შინაარსზე გადასვლა

The Wall

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია პინკ ფლოიდის ალბომს ეხება ეხება. ფილმის შესახებ იხილეთ პინკ ფლოიდი: კედელი.
The Wall

ალბომის ორიგინალური გამოცემები წარმოდგენილი იყო ნაწებით, რომელზეც შაფი ან წითელ ფერით ეწერა ჯგუფის და ალბომის სახელი
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 30 ნოემბერი, 1979 (1979-11-30)
ჩაიწერა დეკემბერი 1978—ნოემბერი 1979
სტუდია
ჟანრი
ხანგრძლივობა 80:42
ლეიბლი
პროდიუსერი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
Animals
(1977)
The Wall
(1979)
A Collection of Great Dance Songs
(1981)
ალტერნატიული გარეკანი

2012 წლის Immersion-ის კამპანიის გამოცემა
სინგლები ალბომიდან The Wall
  1. „Another Brick in the Wall, Part 2 / One of My Turns“
    გამოცემის თარიღი: 23 ნოემბერი, 1979 (1979-11-23)
  2. „Run Like Hell / Don't Leave Me Now“
    გამოცემის თარიღი: 17 აპრილი, 1980 (1980-04-17)
  3. „Comfortably Numb / Hey You“
    გამოცემის თარიღი: 23 ივნისი, 1980 (1980-06-23)
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic84/100[4]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4.5/5 stars[5]
BBC Music(კეთილგანწყობილი)[6]
რობერტ კრისტგოუB−[7]
The Daily Telegraph3/5 stars[8]
MusicHound5/5 stars[9]
Rolling Stone(კეთილგანწყობილი)[10]
The Rolling Stone Album Guide3/5 stars[11]
Smash Hits8/10[12]
Virgin Encyclopedia of Popular Music4/5 stars[13]

The Wall (ქართ. კედელი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი. გამოცემული ორმაგი ალბომის სახით 1979 წლის 30 ნოემბერს, იგი ასევე ადაპტირებული იქნა სასცენო შოუს და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ სახით.

ისევე, როგორც ჯგუფის წინა სამი სტუდიური ალბომი, The Wall კონცეპტუალური ალბომია და განიხილავს საზოგადოებისგან გარიყვისა და პიროვნების გაუცხოების თემას. მისი ერთგვარი ჩანასახი გამოჩნდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In the Flesh პერიოდში. ჯგუფის ბას გიტარისტმა და ტექსტების ავტორმა როჯერ უოტერსმა იგრძნო ჯგუფის მსმენელისგან გაუცხოება. მან წარმოიდგინა კედელი, რომელსაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის აღმართავდა. ალბომი ერთგვარი როკ-ოპერის სახეს ატარებს, რომლის ცენტრალური პერსონაჟია პინკი, რომლის პროტოტიპია უოტერსი ან სიდ ბარეტი. პინკის ცხოვრება იწყება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მამის დაკარგვით და გრძელდება სკოლის მასწავლებლების მხრიდან ცუდი დამოკიდებულებით. ამის გარდა, უსიამოვნო ფაქტორებს წარმოადგენს ზედმეტად მზრუნველი დედა და საბოლოოდ, წარუმატებელი ქორწინება. ყოველი ამ მოვლენიდან იქცევა პინკის საზოგადოებისგან გარიყვის მორიგ მიზეზად, „აგურად“, რომელიც მეტაფორულ კედელს ემატება.

The Wall-ში შეიმჩნევა უფრო უკმეხი და თეატრალიზებული სტილი, ვიდრე პინკ ფლოიდის წინა ალბომებში. რიჩარდ რაიტმა ამ დროისათვის ჯგუფი სტუდიური მუსიკოსის სახით დატოვა, მაგრამ დაბრუნდა დაქირავებული მუსიკოსის სახით, ტურნეს The Wall (1980-1981) ფარგლებში.

გამოცემისთანავე კომერციული წარმატების მომტანი ეს ალბომი იქცა 1980 წლის ერთ-ერთ გაყიდვად ჩანაწერად და 1999 წლისათვის აშშ-ში 11.5 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი 23 მილიონზე მეტი ასლი. ჟურნალმა „როლინგ სტოუნი“ The Wall შეიტანა სიის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი“ 87-ე პოზიციაზე.

The Wall არის როკ-ოპერის ფორმის ნაწარმოები. მისი ძირითადი თემაა პიროვნების იზოლაცია საზოგადოებისგან, გამოხატული კედლის მეტაფორული სიმბოლოთი. ძირითადად ყველა სიმღერით წარმოდგენილია მოვლენების ქრონოლოგია. პინკის მამა მოკლულია მეორე მსოფლიო ომში. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში მკვეთრად მონაწილეობს ზედმეტად მზუნველი დედა, სკოლის მასწავლებლების მხრიდან უხეში მოპყრობა კი ნამდვილ კოშმარად აქცევს მის ცხოვრებას. ყოველი ასეთი მოვლენა იქცევა „კიდევ ერთ აგურად კედელში“. მომავალში პინკი როკ-ვარსკვლავი ხდება. წარუმატებელი ქორწინების ფონზე, იგი ნარკოტიკების ხშირი მომხმარებელია. ცოლთან ფიასკოს შემდეგ პინკი საბოლოოდ ასრულებს საკუთარ კედელს და განერიდება სამყაროს.

კედლის მიღმა დამალული პინკი საკუთარ ჰალუცინაციებში მოგზაურობს. თავის კონცერტებს იგი ნეო-ნაცისტური პარტიის სხდომებს ადარებს. ისტორიის დასასრულს ის საკუთარ თავს სასამართლოზე გაიყვანს და თავად განიხილავს საკუთარ პიროვნებას დედის, მოსამართლის, ბრალმდებლის, ცოლისა და მასწავლებლის პოზიციიდან. განაჩენია კედლის დანგრევა. მაგრამ ალბომის ბოლოს გაჟღერებული ვიოლინოს ხმა მოულოდნელად წყდება და კვლავ გრძელდება მის პირველ კომპოზიციაში „In the Flesh?“ - სავარაუდოდ, იმ მინიშნებით, რომ მსგავსი ისტორიები ციკლურ ხასიათს ატარებენ.

ჯგუფის 1977 წლის ტურნე In the Flesh იყო პირველი, რომელიც მოიცავდა დიდ სტადიონებს. 1977 წლის ივლისში, მონრეალში გამართული შოუს დროს მოყვარულთა მცირე ჯგუფი, რომელიც სცენის წინ იმყოფებოდა, იმდენად გამაღიზიანებლად მოქმედებდა როჯერზე თავისი ყვირილით, რომ მან ერთ-ერთ მათგანს შეაფურთხა. არა მხოლოდ უოტერსი იყო უკმაყოფილო შოუთი. უარი ტრადიციული ბლუზური იმპროვიზაციის შესრულებაზე დეივიდ გილმორმაც თქვა. იმავე საღამოს უოტერსი ბრუნდებოდა საკუთარ ნომერში - მას შემდეგ, რაც მენეჯერ სტივ ო’რურკთან ჩხუბისას დაიზიანა ტერფი. იგი ესაუბრებოდა პროდიუსერ ბობ ეზრინსა და მის მეგობარ ფსიქიატრს გაუცხოების შეგრძნებაზე, რომელიც იმ ტურნეს მსვლელობისას ჰქონდა. მან განაცხადა, რომ სურდა ხალხისგან დამალვა სცენაზე გიგანტური კედლის აშენებით.

დეივიდი და რიჩარდ რაიტი საფრანგეთში საკუთარ სოლო ალბომებს იწერდნენ, ნიკ მეისონი მუშაობდა პროდიუსერად სტივ ჰილიჯის ალბომზე Green. ამასობაში უოტერსმა ახალი მასალის შექმნა დაიწყო. ფურთხის ინციდენტი იქცა ახალი კონცეფციის საწყის წერტილად. სიუჟეტი მიმოიხილავდა მთავარი პერსონაჟის თვითიზოლირებას სამყაროსთან მრავალწლიანი დამღუპველი ურთიერთობის შემდეგ. ამას ახლდა სხვა პერსონაჟების ფაქტორიც, რომელთა შორის ასევე იგულისხმებოდა საკუთარი მამის ომში დაკარგვა (ისევე როგორც როჯერის შემთხვევაში იყო). The Wall-ის კონცეფციის შემუშავება ნიშნავდა შემსრულებლის მსმენელისგან გარიყვის ანალიზს, რასაც მეტაფორული და თეატრალური საშუალებებით ერთგვარი სტრუქტურა მიენიჭებოდა.

1977 წლის ივლისში ჯგუფი შეიკრიბა სტუდიაში Britannia Row, სადაც უოტერსმა კოლექტივს უჩვენა ორი ახალი ალბომის კონცეპფცია. ესენი იყო: 90 წუთიანი დემო Bricks in the Wall (აგურები კედელში) და პროექტი მამაკაცის შესახებ, რომელიც სიზმრებს ხედავს და განიხილავს მონოგამიის, ქორწინების, სექსისა და ოჯახური ცხოვრების საკითხებს. ჯგუფმა სამუშაოდ აირჩია პირველი ჩანაწერი, ხოლო მეორე იქცა როჯერის პირველ სოლო ალბომად The Pros and Cons of Hitch Hiking.

სექტემბრისათვის ჯგუფი განიცდიდა ფინანსურ სირთულეებს. ნორტონ უორბურგის ფინანსური ჯგუფის მიერ პინკ ფლოიდის საკუთრებაში არსებული 1.3-3.3 მილიონი გირვანქა სტერლინგი ინვესტირებული იქნა საეჭვო დანიშნულებით. თუკი თავდაპირველად ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო ჯგუფის მხრიდან გადასახადების შემცირება, შედეგმა მოიტანა მათი 83 პროცენტით გაზრდა. უორბურგის ჯგუფთან კონტრაქტი გაუქმებული იქნა. პინკ ფლოიდმა მოითხოვა გამოუყენებელი ფულის დაბრუნება. ამასობაში დადგა ალბომის ჩაწერის დროც, რასაც ასევე თანხები ესაჭიროებოდა. ვინაიდან 26 სიმღერა, შერჩეული ალბომისთვის, წარმოადგენდა ყველა წინა მცდელობასთან შედარებით თამამ ნაბიჯს, უოტერსმა, შეყვარებულ კეროლაინ კრისტის ინიციატივით, სტუდიაში ბობ ეზრინი მოიყვანა, რომელსაც უნდა ეზრუნა კონცეფციის დალაგებასა და მასალის ოპტიმიზაციაზე. თავდაპირველად უოტერსმა მას უთხრა, რომ შეეძლო ყველაფრის გაკეთება, მაგრამ სანაცვლოდ ალბომის გარეკანზე იგი ნახსენები არ იქნებოდა. სიუჟეტზე მუშაობის შემდეგ მან და ბობმა დაასრულეს 40 გვერდიანი სცენარი. სიუჟეტური ჩიხიდან გამოსვლამ ჯგუფს მეტი სტიმული მიანიჭა. ბობმა განავრცო ძირითადი სიუჟეტური ხაზი, მოაკლო მას ყველაფერი, რაც ეხებოდა უოტერსის ავტობიოგრაფიას და წარმოადგინა კრებითი პერსონაჟი პინკი. ინჟინერ ნიკ გრიფითსის აზრით, როჯერსა და დეივიდს შორის არსებული სადავო საკითხები ალბომის ჟღერადობაზე სწორედ ეზრინმა გადაწყვიტა. მასალის დიდი ნაწილი ეკუთვნოდა როჯერს, გილმორი იყო სიმღერების „Comfortably Numb“, „Run Like Hell“ და „Young Lust“, ხოლო ეზრინი - „The Trial“-ის თანაავტორი.

ალბომი ბრიტანეთსა და აშშ-ში 1979 წლის 30 ნოემბერს გამოვიდა. 1985 წელს იგი პირველად გამოიცა CD-ზე ბრიტანეთსა და აშშ-ში. პირველი CD რემასტერი 1994 წელს გამოვიდა, ახალი გრამფირფიტა (ციფრული რემასტერი) - 1997 წელს. 2000 წელს Capitol-მა გამოსცა დისკის საიუბილეო გამოცემა. 1992 წელს ალბომი შევიდა Shine On-ის შემადგენლობაში, 2011 წელს კი - Discovery-ში.

2016 წელს ალბომი ხელახლა გამოიცა CD-ის სახით და ანალოგური ფირებიდან აღდგენილ გრამფირფიტაზე, ლეიბლზე Pink Floyd Records.

2012 წელს კამპანიის Why Pink Floyd? ფარგლებში გამოვიდა ალბომის სპეციალური გამოცემები, რომლებშიც წარმოდგენილია დამატებითი ჩანაწერები და სხვა მასალები.

გამოსვლისთანავე დისკმა წარმატება მოიპოვა. მეოთხე კვირას იგი მოხვდა ამერიკული Billboard-ის 200 პოპულარული დისკის სიის #1 ადგილზე (#53 ადგილიდან), ხოლო ბრიტანეთში - #3 იყო. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი დაახლოებით 15 მილიონი ასლი, ხოლო შტატებში მან მოიპოვა 23 გზის პლატინის სტატუსი (ანუ 11.5 მილიონი დისკის გაყიდვისთვის მხოლოდ შტატებში). აქედან გამომდინარე, The Wall ითვლება ამ ქვეყანაში ყველაზე გაყიდვად ორმაგ ალბომად და არაამერიკელი შემსრულების რიგით მესამე დისკად აშშ-ში გაყიდვების მხრივ.

რიჩარდ რაიტი არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც პინკ ფლოიდს მოარიდეს. მისი ბედი სტორმ თორგერსონმაც გაიზიარა. ამიტომ თავად როჯერმა მოიფიქრა ეს თეთრი აგურებისგან შემდგარი კედლის კონცეფცია, ყოველგვარი წარწერის გარეშე. მიუხედავად ამისა, გამჭვირვალე შეფუთვაზე მაინც ეწერა „Pink Floyd The Wall“.

ორიგინალური გამოცემის კონვერტი იშლებოდა შუაზე, თითოეულ განყოფილებაში იდო ერთი კონვერტი ფირფიტით. ამ კონვერტების ორივე მხარეს გამოტანილი იყო სიმღერების ტექსტები. მთავარი კონვერტის გაშლაზე - კედელი და ცარიელი ადგილები მასში - ალბომის პერსონაჟების, დედის, მეუღლის, მასწავლებლის და თავად პინკის სახით.

ბეჭდვაში გაშვების შემდეგ უოტერსი მაინც ფიქრობდა სიმღერების განლაგებაზე. აქედან გამომდინარე, გარეკანზე გარკვეული უზუსტობები იყო. CD-ის სხვადასხვა ასლში, მაგალითად, „One Of My Turns“ ნახსენები იყო როგორც „One Of My Tunes“.

ალბომის 1994 წლის გამოცემას ახლავს სიმღერის ყველა ტექსტი, ხელნაწერი სახით. ტექსტების შემდეგ, ბუკლეტის თითქმის ბოლო გვერდზე ხელნაწერი სახე აქვს Harvest-ის ლოგოტიპსაც. ხელნაწერ სახეს ასევე ატარებს უკანასკნელ გვერდზე სხვადასხვა ფერებში გამოტანილი შემსრულებლების და სტუდიური პერსონალის ნუსხა. ამ გამოცემაში (და CD-ების ყველა წინა გამოცემაში) მთავარ გარეკანს ემატება ჯგუფის სახელწოდება და ალბომის სათაური.

2011 წლის გამოცემაში ასევე გამოყენებულია ჯერალდ სკარფის ანიმაციური სეგმენტის კადრი - ადამიანი, რომელიც ფრენისას ამსხვრევს კედელს. ეს კადრი, გარდა ფილმისა „პინკ ფლოიდი: კედელი“, შეტანილია სიმღერის „Welcome to the Machine“ პრომო-ფილმში. 2011 წლის გამოცემაში ჯგუფის და ალბომის სახელწოდებები ნაცვლად შავისა, წარმოდგენილია წითელი ფერით.

ყველა სიმღერის ავტორი — როჯერ უოტერსი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„In the Flesh?“უოტერსი3:16
2.„The Thin Ice“გილმორი, უოტერსი2:27
3.„Another Brick in the Wall Part 1“უოტერსი3:21
4.„The Happiest Days of Our Lives“უოტერსი1:46
5.Another Brick in the Wall Part 2გილმორი, უოტერსი3:59
6.„Mother“უოტერსი, გილმორი5:32
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Goodbye Blue Sky“ გილმორი2:45
2.„Empty Spaces“ უოტერსი2:10
3.„Young Lust“უოტერსი, გილმორიგილმორი3:25
4.„One of My Turns“ უოტერსი3:41
5.„Don't Leave Me Now“ უოტერსი4:08
6.Another Brick in the Wall Part 3 უოტერსი1:48
7.„Goodbye Cruel World“ უოტერსი0:48
მხარე 3
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Hey You“ გილმორი, უოტერსი4:40
2.Is There Anybody Out There? უოტერსი2:44
3.„Nobody Home“ უოტერსი3:26
4.„Vera“ უოტერსი1:35
5.„Bring the Boys Back Home“ უოტერსი1:21
6.„Comfortably Numb“გილმორი, უოტერსიუოტერსი, გილმორი6:23
მხარე 4
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.The Show Must Go On გილმორი1:36
2.„In the Flesh“ უოტერსი4:15
3.„Run Like Hell“გილმორი, უოტერსიუოტერსი4:20
4.„Waiting for the Worms“ უოტერსი, გილმორი4:04
5.„Stop“ უოტერსი0:39
6.„The Trial“უოტერსი, ეზრინიუოტერსი5:13
7.„Outside the Wall“ უოტერსი1:41
პინკ ფლოიდი
დამატებითი მუსიკოსები
  • ლი რიტენაური — რითმ გიტარა სიმღერაში One of My Turns და აკუსტიკური გიტარა სიმღერაში Comfortably Numb
  • ჯო პორკარო — დოლი სიმღერაში „Bring the Boys Back Home“
  • ბლუ ოუშენ — დოლი სიმღერაში „Bring the Boys Back Home“
  • ფრედი მენდელი — ორგანი სიმღერებში In the Flesh? და In the Flesh
  • ბობი ჰოლი — პერკუსია
  • რონ დი ბლასი — კლასიკური გიტარა სიმღერაში Is There Anybody Out There?
  • ლარი უილიამსი — კლარნეტი სიმღერაში Outside the Wall
  • ტრევორ ვეიტჩი — მანდოლინა
  • ფრენკ მაროკო — კონცერტინა
  • ბრიუს ჯონსტონი — დამატებითი ვოკალი
  • ტონი ნევილი — დამატებითი ვოკალი
  • ჯოი ჩიმეი — დამატებითი ვოკალი
  • ჯონ ჯოისი — დამატებითი ვოკალი
  • სტენ ფარბერი — დამატებითი ვოკალი
  • ჯიმ ჰაასი — დამატებითი ვოკალი
  • მეოთხე მუსიკალური კლასი, ისლინგტონის მწვანე სკოლა, ლონდონი — გუნდი
  • ბობ ეზრინი — თანაპროდიუსერი; ორკერსტრის არანჟირება; კლავიშები
  • მაიკლ კემენი — ორკერსტრის არანჟირება
  • ჯეიმზ გათრი — თანაპროდიუსერი, ინჟინერი, პერკუსია, სინთეზატორი (Empty Spaces), სეკვენსერი, დასარტყმელი საკრავები (The Happiest Days of Our Lives), რემასტერინგი
პერსონალის სხვა წევრები
  • ნიკ გრიფითსი — ინჟინერი
  • პატრის კეფი — ინჟინერი
  • ბრაიან კრისტიანი — ინჟინერი
  • ჯონ მაკკლური — ინჟინერი
  • რიკ ჰარტი — ინჟინერი
  • რობერტ რიკინა — ინჟინერი
  • ფილ ტეილორი — ხმისჩამწერი ტექნიკა
  • ჯერალდ სკარფი — დიზაინი, ანიმაციური პერსონაჟები
  • დაგ საქსი — მასტერინგი, რემასტერინგი
ჩარტი (1979–80) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (Kent Music Report)[14] 1
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[15] 1
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[16] 1
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[17] 1
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[18] 1
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[19] 1
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[20] 1
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[21] 1
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[22] 3
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[23] 1
ჩარტი (1990) უმაღლესი
პოზიცია
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[24] 19
ჩარტი (2005–06) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[25] 11
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[26] 85
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[27] 81
დანიის ალბომები (Hitlisten)[28] 19
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[29] 21
იტალიის ალბომები (FIMI)[30] 13
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[31] 9
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[32] 29
ჩარტი (2011–12) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[33] 20
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[34] 15
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[35] 44
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[36] 20
ჩეხეთის ალბომები (ČNS IFPI)[37] 7
დანიის ალბომები (Hitlisten)[38] 10
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[39] 15
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[40] 17
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[41] 12
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[18] 4
ირლანდიის ალბომები (IRMA)[42] 38
იტალიის ალბომები (FIMI)[43] 4
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[44] 14
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[45] 10
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[46] 11
პორტუგალიის ალბომები (AFP)[47] 10
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[48] 15
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[49] 13
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[50] 8
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[51] 22
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[52] 17

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Murphy, Sean. (17 November 2015) The 25 Best Classic Progressive Rock Albums. PopMatters. ციტირების თარიღი: 7 June 2016
  2. Brown, Jake (2011). Jane's Addiction: In the Studio. SCB Distributors, გვ. 9. ISBN 978-0-9834716-2-2. 
  3. Breithaupt, Don; Breithaupt, Jeff (2000), Night Moves: Pop Music in the Late '70s, St. Martin's Press, p. 71, ISBN 978-0-312-19821-3, https://books.google.com/books?id=mw1jAwAAQBAJ. წაკითხვის თარიღი: 12 March 2016
  4. The Wall საიტზე Metacritic
  5. ერლეუაინი, სტივენ თომას. Album review AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 5 July 2011.
  6. Easlea, Daryl (17 April 2007), Pink Floyd The Wall Review, BBC, http://www.bbc.co.uk/music/reviews/9qw6. წაკითხვის თარიღი: 23 September 2009
  7. კრისტგოუ, რობერტ (31 March 1980), "კრისტგოუ's Consumer Guide", The Village Voice (New York), http://www.robertchristgau.com/xg/cg/cgv3-80.php. წაკითხვის თარიღი: 22 October 2013
  8. McCormick, Neil (20 May 2014). „Pink Floyd's 14 studio albums rated“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  9. Graff, Gary; Durchholz, Daniel (eds) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 872. ISBN 1-57859-061-2. 
  10. Loder, Kurt (7 February 1980), "Pink Floyd — The Wall", Rolling Stone, http://www.rollingstone.com/music/albumreviews/the-wall-19800207. წაკითხვის თარიღი: 6 October 2009
  11. Sheffield, Rob. (2 November 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 February 2011. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  12. Starr, Red. „Albums“. Smash Hits (December 13–26, 1979): 29.
  13. Pink Floyd The Wall. Acclaimed Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  14. Kent, David (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6. 
  15. "Pink Floyd - The Wall" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 9481a." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  17. „Dutchcharts.nl – Pink Floyd – The Wall“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  18. 18.0 18.1 "Offiziellecharts.de – Pink Floyd – The Wall" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  19. „New Zealand charts portal (23/12/1979)“. charts.org.nz. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  20. „Norwegian charts portal (50/1979)“. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  21. „Swedish charts portal (14/12/1979)“. swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  22. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  23. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  24. „Dutchcharts.nl – Pink Floyd – The Wall“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  25. "Pink Floyd - The Wall" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  26. "Pink Floyd – The Wall" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  27. "Pink Floyd – The Wall" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  28. "Pink Floyd – The Wall". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  29. "Pink Floyd: The Wall" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  30. "Pink Floyd – The Wall". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  31. "Pink Floyd – The Wall". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  32. "Pink Floyd – The Wall". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  33. "Pink Floyd – The Wall". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  34. "Pink Floyd - The Wall" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  35. "Pink Floyd – The Wall" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  36. "Pink Floyd – The Wall" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  37. "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 201209 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 17 ივნისი 2016.
  38. „Danish charts portal (09/03/2012)“. danishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  39. „Dutchcharts.nl – Pink Floyd – The Wall“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  40. „Finnish charts portal (10/2012)“. finnishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  41. „Les charts francais (03/03/2012)“. lescharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  42. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  43. „Italian charts portal (08/03/2012)“. italiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  44. „New Zealand charts portal (05/03/2012)“. charts.org.nz. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  45. „Norwegian charts portal (10/2012)“. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  46. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2016.
  47. „Portuguese charts portal (10/2012)“. portuguesecharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  48. „Spanish charts portal (04/03/2012)“. spanishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  49. „Swedish charts portal (02/03/2012)“. swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  50. "Pink Floyd – The Wall". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  51. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  52. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Wall&oldid=4611230“-დან