The Last Few Bricks

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Last Few Bricks“
ინსტრუმენტული — პინკ ფლოიდი
ალბომიდან Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81
გამოსვლის თარიღი 4 აპრილი 2000
ჩაიწერა 7 და 9 აგვისტო, 1980
ჟანრი ინსტრუმენტული როკი, პროგრესული როკი, არტ-როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 3:26
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI (გაერთიანებული სამეფო), Columbia (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი/დევიდ გილმორი
პროდიუსერი ჯეიმზ გათრი

The Last Few Bricks“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ინსტრუმენტული გადაბმა, რომელიც სრულდებოდა ტურნეს The Wall კონცერტებზე, სიმღერების „Another Brick in the Wall (Part III)“ და „Goodbye Cruel World“ შორის. სამუშაო სახელწოდებები იყო „Almost Gone“ და „The Medley“.

ეს პასაჟი გამოიყენებოდა სცენაზე კედლის დასასრულებლად (რომელიც კონცერტის მეორე ნახევარში მყარად იდგა და მალავდა მუსიკოსთა ნაწილს), ამიტომ ხანგრძლივობა იცვლებოდა, თუმცა ძირითად სქემას შეადგენდნენ სიმღერები „The Happiest Days Of Our Lives“, „Don't Leave Me Now“, „Young Lust“ და „Empty Spaces“/„What Shall We Do Now?“. ყველაზე ხანგრძლივი იყო მისი 1980 წლის 7 თებერვალს, ლოს-ანჯელესში - 13 წუთამდე შესრულება[1].

ნომერი აგრეთვე შესრულდა როჯერ უოტერსის მიერ ბერლინში, 1990 წელს, The Wall Live In Berlin-ის დადგმაზე. იგი აგრეთვე სრულდებოდა 2010-2013 წლებში, როჯერის ტურნეს The Wall Live ფარგლებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]