ.
  • რეიჩელ გრიფიტი ამჟამად მონაწილეობს ტელეარხის ABC ბლოკბასტერში Brothers & Sisters კალისტა ფლოკჰარტთან და სელი ფილდთან ერთად.
  • ფრედი როდრიგესი ახმოვანებს მთავარ გმირს მრავალსერიან მულტფილმში Teen Titans (მოზარდი ტიტანები). პარალელურად როდრიგესი გამოჩნდა ფილმებში Lady in the Water, Poseidon, Bobby და Grindhouse.

ტრივია[რედაქტირება]

  • საცდელ ეპიზოდში შეყვანილია ფიქტიური სარეკლამო რგოლი დამკრძალავი ბიუროსა და მისი მომსახურებისთვის. ეს რგოლი თავდაპირველად გამიზნული იყო მთელი სერიალისთვის[4], თუმცა პირველი ეპიზოდის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
  • პიტერ კრაუზი, რომელიც ნეიტ ფიშერის როლს ასრულებს, თავდაპირველად მისი გეი ძმის დევიდ ფიშერის როლისთვის ემზადებოდა.
  • სერიალის კომენტარებში მოხსენიებულია, რომ აშშ-ში ყვავის ყოლა არალეგალურია, რის გამოც ყვავის მაგივრად გაწვრთნილი აფრიკული ძერა შეღებეს შავად სერიალის შესავლის ქუდისთვის. "გადამფრენი ჩიტების, მათი ნაწილების, ბუდეების ან კვერცხების არც ერთი ადგილობრივი ჯიშის კერძო საკუთრებაში ქონა, ტრანსპორტირება, იმპორტი, ექსპორტი, ყიდვა, გაყიდვა, ბარტერი დაუშვებელია შესაბამისი ნებართვის გარეშე." ნახსენებია შესაბამის კანონში[5]. აფრიკული ძერა (pied crow) არ არის ადგილობრივი ჩრდ. ამერიკისთვის და, შესაბამისად, მისი გამოყნება შესაძლებელი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ნიუ-იორკ ტაიმსი: წელიწადი ტელევიზიაში, კრიტიკოსთა არჩევანი
  2. "სერიალის Six Feet Under ჯილდოები" IMDB.com. ამოღებულია 25 დეკემბერს, 2006.
  3. Six Feet Under: In Memoriam Interview
  4. საცდელი ეპიზოდის აუდიო კომენტარი ალან ბოლთან, Six Feet Under: The Complete First Season DVD
  5. FWS.gov
წინამორბედი:
The West Wing
ოქროს გლობუსი
საუკეთესო სატელევიზიო სერიალი - დრამა

2002
შემდეგი:
The Shield