გრავიტაციული სინგულარობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრავიტაციური ლინზირების ანიმაციური სიმულაცია, გამოწვეულია შვარცშილდის შავი ხვრელის მიერ, რომელიც გადის მხედველობის ხაზს.

გრავიტაციული სინგულარობა ან სივრცე-დროის სინგულარობა — წერტილი სივრცე-დროში, რომელშიც სივრცე-დროის სიმრუდე უსასრულო ხდება. სინგულარობა (მდგომარეობა უსასრულოდ დიდი სიმკვრივითა და უსასრულოდ მცირე რადიუსით) წარმოიქმნება მაშინ, როცა სხეული უსასრულოდ იკუმშება ანუ ხდება მისი კოლაფსი. გრავიტაციული სინგულარობა ძირითადად განიხილება ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, რომელშიც შავი ხვრელის ცენტრის სიმკვრივე ხდება უსასრულო. ფიზიკოსები არ არიან დარწმუნებულები სინგულარობის არსებობობაში (ან მის დიდი აფეთქების დასაწყისში არსებობაში), ასევე შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელი ცოდნა არასაკმარისად აღწერს იმას, თუ რა ხდება ასეთი უკიდურესი სიმკვრივის დროს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]