კოსმოსური მიკროტალღური ფონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კმფ-ს მთელი ცის რუკა, რომელიც WMAP-ის მიერ 9 წლის მანძილზე შეგროვილი მონაცემების მიხედვითაა შედგენილი.

კოსმოსური მიკროტალღური ფონი (კმფ) — თერმული გამოსხივება, რომელიც კოსმოლოგიაში მიჩნეულია დიდი აფეთქების ნარჩენად. უფრო ძველ ლიტერატურაში კმფ ცნობილია, როგორც კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივება (კმფგ) ან „რელიქტური გამოსხივება“. კმფ კოსმოსური ფონური გამოსხივებაა, რომელიც ფუნდამენტურია დაკვირვებადი კოსმოლოგიისათვის, რადგან ის სამყაროში ყველაზე ხნიერი სინათლეა, რომლის მიხედვითაც რეკომბინაციის ეპოქა თარიღდება. ტრადიციული ოპტიკური ტელესკოპით ადგილი ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს (ფონი) შორის მთლიანად ბნელია. თუმცა, საკმარისად მგრძნობიარე რადიოტელესკოპით ყველა მიმართულებით დაიმზირება თითქმის ზუსტად ერთი და იგივე მკრთალი ფონური ნათება, რომელიც არ ასოცირდება ვარსკვლავთან, გალაქტიკასთან, პლანეტასთან ან სხვა ციურ სხეულთან. ეს ნათება რადიო სპექტრის მიკროტალღურ რეგიონშია ყველაზე ძლიერი. 1964 წელს კმფ-ს აღმოჩენა ამერიკელი რადიოასტრონომების, არნო პენზიასისა და რობერტ უილსონის[1][2] მიერ 1940-იანი წლების ნაშრომების კულმინაცია იყო და ამ აღმოჩენამ ორ რადიოასტრონომს ნობელის პრემია მოუტანა 1978 წელს.

კმფ ჩვენი სამყაროს ყველაზე ძველი სინათლის „ფოტოსურათია“, რომელიც აღბეჭდილია ცაზე, როდესაც სამყარო სულ რაღაც 380 000 წლის იყო. მასზე ნათლად ჩანს ტემპერატურული ფლუქტუაციები, რომლებიც მიესადაგება ოდნავ განსხვავებული სიმკვრივეების რეგიონებს და წარმოადგენს მომავალი სტრუქტურის თესლს: დღევანდელი გალაქტიკები და ვარსკვლავები.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Penzias, A.A.; Wilson, R.W. (1965). „A Measurement of Excess Antenna Temperature at 4080 Mc/s“. Astrophysical Journal. 142: 419–421. Bibcode:1965ApJ...142..419P. doi:10.1086/148307.
  2. Smoot Group. (28 March 1996) The Cosmic Microwave Background Radiation. Lawrence Berkeley Lab. ციტირების თარიღი: 2008-12-11.
  3. Enßlin, Dr. Torsten. Planck reveals an almost perfect Universe. Max-Planck-Gesellschaft. ციტირების თარიღი: 3 June 2013.