შინაარსზე გადასვლა

The Dogs of War (პინკ ფლოიდის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Dogs of War“
პრომოსინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 7 სექტემბერი, 1987 (ბრიტანეთი)
8 სექტემბერი, 1987 (აშშ)
ჩაიწერა ოქტომბერი 1986 - მაისი 1987, სტუდია ასტორია
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 6:05
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი, ენტონი მური
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი
A Momentary Lapse of Reasonსიმღერები

The Dogs of War — მესამე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason.[1][2] აშშ-ში იგი ცალკე პრომო-დისკზე გამოიცა, რომელიც სინგლად ითვლებოდა. სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1987–1989 წლების ყველა კონცერტზე და შეტანილია ალბომში/ფილმში Delicate Sound of Thunder. როდესაც ალბომს მთლიანი სახით ასრულებდნენ ცოცხლად, იგი იყო პროგრამაში რიგით მერვე სიმღერა. საკონცერტო შესრულებების დროს მას ახლდა უფრო ხანგრძლივი შესავალი, საქსოფონის სოლო, გიტარისა და საქსოფონის შეჯიბრი და ხანგრძლივი ფინალი — განსხვავებით ალბომისგან. MTV-ს ვიდეო რეიტინგში იგი 1988 წლის მაისში მოხვდა, #16 ადგილზე. სიმღერაში საქსოფონისტი სკოტ პეიჯის უკრავს.

სიმღერა 1987-1989 წლების ტურნეების პროგრამაში შეიტანეს. ატლანტაში ჩაწერილი ვერსია მოხვდა სინგლის „One Slip“ b-მხარეზე. კონცერტებზე აგრეთვე პრომო ვიდეოც (რომელიც თავად კონცერტის ნაწყვეტს წარმოადგენს და მის ჩანაწერშია შესული). კონცერტებზე გამოიყენებოდა პროექციები გერმანული ნაგაზების მონაწილეობით, ხოლო დასაწყისში მოულოდნელად ჩნდებოდა დეივიდ გილმორის სახე.

სიმღერის ტექსტის თანაავტორი ენტონი მური.

დეივიდ გილმორი:

იდეა მქონდა და ენტონის ავუხსენი, მან კი პირველი სტრიქონები დაწერა. სანამ არ მივიღეთ ის, რაც გვსურდა, ვცვლიდით. მუსიკაც მზად იყო, თითქმის ყველაფერი, მაგრამ ერთხელ კომპიუტერმა შეცდომით ვიღაცის სიცილი ამოჭრა და შემთხვევით დაუკრა. ფონზე ეს სიცილი ჟღერს, როგორც ძაღლის ყეფა, დემოს ჩაწერის დროსაც ასე ვღიღინებდი. სინამდვილეში სიმღერა არის ფიზიკური და პოლიტიკური მექრთამეების შესახებ.

თავისი თემატიკით სიმღერა პოლიტიკაზეა. ომის ძაღლებში იგულისხმება ის, თუ როგორ მალავენ პოლიტიკოსები სიმართლეს მათ შესახებ. კვლავ და კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად ფული რჩება, რომელიც ნებისმიერი ომის მიღმა იმალება.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.