Nobody Home

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Nobody Home“
სიმღერა - პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Wall
გამოიცა Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი პროგრესული როკი, არტ-როკი
ხანგრძლივობა 3:26
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wall - სიმღერები

Nobody Home“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall.[1][2]

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერაში პერსონაჟი პინკ ფლოიდი აღწერს გამოგონილი კედლის მიღმა განმარტოვების მდგომარეობას.[3] არავინ ჰყავს, რომ ესაუბროს და ირგვლივ მხოლოდ თავისი სამფლობელოა. სიმღერაში აღწერილია გრძნობა, რომელიც ჯგუფის ვოკალისტ, ბასისტ და სიმღერების ავტორ როჯერ უოტერსს დაეუფლა 1977 წლის ტურნეს დროს, როდესაც პინკ ფლოიდი კონცერტებს სტადიონებზე ატარებდა. გარდა ამისა, სიმღერაში არის მინიშნებები პინკ ფლოიდის ყოფილ წევრ სიდ ბარეტზე.[3] კომპოზიცია დაიწერა დევიდ გილმორის, როჯერ უოტერსის და თანაპროდიუსერ ბობ ეზრინის კამათის შემდეგ, როდესაც ეზრინმა და გილმორმა უოტერსს მოსთხოვეს სტუდიაში კიდევ ერთი სიმღერის მოტანა. ორი დღის შემდეგ როჯერმა „Nobody Home“ მოიტანა, რომელიც The Wall-ისთვის დაწერილი უკანასკნელი სიმღერა იყო. ალბომის 30 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად მომზადებულ გადაცემა In the Studio with Redbeard-ის სპეციალურ გამოშვებაში გილმორმა ახსენა, რომ "Nobody Home" ალბომზე მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო.

სიმღერაში უკანა ფონზე ჟღერს ფრაზები ამერიკული სიტკომიდან „Gomer Pyle, U.S.M.C.“[3], რაც კავშირშია სტრიქონთან:

I got thirteen channels of shit on the TV to choose from

მე მაქვს ასარჩევად 13 სულელური ტელეარხი

სიმღერის დიდი ნაწილი აღწერს სიდ ბარეტის შეშლილობას, რომელიც 1967 წელს დაიწყო.[3] დოკუმენტურ ფილმში Behind The Wall დევიდ გილმორი ამბობს, რომ იგი აღწერს ტურნეს დროს მრავალი როკ-მუსიკოსის მდგომარეობას. თუმცა აღსანიშნავია ტექსტი:

I got nicotine stains on my fingers
I got a silver spoon on a chain
Got a grand piano to prop up my mortal remains

ჩემს თითებზე ნიკოტინის ლაქებია
ვერცხლის კოვზი პატარა ჯაჭვზე მიკიდია
მე მაქვს როიალი, რათა ჩემი მკვდარი ნარჩენები შევაკავო

რაც, როგორც ამბობენ, ეხება პინკ ფლოიდის კლავიშისტ რიჩარდ რაიტს, რომელიც იმ პერიოდში კოკაინის მომხმარებელი იყო.[4]

სიმღერა მოულოდნელად მთავრდება უკანასკნელი სტრიქონებით:

I got a pair of Gohill's boots
and I've got, fading roots

მე „გოჰილზის“ ფეხსაცმლის წყვილი მაქვს
და ჩემი ფესვები ხმება...

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდის 1980-1981 და როჯერ უოტერსის 2010-2013 წლების ტურნეების (და კონცერტის The Wall Live in Berlin) დროს სცენაზე აგებულ კედელში ჩანდა სასტუმროს ნომერი, რომელშიც როჯერი (რომელიც პინკს განასახიერებდა) იჯდა და სატელევიზიო არხებს რთავდა.

კონცერტზე The Wall Live in Berlin შესრულებული ვერსია განსხვავდება ყველა დანარჩენისგან იმით, რომ მეორე სტროფთან ერთად კომპოზიციას დასარტყმელების რიტმი დაემატა, ისევე, როგორც სოლო ელექტრონულ გიტარაზე.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრეთვე:

ქავერ ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფიტჩი, ვერნონ; რიჩარდ მეჰონი (2006). Comfortably Numb: A History of The Wall 1978–1981.
  • ფიტჩი, ვერნონ (2005). The Pink Floyd Encyclopedia (მესამე გამოცემა). ISBN 1-894959-24-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Janovitz, Bill. Nobody Home - Pink Floyd : Listen, Appearances, Song Review. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 13 August 2012.
  4. Schaffner, Nicholas (2005). "Pigs on the Wing", Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey, New, London: Helter Skelter, გვ. 219. ISBN 1-905139-09-8. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Fitch and Mahon, p. 94.
  6. Nobody Home by Metric Concert Statistics. setlist.fm. წაკითხვის თარიღი: 13 August 2012.
  7. Pink Floyd's The Wall tribute, The Rock Radio, 2005.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nobody_Home&oldid=3353169“-დან