შინაარსზე გადასვლა

A Saucerful of Secrets

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
A Saucerful of Secrets
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 29 ივნისი, 1968 (ბრიტანეთი)
27 ივლისი 1968 (აშშ)
ჩაიწერა 7–8 აგვისტო 1967 და 18 იანვარი – 3 მაისი 1968, EMI-ს სტუდიები, ლონდონი
9–11 და 19 ოქტომბერი 1967, De Lane Lea Studios
ჟანრი
ხანგრძლივობა 39:25
ლეიბლი EMI Columbia
პროდიუსერი ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
The Piper at the Gates of Dawn
(1967)
A Saucerful of Secrets
(1968)
More
(1969)
სინგლები ალბომიდან A Saucerful of Secrets
  1. „Let There Be More Light / Remember a Day“
    გამოცემის თარიღი: 19 აგვისტო 1968 (მხოლოდ აშშ)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3.5/5 stars[4]
BBCშეფასების გარეშე[5]
Rolling Stone(უარყოფითი) [6]
The Rolling Stone Album Guide3/5 stars[7]
Yahoo! Musicშეფასების გარეშე[8]

A Saucerful of Secrets (ინგლ. იდუმალი თეფში) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეორე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 1968 წლის 29 ივნისს. მასში შეტანილი კომპოზიციები ჩაიწერა EMI-ს კუთვნილ ები-როუდის სტუდიებში 1967 წლის აგვისტოდან 1968 წლის აპრილამდე. სიდ ბარეტის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ეს იყო პინკ ფლოიდის უკანასკნელი ალბომი, რომელზეც მან იმუშავა.

ჩაწერა და სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის ხმისჩამწერი სესიების დროს ბარეტის ფსიქიკური მდგომარეობა სულ უფრო იცვლებოდა. 1968 წლის იანვარში ჯგუფში მოვიდა დევიდ გილმორი. ბარეტმა პინკ ფლოიდი ოფიციალურად დატოვა მარტში და ახალი შემადგენლობა დარჩა დისკის ჩაწერის დასასრულებლად. შედეგად A Saucerful of Secrets არის პინკ ფლოიდის ერთადერთი სტუდიური დისკი, რომელზეც უკრავს ხუთივე წევრი. გილმორი ასრულებს სოლო-პარტიებს კომპოზიციებში "Let There Be More Light", "Corporal Clegg", "A Saucerful of Secrets" და "See-Saw", ხოლო ბარეტი — კომპოზიციებში "Remember a Day", "Jugband Blues" და "Set the Controls for the Heart of the Sun".

ისევე როგორც "Jugband Blues", ალბომში უნდა შეეტანათ "Vegetable Man", რომელიც სიდ ბარეტის მიერ დაიწერა. მიუხედავად ამისა, პინკ ფლოიდის წევრების აზრით, იგი ზედმეტად ავტობიოგრაფიული იყო და მისი შეტანა ალბომზე არ უნდა მომხდარიყო. შედეგად, ეს კომპოზიცია და "Scream Thy Last Scream" (იმავე პერიოდში ჩაწერილი) პინკ ფლოიდის არც ერთ ოფიციალურ გამოცემაში არ იქნა შეტანილი, თუმცა ვრცელდება ბუტლეგის ტიპის ჩანაწერებზე.

რიჩარდ რაიტის ხმა ჟღერს ალბომის ოთხ კომპოზიციაში. ამრიგად, ეს არის პინკ ფლოიდის ერთადერთი ალბომი, სადაც რაიტის ვოკალური პარტიების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე სხვა წევრების. ასევე, ეს არის ერთადერთი ალბომი, სადაც ნიკ მეისონი მღერის ("Corporal Clegg").

დღემდე A Saucerful of Secrets რჩება პინკ ფლოიდის ერთადერთ ალბომად, რომელიც არ მოხვდა ამერიკულ ჩარტში.

პინკ ფლოიდამდე EMI-ს კლიენტებიდან საკუთარი გემოვნებით შერჩეული დიზაინერი მხოლოდ The Beatles-ის წევრებს თუ ჰყოლია. პინკ ფლოიდის ალბომისთვის ყდა შექმნა დიზაინ-გაერთიანებამ Hipgnosis, რომელშიც სტორმ თორგერსონი შედიოდა. სურათების კოლაჟის ნაწილი აღებულია კომპანიის Marvel Comics ჟურნალის Strange Tales 158-ე გამოცემის 25-ე გვერდიდან (1967), სადაც ჩნდება ექიმი სტრეინჯი. ასევე გამოყენებულია პლანეტების გამოსახულება. გარეკანის შუაგულში ოდნავ შეიმჩნევა თავად მუსიკოსების სურათიც (იხ. მარცხნივ). ალბომის Ummagumma ჩაწერის შემდეგ ჯგუფის გამოსახულება ალბომის მთავარ მხარეს აღარ დაბეჭდილა.

გარეკანზე დევიდ გილმორის გვარი არასწორად არის დაწერილი, როგორც Gilmore. იგივე შეცდომას ხშირად უშვებდა სხვადასხვა ტელეარხი თუ გაზეთი, თუმცა Gilmore კვლავ ჩნდებოდა ალბომის ნებისმიერ გამოცემაზე 1994 წლამდე.

1994 წლის გამოცემას თან ახლავს როგორც სიმღერების ტექსტები, ასევე ახალი ფსიქოდელიური გამოსახულებები და ჯგუფის ფოტოსურათები.

ეს ყდა ასევე გამოყენებულია ჯგუფ Marillion-ის სადებიუტო სტუდიური დისკის Script for a Jester's Tear გაფორმებაში (სადაც იატაკზე არის დადებული).

სიმღერების მიმოხილვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე როგორც ალბომში The Piper at the Gates of Dawn, ამ ნამუშევარშიც შეიმჩნევა სპეის და ფსიქოდელიური როკის ელემენტები. მაგრამ წინამორბედისგან განსხვავებით, რომელშიც ავტორის სახით დომინირებდა სიდ ბარეტი, აქ მისი მხოლოდ ერთი საავტორო სიმღერა მოხვდა, Jugband Blues.

ვინაიდან ბარეტი თითქმის არ მუშაობდა სტუდიაში, ძირითად შემოქმედებით ძალას როჯერ უოტერსი და რიჩარდ რაიტი წარმოადგენდნენ. პირველი კომპოზიცია, Let There Be More Light თითქოს განაგრძობს ბარეტის სტილში მოძრაობას. ისევე როგორც Remember a Day, სიმღერა See-Saw თავის ტექსტებში შეიცავს მოგონებებს ბავშვობაზე. მათი ავტორია რაიტი, რომელსაც თავად ეს სიმღერები არ მოსწონდა.

Set the Controls for the Heart of the Sun (უოტერსის კიდევ ერთი კომპოზიცია) სპეის-როკის ჟანრის ნომერია, რომელიც ბარეტთან ერთად მანამდე, 1967 წელს კონცერტებზე სრულდებოდა. იგი ისეთი მოწონებით სარგებლობდა, რომ ჯგუფი მას 1973 წლამდე ასრულებდა, ხოლო უოტერსმა ის შეიტანა თავის 1984 წლის სოლო-პროგრამაში და ასრულებდა ტურის The Dark Side of the Moon Live 2008 წლის ეტაპის ჩათვლით. კომპოზიციის ტექსტი აღებულია ჩინური პოეზიის წიგნიდან.

Corporal Clegg, დაწერილი უოტერსის მიერ, არის პინკ ფლოიდის პირველი კომპოზიცია, რომლის ტექსტში ნახსენებია ომი - თემა, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა უოტერსის ქვეცნობიერებაზე და კულმინაცია იქონია ალბომში The Final Cut. ამ სიმღერაში ასევე ჟღერს ნიკ მეისონის ვოკალიც, რაც აღარ განმეორებულა ჯგუფის არც ერთ დისკზე.

ბრიტანეთში ალბომი პირველად გამოიცა 1968 წლის 29 ივნისს, ლეიბლის EMI მიერ შექმნილ უფრო მცირე ფირმის Columbia მიერ. თავდაპირველად გამოვიდა მისი მონო (SX 6258) და სტერეო (SCX 6258) ვერსიები. ჰიტ-აღლუმში მან #9 პოზიციამდე მიაღწია. აშშ-ში ის გამოსცა ლეიბლმა Tower Records (რომელიც Capitol-ის მიერ იქნა დაარსებული). დღემდე იგი ამ ქვეყანაში რჩება პინკ ფლოიდის ერთადერთ ალბომად, რომელიც ჰიტ-აღლუმებში არ მოხვედრილა. თუმცა, კრებულში A Nice Pair გამოცემით ის შტატებში #39 პოზიციაზე გამოჩნდა.

ალბომის სტერეო-ჩანაწერი კომპაქტ-დისკზე პირველად 1987 წელს, ხოლო 1992 წელს - რემასტერის სახით იქნა გამოცემული, კრებულის Shine On შემადგენლობაში. რემასტერი აგრეთვე გამოვიდა 1994 (ბრიტანეთი) და 1995 (აშშ) წლებში. მაგრამ აუდიოდისკზე მონო-ვერსია ოფიციალურად არ გამოცემულა. 2011 და 2016 წლებში CD კვლავ გამოვიდა (მოგვიანებით - Pink Floyd Records-ზე).

2016 წელს ალბომი ხელახლა გამოიცა ანალოგური ფირებიდან აღდგენილ გრამფირფიტაზე.

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)ივოკალიხანგრძლივობა
1.„Let There Be More Light“როჯერ უოტერსიდევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი5:38
2.„Remember a Day“რაიტირაიტი4:33
3.„Set the Controls for the Heart of the Sun“უოტერსიუოტერსი5:28
4.„Corporal Clegg“უოტერსიგილმორი, ნიკ მეისონი4:13
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)ივოკალიხანგრძლივობა
1.„A Saucerful of Secrets
  • I. Something Else
  • II. Syncopated Pandemonium
  • III. Storm Signal
  • IV. Celestial Voices“
უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონიინსტრუმენტული11:52
2.„See-Saw“რაიტირაიტი4:36
3.„Jugband Blues“ბარეტიბარეტი3:00
პინკ ფლოიდი
  • როჯერ უოტერსი – ბას გიტარა, პერკუსია, ვოკალი[9]
  • რიჩარდ რაიტი – ფორტეპიანო, ორგანი, მელოტრონი, ვიბრაფონი, ვოკალი[9] სასტვენი სიმღერაში "Jugband Blues"[10]
  • დევიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი, კაზუ[9]
  • ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ვოკალი (Corporal Clegg)[11] კაზუ სიმღერაში "Jugband Blues"[10]
  • სიდ ბარეტი – გიტარა (Remember a Day და Set the Controls for the Heart of the Sun), აკუსტიკური გიტარა და ვოკალი (Jugband Blues)[12][13] გიტარა სიმღერაში "Set the Controls for the Heart of the Sun",[12][14] ვოკალები და გიტარა სიმღერაში "Jugband Blues"[15]
დამატებითი პერსონალი
  • ნორმან სმითი – დასარტყმელი საკრავები და დამატებითი ვოკალი კომპოზიციაში Remember a Day[16]
  • გადარჩენის არმიის ორკესტრი (Jugband Blues)

ჩარტები და სერტიფიცირებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Edmondson PhD, Jacqueline (10 მაისი2011). Music in American Life: An Encyclopedia of the Songs, Styles, Stars, and ..., გვ. 147. ISBN 978-1-4299-6589-7. „...Although Pink Floyd found its own origins in the psychedelic rock of the late 1960s—most notably in The Piper at the Gates of Dawn(1967) and A Saucerful of Secrets(1968)...“ 
  2. Bill Martin (14 December 2015). Avant Rock: Experimental Music from the Beatles to Bjork, გვ. 68. ISBN 978-1-4299-6589-7. 
  3. Bill Martin (14 დეკემბერი 2015). Listening to the Future: The Time of Progressive Rock, 1968–1978, გვ. 165. ISBN 978-1-4299-6589-7. 
  4. უნტერბერგერი, რიჩი. A Saucerful of Secrets – Pink Floyd : სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები : AllMusic. AllMusic. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი 2012.
  5. Easlea, Daryl. (17 აპრილი 2007) Music – Review of Pink Floyd – A Saucerful of Secrets. BBC. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2012.
  6. Miller, Jim (26 ოქტომბერი 1968). A Saucerful of Secrets. Rolling Stone. San Francisco: Straight Arrow Publishers, Inc. ციტირების თარიღი: 30 მაისი 2014.
  7. Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Jann S. Wenner (2004). ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2012.
  8. DeRogatis, Jim. Pink Floyd Reviews. Yahoo! Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-04. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2012.
  9. 9.0 9.1 9.2 Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  10. 10.0 10.1 Manning 2006, p. 187
  11. Schaffner 2005, p. 132
  12. 12.0 12.1 Palacios 2010, p. 286
  13. ევერეტი, Walter. The Foundations of Rock: From "Blue Suede Shoes" to "Suite: Judy Blue Eyes". Oxford: Oxford University Press, გვ. 90. ISBN 0-19-531023-3. 
  14. Chapman 2010, p. 186
  15. Palacios 1998, p. 195
  16. A Saucerful of Secrets (Back cover). Pink Floyd. EMI Columbia.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  17. French Albums Chart (1968–2007). InfoDisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-07. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2013.
  18. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  19. British album certifications – Pink Floyd. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Search. შეიყვანეთ Artist ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go