ელისეს მინდვრები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელისეს მინდვრები (ბერძნ. Elysion pedion - ველი მოსვლისა, მობრძანებისა), ელიზიუმი (ლათ. Elysium), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთების რჩეულ გმირთა მარადიული სამყოფელი.

ჰომეროსის წარმოდგენით, ელისეს მინდვრები ლამაზი, ბედნიერი ადგილია დედამიწის უკიდურეს დასავლეთში, ოკეანის გაღმა. ცხონებულნი უზრუნველად და ნეტარებაში ატარებენ იქ დროს. მითი ელისეს მინდვრების შესახებ ფართოდ აისახა ლიტერატურაში, განსაკუთრებით ელევსინური და ორფიკული მისტერიების, პლატონისა და პითაგორელების გავლენით. წარმოდგენა ბედნიერ ქვეყანაზე რომაელებშიც გავრცელდა, მათ ნეტართა ეს ადგილი კანარის კუნძულებს ("ბედნიერი კუნძულები") დაუკავშირეს. შემდგომში ეს მითი ქრისტიანულმა რელიგიამ გამოიყენა და მას სამოთხე შეარქვა. ელისეს მინდვრები (შანზ-ელიზე) ჰქვია პარიზის ერთ-ერთ მთავარ გამზირს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 131, თბ., 1979