The Great Gig in the Sky

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„The Great Gig in the Sky“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Dark Side of the Moon
გამოსვლის თარიღი 17 მარტი, 1973
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973
ჟანრი პროგრესული როკი, როკ მუსიკა
ხანგრძლივობა 4:47
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორი რიჩარდ რაიტი, კლერ ტორი[1]
The Dark Side of the Moon - სიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

The Great Gig in the Sky“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon[2][3]. მისი ავტორია რიჩარდ რაიტი, ხოლო თანაავტორი — კლერ ტორი, რომელიც კომპოზიციაში ვოკალს ასრულებს.

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად სიმღერა იწერებოდა რიჩარდ რაიტის მიერ შედგენილი აკორდების თანმიმდევრობის მიხედვით იქმნებოდა. მას ეწოდებოდა The Mortality Sequence და The Religion Song. 1972 წლის საკონცერტო შესრულებების დროს ეს იყო უბრალოდ სოლო ორგანზე, რომელსაც ახლდა ბიბლიის ციტირება და მალკოლმ მაგრიჯის, ბრიტანელი მწერლის საუბრის აუდიოჩანაწერები (იგი ცნობილი იყო კონსერვატიული რელიგიური შეხედულებებით). ალბომის ჩაწერის პერიოდში წამყვანი ინსტრუმენტის სახით უკვე ფორტეპიანო გამოიყენებოდა. კომპოზიციაში გამოსაყენებლად რამდენიმე ხმოვანი ეფექტი შეარჩიეს, მათ შორის - ასტრონავტრების საუბრები, მაგრამ არც ერთი არ იყო დამაკმაყოფილებელი. საბოლოოდ, ალბომის დასრულებამდე 2 კვირით ადრე, ჯგუფმა სცადა მუსიკის ფონზე ვოკალის დამატება.[4]

ვოკალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Fender 'Duo 1000', ორგრიფიანი სტილ-გიტარა (1962), რომელიც დევიდ გილმორმა 1970 წლის ოქტომბერში სიეტლში შეიძინა. იგი გამოიყენება „The Great Gig in the Sky“-ში და გამოფენილია Pink Floyd: Their Mortal Remains-ის ფარგლებში.

ჯგუფმა დაიწყო ვოკალისტების შერჩევა. ალან პარსონსის, ალბომის ხმის ინჟინერის შემოთავაზებით, მოიწვიეს 22 წლის მომღერალი კლერ ტორი. პარსონსს უკვე ჰქონდა მასთან თანამშრომლობის გამოცდილება და მისი ვოკალიც მოსწონდა. ები-როუდის სტუდიის ბუხჰალტერმა თავად დაურეკა ტორის და დაუნიშნა სესია იმავე საღამოს. ტორი დათანხმდა, მაგრამ - ენთუზიაზმის გარეშე. იგი პინკ ფლოიდის მოყვარული არ ყოფილა და უარის თქმის სხვა მიზეზებიც ჰქონდა. მისივე თქმით, იმავე საღამოს იგი ჩაკ ბერის კონცერტზე დასწრებას აპირებდა.[5] სესია დანიშნული იქნა მეორე დღეს, კვირას. ტორის მოასმენინეს ინსტრუმენტული კომპოზიცია და თითქმის ყოველგვარი დამატებითი მითითების გარეშე, სთხოვეს ვოკალური იმპროვიზაციების დამატება. თავდაპირველად ტორი ასე მუშაობას არ აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით გაიფიქრა, რომ „ალბათ აჯობებდა, განესახიერებინა, რომ თავად ინსტრუმენტი იყო“.[6] მან ჩაწერა ორი დუბლი. მეორე იყო უფრო ემოციური, ვიდრე პირველი. დევიდ გილმორმა ითხოვა მესამე დუბლის ჩაწერაც, მაგრამ შუა დუბლის დროა შეჩერდა, ვინაიდან იგრძნო, რომ იგივეს იმეორებდა და უკვე საკმარისი ჰქონდა ნამღერი. საბოლოო ვერსია, შეტანილი ალბომში, შედგენილია სამივე დუბლისგან. ჯგუფის წევრები ტორის შესრულებით კმაყოფილები ჩანდნენ, მაგრამ პასუხად არაფერი უთქვამთ და ამიტომ ტორიმ სტუდია იმ იმედით დატოვა, რომ ვოკალი ალბომზე არ მოხვდება. მან საბოლოო შედეგის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ალბომი ერთ-ერთ მაღაზიაში დაინახა და საკუთარი სახელი შემსრულებელთა სიაში ამოიცნო.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომრის თავდაპირველი შესრულებისას უკანა ფონზე ისმოდა რელიგიური ქადაგებები და მალკოლმ მაგრიჯის, ბრიტანელი მწერლის ფრაზები. ნომერს აკლდა დასარტყმელი საკრავები და განსხვავებული იყო იმ ვერსიისგან, რომელიც შევიდა ალბომში. რელიგიურ თემატიკას მხარს უჭერდა საეკრანო პროექციაც, რომელშიც ჩნდებოდა ცეცხლით მოცული მღვდელი (მარჯვნივ). კომპოზიციის საბოლოო ვერსიის ძირითადი თემაა ფატალურობა. უფრო გვიანდელ ვერსიაში, რომლის შემდეგი ვერსია მხოლოდ კლერის ვოკალით განსხვავდება, გამოკვეთილია კოსმონავტების ხმები. ყველა ალტერნატიული ვერსია შეტანილია ალბომის The Dark Side of the Moon 2011 წლის, Immersion/Experience გამოცემებში.

როჯერის 1987 21 და 22 ნოემბრის კონცერტებზე ვოკალური ნაწილი შეასრულა სპეციალურად მიწვეულმა ტორიმ, თუმცა მანამდეც, 26 აგვისტოს, ნიუ-იორკში შეუერთდა. კომპოზიციის ინსტრუმენტული ვერსია (მხოლოდ შესავალი) მოკლე დროის განმავლობაში სრულდებოდა 1999 წელს, ტურნეს In The Flesh ფარგლებში. იგი პროგრამაში დაბრუნდა 2006-2008 წლების ტურნეს The Dark Side Of The Moon Live დროს, სადაც მისი ვოკალური შესრულება ზუსტად ნოტების მიხედვით მიჰყვებოდა ორიგინალურ წყობას. 2016 წლის კონცერტებზე როჯერმა მიიწვია დუეტი Lucius, რომლის წევრებმა ვოკალური პარტიები გაინაწილეს.

რამდენიმეჯერ ნომერი დევიდ გილმორის 2006 წლის ტურნეს მსვლელობისას შესრულდა, 2016 წლის ტურნეში კი უფრო ხშირად იყო წარმოდგენილი. პინკ ფლოიდი მას უკრავდა 1988 წლიდან, 1989/1990 წლების კონცერტებზე, სამი ვოკალისტის დახმარებით. ვიდეოეკრანებზე როგორც წესი, ამ დროს გადიოდა კადრები, გადაღებული სერფინგის მოყვარულთა მიერ. იგივე კადრები გამოიყენებოდა ფილმში „Crystal Voyager“, სადაც ისინი კომპოზიციას „Echoes“ ახლდა. ეს კადრები ჯგუფის კონცერტებზე 1975 წელსაც ჩნდებოდა.

1990 წელს ნებუორთის კონცერტზე ნომერი ჯგუფთან ერთად კლერ ტორიმ შეასრულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2007) Echoes. ISBN 0-9554624-0-1. „... all pressings after 2005 bear the credit Richard Wright/Clare Torry. ...“ 
  2. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  3. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  4. Harris; Mabbett 1995; Blake. See also Nerpil, Hannah. “Richard Wright’s Greatest Hits: 10 Pink Floyd Classics“, The Times Online, 19 September 2008. წაკითხვის თარიღი: 26 May 2010. 
  5. Blake
  6. Harris