The Endless River

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Endless River

სტუდიური ალბომი - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი 10 ნოემბერი 2014 (2014-11-10)
ჩაიწერა 1969; იანვარი-დეკემბერი 1993; 2013-2014
სტუდია
ჟანრი
ხანგრძლივობა 53:02
ლეიბლი Parlophone, Columbia
პროდიუსერი
პინკ ფლოიდი - ქრონოლოგია
The Best of Pink Floyd: A Foot in the Door
(2011)
The Endless River
(2014)
1965: Their First Recordings
(2015)
სინგლები ალბომიდან The Endless River
  1. Louder than Words (პრომო)
    გამოვიდა: 14 ოქტომბერი 2014

The Endless River (ქართ. უსასრულო მდინარე) — ბრიტანული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეთხუთმეტე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი. იგი ჩაწერილია დევიდ გილმორის, მარტინ გლოვერის, ენდი ჯექსონის და ფილ მანზანერას პროდიუსერობით. გამოიცა ლეიბლებზე Parlophone და Columbia Records[შენიშვნა 1], 2014 წლის 7 და 10 ნოემბერს. The Endless River 1994 წლის The Division Bell-ის შემდეგ პინკ ფლოიდის პირველი სტუდიური ალბომია. იგი აგრეთვე არის კლავიშისტ რიჩარდ რაიტის გარდაცვალების შემდეგ ჩაწერილი პირველი ალბომი და მესამე, რომელიც ჯგუფმა როჯერ უოტერსის წასვლის შემდეგ გამოუშვა.

The Endless River აღწერილია, როგორც „გედის სიმღერა“ და ძირითადად წარმოადგენს ინსტრუმენტული, ემბიენტური მუსიკის კრებულს. იგი იწერებოდა 2013-2014 წლებში და ნაწილობრივ ეფუძნება გამოუცემელ მასალას, რომელიც ჯგუფს დარჩა The Division Bell-ის 1994 წელს ჩაწერის შემდეგ და თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც The Big Spliff. ალბომის გარეკანზე გამოყენებული ნახატი ეკუთვნის მხატვარ აჰმედ ემად ელდინს, გარეკანის დიზაინი - სტუდიას Stylorouge, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი არის ობრი პაუელი.

ოფიციალურ გამოცემამდე ერთი კვირით ადრე The Endless River-მა დაამყარა Amazon UK-ის ყველა დროის რეკორდი და იქცა ამ საიტზე ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად.[9]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდის ტურნეს A Momentary Lapse of Reason პერიოდის სცენის კადრების მონტაჟი. როჯერ უოტერსის წასვლის შემდეგ დევიდ გილმორის ხელმძღვანელობით ჯგუფი ყურადღებას ამახვილებდა „ტექსტსა და მუსიკის შორის უფრო კარგი წონასწორობის აღდგენაზე“.[10]

ერთ-ერთი დამაარსებლის, როჯერ უოტერსის 1985 წელს წასვლის და მისი მხრიდან ჯგუფის დაშლის მცდელობის შემდეგ, როდესაც მან პინკ ფლოიდს „ამოწურული ძალა“ უწოდა,[11] გიტარისტმა დევიდ გილმორმა განაგრძო ჯგუფის დრამერ ნიკ მეისონთან ერთად მართვა. მიუხედავად იმისა, რომ კლავიშისტი რიჩარდ რაიტი ალბომ The Wall-ის ჩაწერის დროს გაგდებული იქნა პინკ ფლოიდიდან, გილმორმა და მეისონმა იგი უოტერსის წასვლის შემდეგ კვლავ მიიწვიეს. იმ დროისთვის, როდესაც ჩაიწერა მე-14 სტუდიური ალბომი, 1994 წლის The Division Bell, იგი კვლავ იქცა ჯგუფის სრულუფლებიან წევრად.[12] ჯგუფმა გილმორის ლიდერობით ორი ალბომი ჩაწერა, აქედან პირველი იყო 1987 წლის A Momentary Lapse of Reason. ალბომის შექმნისას მიზანი იყო „ადრეული, ტექსტისა და მუსიკის“ შორის არსებული ბალანსის შენარჩუნება. გილმორი ამტკიცებდა, რომ „The Dark Side of the Moon და Wish You Were Here წარმატებული იყო არა როჯერის წვლილის გამო, არამედ იმიტომ, რომ მუსიკასა და ტექსტს შორის უფრო სწორი ბალანსი იყო (ვიდრე შემდგომ ალბომებზე)“. [10] მიუხედავად იმისა, რომ ალბომს გამოსვლისთანავე არაერთგვაროვანი კრიტიკული შეფასება ხვდა წილად,[13][14] მან ისეთივე მეინსტრიმული ყურადღება გამოიწვია, როგორც წინამორბედებმა, ავიდა რა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის და ბილბორდის #3 პოზიციებზე.[15]

The Division Bell, გილმორის ხელმძღვანელობით გამოცემული მეორე ალბომი The Endless River-ამდე უკანასკნელ სტუდიურ ალბომად რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთგვაროვანებიდან უარყოფით შეფასებებამდე მიიღო,[14][16] ბრიტანეთსა და აშშ-ში #1 ადგილზე აღმოჩნდა.[15] ალბომში რიჩარდ რაიტის უფრო მეტი წვლილი აღინიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ წინა სამ ალბომზე მისი, როგორც მუსიკის თანაავტორის როლი არ ყოფილა. ამასთან, მან 1975 წლის Wish You Were Here-ის შემდეგ არა მხოლოდ თანაავტორის სახით მითითება მიიღო, არამედ 1973 წლის შემდეგ ჩაწერა პირველი სიმღერა წამყვანი ვოკალით. გილმორის თხოვნით, პინკ ფლოიდი ყოველგვარი განცხადებების გარეშე ტურნეს The Division Bell შემდეგ დაიშალა, რითაც დაასრულა თითქმის 30 წლიანი არსებობა მუსიკალურ ინდუსტრიაში.[17]

რიჩარდ რაიტმა 1996 წელს ჩაწერა და გამოსცა Broken China. ეს კონცეპტუალური ალბომი, ძირითად დაწერილი ენტონი მურის თანამონაწილეობით შინეიდ ო’კონორის ვოკალების დამატებით, შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული.[18] რაიტი გილმორს დაეხმარა 2006 წელს ალბომის On an Island ჩაწერისას და მონაწილეობდა მის იმავე წელს გამართულ ტურნეში. იგი გარდაიცვალა 2008 წლის 15 სექტემბერს, 65 წლის ასაკში, კიბოს უცნობი ფორმით.[12][19] სიდ ბარეტის შემდეგ იგი იყო ჯგუფის მეორე გარდაცვლილი დამაარსებელი წევრი.[20] გილმორმა, მეისონმა და უოტერსმა საკუთარი მოგონებები და განცდები გამოხატეს სპეციალური განცხადებებით.[21][22] სხვადასხვა მუსიკოსებმა, როგორიც არის ელტონ ჯონი [23], გამოხატეს რაიტის ხსოვნისადმი საკუთარი პატივისცემა. ეთერში გავიდა რიჩარდისადმი მიძღვნილი რამდენიმე სატელევიზიო და რადიო გადაცემაც.[24]

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Endless River ეფუძნება სესიებს 2008 წელს გარდაცვლილი რიჩარდ რაიტის მონაწილეობით.

The Endless River ეფუძნება მასალას, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 და 1994 წლებში, ალბომზე The Division Bell მუშაობისას, სტუდიებში Britannia Row Studios და Astoria, სადაც აგრეთვე ჩაწერილი იქნა პინკ ფლოიდის A Momentary Lapse of Reason და დევიდ გილმორის On an Island. ეს მასალა, რომელსაც ნიკ მეისონი აღწერდა, როგორც ემბიენტურ მუსიკას, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც ალბომი და ერქვა The Big Spliff. ჯგუფი ნამდვილად აპირებდა მის გამოცემას, მაგრამ პროექტი გადადებული იქნა.[25] რიჩარდ რაიტის გარდაცვალების შემდეგ დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი დაბრუნდნენ სტუდიაში და მიიწვიეს მუსიკოსები და პროდიუსერები პინკ ფლოიდის ახალ ალბომზე სამუშაოდ. The Endless River თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ინსტრუმენტული ალბომი The Big Spliff-ის ემბიენტურ სტილში. თუმცა, მიწვეული იქნა რამდენიმე ბექ-ვოკალისტი, მათ შორის, დურგა მაკბრუმი. 2013 წლის დეკემბერში მათ და დევიდ გილმორმა ჩაწერეს სულ მცირე, ერთი სიმღერა, რომელსაც ვოკალები ახლდა[26], ხოლო ტექსტის ავტორი იყო პოლი სემსონი.[27]

ვიკიციტატა
The Endless River დაიწყო მუსიკით, რომელიც 1993 წელს Division Bell-ის ჩაწერისას დაიწერა. ჩვენი მოვისმინეთ 20 საათზე მეტი ხანგრძლივობის მასალა, რომელზეც სამივე ვუკრავდით და შევარჩიეთ მუსიკა ახალი ალბომისთვის. გასულ წლის განმავლობაში დავამატეთ ახალი ნაწილები, ხელმეორედ ჩავწერეთ ძველები და საერთოდ, სტუდიური ტექნოლოგია გავაუმჯობესეთ პინკ ფლოიდის XXI საუკუნის ალბომის ჩასაწერად. რიკი აღარ არის და იგი ამას ვეღარ გააკეთებს, ამიტომ ჩვენი რეპერტუარისთვის ამ სიმღერების გადახედვა და გადამუშავება სწორია. “

1994 წლის მარტში Redbeard-თან საუბრისას [29] რიჩარდ რაიტმა ისაუბრა The Division Bell-ის ჩაწერის შესახებ:

ვიკიციტატა
„სინამდვილეში 90-წუთიანი DAT გვქონდა, ხუთი-ექვსი საათის ხანგრძლივობის მუსიკით. ყველაზე რთული იყო მათი გადარჩევა და იმის გადაწყვეტა, თუ რაზე ვიმუშავებდით. 30-40 ჩანაწერი გვქონდა, რომლებზეც მუშაობდა დავიწყეთ. უნდა გადაგვედო ბევრი რამ, რაც მოგვწონდა - ჩვენ ხომ არც ვიცოდით, როგორი იქნებოდა ალბომი! მაგალითად, არის რაღაცები, რაც, ვფიქრობ, ალბომში უნდა ყოფილიყო! მაგრამ ამოვაგდეთ: ვინაიდან არ ვიცოდით, რა სახის ალბომი გვექნებოდა. ისინი არსად დაკარგულა - ყველაფერი ჩემს თავშია, დევიდის თავში. ჩემს სოლო ალბომში შევა, ან Pink Floyd-ის მომავალ ალბომში, ან სხვაგან.“
დრამერი ნიკ მეისონი (მარცხნივ) და გიტარისტი დევიდ გილმორი პროექტზე 2013 წლიდან მუშაობდნენ და დაგეგმილი ჰქონდათ „პინკ ფლოიდის 21-ე საუკუნის ალბომის შექმნა“.

დენ ვუტონის, ბრიტანული გამოცემიდან The Sun და მაკბრუმის მიერ დადასტურებული იქნა, რომ როჯერ უოტერსი არ მონაწილეობს ამ პროექტში. გაი პრეტი, სესიური მუსიკოსი, რომელიც პინკ ფლოიდთან და დევიდ გილმორთან 1987 წლიდან მუშაობდა და რაიტის შვილის, გალას მეუღლეა, ალბომისთვის ბას-გიტარის პარტიებს იწერდა. ფილ მანზანერა ალბომის ერთ-ერთი პროდიუსერია. იგი თანამშრომლობდა A Momentary Lapse of Reason-ის ჩაწერისას და არის On an Island-ის თანაპროდიუსერი. ვუტონის თანახმად, ალბომს ტურნე არ მოჰყვება.[30][31]

ჟურნალის Uncut ნოემბრის გამოცემაში გილმორმა და მეისონმა განმარტეს, რომ საბოლოო ჩანაწერზე მოხვდა The Big Spliff-ის მხოლოდ მცირე ნაწილი. დასრულებული ალბომი შედგება ოთხი სხვადასხვა ნაწილისგან, რომელიც მოიცავს გრამფირფიტის ერთ მხარეს. აგრეთვე შეტანილია რიჩარდ რაიტის 1969 წლის რეპეტიციის ნაწილიც, ისევე, როგორც დასარტყმელი საკრავების და გიტარების დამატებები. ცნობილი გახდა ერთ-ერთი სიმღერის სახელიც - „Louder than Words“, პოლი სემსონის ტექსით,[27] ისევე, როგორც 2014 წლის 10 ნოემბერს ალბომის გამოცემის შესახებ.[32]

ვიკიციტატა
„ვფიქრობ, ეს ალბომი კარგი საშუალებაა, ვაღიაროთ, თუ რამდენად იყო პინკ ფლოიდის ჟღერადობის გული. სესიების მოსმენისას კვლავ დავრწმუნდი, რამდენად დიდი მუსიკოსი იყო იგი.“
(ნიკ მეისონი რიჩარდ რაიტის შესახებ[28])

გილმორმა, კითხვაზე იმის შესახებ, თუ არა The Endless River ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, განაცხადა: „კი, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ აღარაფერი იქნება.“ მან აგრეთვე დაამატა, რომ გილმორის სოლო პროექტების სესიების გამოუცემელი ჩანაწერები შევიდოდა გილმორის მომავალ ალბომზე.[33]

დევიდ გილმორმა განაცხადა, რომ ალბომის ჩაწერას მხარდამჭერი ტურნე არ მოჰყვება, ვინაიდან, მისივე თქმით, ეს რაიტის გარეშე შეუძლებელია.[34][35]

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანს ენტონი ბარნსი (Press Association) ასე აღწერს: „გარეკანზე გამოსახულია ახალგაზრდა მამაკაცი ღია პერანგით, რომლებიც მზის მიმართულებით ღრუბლებში ნავით მოგზაურობს“.[36] გარეკანის ავტორია 18 წლის ეგვიპტელი მხატვარი აჰმედ ემად ელდინი. ციფრული დამუშავება გარეკანმა გაიარა დიზაინერულ სტუდიაში Stylorouge.[37] ეს არის ჯგუფის რიგით მეექვსე ალბომი, რომელზეც არ არის გამოყენებული სტორმ თორგერსონის, Hipgnosis-ის თანადამაარსებელის დიზაინი.[შენიშვნა 2] თორგერსონი გარდაიცვალა 2013 წელს [38], ამიტომ გილმორი, მეისონი და ობრი პაუელი ეძებდნენ სხვა მხატვარს.[37]

აჰმედ ემად ელდინი პაუელმა და მისმა გუნდმა იპოვეს, მას შემდეგ, რაც იხილეს მისი ნამუშევრები Behance-ის მსგავს ონლაინ-გალერეებში. ელდინს დაუკავშირდნენ და სთხოვეს ახალი ალბომის გარეკანის ნახატის შექმნა. ელდინს პინკ ფლოიდი უყვარდა და შემოთავაზებას ენთუზიაზმით შეხვდა.[39] თავისი შთაგონების შესახებ იგი ესაუბრა ლონდონურ გაზეთ The Independent-ს: „საკმარისია იფიქრო სიცოცხლესა და ბუნებაზე და იმაზე, თუ რა იმალება მომხიბვლელი ფაქტორებს სამყაროს მიღმა, რათა მილიონი საოცარი შეგრძნება გქონდეს. თავდაპირველად ვხატავ იმის მონახაზს, თუ რა მაქვს ფიქრებში, შემდეგ ვიწყებ მის სიმულირებას და რეალური გამოსახულებებით მუშაობას, სწორედ ეს არის ფოტო მანიპულირება. “[40] პაუელმა დადებითად აღიქვა ნამუშევარი, რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც გუნდთან ერთად აჰმედის ნახატი იხილა, „მყისვე შეამჩნია ფლოიდური რეზონანსი“ და აღწერა იგი, როგორც „იდუმალი და ინტერპრეტაციისთვის თავისუფალი“.[41]

ალბომის სახელწოდება მომდინარეობს The Division Bell-ის უკანასკნელი სიმღერის „High Hopes“ სტრიქონიდან „The water flowing / The endless river / Forever and ever“. გილმორმა აღნიშნა, რომ The Endless River გარკვეული ერთობლიობაა ორ ჩანაწერს შორის, ვინაიდან ორივე ერთი პერიოდის სესიიდან მომდინარეობს.[33]

პრომოკამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 5 ივლისს Twitter-ზე გამოქვეყნებულ გზავნილში პინკ ფლოიდის ტექსტების ავტორი და დევიდ გილმორის მეუღლე, პოლი სემსონი წერდა, რომ პინკ ფლოიდის ახალი ალბომი The Endless River გამოვიდოდა 2014 წლის ოქტომბერში.[42] ინფორმაციის გაჟონვამდე ახალი ალბომის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. სემსონის განცხადებას გამოეხმაურა ბექ-ვოკალისტი დურგა მაკბრუმიც, რომელმაც გამოაქვეყნა ფოტოსურათი, მასზე ასახული გილმორთან ერთად სტუდიაში მუშაობით, რამაც დაადასტურა სემსონის განცხადება. მან აგრეთვე თქვა, რომ ალბომი მთლიანად შედგებოდა გამოუცემელი მასალისგან. [43] The Endless River-ის შესახებ ჯგუფმა ფორმალურად გამოაცხადა 7 ივლისს, ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მცირე სტატიაში.[44]

ფორმალურად The Endless River-ის შესახებ ჯგუფისა და Parlophone-ისგან ცნობილი გახდა 2014 წლის 22 სექტემბერს. გამოქვეყნებული იქნა ალბომის გამოსვლის თარიღი, გარეკანი და სიმღერების სია. ხელმისაწვდომი გახდა ალბომის ფიზიკურ და ციფრულ ფორმატებში წინასწარი შეკვეთები.[45][46] დეტალების გავრცელებას ახლდა ალბომის შესახებ პრომო, ჯგუფის ოფიციალური საიტის ქვეგვერდის გახსნა.[47] საიტზე გამოქვეყნებული იქნა ანონსი, ფოტოსურათები 1993-1994 წლების სესიებიდან, წინასწარი შეკვეთის დეტალები და ორი მუსიკალური ფრაგმენტი - ერთ-ერთი იყო აუდიო კლიპი სიმღერის „It's What We Do“ 30 წამიანი ნაწყვეტით, ხოლო მეორე - სატელევიზიო რგოლი ალბომის გეომეტრიული გრაფიკით.[48][49] ალბომის შემდგომი პრომოკამპანიის ფარგლებში მისი გარეკანის დიდი ვერსიები მსოფლიოს ქალაქების ქუჩებში იქნა გამოფენილი. მათ შორის იყო 8 მეტრის სიმაღლის ბილბორდი ლონდონში.[36][40] დიდი პოსტერები გამოტანილი იქნა ბერლინის, პარიზის, მილანის, ნიუ-იორკის და სიდნეის ქუჩებში.[50][51]

სიმღერამ „Louder than Words“ პირველად გაიჟღერა BBC Radio 2-ის ეთერში, კრის ევანსის დილის შოუში. იგი წარმოდგენილი იქნა შემოკლებული ფორმით. 31 ოქტომბერს გილმორი კვლავ ეწვია ევანსს და ინტერვიუსთან ერთად, ეთერში გაიჟღერა „Anisina“-მ. კომპოზიცია „Allons-y (1)“ გამოქვეყნდა Spotify-სა და iTunes-ის მაღაზიებში 2014 წლის 3 ნოემბერს.

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი გამოიცა რამდენიმე ფორმატში და სხვადასხვა დამატებითი მასალით.

  • სტანდარტული გამოცემა - CD, 16 გვერდიანი ბუკლეტი 1993 წლის სესიების უცნობი ფოტოსურათებით, მაგარი ყდით.
  • ორმაგი გრამფირფიტა - 180 გრამიანი გრამფირფიტა (მასტერინგი - დაგ საქსი, The Mastering Lab, ოჯაი, კალიფორნია); გასაშლელი კონვერტი, 16 გვერდიანი დიდი ზომის ფოტოალბომი/პერსონალის სია, 1993 წლის სესიების უცნობი ფოტოსურათებით; ალბომის ციფრული ვერსიის ჩამოსატვირთი კუპონი
  • 2 დისკიანი დელუქს გამოცემა - CD/DVD ან CD/Blu-Ray
    • 24 გვერდიანი ფოტოალბომი/პერსონალის სია, მაგარი ყდით, 1993 წლის სესიების უცნობი ფოტოსურათებით
    • CD სპეციალურ კონვერტში.
    • DVD ან Blu-Ray სპეციალურ ფერად კონვერტში.
    • 3 საკოლექციო საფოსტო ბარათი, ერთ-ერთი აქედან წარმოდგენილია ჰოლოგრამის სახით.
    • DVD-ის მასალა: The Endless River 5.1 მოცულობითი (Dolby Digital და DTS) ჟღერადობით, აგრეთვე სტერეო ვერსია 48 kHz /24 bit ხარისხით
    • Blu-Ray-ს მასალა: The Endless River მაღაზი რეზოლუციის 5.1 მოცულობითი (DTS Master Audio და PCM, 96/24), აგრეთვე PCM stereo 96/24 ხარისხით
    • ორივე ვარიანთში შეტანილია აუდიო-ვიზუალური მასალა (დაახლ. 39 წთ) - 6 ვიდეო და 3 აუდიო ტრეკი, რომელიც სხვაგან არ არის წარმოდგენილი.
    • საარქივო ვიდეო მასალა და 1993 წლის სესიების უცნობი ფოტოსურათები

შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 60/100[52]
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 3.5/5 stars[53]
Billboard 4/5 stars[54]
Financial Times 4/5 stars[55]
The Guardian 3/5 stars[56]
The Independent 1/5 stars[57]
NME 5/10[58]
The Observer 4/5 stars[59]
Pitchfork 5.7/10[60]
Rolling Stone 3.5/5 stars[61]
Uncut 3.5/5 stars[52]

2014 წლის ნოემბერში გამოცემისას The Endless River-ს მოჰყვა არაერთგვაროვანი განხილვები, რაც განსხვავდებოდა The Division Bell-ის 1994 წელს გამოცემისას თავდაპირველი უარყოფითი შეფასებისგან. Metacritic-ზე, რომელზეც ქულები ეფუძნება მეინსტრიმული კრიტიკოსების 100 მიმოხილვას, ალბომმა საშუალოდ 53 ქულა მიიღო, რაც ნიშნავს „არაერთგვაროვან ან საშუალო შეფასებას“, ეფუძნებოდა რა 2014 წლის 8 ნოემბრისთვის დაწერილ 6 მიმოხილვას.[52]

ლუდოვიკ ჰანტერ-ტილნი, ბრიტანული Financial Times-იდან, თავის ვრცელ და დადებით მიმოხილვაში აღნიშნავდა ალბომის ნოსტალგიურ „ფლოიდურ“ ჟღერადობას, რომელიც მსმენელს მოაგონებს ჯგუფის ნამუშევრებს The Wall-ამდე. მან აგრეთვე აღნიშნა ალბომში გამოკვეთილი დაკარგვის თემა: „რაოდენ ღირსეულია, რომ ჯგუფი, რომლისთვის ასე ნაცნობია დაკარგვა, ასრულებს არსებობას საკუთარი წარსულის შთანმთქმელი ელეგიით.“ [55] კემერონ კუპერი, სიდნეიში დაფუძნებული საიტიდან The Music, ალბომს რბილი დადებითი მიმოხილვით აღწერს. მისი აზრით, ალბომი ნაკლებად „გედის სიმღერაა და უფრო საბოლოო დამშვიდობებას ჰგავს“. მან აგრეთვე რბილად მიმოიხილა ალბომის ინსტრუმენტული არსი, აღნიშნა რა, რომ „ვოკალის ნაკლებობა (გარდა ალბომის ბოლო სიმღერისა) მუსიკას მეტ თავისუფლებას ანიჭებს, აძლევს რა საშუალებას, თავად ისაუბროს.“ [62] The Guardian-ში ალექს პეტრიდისი ალბომს ხუთიდან სამი ვარსკვლავით აფასებდა: „ეს არ არის არსებული ჯგუფის ალბომი, ეს არის ექო წარსულიდან, ან ჯგუფის უკანასკნელი, თბილი, მაგრამ ოდნავ უხეში ჩახუტება...ამ მხრივ, იგი კარგია“. მან აგრეთვე აღნიშნა წამყვანი და ფინალური სიმღერა „Louder than Words“, როგორც „დიდებული, მწარე და გულწრფელი.“ [56]დევიდ ფრიკი Rolling Stone-ში ალბომს სამნახევარი ვარსკვლავით აფასებდა და აღნიშნავდა: „ფლოიდის ექსპერიმენტებში რაიტი იყო მტკიცე, და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სიდიადე. ეს ალბომი მოულოდნელი და სასიამოვნო ეპიტაფია არის.“ [63]

ენდი გილმა (The Independent) დაწერა მკაცრი მიმოხილვა, განაცხადა რა, რომ „ყველაფერი არის მხოლოდ უაზრო ჯემი, გილმორის გიტარის ხანგრძლივი თემა რიკ რაიტის პასტელური კლავიშებიანებისა და ნიკ მეისონის ექსპერიმენტული დასარტყმელების ფონზე, არც ერთი გამორჩეული მელოდიით, რომელიც დიდი ხნით დაგამახსოვრდება.“ მან აგრეთვე გააკრიტიკა გილმორის, რაიტისა და მეისონის მხრიდან შემოქმედების უკმარისობა. „საჭიროა ბარეტის მსგავსი ნარკოტიკი, რომ ეს ჟღერდეს ოდნავ საინტერესოდ, თუმცა ამას არავის ვურჩევდი. მაგრამ დამაბრმავებლად აშკარაა, რომ სიდის ან როჯერის შემოქმედებითი მუხტის გარეშე რჩება საშინელი ხელოვნურად ფსიქოდელიური საღამოს წვეულების იაფი მუსიკა.“[57] წინასწარი შეფასებისას ჯოშუა ოსტროფი, ნიუ-იორკის The Huffington Post-ს მთავარი რედაქტორი, კრიტიკულად აფასებდა გილმორისა და მეისონის უოტერსის გარეშე ალბომის ჩაწერის გადაწყვეტილებას. მან გამოცემაში გამოაქვეყნა სტატია „პინკ ფლოიდის „ახალი“ ალბომის ბნელი მხარე“, სადაც წერდა: „თუ ჯგუფის კიდევ ერთი შემოქმედებითი ძალა არ შემოუერთდება მათ სტუდიაში ალბომის დასასრულებლად, მას შეიძლება ეწოდოს Wish Waters Was Here (ინგლ. ნეტავ აქ უოტერსი ყოფილიყო.“ [64] NME-მ მას 10-დან 5 ვარსკვლავი მიანიჭა და აღნიშნა: „The Endless River ისეთია, როგორიც არის: მოწესრიგებული ნარჩენების კოლექცია 1994 წლის Division Bell-იდან. ამ ფარგლებში იგი საკმაოდ კარგია და საინტერესოა ჯგუფის მოყვარულის პოზიციიდან, მაგრამ არ არის დამაკმაყოფილებელი და ისეთი შესამჩნევი, როგორსაც ისურვებდით.“[58] 10-დან 5.7 ქულა ალბომს მიანიჭა Pitchfork-მა: „The Endless River არის საფუძვლიანი და შეგნებული პინკ ფლოიდი, კარგია ეს თუ ცუდია...იგი წარმოადგენს ერთ-ერთს პინკ ფლოიდის ალბომების მცირე რიცხვიდან, რომელიც ჟღერს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, სიახლეების და ახალი საზღვრების შესწავლის გარეშე.“ მიკაელ ვუდი (LA Times) ალბომს 4-დან 1 ვარსკვლავით აფასებს. მისი აზრით, იგი „აუტანელად სულელურია (პინკ ფლოიდის დროდადრო სულელური სტანდარტებითაც), რომ ჯგუფის სახელწოდება გარეკანზე პირდაპირი სიცრუეა.“ [65]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის პროდიუსერები: დევიდ გილმორი, ფილ მანზანერა, Youth და ენდი ჯექსონი.

მხარე 1
# სახელწოდება ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. „Things Left Unsaid“ დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი 4:27
2. „It's What We Do“ გილმორი, რაიტი 6:18
3. „Ebb and Flow“ გილმორი, რაიტი 1:56
საერთო ხანგრძლივობა: 12:41
მხარე 2
# სახელწოდება ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
4. „Sum“ გილმორი, ნიკ მეისონი, რაიტი 4:49
5. „Skins“ გილმორი, მეისონი, რაიტი 2:38
6. „Unsung“ რაიტი 1:08
7. „Anisina“ გილმორი 3:17
საერთო ხანგრძლივობა: 11:52
მხარე 3
# სახელწოდება ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
8. „The Lost Art of Conversation“ რაიტი 1:43
9. „On Noodle Street“ გილმორი, რაიტი 1:43
10. „Night Light“ გილმორი, რაიტი 1:43
11. „Allons-y (1)“ გილმორი 1:58
12. „Autumn '68“ რაიტი 1:36
13. „Allons-y (2)“ გილმორი 1:33
14. „Talkin' Hawkin'“ გილმორი, რაიტი 3:30
საერთო ხანგრძლივობა: 13:46
მხარე 4
# სახელწოდება ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
15. „Calling“ გილმორი, ენტონი მური 3:38
16. „Eyes to Pearls“ გილმორი 1:52
17. „Surfacing“ გილმორი 2:47
18. „Louder than Words“ გილმორი, პოლი სემსონი 6:37
საერთო ხანგრძლივობა: 14:54

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[107] პლატინა 70,000^
ავსტრია (IFPI Austria)[108] ოქრო 7,500x
ბელგია (BEA)[109] ოქრო 15,000*
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[110] პლატინა 30,000*
კანადა (Music Canada)[111] პლატინა 89,000[112]
საფრანგეთი (SNEP)[113] 2× პლატინა 200,000*
გერმანია (BVMI)[114] 3× ოქრო 300,000^
უნგრეთი (MAHASZ)[115] პლატინა 6,000x
იტალია (FIMI)[116] 4× პლატინა 200,000*
ნიდერლანდები (NVPI)[117] პლატინა 40,000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[118] პლატინა 15,000^
პოლონეთი (ZPAV)[119] 3× პლატინა 60,000*
პორტუგალია (AFP)[120] ოქრო 7,500x
შვეიცარია (IFPI Switzerland)[121] პლატინა 10,000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[122] პლატინა 300,000^
აშშ (RIAA)[123] ოქრო 500,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

გამოცემების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Endless River
რეგიონი თარიღი ფორმატი ლეიბლი ნომერი კატალოგში
ავსტრალია 7 ნოემბერი 2014 ციფრული ჩამონატვირთი Columbia Records არ არის[124]
გერმანია Parlophone არ არის[125]
საფრანგეთი 10 ნოემბერი 2014 არ არის[126]
აშშ Columbia Records არ არის[127]
გაერთიანებული სამეფო 2x СD Parlophone / Warner Bros. Records უცნობია[128]
ციფრული ჩამონატვირთი არ არის[129]
2x გრამფირფიტა უცნობია[130]
კანადა 11 ნოემბერი 2014 ციფრული ჩამონატვირთი Columbia Records არ არის[131]
The Endless River (დელუქს გამოცემა)
რეგიონი თარიღი ფორმატი ლეიბლი ნომერი კატალოგში
გერმანია 7 ნოემბერი 2014 ციფრული ჩამონატვირთი Parlophone არ არის[132]
საფრანგეთი 10 ნოემბერი 2014 არ არის[133]
აშშ Columbia Records არ არის[134]
გაერთიანებული სამეფო CD, DVD Parlophone / Warner Bros. Records უცნობია
CD, Blu-ray უცნობია
ციფრული ჩამონატვირთი არ არის[135]
კანადა 11 ნოემბერი 2014 Columbia Records არ არის[136]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები
  1. ჯგუფის წინა ალბომი, The Division Bell, ისევე, როგორც შემდგომი ცოცხალი და კომპილაციური ალბომები ევროპაში გამოიცემოდა EMI-ს, ხოლო მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში - Sony-ს წარმომადგენელ Columbia Records-ის მიერ. ჯგუფი, ისევე, როგორც EMI-ს სხვა შემსრულებლები, გადავიდა Universal Music Group-ში, როდესაც კომპანია გაიყიდა 2011-2013 წლებში. ევროპის და ფედერალურმა სავაჭრო კომისიებმა თანხმობა განაცხადეს Universal-ის ასეთ ნაბიჯზე, თუმცა ამას გარკვეული სირთულეები ახლდა. ერთ-ერთს წარმოადგენდა EMI-ს კუთვნილი აქტივების გაყიდვა.[5] პინკ ფლოიდი, ისევე, როგორც EMI-ს სხვა შემსრულებლები, ამ პროცესის დროს სხვადასხვა ლეიბლზე მოხვდა. Parlophone Label Group ჩამოყალიბდა Parlophone-ში, შემდგომში Universal-ის მიერ EMI-ს შეძენისას აქტივის სახით გასაყიდად, ხოლო პინკ ფლოიდი ამ გაყიდვისას მოხვდა Parlophone Label Group-ზე.[6] Warner Music Group-მა 2013 წელს მიაღწია შეთანხმებას Universal-თან, რომელიც ითვალისწინებდა EMI-სგან Parlophone label Group-ის შეძენას და პინკ ფლოიდის მუსიკალური კატალოგისა და მომავალი ჩანაწერების გამოცემის უფლების მიღებას.[7][8]
  2. მანამდე ეს იყო ალბომები The Piper at the Gates of Dawn, The Wall და The Final Cut.
სქოლიო
  1. http://www.independent.co.uk/arts-entertainment/music/reviews/pink-floyd-the-endless-river-album-review-boring-and-desperately-disappointing-9840601.html
  2. http://www.torontosun.com/2014/11/08/review-pink-floyds-the-endless-river-a-challenging-listen
  3. 3.0 3.1 http://www.dailynebraskan.com/arts_and_entertainment/pink-floyd-s-final-album-is-something-for-the-fans/article_52106166-688c-11e4-8540-07ddecb1ac52.html
  4. http://www.rollingstone.com/music/albumreviews/pink-floyd-the-endless-river-20141107
  5. Sweney, მარკ. Universal's £1.2bn EMI takeover approved – with conditions. Guardian Media Group (21 სექტემბერი 2012). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  6. Sisario, Ben. Warner Music Group Buys EMI Assets for $765 Million. The New York Times Company (7 თებერვალი 2013). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  7. Knopper, Steve. Pink Floyd, Radiohead Catalogs Change Label Hands. Wenner Media (8 თებერვალი 2013). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  8. Hampp, Andrew. Coldplay, David Guetta Go To Atlantic Records; Radiohead & Pink Floyd Catalogs, Kylie Minogue, Damon Albarn To Warner Bros: WMG’s US Plans for Parlophone (Exclusive). Prometheus Global Media (18 დეკემბერი 2013). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  9. http://mic.com/articles/103722/pink-floyd-just-made-history-one-last-time
  10. 10.0 10.1 შეფნერი 1991
  11. Blake 2008: ო'რურკის მონაწილეობა დავაში; Povey 2008: „ამოწურული ძალა”.
  12. 12.0 12.1 The Telegraph staff. (16 სექტემბერი, 2008) Obituaries - Richard Wright. Telegraph Media Group.
  13. Ruhlmann, უილიამ. Pink Floyd - A Momentary Lapse of Reason - Review by William Ruhlmann. All Media Network (2002). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  14. 14.0 14.1 Rolling Stone Staff. (2004) Pink Floyd - The Rolling Stone Album Guide. Wenner Media LLC. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  15. 15.0 15.1 Sources for A Momentary Lapse of Reason and The Division Bell chart performances:
  16. Ruhlmann, უილიამ. Pink Floyd - The Division Bell - Review by William Ruhlmann. All Media Network (2002). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  17. Hiatt, Brian. Surviving Members of Pink Floyd Revisit 'Dark Side,' Band Tensions. Wenner Media LLC (28 სექტემბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო 2014.
  18. DeGagne, მაიკ. Broken China - Richard Wright - სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები - Allmusic. All Media Network, LLC. წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  19. Sweeting, Adam. Obituary: Richard Wright, Keyboard player and founder member of Pink Floyd. Guardian Media Group (16 სექტემბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  20. Pareles, Jon. Richard Wright, Member of Pink Floyd, Dies at 65. The New York Times Company (15 სექტემბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  21. Simpson, Aislinn. Pink Floyd's Dave Gilmour pays tribute to band's founder Richard Wright. Telegraph Media Group (16 სექტემბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  22. Collis, Clark. Pink Floyd's Nick Mason on former bandmate Richard Wright (R.I.P.). Time Inc. (18 სექტემბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  23. The Starpheonix staff. (16 სექტემბერი 2008) SP review: Elton John wins over Saskatoon. Postmedia Network. წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  24. Johns, Matt. Tributes paid to Richard Wright from across the world (16 სექტემბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  25. Mason 2005
  26. Maloney, Devon. New Pink Floyd Album 'The Endless River' Out in ოქტომბერი: Report. Prometheus Global Media (5 ივლისი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 ივლისი 2014.
  27. 27.0 27.1 About "The Endless River". წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  28. 28.0 28.1 Roberts, Randall. Pink Floyd offers release date, cover art for album 'The Endless River'. Tribune Publishing (22 სექტემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  29. Wright, რიჩარდ (მარტი 1994). Pink Floyd's Richard Wright 3/94. Interview with Redbeard. Minutes 6:45. In the Studio with Redbeard. http://www.inthestudio.net/online-on-demand/pink-floyds-richard-wright-3-94/. წაკითხვის თარიღი: 10 ოქტომბერი 2014.
  30. Wootton, დენ. Pink Floyd to release new album: First new collection for over two decades. News UK (5 ივლისი 2014). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014. [Subscription needed to access]
  31. Pink Floyd to release new album in ოქტომბერი. Sun Media (Quebecor) (6 ივლისი 2014). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  32. Young, Alex. (22 სექტემბერი 2014) Pink Floyd reveals details of new album, The Endless River. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  33. 33.0 33.1 Everitt, Matt. (9 ოქტომბერი 2014) Shaun Keaveny, with a Pink Floyd Exclusive, Pink Floyd Talk to 6 Music's Matt Everitt. BBC.
  34. David Gilmour: There's No Room in My Life for Pink Floyd (29 ოქტომბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 9 ნოემბერი 2014.
  35. David Gilmour’s New Album "Coming Along Very Well..." in 2015 (29 ოქტომბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 9 ნოემბერი 2014.
  36. 36.0 36.1 Barnes, Anthony. Pink Floyd stoke anticipation for new album with global artwork launch. Guardian Media Group (23 სექტემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  37. 37.0 37.1 Khairat, Mohamed. Egyptian teenager designs Pink Floyd’s new album cover. ES Media Inc. (23 სექტემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  38. Greene, ენდი. Storm Thorgerson, Pink Floyd Album Art Designer, Dead at 69. Wenner Media (18 აპრილი 2013). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  39. CCN staff. (24 სექტემბერი 2014) Teenager designs the cover for Pink Floyd's new album, 'The Endless River'. Turner Broadcasting System (Time Warner Inc.). წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
  40. 40.0 40.1 Sherwin, Adam. Pink Floyd new album: Band unveil cover art for first new record in 20 years. Independent Print Limited (22 სექტემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  41. Varga, ჯორჯ. Pink Floyd: Hear preview of its new album. MLIM Holdings (22 სექტემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2014.
  42. Newton, Steve. David Gilmour's wife Polly Samson leaks news on Twitter about new Pink Floyd album. Vancouver Free Press (5 ივლისი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 ივლისი 2014.
  43. McDonald, Soraya Nadia. Pink Floyd is releasing its first new album in 20 years. Nash Holdings (7 ივლისი 2014). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  44. Palazzo, Anthony; Beech, მარკ. Pink Floyd to Release First New Album in Two Decades. Bloomberg L.P. (8 ივლისი 2014). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  45. Associated Press. (22 სექტემბერი 2014) Pink Floyd sets release date for new album. AOL Inc.. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
  46. Iyengar, Rishi. Pink Floyd Announces Its First New Album in 20 Years. Time Inc. (24 სექტემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
  47. Johns, Matt. New Pink Floyd album The Endless River - details and ordering info. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
  48. Ryan, Patrick. Pink Floyd to release new album Nov. 10. Gannett Company, Inc. (22 სექტემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
  49. Gordon, Jeremy. Pink Floyd Detail New Album The Endless River. Pitchfork Media Inc. (22 სექტემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
  50. Kumar, Revathi Siva. Pink Floyd's New Album To Be Released After 20 Years. IBT Media (24 სექტემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
  51. Agence France-Presse. (23 სექტემბერი 2014) New Pink Floyd album to be released in ნოემბერი. Doğan Media Group. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი 2014.
  52. 52.0 52.1 52.2 Reviews for The Endless River by Pink Floyd. CBS Interactive. წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი 2014.
  53. ერლეუაინი, სტივენ თომას. Pink Floyd, The Endless River. Rovi Corporation (10 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 10 ნოემბერი 2014.
  54. Bienstock, Richard. Album Review: Pink Floyd's 'The Endless River' Approaches New Age Territory. Billboard (11 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი 2014.
  55. 55.0 55.1 Hunter-Tilney, Ludovic. Pink Floyd: The Endless River – album review. Pearson PLC (4 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი 2014.
  56. 56.0 56.1 Petridis, Alexis. Pink Floyd: The Endless River review – a fitting footnote to their career. The Guardian (6 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 ნოემბერი 2014.
  57. 57.0 57.1 Gill, ენდი. Pink Floyd, The Endless River, album review: Boring and desperately disappointing. Independent Print Limited (5 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი 2014.
  58. 58.0 58.1 Nicolson, Barry. NME Reviews - Pink Floyd - 'The Endless River'. IPC Media (Time Inc. UK) (3 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი 2014.
  59. Woodcraft, Molloy. Pink Floyd: The Endless River review – ‘a good way to call it a day’. The Observer (9 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 9 ნოემბერი 2014.
  60. Deusner, Stephen. Pink Floyd: The Endless River. Pitchfork Media (13 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2014.
  61. Fricke, David. Mostly instrumental set honors the band’s psychedelic legacy. Rolling Stone. Wenner Media LLC (7 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი 2014.
  62. Cooper, Cameron. Pink Floyd - The Endless River. Street Press Australia (3 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი 2014.
  63. Fricke, David. Pink Floyd - The Endless River; Mostly instrumental set honors the band’s psychedelic legacy. Rolling Stone (7 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი 2014.
  64. Ostroff, Joshua. Dark Side Of Pink Floyd's 'New' Album. AOL (Time Warner) (7 ივლისი 2014). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2014.
  65. http://www.latimes.com/entertainment/music/posts/la-et-ms-review-pink-floyd-endless-river-review-20141111-story.html
  66. "Pink Floyd – The Endless River". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 15 ნოემბერი 2014.
  67. "Pink Floyd - The Endless River" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ნოემბერი 2014.
  68. "Pink Floyd – The Endless River" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
  69. "Pink Floyd – The Endless River" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
  70. Ranking ABPD - CD - 24/11/2014 a 30/11/2014 Portuguese. Portal Sucesso. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი 2014.
  71. "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის კანადის ალბომების ჩარტი - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 20 ნოემბერი 2014.
  72. "საუკეთესო უცხოური ალბომები]" (ხორვატულად). საუკეთესო უცხოური ალბომები. ხორვატიის დისკოგრაფიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი 15 ნოემბერი 2014.
  73. "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 201446 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 18 ნოემბერი 2014.
  74. "Pink Floyd – The Endless River". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 ნოემბერი 2014.
  75. "Pink Floyd – The Endless River" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
  76. "Pink Floyd: The Endless River" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი 2014.
  77. "Pink Floyd – The Endless River". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი 2014.
  78. "Pink Floyd - The Endless River". Charts.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 17 ნოემბერი 2014.
  79. "Pink Floyd – The Endless River". Greekcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 დეკემბერი 2014.
  80. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი 20 ნოემბერი 2014.
  81. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
  82. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Hebrew. Musicaneto. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2014.
  83. "Pink Floyd – The Endless River". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 იანვარი 2016.
  84. "Oricon-ის 50 საუკეთესო ალბომი" (იაპონურად). Oricon. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
  85. "სამხრეთ კორეის GAON-ის ალბომების საერთაშორისო ჩარტი". გვერდზე აირჩიეთ "{{{year}}}" და შემდეგ "2014.11.09~2014.11.15", რათა შესაბამისი ჩარტი იხილოთ. კორეის ჩარტები. GAON. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 9, 2014.
  86. "Pink Floyd – The Endless River". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
  87. "Pink Floyd – The Endless River". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
  88. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 10 იანვარი 2016.
  89. "Pink Floyd – The Endless River". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 ნოემბერი 2014.
  90. "Pink Floyd – The Endless River". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი 2014.
  91. "Pink Floyd – The Endless River". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ნოემბერი 2014.
  92. "Pink Floyd – The Endless River". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ნოემბერი 2014.
  93. "2014-11-15 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 14 ნოემბერი 2014.
  94. "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 20 ნოემბერი 2014.
  95. "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუკეთესო როკ-ალბომები - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 20 ნოემბერი 2014.
  96. End of Year Charts – ARIA Top 100 Albums 2014. ARIA Charts. Australian Recording Industry Association. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2015.
  97. Antonucci, Gabriele. “Vasco Rossi: "Sono innocente" è l'album più venduto del 2014“, Panorama, 12 იანვარი 2015. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი 2015. (Italian) 
  98. The Official NZ Music Charts - End of Year Charts 2014“. 
  99. Jakie płyty Polacy kupowali najchętniej w 2014 roku – roczne podsumowanie listy OLiS Polish. Polish Society of the Phonographic Industry. წაკითხვის თარიღი: იანვარი 19, 2015.
  100. Schweizer Jahreshitparade 2014“. 
  101. UK Album Charts. Billboard.
  102. Top Billboard 200 Albums: 2014 Year-End Charts. Billboard. წაკითხვის თარიღი: 2015-01-15.
  103. Top Rock Albums: 2014 Year-End Charts. Billboard.
  104. Összesített album- és válogatáslemez-lista - eladási darabszám alapján - 2015. Mahasz. წაკითხვის თარიღი: მარტი 6, 2016.
  105. Classifiche "Top of the Music" 2015 FIMI-GfK: La musica italiana in vetta negli album e nei singoli digitali Italian (Click on "Scarica allegato" to download the zipped file containing the year-end chart PDF documents). Federazione Industria Musicale Italiana. წაკითხვის თარიღი: 10 იანვარი 2016.
  106. Schweizer Jahreshitparade 2015“. 
  107. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2015 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 6 მარტი 2015.
  108. Austrian album certifications – Pink Floyd – The Endless River გერმანულად. IFPI ავსტრია. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2014. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ The Endless River ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  109. Ultratop − ოქრო და პლატინა – 2014. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch. წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი 2014.
  110. Brazilian video certifications – Pink Floyd – The Endless River პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი 2015.
  111. Canadian album certifications – Pink Floyd – The Endless River. Music Canada. წაკითხვის თარიღი: 30 დეკემბერი 2015.
  112. Bliss, Karen. (27 იანვარი 2015) Nielsen: Canada Loved Taylor Swift, Streaming Music and, Yep, Vinyl in 2014. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი 2015.
  113. French album certifications – Pink Floyd – The Endless River ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი. წაკითხვის თარიღი: 15 აპრილი 2016.
  114. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'The Endless River') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 28 თებერვალი 2015.
  115. Adatbázis – Arany- és platinalemezek – 2014 უნგრულად. Mahasz. წაკითხვის თარიღი: 21 ნოემბერი 2014.
  116. Italian album certifications – Pink Floyd – The Endless River იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია. წაკითხვის თარიღი: 30 დეკემბერი 2014.
  117. Dutch album certifications – Pink Floyd – The Endless River ჰოლანდიურად. ჰოლანდიის გამოსახულების და მუსიკალური მატარებლების პროდიუსერების და იმპორტიორების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2014.
  118. New Zealand album certifications – Pink Floyd – The Endless River. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2014.
  119. Polish album certifications – Pink Floyd – The Endless River პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
  120. Portuguese album certifications – Pink Floyd – The Endless River პორტუგალიურად. პორტუგალიის ფონოგრამების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2014.
  121. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Pink Floyd; 'The Endless River'). Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 21 ნოემბერი 2014.
  122. British album certifications – Pink Floyd – The Endless River. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2014. შეიყვანეთ The Endless River ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  123. American album certifications – Pink Floyd – The Endless River. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2014. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  124. iTunes - Music - The Endless River by Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  125. iTunes - Musik - The Endless River von Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  126. iTunes - Musique - The Endless River par Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  127. iTunes - Music - The Endless River by Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  128. The Endless River: Amazon.co.uk: Music. Amazon.com, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  129. iTunes - Music - The Endless River by Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  130. The Endless River [VINYL: Amazon.co.uk: Music]. Amazon.com, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  131. iTunes - Music - The Endless River by Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  132. iTunes - Musik - The Endless River (Deluxe Edition) von Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  133. iTunes - Musique - The Endless River (Deluxe Edition) par Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  134. iTunes - Music - The Endless River (Deluxe Edition) by Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  135. iTunes - Music - The Endless River (Deluxe Edition) by Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.
  136. iTunes - Music - The Endless River (Deluxe Edition) by Pink Floyd. Apple, Inc.. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2014.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბლეიკი, მარკ (2008), Comfortably Numb—The Inside Story of Pink Floyd, Da Capo, ISBN 0-306-81752-7
  • მეისონი, ნიკ (2005), ფილიპ დოდი, გამოცემაში., Inside Out: A Personal History of Pink Floyd (რბილი ყდა რედ.), Phoenix, ISBN 0-7538-1906-6
  • შეფნერი, ნიკოლას (1991), Saucerful of Secrets (პირველი რედ.), ლონდონი: Sidgwick & Jackson, ISBN 0-283-06127-8