ტიესტო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიესტო
ტიესტო 2005 წელს
ტიესტო 2005 წელს
ბიო
ნამდვილი სახელი ტაის ვერვესტი
ასევე ცნობილი
როგორც
DJ Tiësto, Allure, Da Joker, Drumfire, Handover Circuit, Paradise In Dubs, Passenger, Roze, Stray Dog, Tom Ace, Wild Bunch
დაიბადა 17 იანვარი, 1969
წარმოშობის ადგილი ბრედა, ნიდერლანდი
ჟანრი/ები პოპი, საცეკვავო, ტექნო, ტრანსი. პროგრესიული ტრანსი
საქმიანობა/ები დიჯეი, პროდიუსერი
აქტიური 1985-დღემდე
ლეიბლი/ები Black Hole Recordings/Koch Entertainment, Magik Muzik, SongBird
ასოციაციები ახლანდელი: Jedidja, Clear View, Taxigirl
ყოფილი: Gouryella, Kamaya Painters
ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი

ტიესტო (Tiësto)(ნამდ. სახელი Tijs Verwest - ტაის ვერვესტი) (* 17 იანვარი, 1969, ბრედა, ნიდერლანდი) - მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტრანს დიჯეი. მუსიკალური შემოქმედების პერიოდში მრავალი სახელი გამოუყენებია თუმცა ყველაზე მეტად მისი ამჟამინდელი ფსევდონიმი დიჯეი ტიესტოა ცნობილი. ტიესტო ტიისის იტალიურ ყაიდაზე გადაკეთებული ბავშვობისდროინდელი მეტსახელია. ბოლო მანუშევრებში ზედსართავი დიჯეი გამოტოვებულია და მას უბრალოდ ტიესტოს უწოდებენ. ევროპის გარეთ ტიესტო ყველაზე მეტად ცნობილია მისი განთქმული რემიქსით დელერიუმის სინგლიდან “Silence” (სარა მაკლაკლენის შესრულებით).

სექციების სია

[რედაქტირება] კარიერა

ტიისმა პროფესიანალი დიჯეობა სასკოლო წვეულებებით დაიწყო, შემდეგ კი უკვე რეზიდენტი დიჯეი ხდება ნიდერლანდების რამდენიმე კლუბში 19851993 წლებში. ამ პერიოდში ის მძიმე ტექნო-გაბა კომპილაცეიბს ქმნის “და ჯოკერ” და “დიჯეი ლიმიტედ” ფსევდონიმებით. თუმცა საკუთარ სტილს ტიისი მცირე კლუბ “სპოკში” პოულობს, სადაც პატარა ოთახში უიკენდებზე საღამოს 10-დან დილის 4 საათამდე განმარტოებული ქმნიდა ელექტრო კომპილაციებს. შუა 1990-იანებში ტიისი იწყებს ტრანსის კომპოზიციების შექმნას და 1997 წელს არნი ბინკთან ერთად აფუძნებს სტუდიას "ბლეკ ჰოულ რეკონდინგს", სადაც ის შემდგომში მუშაობას აგრძელებს. აქ ის ქმნის ტრანს მუსიკის სერიას “მაჯიკ მიუზიკ” ხელწერით.

ამ პერიოდში მისი ჰიტ სინგლები გახდა "Flight 643," "Lethal Industry," "Suburban Train," "Traffic," და სემუელ ბარბერის “ადაჟიო სიმებიანი საკრავებისთვის” მისეული ინტერპრეტაცია. ამათგან Traffic გახდა პირველი ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელმაც პირველ ადგილს მიაღწია ნიდერლანდების მუსიკალურ ჰიტ პარადებში 23 წლის განმავლობაში. მისი ალბომები ყოველთვის გამოირჩეოდა ხარისხით, სტილითა და პოპულარობით. მისი მაჯიკ სერიის დიკები შეიცავს 7 ალბომს, დაწყებული “Magik One: First Flight” (1997) და დამთავრებული “Magik Seven: Live in Los Angeles” (2000), რომელიც ყველაზე გაყიდვადი ტრანს-მიქს დისკთა სერია იყო ამ ჟანრის ისტორიაში. მას ეკუთვნის ასევე ალბომთა სერია “In Search of Sunrise”, რომლის მეოთხე გამოცემა მხატვრული ღირებულებით ყველაზე გამორჩეულია - იბიცასა და ლათინური ამერიკის ჰანგების შერწყმით მიღებული სითბო და ერნერგია მსმენელს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.

2000 წელს ტიისი პირველად გამოდის დიდი აუდიტორიუმის წინაშე როგორც სოლო დიჯეი, სადაც ის 6-საათიან განუწყველივ ტრანს მიქს ქმნის სახელწოდებით “ტიესტო სოლო”. წარმატებული პირველი მცდელობის შემდეგ ტიისი სოლო კონცერტით გამოდის სტადიონზე არნჰემის გელრდომში 2003 წლის 10 მაისს 25.000-იანი მაყურებლის წინაშე. საღამომ, რომლის ჩანაწერს შემდგომში “Tiësto in Concert” ეწოდა, მას უზარმაზარი წარმატება მოუტანა. ის სოლო კონცერტს მომდევნო წლის ოქტომბერშიც ატარებს, ხოლო ერთ კვირაში კი იგივე მეორდება ბელგიაშიც, რომელმაც 20.000 ფანი მოიზიდა. ბილეთები ამ კონცერტებზე სულ რამდენიმე საათში გაიყიდა.

2005 წლის 20 აგვისტოს ტიისი “Tiësto in Concert” ტურით ამერიკაში მიემგზავრება და ლოს-ანჟელესის სპორტ არენაზე 10.000 ფანისთვის ატარებს ტრანს სესიას. ტურის დიდი ნაწილი გადადებულ იქნა ქარიშხლის გამო, თუმცა აქ ჩატარებულმა რამდენიმე კონცერტმა მას საკმაოდ დიდი მეინსტრიმული პოპულარობა მოუტანა.

2005 წლის შემოდგომაზე ტიისი დიდი ტურით მიემგზავრება ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ის ერთ კონცერტს ატარებს ყველა ქვეყანაში უზარმაზარი აუდიტორიებისთვის. ის ჩერდება სლოვაკიაში, მაკედონიაში, რუმინეთში, უნგრეთში, ჩეხხეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და სერბიაში.

ტიისი პირველი დიჯეი იყო, რომელმაც "დიჯეი მეგეზინის" #1 დიჯეის ტიტული დაიმსახურა ერთმანეთის მიყოლებით სამი წლის განმავლობაში (2002 – 2004). ტიისი ასრულებდა ასევე ათენში 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, რომელსაც 4 მილიარდამდე მაყურებელი ჰყავდა მსოფლიოში და პირველი დიჯეი იყო, რომელსაც ამგვარ ამპლუაში მოუხდა შესრულება. ტიისს ნიდერლანდების სამეფო კარის მიერ ორანჯ-ნასაუს ორდენის ოფიცრის წოდება აქვს მიღებული და ასევე ნიდერლანდელთა მიერ არჩეულია ისტორიაში 40 უდიდეს ჰოლანდიელ მოქალაქეთა შორის. ნიდერლანდებში გასაკუთრებით და მის ფარგლებს გარეთაც ტიესტოს მუსიკალური ტალანდი თითქმის მითიურ სტატუსამდეა აყვანილი.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

მთავარი სტატია : ტიესტოს დისკოგრაფია.

[რედაქტირება] სტუდიური ალბომები

[რედაქტირება] კრებული ალბომები

[რედაქტირება] Remix ალბომები

[რედაქტირება] ვიდეო ალბომები

[რედაქტირება] Tribute ალბომები

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები