მერაია კერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მერაია კერი
MariahGMA.jpg
მერაია კერი 2013 წელს, Good Morning America-ში გამოსვლა.
დაბ. თარიღი 27 მარტი, 1969 ან 27 მარტი, 1970 (ასაკი 48–49)
ჰანტინგტონი, ლონგ აილენდი, ნიუ იორკი, აშშ.
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მსახიობი
  • მუსიკალური პროდიუსერი
აქტიური 1988–დღემდე
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი 2
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი mariahcarey.com

მერაია კერი (ინგლ. Mariah Carey, დ. 27 მარტი, 1969 ან 1970[1]) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი და მსახიობი. მისი, როგორც მომღერლის, დებიუტი 1990 წელს, Columbia Records-ის აღმასრულებელი დირექტორის ტომი მოტოლას ხელმღვანელობით შედგა და მალე იგი იქცა პირველ მუსიკოსად, რომლის პირველი ხუთი სინგლი აშშ-ს ბილბორდის ცხელი 100-ეულის სათავეში მოექცა. 1993 წელს მოტოლასთან ქორწინების შემდეგ, ჰიტ-სინგლების სერიის წყალობით, იგი Columbia Records-ის გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე მუსიკოსად იქცა. ჟურნალ „ბილბორდზე“ დაყრდნონოთ, ის აშშ-ში 1990-იანი წლების ყველაზე წარმატებული არტისტია.

ვოკალური შესაძლებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკუთარი განცხადებით, მერაიას გააჩნია კონტრალტოს 5-ოქტავიანი ხმის დიაპაზონი, რეალურად კერის ვოკალური დიაპაზონი ფარავს ყველა ოქტავას კონტრალტოდან დაწყებული - სოპრანომდე. მისთვის მიღწევადია ბევრი სხვა მეცო-სოპრანო და მღერის დროს შეუძლია მოქნილად და მოხდენილად ოქტავების ცვლა. მერაია იოლად მღერის სტვენის რეგისტრზე, რაც წარმოადგენს ადამიანის ხმის უმაღლეს რეგისტრს. კერის განცხადებით, მინი რიპერტონმა უდიდესი გავლენა მოახდინა მისი მღერის ტექნიკაზე. ადრეული ასაკიდანვე კერი ცდილობდა მიეღწია რიპერტონის მაღალი ნოტებისათვის. ასე გაზარდა საკუთარი ვოკალური დიაპაზონი მომავალმა მომღერალმა. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, არ არსებობს მსოფლიოში სხვა ვოკალისტი, ვისაც მერაიაზე უკეთ შეუძლია სუპერმაღალი ნოტებისათვის მიწვდომა. ამ მხრივ კერიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ემტივისა და ჟურნალი Blender-ის 22 საუკეთესო მუსიკალური ხმის სიაში მერაიამ 1 ადგილი დაიკავა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ფანებმა და მკითხველებმა. ამის შესახებ თავმდაბალმა კერიმ განაცხადა: ”რასაკვირველია ესა უდიდესი კომპლიმენტია, მაგრამ საკუთარ თავზე ამგვარად სულაც არ ვფიქრობ”.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სხვადასხვა წყარო. 1970 ნახსენებია შემდეგ წყაროებში: 1969 ნახსენებია შემდეგ წყაროებში: