Terminal Frost

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Terminal Frost“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
გამოსვლის თარიღი 7 სექტემბერი, 1987 (ბრიტანეთი)
8 სექტემბერი, 1987 (აშშ)
ჩაიწერა ოქტომბერი 1986 - მაისი 1987, სტუდია Astoria
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 6:17
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორი დევიდ გილმორი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი
A Momentary Lapse of Reason - სიმღერები

Terminal Frost“ — მერვე კომპოზიცია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason.[1][2]

ნომერი აგრეთვე გამოიცა სინგლზე „Learning to Fly“, სადაც ჩაწერილია მისი ვერსია გიტარის ერთ-ერთი სოლოს გარეშე. აღნიშნულ ვერსიას სინგლზე ეწოდება DYOL - „Do Your Own Lead“ (ქართ. საკუთარი წამყვანი სოლო დაუკარი).

კომპოზიცია იწერებოდა ალბომამდე რამდენიმე წლით ადრე და დაგეგმილი იყო დევიდ გილმორის მესამე სოლო-ალბომში შესატანად (როდესაც იგი ჯერ არ ფიქრობდა, რომ ჯგუფს დაუბრუნდებოდა). მრავალი მცდელობის შემდეგ იგი ვოკალის გარეშე დარჩა. მასში ჟღერს მხოლოდ ორი ფრაზა - „One thing“ და „Never again“. ითვლება, რომ ნომერში აირეკლა გილმორისა და როჯერ უოტერსის ურთიერთობები. არის ვარაუდიც, რომ „Terminal Frost“ არის გამოუცემელი სიმღერის „Peace Be With You“ იდეების გაგრძელება - ერთგვარი გამოსამშვიდობებელი გზავნილი უოტერსთან.

ნომრის პირველ ნაწილში უკრავს დრამ-მანქანა, მეორეში - ნიკ მეისონია (ჩაწერის დროს იგი სტუდიაში ყოველთვის არ იჯდა, ვინაიდან რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დასარტყმელ საკრავებთან თავს თავისუფლად არ გრძნობდა). საქსოფონზე ორნი, ჯგუფ Supertramp-ის მუსიკოსი, ჯონ ჰელიუელი და ტომ სკოტი (ჯგუფიდან L.A. Express) უკრავენ.

კომპოზიცია სრულდებოდა 1987-1989 წლების კონცერტებზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Terminal_Frost&oldid=3352922“-დან