Lost For Words (სიმღერა)
„Lost For Words“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Division Bell | ||||
B-მხარე | „Lost For Words“ (ალბომის ვერსია) | |||
გამოსვლის თარიღი | 26 მარტი, 1994 | |||
ჩაიწერა |
1993, Astoria (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 5:14 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia | |||
ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი, პოლი სემსონი | |||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Lost For Words“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Division Bell.
სიმღერა აშშ-ის რადიოსთვის პრომო-სინგლის სახით გამოიცა, ალბომის გამოცემამდე ერთი კვირით ადრე.[1] კანადის ჩარტში სიმღერამ #53 პოზიციამდე მიაღწია.[2]
სიმღერა იწყება ჯაჭვის და კარიბჭის ხმებით. მესამე სტროფის შემდეგ გაისმის ფრაგმენტი კრივის მოედნიდან. ალბომის ბუკლეტზე, ტექსტის გვერდით მოთავსებულია მოკრივის ხელთათმანების სურათი. იგივე სურათი გამოყენებულია პრომო-სინგლზე.
ეს კომპოზიცია, ჯგუფის მოყვარულების აზრით, შეიცავს რამდენიმე მინიშნებას ჯგუფის წარსულზე, მათ შორის - როჯერ უოტერსის პიროვნებაზე. ტექსტში დეივიდ გილმორი ახსენებს, რომ იგი თავის მტრებს მეგობრობის ხელს უწვდის, „მაგრამ ისინი მკვახედ ისტუმრებენ“.
სიმღერა დროდადრო სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის ტურნეს მსვლელობისას.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშშ პრომო სინგლი (CSK 6228) | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Lost For Words“ (ცენზურით) | დეივიდ გილმორი, პოლი სემსონი | ბობ ეზრინი, გილმორი | 5:14 |
2. | „Lost For Words“ (ალბომის ვერსია) | გილმორი, სემსონი | ეზრინი, გილმორი | 5:14 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lost For Words (CD, Single, Promo). Pink Floyd Discography. Discogs. ციტირების თარიღი: 31 May 2013.
- ↑ Library and Archives Canada: Top Singles - Volume 61, No. 1, February 06 1995, February 6, 1995, http://www.collectionscanada.gc.ca/rpm/028020-119.01-e.php?&file_num=nlc008388.7992&type=2&interval=50&PHPSESSID=ukm78p1803hbd8srul24c9f4v4. წაკითხვის თარიღი: 12 July 2014
|