The Story Of Wish You Were Here
„The Story Of Wish You Were Here“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | ჯონ ეჯინტონი |
პროდიუსერი |
|
მუსიკა | პინკ ფლოიდი |
ოპერატორი | გრემ დეი |
მონტაჟი | მერილ სტერნი |
დისტრიბუტორი | Eagle Rock Entertainment |
გამოსვლის თარიღი | 26 ივნისი, 2012 |
ხანგრძლივობა | 85 წთ. (დაახლ.) |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
„The Story Of Wish You Were Here“ — 2012 წლის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება პინკ ფლოიდის ალბომს Wish You Were Here. მისი რეჟისორია ჯონ ეჯინტონი, რომელსაც ეკუთვნის კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი ჯგუფის შესახებ - The Pink Floyd and Syd Barrett Story.
ამ ფილმში ჯგუფის დარჩენილი სამი წევრი (ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი და დეივიდ გილმორი) სხვადასხვა სტუდიიდან საუბრობს ალბომზე და აჩვენებს მისი ცალკეული სოლოების შესრულებას (გარდა ნიკ მეისონისა, რომელიც უბრალოდ იხსენებს 1975 წლის მოვლენებს). ფილმის მსვლელობისას შესაძლებელია ბრაიან ჰამფრიზის, ალბომის ხმის ინჟინერის ხილვა, რომელიც ები-როუდის სტუდიებში იმყოფება და ჩართული აქვს ალბომის ორიგინალური ფირები[1]. აგრეთვე წარმოდგენილია ინტერვიუები სტორმ თორგერსონთან (გარეკანის დიზაინი), რონი რონდელთან (ალმოკიდებული მამაკაცი ალბომის ყდიდან), ჯილ ფურმანოვსკისთან (ფოტოგრაფთან, რომელსაც ეკუთვნის ჯგუფის სტუდიური ფოტოები, შეტანილი ალბომის ბუკლეტში), როი ჰარპერთან (ვოკალი სიმღერაში „Have a Cigar“), ვენეტა ფილდზთან (ბეკ-ვოკალი), ჯერალდ სკარფთან (ანიმატორი) და პიტერ ჯენერთან (ჯგუფის მენეჯერი სიდ ბარეტის წასვლამდე).
DVD/Blu-Ray წარმოდგენილია დამატებითი მასალით, სადაც შეტანილია 25 წუთი ნიკთან, როჯერთან და დეივიდთან ჩაწერილი დამატებითი ინტერვიუებით და სიმღერების შესრულებებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Story of Wish You Were Here at Eagle Rock website დაარქივებული 2014-04-29 საიტზე Wayback Machine. 22 February 2013