The Hero's Return

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„The Hero's Return“
The Hero's Return (Parts 1 and 2) Pink Floyd.jpg
„The Hero's Return (Parts 1 and 2)“ გრამფირფიტაზე
სიმღერა - პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Final Cut
გამოიცა Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 21 მარტი 1983 (ბრიტანეთი)
2 აპრილი 1983 (აშშ)
ჩაიწერა ივლისი-დეკემბერი 1982
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 2:56
4:02 (სინგლზე „Not Now John“)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Capitol Records (აშშ)
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი როჯერ უოტერსი
ჯეიმზ გათრი
მაიკლ კემენი
The Final Cut - სიმღერები

The Hero's Return“ — მეოთხე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut.[1][2]

ეს არის ერთ-ერთი ალბომში შეტანილი სიმღერებიდან, რომელიც მანამდე The Wall-ში უნდა შეეტანათ (სამუშაო სახელწოდებით „Teacher, Teacher“). მოგვიანებით დევიდ გილმორი The Final Cut-ის შესახებ ამბობდა: „თუ ეს სიმღერები არ იყო გამოსადეგი The Wall-ისთვის, რატომ არის ამჯერად?“ .[3]

ისევე, როგორც ალბომის სხვა სიმღერები, „The Hero's Return“-იც ანტისაომარი ტექსტით გამოირჩევა. სინგლის ვერსიაში შეტანილია სტროფები, რომლებიც არ ჟღერს ალბომის ვერსიაში. სინგლის ვერსიაში აგრეთვე სიმღერას ეწოდება „The Hero's Return (Parts 1 and 2)“. იგი შეტანილია „Not Now John“-ის b-მხარეზე. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა a-მხარის სახით არასოდეს გამოსულა, აშშ-ში, Billboard Mainstream Rock-ში #31 პოზიცია დაიკავა.[4]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრეთვე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Blake 2008
  4. AllMusic 'The Final Cut' Awards.