ეიკონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეიკონი
Akon 2008.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალიაუნ დამალა ბუგა ტიმე ბონგო პურუ ნაკა ლუ ლუ ლუ ბადარუ ეიკონ ტიამი
დაბ. თარიღი 16 აპრილი, 1977, სენტ-ლუისი, აშშ
წარმოშობა დაკარი, სენეგალი
ჟანრ(ებ)ი პოპი, რიტმ ენდ ბლიუზი
საქმიანობა მომღერალი, პროდიუსერი, მუსიკალური პროდიუსერი
აქტიური 1996-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal, SRC, Konvict Muzik, UpFront
ასოციაციები Bone Thugs-n-Harmony, კოლბი ო'დონისი, Kardinal Offishall, T-Pain, Ace Hood, DJ Khaled, შონტელი, ემინემი, 50 Cent, მაიკლ ჯექსონი, ლილ უეინი, სნუპ დოგი, Young Jeezy, რიკ როსი, T.I., უილბერ პენი, Flo Rida, Lady Gaga, R. Kelly, ტემი ჩინი, Daddy Yankee, პიტბული, Aventura, Sway DaSafo
საიტი AkonOnline.com

ალიაუნ დამალა ბუგა ტიმე ბონგო პურუ ნაკა ლუ ლუ ლუ ბადარუ ეიკონ ტიამი (ინგლ. Aliaune Damala Bouga Time Bongo Puru Nacka Lu Lu Lu Badara Akon Thiam; დ. 16 აპრილი, 1977, სენტ-ლუისი, აშშ), ცნობილი როგორც უბრალოდ ეიკონი (ინგლ. Akon) — სენეგალელ-ამერიკელი რიტმ ენდ ბლიუზ მომღერალი და კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ბიზნესმენი და ფილანტროპისტი. წარმატებას მიაღწია 2004 წელს "Locked Up-ის" გამოცემით, რომელიც შედიოდა მის დებიუტურ ალბომში Trouble. მისმა მეორე ალბომმა, Konvicted, მოუტანა მას გრემის დაჯილდოებაზე ნომინაცია სიმღერისთვის "Smack That". მან დააარსა ორი ჩამწერი სტუდია: Konvict Muzik და Kon Live Distribution. იგი არის ბოლო ათწლეულის ერთერთი ყველაზე წარმატებული და მრავალფეროვანი რიტმ ენდ ბლიუზის მომღერალი. იგი ხშირად მღერის ჰუკს სხვა არტისტებისთვის და ამჟამად აკრედიტებულია 200 სტუმართან ერთად გამოჩენით და 32 ბილბორდის ცხელი ასეულის სიმღერით. მას აქვს გრემის დაჯილდოების ექვსი ნომინაცია და გამოშვებული სიმღერები ისეთი არტისტებისთვის, როგორებიც არიან Lady Gaga, T-Pain და ლეონა ლუისი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

უკანა პლანი[რედაქტირება]

ეიკონი ირწმუნება ინტერვიუებში, რომ მისი სრული სახელი არის ალიაუნი დამალა ბოუგა თაიმ პუტუ ნაკა ლუ ლუ ლუ ბადარა ეიკონ ტიამი[1]. ასევე არსებობს სხვა ორაზროვნება და დისკუსია აკონის ლეგალურ სახელსა და მის დაბადების თარიღზე. ეიკონს ხშირად უწოდებენ ალიაუნი ტიამს[2][3]. საერთოდ, ეიკონის სრული სახელი ორნაირადაა წარმოდგენილი: ალიაუნი ბადარა ტიამი და ალიოუნ ბადარა ტიამი[4]. რაც შეეხება დაბადების თარიღს, ზოგი მედია დაწესებულებები ამბობენ, რომ ეიკონი დაიბადა 1981 წელს. სხვა წყაროები, მათ შორის გაერთიანებული პრესა, ამტკიცებენ, რომ ეიკონი დაიბადა 1973 წელს და ინფორმაციის წყაროდ ასახელებელ სენეგალელ დოქტორ მაგუი სიკს.

The Smoking Gun-ის მიერ გამოცემულ ლეგალურ დოკუმენტებში ეიკონის სრულ სახელად წარმოდგენილია ალიაუნი ბადარა ტიამი, ხოლო დაბადების თარიღად 1973-04-30[5] ან 1973-04-16,[6]. მიუხედავად ამისა, BBC აცხადებს, რომ ეიკონი დაიბადა 1981 წელის 14 ოქტომბერს[7]. Smoking Gun-ის სტატიის მიხედვით, "ყველა მითითებით, იგი დაიბადა 1973 წლის 16 აპრილს[8]. როდესაც, VIBE-სთან ინტერვიუს დროს ასაკი კითხეს, მან უპასუხა, "ერთადერთი რამ, რასაც მე ვმალავ, არის ჩემი ასაკი...ტუილის თქმას მირჩევნია არაფერი ვთქვა"[8]. ბევრი მედია დაწასებულება ამტკიცებს, რომ მის დაბადების მოწმობაში წერია დაბადების თარიღად 1977 წლის 16 აპრილი[9].

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება]

როგორც ცნობილი სენეგალელი დრამერის მორ ტიამის შვილი, ეიკონი გაიზარდა მუსიკალურ გარემოცვაში და სწავლობდა რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრას. იგი დაიბადა სენტ ლუისში, აშშ, ამიტომ მას არ გამოუცდია იმიგრაციის პერიოდი, მაგრამ ცხოვრობდა დაკარში, სენეგალში 7 წლამდე, 15 წლამდე ამერიკასა და სენეგალს შორის დაჰყო, ხოლო შემდგომ საბოლოოდ გადასახლდა ჯერსში[10].

ეიკონმა სამწლიანი პატიმრობის დროს, დაიწყო თავისი მუსიკალური უნარიანობის შემჩნევა და განვითარება. ეიკონის უნიკალური დასავლურ აფრიკული სტილი, ოსტატობა და მოძრაობები საბოლოოდ Universal-ის აღმასრულებელ ხელისუფლებმა შეამჩნიეს. ეიკონმა დაიწყო სიმღერების დაწერა და ჩაწერა საკუთად სტუდიაში. კასეტებმა გაუკვალა მათ გზა SRC/Universal-ისკენ, რომლებმაც გამოუშვეს ეიკონის დებიუტური LP ალბომი Trouble 2004 წლის ივნისში. ალბომი არის ეიკონის სირბილის, დასავლურ აფრიკული სტილის ვოკალების ნარევი აღმოსავლეთ სანაპიროსა და სამხრეთულ რიტმთან ერთად. ეიკონის სიმღერების უმრავლესობა იწყება სატუსაღოს საკნის კარის ჩხარუნის ხმით, რომელსაც თან სდევს მის მიერ გამოცრილი სიტყვა "ტუსაღი"[11].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ეიკონი არის მუსლიმანი,[12] და როგორც იგი ამბობს, არასდროს დაულევია ალკოჰოლი რწმენის გამო. მასზე ხმები დადიოდა, რომ ჰყავდა სამი ცოლი, თუმცა მან განაცხადა, რომ ჰყავს ერთი ცოლი, სახელად ტომეკა. ბლენდერთან ინტერვიუს დროს, ეიკონი ამტკივებს, რომ ჰყავს ექვსი შვილი სამ სხვადასხვა ქალთან.[13] იგი აცხადებს, რომ აქვს დიდი ახლობლობა თავის ყველა შვილთან და სურს, რომ მისი ოჯახი დაცული იყოს საზოგადოების თავილსგან. იგი ასევე აცხადებს, რომ რელიგიამ ჩამოაყალიბა უკეთეს პიროვნებად[14].

მას ასევე აქვს საკუთარი ქველმოქმედება აფრიკაში მცხოვრები უუფლებო ბავშვებისთვის, სახელად Konfidence Foundation[15]. ეიკონი ფლობს საკუთარ ალმასის მაღაროს სამხრეთ აფრიკაში და უარყოფს სისხლის ალმასების არსებობას (ასევე ცნობილი, როგორც "კონფლიქტური ალმასები) და ამბობს: "მე არასდროს მჯეროდა კონფლიქტურ ალმასებში. ეს უბრალოდ კინოა. იფიქრე ამის შესახებ. არავინ არაფერს ფიქრობდა კონფლიქტურ ალმასებსე სანამ კინო გამოვიდოდა[16]. თუმცაღა, აქამდე იგი ემხრობოდა სისხლის ალმასების არსებობას, და ამბობდა, რომ იყო აფრიკული მაღაროების ნაწილობრივი მფლობელი, რომელიც არის შექმნილი სისხლიანი ალმასების გამოყენების წინააღმდეგ. ასევე შეწირულობებს იღებს ადგილობრივი მცხოვრებთათვის[17]. მისი მტკიცების თანახმად, მისი წინა საქმიანობა იყო ნარკოტიკული საშუალებების დილერობა, თუმცაღა ამტკიცებს, რომ მას არასდროს გამოუყენებია ნარკოტიკები, თუმცა სხვა მისი ლირიკა ამას ეწინააღმდეგება.

"The Smoking Gun"-მა, 2008 წლის აპრილში აღნიშნა, რომ ეიკონის დანაშაულებებისა და დატუსაღების ისტორიის უმეტესობა დრამატულადაა მორთული[18][19][20] დეტალურად, ეიკონი ამტკიცებს რომ იყო მონაწილე ბეჭდის ქურდობაში და გაატარა სამი წელი ციხეში.

"The Smoking Gun's"-ის ერთ-ერთ სტატიაზე დაყრდნობით, ეიკონი არასდროს უცნიათ დამნაშავედ არანაირ კრიმინალურ საქმეში და არ გაუტარებია ციხეში არც ერთი წუთი 1999 წლიდან 2002 წლამდე. ეიკონი უარყოფს, რომ მას არ გაუტარებია 3 წელი ციხეში, მაგრამ ბევრი მის მიერ ნათქვამი მოკლე წინადადება ეწინააღმდეგება მის კრიმინალურ ისტორიას. ეიკონი აცხადებს, რომ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

კარიერა[რედაქტირება]

2004–05: დებიუტი: Trouble[რედაქტირება]

ეიკონის სოლო დებიუტური ალბომი, Trouble გამოიცა 2004 წლის 29 ივნისს. იგი შეიცავდა სინგლებს: "Locked Up", "Lonely", "Belly Dancer (Bananza)", "Pot Of Gold" და "Ghetto". ალბომი იყო მისი ჩამწერი ლეიბლის, Konvict Music-ის პირველი გამოცემა. მტკიცების თანახმად, მისი დებიუტური სიმღერის შთაგონება მოვიდა სამ წლიანი პატიმრობის შემდეგ[2]. "Locked Up"-მა მიაღწია საუკეთესო ათეუკს აშშ-ში, ხოლო საუკეთესო ხუთეოლს დიდ ბრიტანეთში. "Ghetto" გახდა რადიო ჰიტი, მას შემდეგ რაც გამიქსა დიჯეი გრინ ლანტერმა. რემიქსი შეიცავდა რეპერების, ტუპაკისა და ნოტორიოს ბიაიჯის ლექსებს.

2005 წელს, სინგლი სახელად "Lonely" გამოიცა (ბობი ვინტონის "Mr. Lonely"-ის მსგავსი). სიმღერამ მიაღწია ბილბორდის ცხელი ასეულის საუკეთესო ხუთეულს, ასევე წარმატება მიარწია ავსტრალიურ, დიდ ბრიტანულ და გერმანულ ჩარტებში. მისმა ალბომმა ასევე მიარწია პირველ ადგილს დიდ ბრიტანეთში 2005 წლის აპრილში. როდესაც, მუსიკალურ ტელეარხ The Box-ს ჰქონდა ყოველკვირეული საუკეთესო ათეულის ჩარტი, რომელიც გამოანგარიშებული იყო ვიდეოს მოთხოვნის რაოდენობის მიხედვით, ეიკონის "Lonely" გახდა ყველაზე ხანგრძლივად გაშვებული სინგლი. იგი ტელეარხზე 15 კვირის განმავლობაში ტრიალებდა. შემდეგ ეიკონმა გამოსცა სინგლი Moonshine, ახალ ზელანდიელ რეპერ, Savage-სთან ერთად. რომელიც გახდა წარმატებული ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. 2005 წელს, მან პირველად მოაწყო კრიტიკული სტუმრობა Young Jeezy-ს დებიუტურ ალბომ Let's Get It: Thug Motivation 101-ში, სიმღერაში "Soul Survivor". ამავე წლის დეკემბერში, მისი მენეჯერი რობერტ მონტანეზი მოკლული იქნა სროლის დროს ნიუ ჯერსში.

2006–07: Konvicted[რედაქტირება]

ეიკონის და გვენ სტეფანის შესრულება The Sweet Escape ტურნეზე

ეიკონის მეორე ალბომი, Konvicted გამოიცა 2006 წლის 14 ნოემბერს. იგი შეიცავს თანამშრომლობას ემინემთან, სნუპ დოგთან და Styles P-სთან. პირველი სინგლი "Smack That", რომელიც შეასრულა ემინემთან ერთად გამოიცა 2006 წლის აგვისტოში და მიაღწია მეორე ადგილს ბილბორდის ცხელ ასეულში შემდგომი 5 კვირის განმავლობაში. "I Wanna Love You", (სნუპ დოგთან ერთად) იყო მეორე სინგლი და გამოიცა ამავე წლის სექტემბერში. მან მიაღებინა ეიკონს პირველი ადგილი ბილბორდის ცხელ ასეულში, ხოლო სნუპ დოგს - მეორე ადგილი. ორი კვირის განმავლობაში, "I Wanna Love You" ლიდერობდა აშშ-ს ჩარტებში. 2007 წლის იანვარში გამოიცა მესამე სინგლი "Don't Matter", რომელმაც მიაღებინა პირველი ადგილი სოლოსთვის ცხელი ასეულის ჩარტში. ამავე წლის ივლისში, "Mama Africa" გამოიცა როგორც ევროპული სინგლი. იგი გახდა ალბომის მეოთხე სინგლი და მიაღწია მხოლოდ 47-ე ადგილს დიდ ბრიტანულ ჩარტში. ალბომის პლატინის (დელუქსი) ვერსიის გამოცემისას დაემთხვა სინგლ "Sorry, Blame It on Me"-ის გამოცემაც, ამიტომ იგი გახდა ალბომის მეხუთე სინგლი. მიიღო მეშვიდე ადგილი ცხელ ასეულში. დელუქსი ვერსია სრულად გამოიცა 2007 წლის 28 აგვისტოს. ეიკონმა დაადასტურა, რომ საბოლოო სინგლი იქნებოდა "Never Took the Time"[21]. Konvicted-მა მიაღწია მეორე ადგილს ბილბორდ 200-ზე. პირველ კვირას, ალბომის 286,000 ასლი გაიყიდა. მხოლოდ 6 კვირის შემდეგ, Konvicted-ის ერთ მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა დიდ ბრიტანეთში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით - 1.3 მილიონზე მეტი. 7 კვირის შემდეგ, ალბომმა მიიღო პლატინის სერტიფიკატი, ხოლო 16 კვირის შემდეგ უკვე ორმაგი პლატინის სერტიფიკატი. იგი Billboard 200-ის საუკეთესო ოცეულში 28 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ოთხჯერ მიაღწია მეორე ადგილს სხვადასხვა შემთხვევებში. 2007 წლის 20 ნოემბერს, RIAA-მ მიანიჭა ალბომს სამმაგი პლატინის სერტიფიკატი სამმილიონიანი გაყიდვების გამო აშშ-ი. მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა ალბომის 4 მილიონი ასლი.

2006 წლის 5 ოქტომბერს, ეიკონმა მოხსნა ცხელი ასეულის რეკორდი და მიაღწია ყველაზე დიდ დაწინაურებას ჩარტის 48 წლიანი ისტორიის განმავლობაში: მისმა სიმღერამ "Smack That"-მა 95-ე ადგილიდან გადაინაცვლა მეშვიდე ადგილზე. ეიკონის "Smack That" ნომინირებული იყო გრემის დაჯილდოების კატეგორიაზე - საუკეთესო რეპი/ნამღერის თანამშრომლობა, მაგრამ დამარცხდა ჯასტინ ტიმბერლეიკისა და T.I.-ის "My Love"-თან.

იურიდიული სიძნელეები[რედაქტირება]

2007 წლის აპრიში, ეიკონი გაკრიტიკებული იქნა მქადაგებლის შვილთან, 15 წლის დანა ალინისთან ენერგიული ცეკვისთვის ტრინიდადი და ტობაგოს ერთ-ერთ კლუბში, იმის მიუხედავად, რომ კლუბში 21 წლამდე აკრძალული იყო[22][23]. ინციდენტი ბრბომ გადაიღო, შემდეგ კი ინტერნეტში ატვირთეს. 2007 წლის 20 აპრილს, ადგილობრივმა მედიამ, ტელეარხმა TV6-მა აჩვენა მუსიკალური ვიდეო სახალხოდ. რადიოში, ტელევიზიასა და ბლოგებში ეიკონის გაკრიტიკების შემედგ, Verizon Wireless-მა წაშალა ეიკონის რინგტოუნები. Verizon ასევე გადაწყვიტა, რომ არ დაესპონსორებინა The Sweet Escape Tour, სადაც ეიკონს უნდა შეესრულებინა გვენ სტეფანთან ერთად[24]. თუმცაღა, Universal Music Group-მა არაფერი არ იმოქმედა ეიკონის წინააღმდეგ, უბრალოდ წაშალეს ვიდეო კლიპები YouTube-დან. კონსერვატორმა კომენტატორმა და მშობლების ტელევიზიის საბჭოს დამფუძვნებელმა ბრენტ ბოზელმა ამ საქციელს დაარქვეს "საზოგადო უპასუხისმგებლობა"[25].

პოლიტიკურმა კომენტატორებმა, მაიკლ მალკინმა, ლაურა ინგეჰემმა და ბილი ო'რეილმა ეიკონი გააკრიტიკეს "ქალების დეგრადაციეაში"[26][27].

2007 წლის 3 ივნისს, WSPK-ის KFEST კონცერტზე, რომელიც გაიმართა დატჩეს სტადიონზე, ნიუ-იოკრში, ერთ-ერთმა კონცერტზე დამსწრემ ეიკონს ესროლა საგანი სცენაზე. ეიკონმა თხოვა ბრბოს რომ ამოეცნოთ საგნის მსროლელი და აეყვანათ სცენაზე. დაცვის პერსონალმა ხელი ჩაავლო ახალგაზრდა მამაკაცს და აიყვანა სცენაზე. ეიკონმა აწია იგი და შეისვა მხრებზე, რის შემდეგაც, სრული ამ სიტყვის მნიშნელობით, ისროლა ბრბოში[28]. ინციდენტის ვიდეო განიხილა ფიშკილის პოლიციამ[29]. ეიკონი ირწმუნებოდა, რომ ინციდენტი იყო დადგმული და ეს ფაქტი იყო გამოყენებული მისი ახალი რეკორდისთვის[30]. პოლიციის მეთაური დონალდ ფ. უილიამსის თქმით ეიკონს ბრალი ედებოდა არასრულწლოვანის კეთილდღეობის საფრთხეში ჩაგდებაში, ხულიგნობაში, მეორე ხარისხის შეურაცხყოფაში და საგზაო დარღვევაში, რომელთაგან ორი დანაშაულისთვის 2007 წლის 3 დეკემბერს ის ქალაქ ფიშკილის სასამართლოს წინაშე წარსდგა[31].

2008-09: Freedom[რედაქტირება]

ეიკონმა გამოსცა მისი ახალი ალბომი Freedom 2 დეკემბერს, რომელიც შეიცავდა ოთხ სინგლს: "Right Now (Na Na Na)", "I'm So Paid" (ლილ უეინთან და Young Jeezy-თან ერთად), "Beautiful" (Kardinal Offishall-თან და კოლბი ო'დონისთან ერთად) და "We Don't Care". We Don't Care წარუმატებელი გამოდგა ბევრი ქვეყნის ჩარტებში, მიაღწია მხოლოდ 61-ე ადგილს დიდ ბრიტანეთში და 91-ე ადგილს ავსტრალიაში. ალბომს მიენიჭა ოქროს სტატუსი 600,000 ასლის გაყიდვით. მაიკლ ჯექსონი და ეიკონი იყვნენი ახლო მეგობრები. მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ეიკონმა მიუძღვნა მას სიმღერა "Cry Out Of Joy".

ეიკონი ლაპარაკობს მაიკლ ჯექსონთან ურთიერთობაზე, რომელიც აღნიშნა დიდი ბრიტანეთის რიტმ ენდ ბლიუზის მწერალმა პიტ ლევისმა 2008 წლის ოქტომბერში. ეიკონი ამბობს:

„მაიკლი არის პოპ-მუსიკის მეფე და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მუსიკოსის, კომპოზიტორის და პროდიუსერისთვის ოცნებაა ამ სფეროში საუკეთესო პიროვნებასთან მუშაობა. მაიკლისნაირი ადამიანთან მუშაობა, ანუ ადამიანთან, რომელმაც უამრავ ადამიანს შეუქმნა შანსები, გაუღო კარი და მუსიკის სამყაროში უდიდესი მიღწევები მოიპოვა, არის უდიდესი გამოცდილება და სიამოვნება. როცა ვეგასში პირველად წავედი და მას შევხვდი, თითქოს ჩვენ, სიტყვა-სიტყვით, წლების ნაცნობები ვიყავით! ეს იყო იმიტომ, რომ მუსიკალურად ჩვენ ზუსტად იგივე აზრები გვქონდა! ჩვენი თანამშრომლობა პირდაპირ საოცრება იყო. როგორც ადამიანი, მისნაირი შესანიშნავი და თავმდაბალი კაცი აქამადე არ შემხვედრია. ჩვენ კინოზეც კი ერთად წავედით დღის სინათლეში! ის იყო თავისთავად მაგარი ეპიზოდი.“[32]

დევიდ გეტასა და ეიკონის თანამშრომლობა Sexy Bitch-ში წარმოადგენს ეიკონის პირველ ჰაუსის ჟანრის სიმღერას. მან მიაღწია პირველ ადგილს 5 ქვეყანაში, ხოლო 34-ე ადგილს ბილბორდის ცხელ ასეულში. სიმღერა წარმოდგენილია გეტას ალბომ One Love-ში.

2010–დღემდე:Stadium Music[რედაქტირება]

ეიკონის მეოთხე სტუდიური ალბომის, Stadium Music-ის გამოცემა იგეგმება 2011 წელს[33] (2011). მისი პირველი სინგლი სავარაუდოდ იქნება "Nosy Neighbor", რომელიც აწარმოა დევიდ გეტამ.

ტელევიზია და კინო[რედაქტირება]

ეიკონმა აღნიშნა, რომ რეალური სატელევიზიო შოუ დამუშავების პროცესშია. მას ერქმევა "ჩემი ძმა არის მცველი" და მითითება არის ის, რომ ეიკონის ორი იდენტური ძმა ივლის ატლანტას გარშემო და შეეცდებიან დაემსგავსონ ეიკონს, რომ ხალხი გასულელდეს და იფიქრონ, რომ მათ წინაშე ეიკონი იმყოფება. ისინი შეეცდებიან, რომ მიიღონ VIP მომსახურება, გოგოები და უფასო საგნები. ეიკონმა განაცხადა, რომ ხალხს ხშირად ეშლება თავისი ძმები და გონიათ იგი. სწორედ ამაზე იქნება შოუ დაფუძნებული[30].

ეიკონი გეგმავს სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობას, სახელად უკანონო უცხოელი. ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია მისი ცხოვრების რამდენიმე მოვლენაზე. ეიკონს განასახიერებს მსახიობი მეხი ფაიფერი. ამასთან, 2007 წლის აგვისტოში, ეიკონმა, პოლონურ ვებსაიტ INTERIA.PL-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იგი მუშაობდა ფილმზე "კოკაინის კოვბოებზე", რომელიც მოგვითხრობს მადელინის კარტელის მთავარი მმართველის, ჯონ რობერტსის ისტორიას (კოლუმბიური ნარკოტიკებით მოვაჭრეები)[34]. იგი ასევე გამოვიდა Verizon Wireless-ის რეკლამაში. ეიკონმა ობი ტრაისთან ერთად იმღერა Snitch CSI: კრიმინალური სცენების გამოკვლევის ერთ ეპიზოდში, სახელად "პოპინის იარლიყები".

2007 წლის 30 ნოემბერს, ეიკონი შევიდა დიდი ძმის სახლის Pinoy Big Brother: Celebrity Edition 2-ში სტუმრის სახით. ამიტომ იგი გამოჩნდა მხოლოდ 100 წამის განმავლობაში.

იგი ასევე 2008 წლის 17 ნოემბერს გამოჩნდა WWE Raw-ის ერთ-ერთ ვერსიაში სანტინო მარელასთან ერთად. სანტინოს იტალიური სტერეოტიპის გამო, იგი არასწორედ გამოთქვამდა ეიკონის სახელს და ამბობდა "ეიკორნი".

2008 წლის 27 აპრილს, ეიკონი გამოჩნდა კოლბი ო'დონისთან ერთად მუსიკალურ სერიალ ცეკვა მზისჩასვლისასში.

მოდა[რედაქტირება]

2007 წლის თებერვალში, ეიკონმა ჩამოაყალიბა მისი ჩაცმულობის მიმდევრობა, Konvict Clothing. იგი წარმოადგენსქ ქალაქის ქუჩის ჩაცმულობას, რომელიც შეიცავს ბამბის ქსოვლის ჯინსებს, კაპიშონიან სამოს, T სტილის მაისურებსა და ქუდებს. ალიაუნე არის ზემო საფეხურის ვერსია ან მაღალი ხარისხის მიმდევრომა მამაკაცებისა და ქალბატონებისათვის, რომელიც შეიცავს სპორტის ქურთუკებს, ბამბის ქსოვილის ჯინსებსა და სხვა სამოსებს. ტიმოტი ჰოჯი წარდგა MTV-ს Digital Effect-ზე აიკონთან ერთად Konvict ჩაცმულობის მიმდევრობის დაწინაურების დროს[35].

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება]

ეიკონს მიღებული აქვს 4 გრემის დაჯილდოების ნომინაცია 2008 წელს, მათ შორის საუკეთესო პოპ თანამშრომლობა ვოკალებით "The Sweet Escape"-ისთვის გვენ სტეფანთან ერთად, საუკეთესო რიტმ ენდ ბლიუზის ვოკალური შესრულება დუეტის ან ჯგუფის მიერ "Bartender"-ისთვის T-Pain-თან ერთად, ყველაზე თანამედროვე რიტმ ენდ ბლიუზის ალბომი Konvicted-ისთვის და საუკეთესო რეპი/ნამღერის თანამშრომლობა I Wanna Love You"-ისთვის სნუპ დოგთან. ერთადერთი ჯილდო ეიკონმა მიიღო ამერიკული მუსიკის დაჯილდოებისაგან კატეგორიაში ფავორიტი სოულ/რიტმ ენდ ბლიუზის შემსრულებელი მამაკაცი არტისტი 2007 წელს. საბოლოო ჯამში, ეიკონს მიღებული აქვს ერთი ჯილდო და 12 ნომინაცია.

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება[რედაქტირება]

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც შექმნა დიკ კლერკმა 1973 წელს. ეიკონმა მიიღო ერთი ჯილდო სამი ნომინაციიდან[36][37]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2007 ეიკონი ფავორიტი სოულ/რიტმ ენდ ბლიუზის შემსრულებელი მამაკაცი არტისტი მოგებული
წლის არტისტი ნომინირებული
ფავორიტი სოულ/რიტმ ენდ ბლიუზის შემსრულებელი მამაკაცი არტისტი ნომინირებული

გრემის დაჯილდოება[რედაქტირება]

გრემის დაჯილდოება არის ყოველწლიური ცერემონიალი, რომელსაც მართაცს ხელოვნებისა და მეცნიერების ჩაწერის ეროვნული აკადემიის მიერ აშშ-ში. ეიკონს მიღებული აქვს გრემისგან ხუთი ნომინაცია[36][38].

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2007 "Smack That" (ემინემთან) საუკეთესო რეპი/ნამღერის თანამშრომლობა ნომინირებული
2008 "The Sweet Escape" (გვენ სტეფანთან) საუკეთესო პოპ თანამშრომლობა ვოკალებით ნომინირებული
"Bartender" (T-Pain-თან) საუკეთესო რიტმ ენდ ბლიუზის ვოკალური შესრულება დუეტის ან ჯგუფის მიერ ნომინირებული
Konvicted ყველაზე თანამედროვე რიტმ ენდ ბლიუზის ალბომი ნომინირებული
"I Wanna Love You" (სნუპ დოგთან) საუკეთესო რეპი/ნამღერის თანამშრომლობა ნომინირებული

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება[რედაქტირება]

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება არის ყოველწლიური მუსიკალური ცერემონია, რომელიც დაარსდა 1984 წელს MTV-ის მიერ. ეიკონს მიღებული აქვს ოთხო ნომინაცია.[36][39][40].

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2005 "Locked Up" MTV2 ჯილდო ნომინირებული
2007 ეიკონი წლის მამაკაცი არტისტი ნომინირებული
"Smack That" (ემინემთან) ყველაზე დედამიწისშემძვრელი თანამშრომლობა ნომინირებული
"The Sweet Escape" (გვენ სტეფანთან) ყველაზე დედამიწისშემძვრელი თანამშრომლობა ნომინირებული

ტურნეები[რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ეიკონის დისკოგრაფია.

სტუდიური ალბომები:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ეიკონი ელენ დეგენერისის შოუზე და სხვის ინტერვიუებში (7 იანვარი, 2009).
  2. 2.0 2.1 Rollingstones: ეიკონის სახელი “Rolling Stone ჟურნალი, 2006-11-02.
  3. ASCAP: ნახსენები ალიაუნი ტაიმად; 7 აპრილი, 2009
  4. "Akon se rattrape à Iba Mეიკონის პროფილიAkon Profile, About.com.
  5. http://www.thesmokinggun.com/archive/years/2008/0416081dutchmisd2.html
  6. http://www.thesmokinggun.com/archive/years/2008/0416081njjudgment1.html
  7. ეიკონი BBC. 24 ივნისი, 2009.
  8. 8.0 8.1 http://www.thesmokinggun.com/archive/years/2008/0416081akon1.html
  9. Wie alt ist Akon wirklich? (MTV News)
  10. Bottomley, C. "Akon: Trouble No More", VH1.com, 2005-05-02.
  11. Loftus, Johnny. (2006)Akon — Biography. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2008-05-08.
  12. ეიკონის პროფილი About.com. 23 მარტი, 2009.
  13. Who Does Akon Think He Is? ბლენდერი, 19 სექმტებერი, 2007.
  14. Fraser McAlpine (7 February 2007) Ask Akon, And Answers Arrive! BBC რადიო 1 (BBC). 23 აპრილი, 2009.
  15. Founders. Konfidence Foundation.
  16. ეგერი-კუპერი, მაწილდა. ეიკონი: ამგვარად, რა, თუ მე ვფლობ ალმასის მაღაროს??.დამოუკიდებელი, 16 თებერვალი, 2007.
  17. ეიკონის ინტერვიუ ჰოვარდ სტერნისთვის; ნაწილი მეოთხე ოთხიდან.
  18. http://www.nytimes.com/2008/04/17/arts/17arts-AKONSRAPSHEE_BRF.html
  19. http://www.foxnews.com/story/0,2933,351580,00.html
  20. Akon's Con Job, The Smoking Gun, 16 აპრილი, 2008.
  21. Tang, Melisa. Akon: The Good With The Bad, BallerStatus.com, 2007-08-02.
  22. Telesford, Nigel. Akon 'cons' Trinidad, Trinidad Express, 2007-04-14.
  23. Ramnarine, Kristy. Zen owner: Age limit 21 for club, Trinidad Express, 2007-04-20.
  24. Leeds, Jeff. Verizon Drops Pop Singer From Ads, New York Times, 2007-05-10.
  25. Bozell, L. Brent III. Rapper Not a "Perfect Gentleman", ParentsTV.org, 2007-05-24.
  26. Malkin, Michelle. Look who’s promoting a vulgar misogynist, MichelleMalkin.com, 2007-05-03.
  27. Pulse Report, SOHH.com, 2007-05-11.
  28. ვიდეო: ეიკონი ისვრის მამაკაცს ბრბოში
  29. პოლიცია: ეიკონის გამოძიება გრძელდება, Poughkeepsie Journal, წაკითხვის თარიღი: 2007-08-29.
  30. 30.0 30.1 Sawjani, Archna. Akon: Real Talk, AllHipHop.com, 2007-08-06.
  31. Akon Faces Charges, Poughkeepsie Journal, 2007-11-30.
  32. Akon interview by Pete Lewis, 'Blues & Soul' December 2008
  33. Akon Interview by Black Dog Bone. HipHopPress.com (February 16, 2011). წაკითხვის თარიღი: February 16, 2011.
  34. "Akon intensywnie", INTERIA.PL, 2007-08-28.
  35. ვინინგი, ბროლინ. "Akon - Got It Locked", MP3.com, 2006-10-23.
  36. 36.0 36.1 36.2 Akon. Rock on the Net. წაკითხვის თარიღი: 2008-10-18.
  37. კოჰენი, სენდი. (2007-11-19)Daughtry Wins 3 American Music Awards. ვაშინგტონ პოსტი. წაკითხვის თარიღი: 2008-10-18.
  38. Montgomery, James. (2007-12-06)Akon Calls His Mom, Plain White T's Call Delilah To Celebrate Grammy Nominations. MTV. წაკითხვის თარიღი: 2008-10-18.
  39. 2005 წლის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება. MTV. წაკითხვის თარიღი: 2008-10-18.
  40. 2007 წლის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება. MTV. წაკითხვის თარიღი: 2008-10-18.
  41. აკონი მოდის რეკიონში. All Africa Newswire, 2006-05-23.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: