ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი ზელანდია
All blacks logo.jpg
კავშირი ახალი ზელანდიის რაგბის ფეხბურთის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი All Blacks
ემბლემა ვერცხლისფერი გვიმრა
მწვრთნელ(ებ)ი ახალი ზელანდიის დროშა გრეჰემ ჰენრი
კაპიტანი ახალი ზელანდიის დროშა რიჩი მაკკაუ
ყველაზე მეტი კეპი რიჩი მაკკაუ (102)
ყველაზე მეტი ქულა დენ კარტერი (1250)
ყველაზე მეტი ლელო დაგ ჰაულეტი (49)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 3 - 22 ახალი ზელანდია ახალი ზელანდიის დროშა
(15 აგვისტო, 1903)
უდიდესი გამარჯვება
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 145 - 17 იაპონია იაპონიის დროშა
(4 ივნისი, 1995)
უარესი დამარცხება
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 28 - 7 ახალი ზელანდია ახალი ზელანდიის დროშა
(28 აგვისტო, 1999)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 7/7 (პირველი 1987)
საუკეთესო შედეგი ჩემპიონები, 1987, 2011

All Blacksახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც ქვეყნის ეროვნული სპორტია. გუნდს მოიხსენიებენ, როგორც ახალი ზელანდიად, ასევე All Blacks-ად. All Blacks არის მნიშვნელოვანი ძალა საერთაშორისო რაგბიში და ჰყავს დამარცხებული მრავალი ძლიერი გუნდი, მათ შორის „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები“ და „მსოფლიო XV“. All Blacks ყოველწლიურად ეჯიბრება ავსტრალიის (კენგურუები) და სამხრეთ აფრიკის (სპრინბოკები) გუნდს „სამი ერის თასის“ ჩემპიონატზე. ჩემპიონატის 12 წლიანი ისტორიის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა 8-ჯერ, ხოლო ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ 2-2 ჯერ. მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 2007 წლის 22 ოქტომბერს All Black-მა დაკარგა ლიდერობა საერთაშორისო რაგბის მმართველობის მიერ შედგენილ საუკეთესო გუნდების სიაში. სამხრეთ აფრიკამ სიაში ლიდერობა 2008, 7 ივლისამდე შეძო, შემდეგ კი მას All Blacks-მა გაუსწრო. თუმცა მან ლიდერობა მხოლოდ რამდენიმე დღე შეძლო და 14 ივლისს მას კვლამ სამხრეთ აფრიკამ გაუსწრო. საერთაშორისო რაგბის მმართველობამ 2006 წელს, All Blacks დაასახელა წლის საუკეთესო გუნდად [1].

გუნდმა პირველი ბრძოლა გამართა 1884 წელს, „კუმბერლენდის ქვეყანა, ახალი სამხრეთ უელსის“ წინააღმდეგ. All Blacks-მა დაასრულეს მათი პირველი მოგებების სერია მათი ზემდგომი გუნდის, სამხრეთ აფრიკის დამარცხებით, ახალ ზელანდიაში, 1956 წელს. ათეული წლის შემდეგ, მათ მიაღწიეს თავიანთ ყველაზე გრძელ მოგებების სერიას, 17 თამაშის მოგებით, 1965 წლიდან 1970 წლამდე. გუნდმა ერთი ტურის განმავლობაში მოუგო ისეთ გუნდებს როგორებიცაა: ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი.

ჯგუფის დაარსების ადრეულ წლებში, მათი ფორმის ფერი იყო შავი და სერი. 1905 წლის ტურიდან, All Blacks-ის ფორმა მხოლოდ შავი ფერისგან შედგებოდა, გარდა ვერცხლისფერი გვიმრისა (გერბი), და სახელიც „All Black“ (ყველა შავი) მოდის ამ პერიოდიდან. All Blacks-ის ტრადიციული შესრულება არის „ჰაკა“, რომელსაც ასრულებს გუნდი ლიდერი, გუნდთან ერთად თამაშის დაწყების წინ.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] რაგბის გავრცელება ახალ ზელანდიაში

ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები 1884 წელს

ახალ ზელანდიას პირველად რაგბი გააცნო ჩარლზ მონრომ, 1860 იანი წლების დასასრულს. თვითონ მონრომ კი ეს სპორტი აღმოაჩინა ინგლისში, როდესაც სწავლობდა კრისტის კოლეჯში. ამ სპორტმა ახალ ზელანდიაში ადგილის დამკვიდრება დაიწყო 1870 წლის მაისში. ახალი ზელანდიის პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართა 1882 წელს, როდესაც სამხრეთის რაგბის კავშირი (შემდგომ ახალი სამხრეთ უელსის რაგბის კავშირი) იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში. მოგზაურები ეთამაშნენ ორ ორჯერ ოკლენდის პროვინციის გუნდს და ველინგტონს, ხოლო თითო თითოჯერ კანტერბურის, ოტაგო და დასავლეთ სანაპიროს, ჩრდილოეთ ირლანდიას. გუნდმა მოიგო 4 და წააგო 3 თამაში. 2 წლის შემდეგ, ახალი ზელანდიის გუნდი ახალ სამხრეთ უელსში მოგზაურობდა. ახალმა ზელანდიამ ითამაშა და მოიგო 8 თამაში.

[რედაქტირება] საერთაშორისო შეჯიბრების დაწყება

პირველად, ახალმა ზელანდიამ ტურნე გამართა ახალ სამხრეთ უელსში, 1894 წელს. ამ წლებში მათ ითამაშეს პირველი საერთაშორისო თამაში ახალ სამხრეთ უელსთან და წააგეს 8-ით 6 [2]. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავათ, გუნდის პირველ საერთაშორისო თამაშად ითვლება ავსტრალიასთან დაპირისპირება, 1903 წლის 15 აგვისტოს. თამაში დასრულდა ახალი ზელანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 22-ით 3[3].

აღსანიშნავია ახალი ზელანდიის პირველი ტური ბრიტანეთში, 1905 წელს. გუნდის სახელის, „all black“-ის დარქმევის იდეა ამ ტურის პერიოდიდან მოდის[4].

[რედაქტირება] რეპუტაციის ჩამოყალიბება

All Blacks 1905 წელს

ახალი ზელანდიის კონკურენცია სამხრეთ აფრიკასთან დაიწყო 1921 წელს, როდესაც სამხრეთ აფრიკის გუნდი იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში. მოგვიანებით All Blacks-იც ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში 1928 წელს.

1924 წელს, ახალი ზელანდიის ტურისტებმა დიდ ბრიტანეთში, გუნდი საბოლოოდ შერაცხეს „დაუმარცხებლებად“, რადგან ისინი იგებდნენ ყველა თამაშს. ახალმა ზელანდიამ ტური გამართა ბრიტანეთში 1930 წელს, თუმცა ლომებმა მოიგეს პირველი თამაში. ამის შემდეგ, უკვე 1935-36 წლებში, ახალი ზელანდია ისევ ჩავიდა ბრიტანეთში და წააგო მხოლოდ 3 თამაში, 30 თამაშიდან[5].

1937 წელს, სამხრეთ აფრიკამ დაამარცხა All Blacks, როდესაც მათ ჰქონდათ ტური ახალ ზელანდიაში. 1937 წლის სამხრეთ აფრიკის გუნდი დასახელებული იქნა საუკეთესო გუნდათ, იმათ შორის რომლებიც იმყოფებოდნენ ახალ ზელანდიაში[6][7]. 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, All Blacks ეთამაშა სპრინგბოკებს, სამხრეთ აფრიკაში. ტურში უნდა აღინიშნოს რეპუტაცია დაკარგული All Blacks-ის ჩანაწერი: ორი წაგებული თამაში ერთ დღეში. ამ დროისთვის ავსტალიას ტური ჰქონდა ახალ ზელანდიაში. 3 სექტემბრის ნაშუადღევს (ახალი ზელანდიის დროით), All Blacks, ჯონი სმიტის კაპიტნობით, დამარცხდა ავსტარლიასთან, ანგარიშით 11-ით 6[8]. ამის შემდეგ გუნდმა წააგო სამხრეთ აფრიკასთანაც, ანგარიშით 9-ით 3[9]. ამას მოყვა მათი კიდევ ერთი თამაშის წაგება, რითაც ავსტრალიამ „ბლედისლიოს თასი“ მოიგო.

1959 წელს, All Blacks-მა მოუგო ლომებს, და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი გაბატონება რაგბის სამყაროში. 1963-64 წელს, გუნდი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში ტური, ვილსონ ვინრის ლიდერობით. გუნდი მთლიანი ტურის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ნიუსპორტთან. სწორედ ამ ტურის განმავლობაში, გუნდმა დაამყარა რეკორდი ყველაზე გრძელ მოგებების სერიაში: 17 მოგებული თამაში 1965 წლიდან 1970 წლამდე [10].

[რედაქტირება] ადრეული მსოფლიო თასები

1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ დაამარცხა ფიჯი, იტალია, არგენტინა, უელსი, შოტლანდია და გავიდა ფინალში, სადაც მოუგო საფრანგეთს, ანგარიშით 29–9.[11] ამ ჩემპიონატში ახალმა ზელანდიამ დათმო მხოლოდ 52 ქულა, ხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდს დაუდო 43 ლელო 6 თამაშში.

1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალი ზელანდია ჯგუფიდან გავიდა სამი მოგებით. მეოთხედფინალში კანადა დაამარცხა ანგარიშით 29-13[12] და ნახევარ ფინალში დაუპირისპირდა ავსტრალიას, რომელთანაც 16-6 წააგო. გუნდი მესამე ადგილისთვის შეეჯიბრა შოტლანდიას და დაამარცხა ანგარიშით 13-6.

1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა სამხრეთ აფრიკაში, ახალმა ზელანდიამ კარგად იასპარეზა, მაგრამ თავის მოპოვება ვერ შეძლო. გუნდმა ფინალამდე მოუგო ისეთ გუნდებს როგორებიცაა: შოტლანდია, ინგლისი, უელსი, ირლანდია, ხოლო ფინალში დამარცხდა სამხრეთ აფრიკასთან დამატებით დროში, ანგარიშით 15-12.[13][14]

[რედაქტირება] პროფესიონალური ერა

[რედაქტირება] სამი ერის თასი

ინგლისი VS ახალი ზელანდია

პროფესიონალური ერა რაგბიში დაიწყო 1995 წელს, როდესაც შეიქმნა „Super 12“-ის შეჯიბრება და „სამი ერის თასი“[15]. პირველი სამი ერის თასი ჩატარდა 1996 წელს, ახალი ზელანდიის გამარჯვებით. გუნდმა მოიგო ოთხივე თამაში და გახდა თასის მფლობელი[16].

მომდევნო, 1997 წლის სამი ერის თასის გამარჯვებულიც ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც მოიგო თასი ოთხივე თამაშის მოგებით[17]. შემდეგ წელს, ახალმა ზელანდიამ გამარჯვება დაუთმო სამხრეთ აფრიკას. ამ წელს ახალმა ზელანდიამ ცუდად ითამაშა და ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო[18]. მთელი ისტორიის განმავლობაში, ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ახალმა ზელანდიამ ოთხი თამაში წააგო ზედიზედ.

1999 წელს, ახალმა ზელანდიამ კვლავ მოიგო სამი ერის თასი. ამ ჩემპიონატში აღსანიშნავია თამაში, სადაც ახალმა ზელანდიამ 28-0 სძლია სამხრეთ აფრიკას. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ჩემპიონატი მოიგო ავსტრალიამ. 2002 წელს თასს დაეუფლა კვლავ ახალი ზელანდია, რასაც მოყვა 2003 წლის დამაჯერებელი გამარჯვება. 2004 წელს ჩემპიონატზე გამარჯვება ერგო სამხრეთ აფრიკას. ამ ჩემპიონატზე სამივე გუნს ჰქონდა ორი მოგება და ორი წაგება.

ავსტრალია VS ახალი ზელანდია. 13 აგვისტო, 2005

სამხრეთ აფრიკამ აჯობა ავსტრალიას და ახალ ზელანდიას მხოლოდ აღებული ქულებით. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას ვერცერთმა სხვა გუნდმა ვერ აჯობა და სამივე წლის თასიც მას ერგო.

[რედაქტირება] მსოფლიო ჩემპიონატი

1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალმა ზელანდიამ სძლია ჯგუფურ ეტაპზე ინგლისს, ანგარიშით 30-16. აღსანიშნავია ასევე იტალიასთან დიდი ანგარიშით გამარჯვება - 101-3. ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ახალმა ზელანდიამ დაამარცხა შოტლანდია ანგარიშით 30-18 და დაუპირისპირდა ნახევარფინალში საფრანგეთს. დიდი ბრძოლის შემდეგ, ახალი ზელანდია დამარცხდა, ანგარიშით 31-43.

2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი ზელანდია ჯგუფიდან გავიდა ოთხივე თამაშის მოგებით. მეოთხედფინალში იგი შეხვდა სამხრეთ აფრიკას და ძლია ანგარიშით 29-9 და დაუპირისპირდა ნახევარფინალში ავსტრალიას. ახალი ზელანდია დამარცხდა, ანგარიშით 22-10.

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალმა ზელანდიამ არც ისე კარგად იასპარეზა. ჯგუფიდან ოთხივე მოგებით გავიდა და მეოთხედფინალში საფრანგეთთან დამარცხდა, ანგარიშით 18-20.

2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალურ მატჩში, ახალმა ზელანდიამ დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 8–7 და მოიპოვა გამარჯვება.

[რედაქტირება] ჰაკა

ახალი ზელანდიის ჰაკა საფრანგეთის წინააღმდეგ. 2006

ახალი ზელანდია ასრულებს ჰაკას (მაორის ცეკვა) ყოველი საერთაშორისო თამაშის დაწყების წინ. ეს ტრადიცია ახალმა ზელანდიამ დაიწყო 1884 წელს, ახალი სამხრეთ უელსის ტურის დროს. ახალი ზელანდიის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც იმყოფებოდა ტურნეზე ბრიტანეთში, 1889 წელს, გამოიყენა Ake Ake Kia Kaha, ხოლო 1903 წელს, როდესაც გუნდი იმყოფებოდა ავსტრალიაში - Tupoto koe, Kangaru! 1905 წლიდან, გუნდმა ტრადიციულად დაიწყო Ka Mate-ს გამოყენება და 1914 წლისთვის, ეს იყო ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი[19]. 2005 წლის 28 აგვისტოს, სამი ერის თასის ერთერთი თამაშის, სამხრეთ აფრიკა ახალი ზელანდიის დაწყების წინ, ახალმა ზელანდიამ შეასრულა ახალი ჰაკა Kapa o Pango.

[რედაქტირება] ჩანაწერები

[რედაქტირება] სამი ერის თასი

ახალ ზელანდიას სამი ერის თასი აქვს მოგებური ცხრაჯერ, სამხრეთ აფრიკას სამჯერ, ხოლო ავსტალიასა ორჯერ.

ქვეყანა თამაშები ქულები ბონუს
ქულები
საერთო
ქულები
ჩემპიონის
წოდება
თამაში მოგება ფრე წაგება გატანილი მიღებული სხვაობა
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 72 50 0 22 1933 1410 +523 32 232 10
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 72 29 1 42 1490 1682 -192 34 140 3
სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკა 72 28 1 43 1441 1790 -349 24 138 3

განახლებულია 21 ოქტომბერი 2011


[რედაქტირება] მსოფლიო ჩემპიონატი

ახალმა ზელანდიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა 36 თამაში, რომელთაგანაც 30 მოიგო და 6 წააგო. ახალი ზელანდია არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც 1987 წლიდან 2003 წლამდე ყველა ნახევარფინალში ითამაშა, მაგრამ 2007 წელს, მეოთხედფინალში საფრანგეთმა სძლია. გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო მხოლოდ ერთხელ, 1987 წელს, დამაჯერებელი გამარჯვებით. 1991 წელს, გუნდი დამარცხდა ნახევარფინალში ავსტრალიასთან, შემდეგ კი შოტლანდიას მოუგო და დაიკავა მესამე ადგილი. 1995 წელს, გუნდმა მიაღწია ფინალამდე, თუმცა სამხრეთ აფრიკამ სძლია, ანგარიშით 15-13. 1999 წელს, ახალმა ზელანდიამ წააგო ნახევარფინალში საფრანგეთთან, და მესამე ადგილის მოსაპოვებლად დაუპირისპირდა სამხრეთ აფრიკას, სადაც 18-20 დამარცხდა. 2003 წელს, ახალი ზელანდია დამარცხდა ნახევარფინალში ავსტალიასთან და მესამე ადგილის მოსაპოვებლად საფრანგეთს შეხვდა, სადაც 40-13 მოიგო. უკვე 2007 წელს, ახალი ზელანდია დამარცხდა მეოთხედფინალში საფრანგეთთან, ანგარიშით 18-20[20], აქამდე ისინი იყვნენ ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიაღწია ნახევარფინალამდე ყოველ ჩემპიონატში [21]

მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ დაამყარა რამდენიმე რეკორდი: ყველაზე მეტი ქულა ერთ თამაშში (145 ქულა იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს)[22], ყველაზე მეტი გატანილი ქულა ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (1,711 ქულა)[23], ყველაზე მეტი ლელო ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (232 ლელო), ყველაზე მეტი გატანილი გარდასახვა ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (173). ასავე ახალი ზელანდიის მოთამაშეების დამყარებული რეკორდები: იოჰან ლომუ — ყველაზე მეტი ლელო (15 ლელო ორი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში)[24], სინ ფიტზპატრიკი — ყველაზე მეტი თამაში (17 თამაში 1987 დან 1995 წლამდე), მარკ ელისი — ყველაზე მეტი ლელო ერთ თამაშში (6 ლელო იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს)[25], გრენტ ფოქსი — ყველაზე მეტი ქულა ერთ ჩემპიონატში (126 ქულა 1987 წელს) და სიმონ კულჰანი — ყველაზე მეტი ქულა ერთ თამაშში (45 ქულა იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს).

[რედაქტირება] პოზიციები

  • 1987 პირველი
  • 1991 მესამე
  • 1995 მეორე
  • 1999 მეოთხე
  • 2003 მესამე
  • 2007 მეოთხედფინალიდან გავარდა
  • 2011 პირველი

[რედაქტირება] საერთო ჩანაწერი მსოფლიო ჩემპიონატზე

მოწინააღმდეგე
ნაკრები
თამაშების
რაოდენობა
მოგება ფრე წაგება გატანილი
ქულა
მიღებული
ქულა
ქულების
სხვაობა
მოგების
პროცენტულობა
იტალიის დროშა იტალია 5 5 - - 348 51 +297 100
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 5 5 - - 161 57 +104 100
უელსის დროშა უელსი 3 3 - - 136 52 +84 100
ინგლისის დროშა ინგლისი 3 3 - - 93 57 +36 100
ტონგას დროშა ტონგა 2 2 - - 136 16 +120 100
კანადის დროშა კანადა 2 2 - - 97 19 +78 100
იაპონიის დროშა იაპონია 1 1 - - 145 17 +128 100
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 1 1 - - 108 13 +95 100
რუმინეთის დროშა რუმინეთი 1 1 - - 85 8 +77 100
ფიჯის დროშა ფიჯი 1 1 - - 74 13 +61 100
აშშ-ის დროშა აშშ 1 1 - - 46 6 +40 100
არგენტინის დროშა არგენტინა 1 1 - - 46 15 +31 100
ირლანდიის დროშა ირლანდია 1 1 - - 43 19 +24 100
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 4 2 - 2 118 85 +33 50
სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკა 3 1 - 2 59 46 +13 33
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 2 - - 2 16 38 -22 0
საერთო 36 30 - 6 1711 506 +1205 83.33

[რედაქტირება] საერთო ჩანაწერი

ახალ ზელანდიას აქვს მოგებული 318 თამაში 429-დან, რომლის მოგების პროცენტულობა 74.1%-ია. ამის მიხედვით, ახალი ზელანდია არის ყველაზე წარმატებული ეროვნული ნაკრები რაგბის გუნდების ისტორიაში.

ახალი ზელანდიის თამაშების ცხრილი, ყველა სხვა ნაკრებთან. განახლებულია: 4 ნოემბერი, 2007[26].

მოწინააღმდეგე
ნაკრები
თამაშების
რაოდენობა
მოგება წაგება ფრე მოგების
პროცენტულობა
ავსტრალია 143 97 41 5 67.8%
სამხრეთ აფრიკა 83 46 34 3 55.4%
საფრანგეთი 51 38 12 1 74.5%
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 34 26 6 2 76.5%
ინგლისი 31 24 6 1 77.4%
შოტლანდია 26 24 0 2 92.3%
უელსი 23 20 3 0 87%
ირლანდია 21 20 0 1 95%
არგენტინა 13 12 0 1 92.3%
იტალია 9 9 0 0 100%
სამოა 4 4 0 0 100%
ფიჯი 4 4 0 0 100%
კანადა 4 4 0 0 100%
ტონგა 3 3 0 0 100%
ანგლო-ველში 3 2 0 1 66.7%
მსოფლიო XV 3 2 1 0 66.7%
რუმინეთი 2 2 0 0 100%
აშშ 2 2 0 0 100%
დიდებული ბრიტანეთი 1 1 0 0 100%
იაპონია 1 1 0 0 100%
მშვიდობიანი კუნძულზე მცხოვრებნი 1 1 0 0 100%
პორტუგალია 1 1 0 0 100%
საერთო 433 322 94 17 74.34%

[რედაქტირება] ახალი ზელანდია IRB-ის მსოფლიო რეიტინგში

[რედაქტირება] მწვრთნელები

სახელი წელი თამაში მოგება ფრე წაგება მოგების პროცენტულობა
ალექს მაქდონალდი 1949 4 0 0 4 0%
ტომ მორისონი 1950, 5, 55–56 12 8 1 3 66.7%
ლენ კლოუდი 1951 3 3 0 0 100%
არტურ მარსლინი 1953–1954 5 3 0 2 60%
დიკ ევერესტი 1957 2 2 0 0 100%
კეჯ სულივანი 1958–1960 11 6 1 4 54.5%
ნეილ მაქფაილი 1961–1965 20 16 2 2 80%
რონ ბუში 1962 2 2 0 0 100%
ფრედ ალენი 1966–1968 14 14 0 0 100%
ივან ვოდანოვიჩი 1969–1971 10 4 1 5 40%
ბობ დაფი 1972–1973 8 6 1 1 75%
ჯონ სტივარტი 1974–1976 11 6 1 4 54.5%
ჯეკ გლისონი 1977–1978 13 10 0 3 76.9%
ერიც ვოტსონი 1979–1980 9 5 0 4 55.5%
პიტერ ბურკი 1981–1982 11 9 0 2 81.8%
ბრაის როუპი 1983–1984 12 9 1 2 75%
ბრაიან ლოჩორი 1985–1987 18 14 1 3 77.7%
ალექს ვილი 1988–1991 29 25 1 3 86.2%
ლაური მეინსი 1992–1995 34 23 1 10 67.6%
ჯონ ჰარტი 1996–1999 41 31 1 9 75.6%
უეინ სმიტი 2000–2001 17 12 0 5 70.5%
ჯონ მიჩელი 2002–2003 28 23 1 4 82.1%
გრაჰამ ჰენრი 2004– 52 46 0 7 87.7%

[რედაქტირება] მოთამაშეები

[რედაქტირება] ახლანდელი მოთამაშეები

ახალი ზელანდიის მოთამაშეები 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

უკანა
მოთამაშე
პოზიცია|
დანიელ კარტერი პივოტი
ნიკ ევანსი პივოტი
ფულბეკი
ენდრიუ ელისი+ ჰავბეკი
დუგ ჰოულეტი გარემარბი
ბეირონ კელეჰერი ჰავბეკი
ბრენდონ ლეონარდი ჰავბეკი
ლეონ მაქდონალდი ფულბეკი
ლუკ მქალისტერი პივოტი
შუამარბი
აარონ მაუგერი შუამარბი
მილს მუიალინა ფულბეკი
შუამარბი
გარემარბი
კონრად სმიტი შუამარბი
ჯო როკოსოკო გარემარბი
სიტივენი სივივატუ გარემარბი
ისაია ტოეავა შუამარბი
გარემარბი
წინა
მოთამაშე
პოზიცია|
კერი კოლინსი მესამეხაზელი
კარლ ჰეიმენი ბურჯი
ენდრიუ ჰოური ჰუკერი
კრის ჯეკი მეორეხაზელი
სიონი ლაუაკი+ რვა ნომერი
მესამეხაზელი
კრის მასოი მესამეხაზელი
რვა ნომერი
რიკი მაქქოუ (კაპიტანი) მესამეხაზელი
კევინ მილამუ ჰუკერი
ანტონ ოლივერი ჰუკერი
კეიტ რობინსონი მეორეხაზელი
გრეგ სომერვილი + ბურჯი
როდნი სო’ოიალო რვა ნომერი
რიბენ ტორნი მესამეხაზელი
მეორეხაზელი
ნიმია ტიალატა ბურჯი
ალი ვილიამსი მეორეხაზელი
ტონი ვუდკოკი ბურჯი

+ არ მიუღია მონაწილეობა 2007 წლის სამი ერის თასის გათამაშებაში[27]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. IRB მსოფლიო რეიტინგი
  2. ახალი სამხრეთ უელსი ახალ ზელანდიაში
  3. ახალი ზელანდიის პირველი თამაში
  4. All Blacks - სახელი?
  5. ახალი ზელანდია ბრიტანეთის კუნძულებზე და კანადაში
  6. Palenski (2003), გვ 192.
  7. სპრინგბოკების ტური 1956 წელს
  8. ახალი ზელანდია - ავსტრალია. 3 სექტემბერი, 1949
  9. ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა
  10. პალენსკი (2003), გვ 269
  11. მსოფლიო ჩემპიონატი ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. rugbymuseum.co.nz. წაკითხვის თარიღი: 2006-11-15.
  12. პალანსკი (2003), გვ 228.
  13. სპრინგბოკების გამარჯვება 1995 წლის თასზე“, NZPA, 2003-10-30. წაკითხვის თარიღი: 2006-11-15. 
  14. 1995: საზეიმო დრო სამხრეთ აფრიკისათვის“, bbc.co.uk, 2003-09-24. წაკითხვის თარიღი: 2006-11-15. 
  15. Howitt (2005), გვ 7.
  16. Howitt (2005), გვ 170.
  17. Howitt (2005), გვ 185.
  18. Howitt (2005), გვ 199.
  19. ახალი ზელანდიის ჰაკა
  20. დეჟა ვუ ახალი ზელანდიისთვის
  21. ზინზან ბრუკი: ”ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება”
  22. გუნდის ჩანაწერები
  23. გუნდის სტატისტიკა
  24. მოთამაშეების სტატისტიკა
  25. მოთამაშეების ჩანაწერები
  26. ახალი ზელანდიის თამაშების ჩანაწერები
  27. Weepu, Flavell miss World Cup squad

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
Sports and games.png  პორტალი სპორტი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები სპორტზე.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე