მეტალიკის ტურნეები
მეტალიკა — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფი, რომელიც 1981 წელს დრამერმა ლარს ულრიხმა დააარსა ლოს-ანჯელესში. 1982 წლის კონცერტებისათვის ულრიხთან ერთად ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ ვოკალი და რიტმული გიტარა — ჯეიმზ ჰეტფილდი, მთავარი გიტარა და შემცვლელი ვოკალი — დეივ მასტეინი და ბას გიტარა — რონ მაკგოვნი. ამ შემადგენლობით ჯგუფმა სულ რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. კირკ ჰემეტმა ჩაანაცვლა დეივ მასტეინი 1983 წელს, ხოლო ბასისტები მეტალიკას ოთხი ჰყავდა (რონის ჩათვლით): კლიფ ბარტონი (1982—1986), ჯეისონ ნიუსტედი (1986—2001) და ბოლოს ამჟამინდელი ბასისტი რობერტ ტრუჰილო (2003-დან).[1][2]
კარიერის დასაწყისში მეტალიკა უკრავდა პატარა ფესტივალებზე და როგორც მხარდამჭერი ჯგუფი ვენომისათვის.[3] 1982 წლის შემდეგ მეტალიკა ყველა დასახლებულ კონტინენტზე მართავდა ცოცხალ შოუებს ყოველ წელს (2001 წლის გარდა), ჯამში 1 600-ზე მეტი შოუ. მათი უმრავლესობა შესრულდა აშშ-ში, თუმცა სხვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი რაოდენობა იქნა წარმოდგენილი კანადაში, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში. ჯგუფმა ჩაატარა შვიდი მსოფლიო მასშტაბის ტურნე: Damage, Inc. Tour (1986–1987), Damaged Justice (1988–1989), Wherever We May Roam Tour (1991–1992), Nowhere Else to Roam (1993), Madly in Anger with the World Tour (2003–2004), Escape from the Studio '06 და World Magnetic Tour (2008–2010).
მეტალიკა გამოდიოდა ისეთ მასშტაბურ როკ ფესტივალებზე, როგორებიცაა Woodstock '94, Ozzfest, Monsters of Rock, Lollapalooza, Download Festival, Reading Festival და Days on the Green. მათ ჩატარებული აქვთ კონცერტები სტადიონებზეც, რომელთაგან ზოგიერთს 100 000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. ისტორიაში ერთ-ერთი კონცერტი ყველაზე მრავალრიცხოვანი მსმენელთა რიცხვით ჩაატარა მეტალიკამ 1991 წლის 28 სექტემბერს ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რომელსაც, არაოფიციალური მონაცემებით, 1.6 მილიონი ადამიანი დაესწრო.[4] ზოგიერთი ვიდეო ჩანაწერი ამ კონცერტებიდან შეტანილი იქნა სასაჩუქრე ყუთებში ან DVD გამოცემებში. ზოგიერთი შოუ გაიმართა თეატრებში, მათ შორის ორი ბერკელის საზოგადოებრივ თეატრში 1999 წლის 22 და 23 აპრილს, სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. ეს კონცერტები ჩაიწერა და სრულად შევიდა ცოცხალ ალბომში S&M.[5]
მეტალიკის პირველი ოფიციალური ტურნე იყო Kill 'Em All for One, რომელიც დაიწყო 1983 წელს მათი სადებიუტო ალბომის მხარდასაჭერად. მათი ყველაზე ხანგრძლივი ტურნეები იყო Wherever We May Roam და World Magnetic, რომლებიც გაგრძელდა 14 და 20 თვე, შესაბამისად, 170 კონცერტზე მეტით თითოეულ მათგანში.[6] მეტალიკა ყველაზე მომგებიან ცოცხლად შემსრულებელთა შორისაა, გაიყიდა რა ნახევარი მათი პირველი 187 კონცერტისა 2000-იანი წლების დასაწყისში, დამსწრეთა რაოდენობამ 3.5 მილიონ კაცს გადააჭარბა, ხოლო მოგებამ — 227 მილიონ აშშ-ის დოლარს.[7]
სექციების სია |
[რედაქტირება] 1980-იანები
| წელი | სახელწოდება | თარიღები და ადგილმდებარეობა | შოუების რიცხვი [შ. 1] |
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2] |
|---|---|---|---|---|
| 1983–1984 | Kill 'Em All for One | 5 მაისი, 1983–22 იანვარი, 1984 (აშშ) | 53 | Raven,[8] Anthrax[3] Exodus |
|
ეს იყო ჯგუფის პირველი ტურნე, რომელიც გამართული იყო მათი სადებიუტო ალბომის Kill 'Em All მხარდასაჭერად.[8] |
||||
| 1984 | Seven Dates of Hell | 3 მარტი–29 აგვისტო, 1984 (ევროპა) | 16 | Venom (მთავარი ჯგუფი),[3] Twisted Sister[3][9] |
|
მეტალიკა უკრავდა როგორც მხარდამჭერი ჯგუფი ვენომისათვის. წარსდგა 7 000 მსმენელის წინაშე ფესტივალზე Aardschok, ნიდერლანდები.[3] |
||||
| 1984 | Bang That Head That Doesn't Bang | 16 ნოემბერი–20 დეკემბერი, 1984 (ევროპა) | 25 | Tank[10] |
|
ჯგუფს ჰქონდა მისი პირველი შედარებით დიდი ტურნე ევროპაში, მსმენელთა საშუალო რიცხვი - 1 300.[10] |
||||
| 1985–1986 | Ride The Lightning Tour | 11 იანვარი–19 მარტი, 1985 (ჩრდილო ამერიკა) 13 აგვისტო–14 სექტემბერი, 1985 (ევროპა) 29 სექტემბერი, 1985–8 მარტი, 1986 (აშშ) |
62 | W.A.S.P., Armored Saint, Tank,[10] ZZ Top, Marillion, ბონ ჯოვი, Ratt, Magnum, ტომი ვეინსი[11] |
|
ტურნე ეძღვნებოდა მეტალიკის მეორე ალბომს Ride the Lightning, დასწრება ფესტივალზე Day on the Green (ჩატარდა ოკლენდში, კალიფორნია) უდრიდა 60 000 მსმენელს.[10] ტურნეს განმავლობაში მეტალიკამ პირველად დაუკრა ფესტივალზე Monsters of Rock 70 000 მსმენელის წინაშე დონინგტონის პარკში, ინგლისი[10] |
||||
| 1986–1987 | Damage, Inc. Tour | 27 მარტი–3 აგვისტო, 1986 (ჩრდილო ამერიკა) 10 სექტემბერი, 1986–2 იანვარი, 1987 (ევროპა) 8 იანვარი–13 თებერვალი, 1987 (მსოფლიო ტურნე) |
142 | Anthrax[12] |
|
ტურნე გაიმართა ჯგუფის მესამე ალბომის Master of Puppets მხარდასაჭერად, რომლის ჩრდილო ამერიკულ ნაწილშიც მთავარი შემსრულებელი იყო ოზი ოსბორნი.[10] ეს ტურნე ჯგუფისთვის უბედურებებთან ასოცირდება, რადგან ჯეიმზმა მიიღო მაჯის ტრავმა, რის გამოც იგი, როგორც გიტარისტი, ორჯერ ჩაანაცვლა ტექნიკოსმა ჯონ მარშალმა.[13][14] მოგვიანებით, ტურნეს ევროპული ნაწილის განმავლობაში ავტოკატასტროფაში დაიღუპა ბასისტი კლიფ ბარტონი.[13] მეტალიკამ მომავალ მსოფლიო ტურნეზე ახალი ბასისტი - ჯეისონ ნიუსტედი წარუდგინა პუბლიკას.[14] |
||||
| 1987 | Monsters Of Rock '87 | 20–30 აგვისტო, 1987 (ევროპა) | 4 | ბონ ჯოვი, დიო, Anthrax, W.A.S.P., Cinderella, The Bailey Brothers[15][16] |
|
ჯგუფმა უკვე მეორედ მიიღო ფესტივალში მონაწილეობა, კონცერტებით ინგლისსა და დასავლეთ გერმანიაში.[15] |
||||
| 1988 | Monsters Of Rock '88 | 27 მაისი–30 ივლისი, 1988 (აშშ) | 31 | Van Halen (მთავარი ჯგუფი), Scorpions, Dokken, Kingdom Come[17] |
|
მეტალიკა გამოვიდა იმავე ფესტივალზე ორი წელი თანმიყოლებით და დაუკრა 40 000-დან 53 000-მდე მსმენელის წინაშე.[18][19] |
||||
| 1988–1989 | Damaged Justice | 11 სექტემბერი–5 ნოემბერი, 1988 (ევროპა) 15 ნოემბერი, 1988–8 ოქტომბერი, 1989 (მსოფლიო ტურნე) |
222 | Danzig, Queensrÿche,[20] Mortal Sin,[21] The Cult[22] |
|
ტურნე გაიმართა მეტალიკის მეოთხე სტუდიური ალბომის ...And Justice for All მხარდასაჭერად.[23] 1989 წლის 29 და 30 აგვისტოს შოუები სიეტლში მოგვიანებით გამოიცა სასაჩუქრე ყუთის სახით, სახელწოდებით Live Shit: Binge & Purge.[24] |
||||
[რედაქტირება] 1990-იანები
| წელი | სახელწოდება | თარიღები და ადგილმდებარეობა | შოუების რიცხვი [შ. 3] |
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2] |
|---|---|---|---|---|
| 1990 | Tour 1990 | 11 მაისი–11 სექტემბერი, 1990 (ევროპა/ჩრდილო ამერიკა) | 12 | Warrior Soul, დიო, Bonham,[25] Aerosmith (მთავარი ჯგუფი)[26] |
|
ტურნე შედგებოდა რამდენიმე ევროპული ფესტივალისა და სტადიონის შოუებისაგან, ისევე როგორც გასაიდუმლოებული კონცერტისგან ღამის კლუბში The Marquee სახელწოდებით The Frayed Ends.[27] იგი ასევე მოიცავდა Aerosmith-ის ორ შოუს ტურნედან Pump Tour, ჯგუფებთან The Black Crowes და Warrant ერთად, მსმენელთა რიცხვით 60 000 და 30 000, შესაბამისად.[26][28] |
||||
| 1991 | Monsters Of Rock '91 | 1 აგვისტო–28 სექტემბერი, 1991 (ჩრდილო ამერიკა/ევროპა) | 21 | AC/DC (მთავარი ჯგუფი), Pantera, Mötley Crüe, Queensryche, The Black Crowes[11] |
|
მეტალიკა ამ ფესტივალზე უკვე მეოთხედ წარსდგა. ტურნეს ბოლო კონცერტი ჩატარდა 28 სექტემბერს ტუშინოს აეროპორტში, მოსკოვში, და შეფასდა როგორც პირველი თავისუფალი დასავლური როკ კონცერტი საბჭოთა კავშირშის ისტორიაში, მსმენელთა რაოდენობას რაც შეეხება, იგი შეფასდა 150 000-დან 500 000-მდე,[29][30] ზოგიერთი არაოფიციალური ცნობებით კი - 1 600 000-ც კი.[4] |
||||
| 1991–1992 | Wherever We May Roam Tour | 12 ოქტომბერი, 1991–5 ივლისი, 1992 (მსოფლიო ტურნე) 22 ოქტომბერი–18 დეკემბერი, 1992 (ევროპა) |
174 | Metal Church |
|
ტურნე ჩატარდა ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომის Metallica (ცნობილი ასევე შავი ალბომის სახელითაც) მხარდასაჭერად, რომელიც მოიცავდა ასევე ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტს, სადაც ჯგუფმა ერთი-ორი სიმღერა დაუკრა საკუთარი რეპერტუარიდან, ხოლო ჯეიმზმა იმღერა Queen-თან და ტონი აიომისთან ერთად. 1992 წლის 13 და 14 იანვრის შოუები სან დიეგოში მოგვიანებით გამოიცა სასაჩუქრე ყუთის სახით სახელწოდებით Live Shit: Binge & Purge,[24] ხოლო ტურნე და ალბომის შექმნის პროცესი აისახა დოკუმენტურ ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica.[31] |
||||
| 1992 | Guns N' Roses/Metallica Stadium Tour | 17 ივლისი–6 ოქტომბერი, 1992 (ჩრდილო ამერიკა) | 26 | Guns N' Roses,[32] ჯიმ მარტინი ჯგუფიდან Faith No More[33], Body Count[34] |
|
ეს იყო მეტალიკის Wherever We May Roam ტურნესა და განზ'ენ'როუზიზის Use Your Illusions ტურნეს თანაკვეთა. მონრეალში ჯეიმზმა სერიოზული დამწვრობები მიიღო პიროტექნიკის ეფექტებისგან, რის გამოც იგი, როგორც გიტარისტი, კვლავ ჯონ მარშალმა შეცვალა.[32] |
||||
| 1993 | Nowhere Else To Roam | 22 იანვარი–13 მარტი, 1993 (აშშ/მექსიკა) 16 მარტი–8 მაისი, 1993 (მსოფლიო ტურნე) 19 მაისი–4 ივლისი, 1993 (ევროპა) |
77 | Suicidal Tendencies,[35] The Cult[36] |
|
შოუები მეხიკოში 1993 წლის თებერვალსა და მარტში მოგვიანებით გამოცემული იქნა როგორც ცოცხალი სასაჩუქრე ყუთის Live Shit: Binge & Purge ნაწილი.[32] ეს იყო ასევე პირველი შეხვედრა ჯგუფისა და ბასისტ რობერტ ტრუჰილოსი, რომელიც ათი წლის მოგვიანებით შეუერთდა ჯგუფს.[35] |
||||
| 1994 | Shit Hits The Sheds Tour | 28 მაისი–21 აგვისტო, 1994 (აშშ) | 51 | Danzig, Suicidal Tendencies[35] |
|
ტურნე მოიცავდა შესრულებას ვუდსტოკის ფესტივალზე 1994 წლის 13 აგვისტოს 350 000 მსმენელის წინაშე.[37][38] |
||||
| 1995 | Escape From The Studio '95 | 23 აგვისტო–14 დეკემბერი, 1995 (გაერთ. სამ./კანადა/აშშ) | 5 | Slayer, Skid Row, Slash's Snakepit, Therapy?, Warrior Soul, Machine Head, White Zombie, Corrosion of Conformity[11] |
|
ტურნეს განმავლობაში პირველად შესრულდა თითო სიმღერა მომდევნო ორი ალბომიდან.[39] კონცერტზე დონინგტონის პარკში მეტალიკა უკვე მეხუთედ შეუერთდა ფესტივალს Monsters of Rock.[11] |
||||
| 1996 | Lollapalooza No. 6 | 4 ივნისი–4 აგვისტო, 1996 (ჩრდილო ამერიკა) | 28 | Soundgarden, Cocteau Twins, Devo, Ramones, Rancid, Shaolin Monks, Screaming Trees, Psychotica[40][41] |
|
მეტალიკამ გახსნა ფესტივალი და დაუკრა 20 000 მსმენელის წინ.[42][43] |
||||
| 1996–1997 | Poor Touring Me | 6 სექტემბერი–27 ნოემბერი, 1996 (ევროპა) 19 დეკემბერი, 1996–28 მაისი, 1997 (ჩრდილო ამერიკა) |
139 | Corrosion of Conformity,[44] Korn[45] |
|
ტურნე მხარს უჭერდა იმ დროისთვის უკანასკნელ ალბომს Load.[46] 1997 წლის 9 და 10 მაისის შოუები ფორტ უორზში მოგვიანებით შეტანილი იქნა ვიდეო-ალბოში Cunning Stunts.[47] |
||||
| 1997 | Blitzkrieg '97 | 22–24 აგვისტო, 1997 (ევროპა) | 3 | |
|
მეტალიკამ დაუკრა ევროპულ ფესტივალებზე, რათა შეესრულებინა ადრე აღებული საკონტრაქტო ვალდებულებანი. |
||||
| 1997 | Re-Load Promo Tour | 18 ოქტომბერი–18 დეკემბერი, 1997 (აშშ/ევროპა) | 15 | |
|
ტურნე მიზნად ისახავდა ბოლოს გამოსული ალბომის ReLoad რეკლამირებას.[46] 120 000 ფანზე მეტმა დარეკა და ითხოვა, ეთქვათ მათთვის ადგილი, სადაც უნდა ჩატარებულიყო უფასო კონცერტი ნოემბერში, მოგვიანებით სახელდებული როგორც Million Decibel March.[48] |
||||
| 1998–1999 | Poor Re-Touring Me Tour | 21 მარტი–8 მაისი, 1998 (წყნარი ოკეანის ქვეყნები) 24 ივნისი, 1998–30 აპრილი, 1999 (ჩრდილო ამერიკა) |
65 | |
|
1999 წლის 21 და 22 აპრილის შოუები ბერკელის საზოგადოებრივ თეატრში სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამოშვებული იქნა ალბომის S&M სახით.[5] |
||||
| 1998 | Garage Inc Promo Tour | 17–24 ნოემბერი, 1998 (ჩრდილო ამერიკა) | 5 | Battery[46] |
|
ტურნე მხარს უჭერდა ალბომს Garage Inc..[50] |
||||
| 1999 | Garage Remains The Same Tour | 30 აპრილი–14 მაისი, 1999 (მექსიკა/სამხრეთი ამერიკა) 21 მაისი–8 დეკემბერი, 1999 (ევროპა/აშშ) |
45 | Pantera, Monster Magnet,[51] Sepultura, Mercyful Fate, ფილ ანსელმო[52] Catupecu Machu, Almafuerte, Monster Magnet[50] |
|
ტურნე მხარს უჭერდა ალბომს Garage Inc..[50] 2000 წელს ჯგუფმა ამავე სახელით გამოუშვა შეზღუდული რაოდენობის ალბომი ამავე ტურნეზე ჩაწერილი ექვსი სიმღერით, რომლებიც საჩუქრად გადასცა მათი ფანკლუბის საიტზე პლატინის სტატუსის მქონე რამდენიმე მომხმარებელს.[53] |
||||
| 1999 | M2K Mini Tour | 8 დეკემბერი, 1999–10 იანვარი, 2000 (აშშ) | 11 | ტედ ნუგენტი, Sevendust, Kid Rock,[5] Creed,[54] Methods Of Mayhem[55] |
|
ახალი წლის ღამის შოუს პონტიაკში (მიჩიგანი) ესწრებოდა 50 000 ადამიანი.[56] |
||||
[რედაქტირება] 2000-იანები
| წელი | სახელწოდება | თარიღები და ადგილმდებარეობა | შოუების რიცხვი [შ. 4] |
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2] |
|---|---|---|---|---|
| 2000 | Summer Sanitarium Tour | 23 ივნისი–9 აგვისტო, 2000 (აშშ) | 21 | Korn, Kid Rock, Powerman 5000, System Of A Down[57][58] |
|
ჰეტფილდმა გამოტოვა სამი შოუ ზურგის დაზიანების გამო.[59] მის მაგივრად ნიუსტედმა იმღერა სიმღერების უმეტესობა, ხოლო დანარჩენი სიმღერებისათვისა და რიტმური გიტარისთვის შეირჩა მუსიკოსები სხვა ჯგუფებიდან.[60][61] |
||||
| 2003 | Summer Sanitarium Tour | 4–28 ივნისი, 2003 (ევროპა) 4 ივლისი–29 აგვისტო, 2003 (ევროპა/ჩრდილო ამერიკა) |
46 | Limp Bizkit, Deftones, Mudvayne, Linkin Park, Lostprophets, The Darkness[62][63][64] |
|
ტურნე გაიმართა ალბომის St. Anger მხარდასაჭერად და აღსანიშნავია იმით, რომ ამ ტურნეზე პირველად დაუკრა ჯგუფთან ერთად ჯგუფის ახალმა ბასისტმა - რობერტ ტრუჰილომ.[64] |
||||
| 2003–2004 | Madly in Anger with the World Tour | 6 ნოემბერი, 2003–28 ნოემბერი, 2004 (მსოფლიო ტურნე) | 137 | Godsmack,[65] Lostprophets, Slipknot,[65][66][67] Sully Erna, დეივ ლომბარდო[67] |
|
კიდევ ერთი ტურნე, რომელიც გაიმართა St. Anger-ის მხარდასაჭერად და რომლის შოუების უმეტესების შეძენა ინტერნეტ მაღაზიებშია შესაძლებელი ციფრული ჩამონატვირთის სახით.[68] ინგლისში Download Festival-ზე მეტალიკის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ლარსმა გასაიდუმლოებული დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოს მიაკითხა. ულრიხის დრამის ტექნიკოსმა ფლემინგ ლარსენმა, დეივ ლომბარდომ სლეიერიდან და ჯოი ჯორდისონმა სლიპკნოტიდან ითავეს ლარსის მაგივრად დაკვრა.[69] |
||||
| 2006 | Escape from the Studio '06 | 13 მარტი–15 აგვისტო, 2006 (მსოფლიო ტურნე) | 16 | Avenged Sevenfold, Bullet for My Valentine, Trivium, Tool[70] |
|
შესრულდა ორი ახალი უსახელო სიმღერა, რომლებიც გარკვეული ნაწილით აისახა მომავალ ალბომში.[71] ტურნეზე პირველად ჯგუფის ისტორიაში შესრულდა ალბომი Master of Puppets სრულად, თანამიმდევრობის დაცვით.[72] |
||||
| 2007 | Sick Of The Studio '07 | 28 ივნისი–18 ივლისი, 2007 (ევროპა) | 12 | Mastodon, HIM, ჯო სატრიანი, Stone Sour, Incubus, Biok, Faithless, Interpol, The Kooks, My Dying Bride, Dirt Spawn Disease, Heaven and Hell, Oomph!, Machine Head, Turbonegro, Volbeat, Mnemic, Diablo[73] |
|
ტურნე მოიცავდა შოუებს ფესტივალებსა და სტადიონებზე, სადაც თავმოყრილი იყო 60 000-ზე მეტი მსმენელი.[74][75] |
||||
| 2008 | 2008 European Vacation Tour | 14 მაისი–24 აგვისტო, 2008 (ჩრდილო ამერიკა/ევროპა) | 26 | The Sword, ოზი ოსბორნი, სერჟ ტანკიანი, Hellyeah, ჯონათან დევისი, Cavalera Conspiracy, Shadows Fall, Apocalyptica, In This Moment[76] |
|
წარმოდგენილი იქნა ორი სიმღერა მომავალი ალბომიდან.[77] ჯგუფმა პირველად მისი არსებობის მანძილზე დაუკრა ფესტივალზე Ozzfest, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა ჯგუფმა. მეტალიკამ შეასრულა ზუსტად ოზი ოსბორნის შემდეგ.[76][78] |
||||
| 2008–2010 | World Magnetic Tour | 12 სექტემბერი, 2008–27 ივნისი, 2010 (ევროპა) 17 ოქტომბერი, 2008–12 დეკემბერი, 2009 (აშშ/კანადა) 4 ივნისი, 2009–14 მარტი, 2010 (ლათინური ამერიკა) 13 ოქტომბერი, 2010–21 ნოემბერი, 2010 (ავსტრალია/ახალი ზელანდია)[79] 22 მაისი, 2010 (ისრაელი, თელ-ავივი) |
180 | Lamb of God, The Sword, Volbeat, Machine Head, Down, Mastodon, Avenged Sevenfold, Resorte, Fear Factory, Gojira, Horcas, Mad, Hibria, Sepultura, ლემი კილმისტერი, ბილ ბაიფორდი, რეიმონდ ჰოლერი.[80][81][82] |
|
ტურნე გაიმართა ალბომის Death Magnetic მხარდასაჭერად. 4, 6 და 7 ივნისის შოუები მეხიკოში და 7 ივლისის შოუ ნიმესში (საფრანგეთი) გამოვიდა DVD-ების სახით, შესაბამისად სახელწოდებებით Orgullo, Pasión y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México და Français Pour Une Nuit.[83][84] ტურნე დამთავრდა 2010 წლის ნოემბერში კონცერტებით ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.[79] |
||||
[რედაქტირება] 2010-იანები
| წელი | სახელწოდება | თარიღები და ადგილმდებარეობა | შოუების რიცხვი [შ. 5] |
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2] |
|---|---|---|---|---|
| 2008–2010 | World Magnetic Tour | 12 სექტემბერი, 2008–27 ივნისი, 2010 (ევროპა) 17 ოქტომბერი, 2008–12 დეკემბერი, 2009 (აშშ/კანადა) 4 ივნისი, 2009–14 მარტი, 2010 (ლათინური ამერიკა) 13 ოქტომბერი, 2010–21 ნოემბერი, 2010 (ავსტრალია/ახალი ზელანდია) 22 მაისი, 2010 (ისრაელი, თელ-ავივი) |
180 | Lamb of God, The Sword, Volbeat, Machine Head, Down, Mastodon, Avenged Sevenfold, Resorte, Fear Factory, Gojira, Horcas, Mad, Hibria, Sepultura, ლემი კილმისტერი, ბილ ბაიფორდი, რეიმონდ ჰოლერი. |
|
დეტალები იხილეთ ზემოთ. |
||||
| 2011 | 2011 Vacation Tour | 23 აპრილი - 30 ოქტომბერი, 2011 (ჩრდილოეთი ამერიკა/ევროპა/სამხრეთი ამერიკა/აზია) | 13 | |
|
ტურნეში შედის „დიდი ოთხეულის“ ამერიკული შოუებიდან პირველი ორი, გამართული ინდიოუში, კალიფორნია,[85] და ნიუ-იორკში,[86][87] შესაბამისად, ისევე როგორც ჯგუფის ისტორიაში პირველ კონცერტს ინდოეთში.[88][89] |
||||
[რედაქტირება] სხვა კონცერტები
| წელი | თარიღები და ადგილმდებარეობა | შოუების რიცხვი |
მხარდამჭერი შემსრულებლები | |
|---|---|---|---|---|
| 1982 | 14 მარტი–30 ნოემბერი, 1982 (კალიფორნია) | 27 | Saxon,[90] Exodus[91] | |
| ჯგუფის პირველი შოუები არ ყოფილა ტურნეების ფარგლებში. როგორ ახალმა, ჯგუფმა გამოუშვა რამდენიმე დემო და გამოიცვალა ორი წევრი: მასტეინის ნაცვლად ჯგუფში მიიღეს ჰემეტი, ხოლო მაკგოვნის ნაცვლად - ბარტონი.[1][92] | ||||
| 2000–2003 | 30 ნოემბერი, 2000–1 ივნისი, 2003 (კალიფორნია/ინგლისი) | 10 | ||
|
ბასისტის გარეშე მეტალიკამ რამდენიმე კონცერტი ჩაატარა.[93] 2001 წელი იყო პირველი ჯგუფის არსებობის განმავლობაში, რომლის დროსაც მას არცერთი შოუ არ ჩაუტარებია.[94] 2002 წლის ერთადერთი კონცერტის დროს ჯგუფმა წარადგინა თავი როგორც ბობის ჯგუფი (მას შემდეგ, რაც ბობ როკი დაეხმარა ბასის ჩაწერაში).[93] |
||||
| 2005 | როლინგ სტოუნზის კონცერტები, 13–15 ნოემბერი, 2005 (კალიფორნია) | 2 | The Rolling Stones (მთავარი ჯგუფი), Everclear[95] | |
|
ჯგუფმა შეწყვიტა თავისი შვებულება, რადგან მიიწვიეს როლინგ სტოუნზის ტურნეს A Bigger Bang Tour ორი კონცერტის გასახსნელად სან-ფრანცისკოში.[96] |
||||
[რედაქტირება] შენიშვნები
- ↑ 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 1987, 1988 და 1989 წლების კონცერტებზე შოუების სრული სია იხილეთ მეტალიკის ოფიციალურ საიტზე Metallica.com. წაკითხვის თარიღი 2011-07-10.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 აქ ჩამოთვლილი მხარდამჭერი შემსრულებლების უმეტესობა შეუერთდა მეტალიკას მხოლოდ მთლიანი ტურნეს გარკვეულ ნაწილში.
- ↑ 1990, 1991, 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998 და 1999 წლების კონცერტებზე შოუების სრული სია იხილეთ მეტალიკის ოფიციალურ საიტზე Metallica.com. წაკითხვის თარიღი 2011-07-10.
- ↑ 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2008 და 2009 წლების კონცერტებზე შოუების სრული სია იხილეთ მეტალიკის ოფიციალურ საიტზე Metallica.com. წაკითხვის თარიღი 2011-07-10.
- ↑ 2010 და 2011 წლების კონცერტებზე შოუების სრული სია იხილეთ მეტალიკის ოფიციალურ საიტზე Metallica.com. წაკითხვის თარიღი 2011-07-10.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მეტალიკის ისტორია: ნაწილი I. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-10.
- ↑ მეტალიკის ისტორია: ნაწილი II. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-10.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 მეტალიკა 1983 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, – აგვისტო, 1984. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2009-01-20.
- ↑ 4.0 4.1 Sneak Peek: 'Guitar Hero: Metallica' | Spin Magazine Online. Spin (2009-01-26). წაკითხვის თარიღი: 2010-01-29.
- ↑ 5.0 5.1 5.2 მეტალიკა 1999 წლის 24 თებერვლიდან – 2000 წლის 23 თებერვლამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
- ↑ ენდი გრინი (2008-01-18). Lars Ulrich Says Metallica Will Tour Death Magnetic Through 2010. როლინგ სტოუნი. წაკითხვის თარიღი: 2009-02-05.
- ↑ Best of the 2000s: Top Touring Artists. ბილბორდი (დეკემბერი, 2009). წაკითხვის თარიღი: 2010-01-15.
- ↑ 8.0 8.1 მეტალიკა 1983 წლის 10–დან 27 მაისამდე – 27 ივლისიდან–3 სექტემბრამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2007-12-01.
- ↑ Twisted Sister-ის ბიოგრაფია. Rock the Bayou (2011-07-11). დაარქივებულია ორიგინალიდან 2008-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-02-05.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 მეტალიკა 1984 წლიდან – 1986 წლის 27 მარტამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2007-11-30.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 დონინგტონის შემადგენლობა - ისტორია. Download Festival 2008. წაკითხვის თარიღი: 2009-01-24.
- ↑ სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - Damage Inc.. Setlist.fm. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ 13.0 13.1 მეტალიკა 26 ივნისიდან – 27 სექტემბრამდე, 1986. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2007-11-16.
- ↑ 14.0 14.1 მეტალიკა 1986 წლის ოქტომბრიდან – 1987 წლის მარტამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2007-11-30.
- ↑ 15.0 15.1 მეტალიკა 21 აგვისტოდან – 4 დეკემბრამდე, 1987. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2009-01-25.
- ↑ Download Festival 2008 :: ისტორია. 2008.downloadfestival.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2010-01-26.
- ↑ მეტალიკა 1988 წლის 27 მაისიდან – 1989 წლის 6 სექტემბრამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2009-01-24.
- ↑ ჯონ პარელესი. “Heavy Metal, Weighty Words“, The New York Times, NYTimes.com, 1988-07-10. წაკითხვის თარიღი: 2010-01-17.
- ↑ “A `monster' show Heavy metal invasion rocks Mile High Stadium“, The Gazette, 1988-08-01. წაკითხვის თარიღი: 2010-01-17.
- ↑ Adverisments for Operation Mindcrime. Queensryche.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2008-05-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-01-25.
- ↑ Mortal Sin-ის ბიოგრაფია. Mortalsin.co.au. წაკითხვის თარიღი: 2010-01-15.
- ↑ სტეფენ თომას ერლევაინი. The Cult-ის ბიოგრაფია. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ Download Metallica June 28, 2007, Super Bock Super Rock Festival, Lisbon, POR. LiveMetallica.com. წაკითხვის თარიღი: 2010-01-17.
- ↑ 24.0 24.1 Live Shit: Binge & Purge. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ Metallica/Dio/Bonham/Warrior Soul (Groennoordhal Leiden 20/5/90). Vinyltap.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2009-01-29.
- ↑ 26.0 26.1 Pump Tour. Aeroforceone.com. წაკითხვის თარიღი: 2009-01-29.
- ↑ ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 11 მაისის კონცერტი, 1990. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2009-01-29.
- ↑ სტეფენ დეივისი (1997). Walk This Way: The Autobiography of Aerosmith. HarperCollins, გვ. 472–474. ISBN 0380975947.
- ↑ უილიამ ე. შმიდტი. “მძიმე მეტალ ჯგუფები მოსკოვს აზანზარებენ“, The New York Times, NYTimes.com, 1991-09-29. წაკითხვის თარიღი: 2010-01-15.
- ↑ “Monsters of Rock მოსკოვში“, The Eugene Register-Guard, 1991-09-29, p. 5A. წაკითხვის თარიღი: 2010-01-17.
- ↑ მეტალიკა 1990 წლის თებერვლიდან – 1991 წლის 13 აგვისტომდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2007-12-02.
- ↑ 32.0 32.1 32.2 მეტალიკა 1992 წლის 9 აგვისტოდან – 1993 წლის 23 ნოემბრამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2007-12-01.
- ↑ სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - Metallica/Guns N' Roses Stadium Tour. Setlist.fm. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ Attempt to Bar Ice-T From Stadium Fails. Los Angeles times.
- ↑ 35.0 35.1 35.2 მეტალიკაში კვლავ სრული ერთობაა!!. Metallica.com (2003-02-23). წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ 1993 წლის სურათების გალერეა. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ სტეფენ თომას ერლევაინი. Woodstock '94. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ სუზან დეჩილო. “Woodstock '94 Site Is Clean and Green“, ნიუ-იორკ ტაიმზი, NYTimes.com, 1994-10-29. წაკითხვის თარიღი: 2010-01-17.
- ↑ ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 23 აგვისტო, 1995. Metallica.com. ციტატა: „2 x 4, Devil's Dance“ წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ Metroactive Music | Lollapalooza. Metroactive.com. წაკითხვის თარიღი: 2009-01-24.
- ↑ კორი მოსი (1996-06-27). Lollapalooza is much more than just a bunch of bands. Iowa State Daily. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ რობრტ ჰილბარნი (1996-06-29). პოპ მუსიკის მიმოხილვა - Lollapalooza-ს ახალი ალტერნატივა - მეტალიკა ხმაურიანად ქმნის მძიმე ჰიდლაინერის პრეცენდენტს. Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: 2010-01-15.
- ↑ ჯონ პარელესი. “12 ივლისი, 1996 - Lollapalooza, No Longer So Ambivalent About Bigness - მიმოხილვა“, The New York Times, NYtimes.com, 1996-07-12. წაკითხვის თარიღი: 2010-01-15.
- ↑ 1996 წლის სურათების გალერეა. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ 23 ოქტომბერი, 2008 Tingley Coliseum, Albuquerque, NM. Livemetallica.com. წაკითხვის თარიღი: 2009-01-27.
- ↑ 46.0 46.1 46.2 მეტალიკა 1997 წლის 18 ნოემბრიდან - 1998 წლის 8 დეკემბრამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2009-01-24.
- ↑ Cunning Stunts. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ ჯოელ მაკივერი (2004). Justice for All: The Truth about Metallica. Omnibus Press, გვ. 243. ISBN 0711996008.
- ↑ Metallica Battles Bootleggers, Taps Jerry Cantrell And Days Of The New For Summer Tour. MTV.com. MTV Networks (1998-03-18). წაკითხვის თარიღი: 2009-03-05.
- ↑ 50.0 50.1 50.2 50.3 გერი შარფ-იანგი. მეტალიკის ბიოგრაფია. MusicMight.com. წაკითხვის თარიღი: 2010-01-17.
- ↑ 1999 წლის სურათების გალერეა. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - Garage Remains The Same. Setlist.fm. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ The Garage remains the same. Encyclopedia Metallica. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ რობერტ მანსინი (1999-11-19). Sevendust Taps Static-X For Tour, Lines Up Metallica Dates. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2009-01-24.
- ↑ დევიდ ბაშამი (1999-11-29). Kid Rock, Methods Of Mayhem Added To Metallica-Ted Nugent Y2K Show. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ ბრაიან მაკ-კოლამი (2000-01-01). The year rocks in with a heavy metal sound. Detroit Free Press. დაარქივებულია ორიგინალიდან 2005-08-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-01-24.
- ↑ მეტალიკა 2000 წლის 13 აპრილიდან – 30 ივნისამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2009-01-20.
- ↑ Metallica, Korn, Kid Rock, PM5K, System To Tour. MTV.com. MTV Networks (2000-04-17). წაკითხვის თარიღი: 2009-01-24.
- ↑ კარა მანინგი (2000-07-13). Hetfield Rejoins Metallica After Back Injury. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2009-01-24.
- ↑ დევიდ ბაშამი (2000-07-10). UPDATE: Metallica Frontman Forced To Sit Out Shows. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2009-02-07.
- ↑ სპარტა, კენტუკი: 8 ივლისი, 2000. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.
- ↑ ჯო დანჯელოუ (2003-02-05). Linkin Park, Limp Bizkit, Metallica ერთობლივ ტურნეს მართავენ. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ ჯორჯ საკესტადი, სარა ქუელანდი. მეტალიკის Summer Sanitarium 2003 ტურნეს ფოტო გალერეა. Metroactive.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ 64.0 64.1 მეტალიკა 2003 წელს. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ 65.0 65.1 Madly in Anger with the World Tour - სურათების გალერეა. Mitrasites.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ Madly in Anger with the World Tour - სურათების გალერეა. Bpsux.info. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ 67.0 67.1 სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - Madly in Anger with the World Tour. Setlist.fm. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ მეტალიკამ გაუშვა მუსიკის ჩამოქაჩვის საიტი, რომელიც გვთავაზობს მიმდინარე ტურნეს ცოცხალი კონცერტების ჩანაწერებს. (PDF). მეტალიკის პრეს რელიზი (2004-03-02). წაკითხვის თარიღი: 2009-01-20.
- ↑ Metallica's Lars Ulrich Hospitalized In Switzerland, Misses Show. Yahoo Music (2004-06-07). წაკითხვის თარიღი: 2006-12-09.
- ↑ Escape from the studio re-visited. Metallica.com (2006-04-18). წაკითხვის თარიღი: 2009-01-24.
- ↑ მეტალიკის ბასისტი რობერტ ტრუჰილო: ახალი ალბომი დინამიურია, მძიმე და მხერხავი. News. Roadrunner Records (2007-06-04). წაკითხვის თარიღი: 2007-07-18.
- ↑ Blabbermouth.net - Metallica Perform Entire 'Master Of Puppets' Album Again At Germany's Rock Im Park. Roadrunner Records. წაკითხვის თარიღი: 2010-01-17.
- ↑ Sick of the studio '07-ის გამხსნელები. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ Blabbermouth.net - მეტალიკა ასრულებს ტურნეს Sick Of The Studio '07; გამოქვეყნდა მოსკოვის სეტლისტი. Roadrunner Records. წაკითხვის თარიღი: 2010-01-17.
- ↑ რისთვის დგას O.S.H.M?. Metallica.com (2007-02-21). წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ 76.0 76.1 ტოდ მატერნოუსკი (2008-08-10). კონცერტის მიმოხილვა: Ozzfest, მეტალიკის მონაწილეობით / Ozzy Osbourne | www.pegasusnews.com | დალასი/ფორტ უორზი. www.pegasusnews.com. წაკითხვის თარიღი: 2010-02-20.
- ↑ მეტალიკის ულრიხი და ჰემეტი საუბრობენ სიმღერის The Judas Kiss შესახებ. Roadrunner Records (11 სექტემბერი, 2008). წაკითხვის თარიღი: 2010-01-17.
- ↑ BLABBERMOUTH.NET - მეტალიკა ასრულებს ახალ სიმღერას ფესტივალზე OZZFEST; ხელმისაწვდომია ვიდეო. Roadrunnerrecords.com. წაკითხვის თარიღი: 2010-02-20.
- ↑ 79.0 79.1 მეტალიკა მიემგზავრება ახალ ზელანდიაში. 3 News (2010-04-05). წაკითხვის თარიღი: 2010-08-29.
- ↑ სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - World Magnetic. Setlist.fm. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ მეტალიკის ტურნე World Magnetic Tour ჯგუფებთან The Sword, Machine Head, Lamb Of God ერთად. Metallicablogmagnetic.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ მეტალიკა წვავს ნეშვილს მეტალ ჰიმნებით, ლემი კილმისტერი ტურნეზე World Magnetic Tour. როლინგ სტოუნი (2009-09-15). წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ Orgullo, Pasion y Gloria: Tres Noches En La Ciudad de Mexico. Metallica.com (2009-11-24). წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ Francais Pour Une Nuit. Metallica.com (2009-10-19). წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ „დიდი ოთხეული“ აშშ-ში მოდის. Metallica.com (2011-01-26). წაკითხვის თარიღი: 2011-06-12.
- ↑ „დიდი ოთხეული“ - ერთი შოუ დასავლეთში საკმარისი არ იყო. Metallica.com (2011-04-29). წაკითხვის თარიღი: 2011-06-12.
- ↑ მეტალიკა, სლეიერი, მეგადეზი, ანთრაქსი: „დიდი ოთხეული“ იანკების სტადიონზე მოდის. Roadrunner Records (2011-04-29). წაკითხვის თარიღი: 2010-06-12.
- ↑ ცხრილებში მოუხვედრელი ტერიტორია. Metallica.com (2011-05-01). წაკითხვის თარიღი: 2011-06-12.
- ↑ მზად არის ინდოეთი, უმასპინძლოს მეტალიკის კონცერტს?. ibnlive.in.com (2011-06-10). წაკითხვის თარიღი: 2011-06-12.
- ↑ 1982 წლის სურათების გალერეა. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ კირკ ჰემეტის ბიოგრაფია. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ Encyclopedia Metallica - სრული ისტორია. Encycmet.com (1983-09-03). წაკითხვის თარიღი: 2010-01-15.
- ↑ 93.0 93.1 მეტალიკა 2002 წლის 3 იანვრიდან - 2003 წლის 19 მარტამდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2009-01-24.
- ↑ 2001 წლის მოვლენები. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
- ↑ დენ ჰამერი (2007-05-29). Lars Ulrich disses Rolling Stones. Metal Hammer. წაკითხვის თარიღი: 2009-01-20.
- ↑ ჯილ კაუფმენი (3 აგვისტო, 2005). Metallica Opening For Rolling Stones In San Francisco - Metal band will support rock icons on November 13 and 15 at SBC Park. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2009-01-19.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში