ვიკიპედია:რჩეული სტატიები/წესები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი

ნომინაციის პროცედურა

შეამოწმეთ რჩეული სტატიის კრიტერიუმები და ნომინაციამდე დარწმუნდით, რომ სტატია პასუხობს მათ.

  • ჩასვით {{რსკ}} წამოყენებული სტატიის განხილვის გვერდზე.
  • იქვე დააწკაპუნეთ ბმულს „უყარეთ კენჭი“.
  • შექმენით გვერდი ამ სათაურით და ჩასვით <noinclude>{{კანდიდატი}}</noinclude> გვერდის თავში.
  • შემდეგ დაწერეთ *{{ნომი}}, თქვენი მოსაზრება სტატიის ნომინაციის შესახებ და ხელი მოაწერეთ ოთხი ტილდით (~~~~).
  • {{/გამოძახება|წამოყენებული_სტატიის_სახელი}} შესაბამისი სტატიის სახელით ჩასვით კანდიდატების გვერდზე ბოლოში.


კენჭისყრა

  • გთხოვთ წაიკითხოთ წამოყენებული სტატია სრულად, სანამ გადაწყვეტთ მას მხარი დაუჭიროთ თუ პირიქით.
  • ხმის მისაცემად დააწკაპუნეთ „კენჭისყრაში მონაწილეობის“ ბმულს წამოყენებული სტატიის სახელთან.
  • {{ჰო}} (Symbol support vote.svg (მომხრე)) დაწერეთ, თუ მხარს უჭერთ ნომინაციას, და მიუწერეთ თქვენი აზრი. თუ სტატიის მთავარი ან მნიშვნელოვანი რედაქტორი თავად ხართ, მიუთითეთ.
  • {{არა}} (Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)) დაწერეთ, თუ წინააღმდეგი ხართ ნომინაციის. ყოველ წინააღმდეგ ხმას აუცილებლად თან უნდა ახლდეს კონკრეტული განმარტება, რომლისთვისაც პასუხის გაცემა ან რეაგირება შესაძლებელი იქნება. თუ ამ მიზეზის საპასუხოდ რაიმეს გაკეთება შეუძლებელია, მაშინ გვერდის დირექტორს შეუძლია მისი იგნორირება.
    • შემფასებლებმა, რომლებიც წინააღმდეგი არიან, რამდენიმე დღეში ხელმეორედ უნდა შეამოწმონ განიხლვა. თუ შენიშვნა გათვალისწინებულ იქნა, თქვენი უარი გადახაზეთ (ამით <del>...</del>) მისი წაშლის ნაცვლად.
  • {{მოიცა}} (! (მოიცადეთ)) დაწერეთ {{ჰო}} ან {{არა}}ს ნაცვლად, თუ კონსტრუქციული მოსაზრება გაქვთ სტატიის გაუმჯობესებისთვის, და მიუწერეთ თქვენი რჩევა.
  • {{ჰმმ}} (Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური)) ნეიტრალურ ხმას განხილვისთვის სარგებლობა არ მოაქვს და ის კენჭისყრაში არ ჩაითვლება.


იხ. ასევე ქრონოლოგიური არქივი