კლოდ დებიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლოდ დებიუსი, 1908, ფოტოგრაფი ფელიქს ნადარი

კლოდ აშილ დებიუსი (ფრანგ. Achille-Claude Debussy; დ. 22 აგვისტო, 1862, სენ-ჟერმან-ან-ლე, პარიზის მახლობლად - გ. 25 მარტი, 1918, პარიზი) - ფრანგი კომპოზიტორი, მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში, (1872 - 1884) სადაც სწავლობდა ა. მორმონტელთან (ფორტეპიანო) და ე. გიროსთან (კომპოზიცია). 1881 და 1882 წლებში იყო რუსეთში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მიიღო რომის პრემია. (კანტატისთვის "უძღები შვილი"). 1885-1886 წლებში ცხოვრობდა რომში. 1887 წელს პარიზში დაბრუნდა და დაუახლოვდა სიმბოლიზმსა და იმპრესიონიზმის წარმომადგენელ პოეტთა და მხატვართა ჯგუფს, რომელსაც ს. მალარმე ხელმძღვანელობდა. დებიუსი მუსიკალური იმპრესიონიზმის ფუძემდებელია. მიუხედავად ჭვრეტითი ხასიათისა, დებიუსის მუსიკა პოეტურია. მისთვის დამახასიათებელია ნატიფი სტილი. დებიუსიმ გადაახალისა მუსიკალური გამომსახველობის ფორმები, გაამდიდრა ბგერითი და საორკესტრო და საფორტეპიანო პალითრა. ჰარმონიაში იგი არჩევდა "ციმციმა" საღებავებს, კოლორიტისათვის იყენებდა ბუნებრივ კილოებს, პენტატონიკას, პოლიტონალობისა და ატონალობის ელემენტებს. მისი შემოქმედებითი ტენდენციები მიიღო და განავითარა მრავალი ქვეყნის კომპოზიტორთა თაობებმა. დებიუსიმ შექმნა მრავალი ჟანრის ნაწარმოებები. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროგრამულ-ინსტრუმენტულ მუსიკას. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა "პელეასი და მელიზანდი" (მ. მეტერლინკის დრამის მიხედვით, 1902, პარიზი), ბალეტები "თამაშობანი" (1912), "კამა" (1912), "სათამაშოებიანი ყუთი" (1913), მისტერია "წმინდა სებასთიანის წამება" (გ. დ'ანუნციოს ტექსტზე, 1911); პოემა ხმისა და ორკესტრისათვის "ქალწული-რჩეული" (გ. როსეტის სიტყვებზე, 1888) პრეულიდა სიმფონიური ორკესტრისათვის "ფავნის დასვენება ნაშუადღევს" (ს. მალარმეს მიხედვით, 1892-1894) ტრიპთიქი "ნოქთიურნები" ("ღრუბლები", "დღესასწაულები", "სირინოზები" 1897-1899) 3 ესკიზი "ზღვა" (1903-1905) სიუიტა "იბერია" (1908), მრავალი ნაწარმოები ფორტეპიანოსათვის, მ. შ. "ესტამპები" (1903), "სიხარულის კუნძული", (1904), 24 პრელუდია (2 რვეული, 1910-1913), 12 ეტიუდი (2 რვეული, 1915), ინსტრუმენტ. ანსამბლები, 50-ზე მეთი სიმღერა (რომანსები) და სხვა.

მუსიკალური ნაწყვეტები[რედაქტირება]

12 პრელუდია (II რვეული, 1913)[რედაქტირება]

წყაროები[რედაქტირება]

  • ქსე, გვ. 417.