Atom Heart Mother
Atom Heart Mother | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 2 ოქტომბერი, 1970 | |||
ჩაიწერა | თებერვალი - აგვისტო, 1970 | |||
სტუდია |
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 52:06 | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი |
პინკ ფლოიდი ნორმან სმითი (აღმ.) | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [2] |
რობერტ კრისტგოუ | D+[3] |
The Daily Telegraph | [4] |
The Great Rock Discography | 7/10[5] |
MusicHound | [6] |
Rolling Stone | (არაკეთილგანწყობილი)[7] |
The Rolling Stone Album Guide | [8] |
Virgin Encyclopedia of Popular Music | [5] |
Atom Heart Mother (ქართ. დედა ატომის გულით) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1970 წელს, ლეიბლებზე Harvest და EMI Records (ბრიტანეთი) და Harvest და Capitol (აშშ). ალბომი ჩაწერილია ები-როუდის სტუდიებში (ლონდონი, ინგლისი). ბრიტანეთის ჩარტში მან #1,[9] ხოლო ამერიკის - #55 პოზიციამდე მიაღწია[10]. შტატებში 1994 წლის მარტში მას ოქროს სტატუსი მიენიჭა. 1994 წელს და 1995 წელს ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოვიდა ალბომის რემასტერი.
Atom Heart Mother იყო პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, რომლის ხმის მიქსიც მომზადდა სპეციალურად კვადრო, ისევე როგორც სტანდარტული სტერეო სისტემისთვის. SQ კვადრომიქსი გამოვიდა გრამფირფიტებზე სპეციალური ფორმატით, რომელიც სტანდარტული ორარხიანი ვერსიის მოსმენის საშუალებასაც იძლეოდა. არსებობს კვადროვერსია, რომელიც გამოიცემოდა ბრიტანეთში - ე.წ. „კვად-8“ ფორმატში, რომელიც 8 ფირიანი აუდიოკარტრიჯის მსგავსი იყო.
ალბომის გარეკანი, როგორც მანამდე, შექმნა Hipgnosis-მა. იგი გამოირჩევა, ვინაიდან ეს არის პინკ ფლოიდის პირველი გარეკანი, რომელზეც არ არის გამოტანილი ჯგუფის სახელწოდება. მის გარე თუ შიდა მხარეებზე არ ფიგურირებს ჯგუფის გამოსახულებებიც. 1970-იან წლებში პინკ ფლოიდში წინა ყდაზე საკუთარი გამოსახულების გამოტანის თავშეკავების ეს ტენდენცია გაგრძელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომს კრიტიკოსების მოწონება და კომერციული წარმატება ხვდა წილად, ჯგუფმა, განსაკუთრებით როჯერ უოტერსმა და დეივიდ გილმორმა მოგვიანებით გამოთქვეს თავიანთი უარყოფითი აზრები მის შესახებ. თუმცა, 2008 წელს დეივიდ გილმორმა სასათაურო კომპოზიცია შეასრულა რონ გისინთან ერთად.
ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასათაურო კომპოზიციის თავდაპირველი სათაური იყო „The Amazing Pudding“ (საოცარი პუდინგი), თუმცა რონ გისინი მას უბრალოდ „ეპიკურს“ უწოდებდა. სახელწოდება შეიცვალა მაშინ, როდესაც გისინმა ჯგუფს უჩვენა 1970 წლის 16 ივლისის გაზეთი, რომელშიც როჯერ უოტერსმა ამოიკითხა სტატიის სათაური - „ცნობილი გახდა დედა ატომის გულით“. სტატიაში მოთხრობილი იყო ქალის შესახებ, რომელსაც ჩაუდგეს კარდიოსტიმულატორი ატომურ ძრავაზე.[11]
ეს პიესა არის მკვეთრი განსხვავება ჯგუფის უფრო ადრეული ინსტრუმენტული კომპოზიციებისგან, როგორიც არის „A Saucerful of Secrets“. სასათაურო კომპოზიციას უკავია ალბომის პირველი გვერდის ერთი ნახევარი. იგი დაყოფილია ექვს ნაწილად, შეიცავს სასულე საკრავების სრული სექციისა და გუნდის ჩანაწერებს, რომლებიც შეადგენენ მელოდიური ნაწილის დიდ ნაწილს. ამის პარალელურად პინკ ფლოიდი ასრულებს საკუთარ პარტიებს. ერთ-ერთ-ერთ სექციაში ჟღერს დეივიდ გილმორის ბლუზური სტილის შესრულება.
დეივიდ გილმორი იხსენებს:
მთავარი თემა არის აკორდების გარკვეული თანმიმდევრობა, რომელიც ადრე დავწერე.მე მას "მოგონილი ვესტერნის თემა" ვუწოდე, რადგანაც იგი ძალიან მაგონებს ვესტერნების მუსიკას". უოტერსს "გმირული, აწონ-დაწონილი" თემის ხარისხი იმდენად მოეწონა, რომ მოითხოვა ამ ნაწყვეტზე მუშაობა.მის წარმოდგენაში წარმოისახა ის, რაც მოგვიანებით ალბომზე ისმის - ცხენების სილუეტები მზის ფონზე.
დამატებითი თემებისა და ვარიაცების ძიებაში, სანამ პიესამ არ მიიღო პირვანდელი სახე, ჯგუფმა მრავალი დღე გაატარა სტუდიაში.
გილმორი:
ვისხედით, ვუკრავდით, ერთმანეთს ვუცვლიდით თემებს, ვამატებდით და ვაკლებდით ნაწილებს.
კომპოზიციის ადრეული ვერსიის პრემიერა სახელწოდებით „Amazing Pudding“ გაიმართა პარიზში, 1970 წლის 23 იანვარს. ვინაიდან პიესა მოითხოვდა დასრულებას, რონ გისინის დახმარებით მათ სცადეს ეს, დაუტოვეს რა მას ფირი. ზაფხულის ერთი თვე რონმა ცხელ ლონდონში დაჰყო. რიკი ნახევარი დღე მუშაობდა მასთან ერთად გუნდზე, დეივიდი ამატებდა გიტარის სოლოებს. როჯერს არ ესმოდა ნოტები და არ ერეოდა პარტიტურებში.
გისინის პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც მან საკუთარ თავზე აიღო ები-როუდზე ორკესტრის დირიჟირება. პირველი შეცდომა, მისი თქმით, იყო სესიური მუსიკოსების მოყვანა - მათ ყველას სურდათ განსხვავებული, არა ის, რაც ქაღალდზე იყო დაწერილი. კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო სტუდიაში სიდ ბარეტის გამოჩენა - გისინის ამბობდა, რომ მას ბარეტი შეშლილი ეგონა და არაფრად მიაჩნდა, როგორც მუსიკოსი. მისივე თქმით, სიდი უმოქმედობის პერიოდში უფრო პოპულარული იყო, ვიდრე მუსიკოსის ამპლუაში.
რთული სამუშაო თავის თავზე ჯონ ოლდისმა აიღო[12], რონი კი სტუდიიდან წავიდა. ოლდისმა ბოლომდე მიიყვანა დაწყებული საქმე.
სიუიტის კრიტიკული შეფასება არაერთგვაროვანი იყო. სხვადასხვა დროს თავად ჯგუფის წევრებიც მას უარყოფითად აფასებდნენ, თუმცა 1970-იანი წლების დასაწყისში მისდამი ენთუზიაზმით განეწყვნენ, როდესაც ტურნეს მსვლელობისას რამდენიმეჯერ გამოიყენეს ორკესტრი და გუნდი. მოგვიანებით კომპოზიციის არანჟირება უკვე შეადგენდა 15 წუთიან ნომერს, რომელშიც არ ჟღერდა სხვადასხვა კოლაჟური სექცია და მთავარი თემის ფინალური რეპრიზა. ასეთი სახით ნომერი მათ პროგრამაში 1972 წლამდე დარჩა, როდესაც პინკ ფლოიდი უკვე ასრულებდა ალბომს The Dark Side of the Moon.
2008 წელს რონ გისინმა სიუიტა „Atom Heart Mother“ შეასრულა იტალიურ ჯგუფ Mun Floyd-თან ერთად. ჩელსის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ორი კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ გუნდი, ორკესტრი, ჩელისტი კეროლაინ დეილი (რომელიც დეივიდ გილმორთან თანამშრომლობდა). მეორე საღამოს კონცერტს თავად გილმორიც დაესწრო, რომელმაც მთელი სიუიტა სხვებთან ერთად დაუკრა. ამ ვერსიისთვის კომპოზიცია განავრცეს 35 წუთამდე.
ალბომის მეორე მხარე იწყება სამი ხუთწუთიანი სიმღერით. თითოეული მათგანი სრულდება ჯგუფის სამი ძირითადი თანაავტორის მიერ. უკანასკნელი კომპოზიციაა „Alan's Psychedelic Breakfast“, ხმოვანი ეფექტების თანხლებით. თუმცა, ალბომის გარეკანზე მის ავტორებად ჯგუფის ოთხივე წევრია დასახელებული. ამით ალბომი Ummagumma-ს ჰგავს, ვინაიდან მასზე ასევე არის მოთავსებული სოლო-კომპოზიციები.
როჯერ უოტერსს ეკუთვნის სიმღერა „If“, რომელსაც ის ხშირად ასრულებდა ტურნეს Radio K.A.O.S. ფარგლებში. მეორე სიმღერა ალბომის B-მხარეზე არის რიჩარდ რაიტის „Summer '68“ - როკ-ენ-როლური ცხოვრების ერთგვარი კრიტიკა, რომელიც პინკ ფლოიდის მუსიკაში შემდგომშიც ჩნდებოდა. ეს სიმღერა იაპონიაში სინგლის სახითაც გამოიცა[13]. შემდეგია დეივიდ გილმორის „Fat Old Sun“, რომელიც სრულდებოდა ჯგუფის და მის სოლო-კონცერტებზეც, ხოლმე - 15 წუთიანი იმპროვიზაციის სახით.
საბოლოო კომპოზიციაა „Alan's Psychedelic Breakfast“, დაყოფილი სამ ნაწილად. ყოფილ მათგანი გამორჩეულ სათაურს ატარებს. მათ ახლავს დიალოგები და ხმოვანი ეფექტები ჯგუფის საკონცერტო მენეჯერ ალან სტაილზის სახლიდან - ძირითად, დაფუძნებული საუზმის მომზადებაზე. კონცერტებზე ეს კომპოზიცია შესრულდა მხოლოდ ოთხჯერ, 1970 წელს. შესრულების დროს ჯგუფის წევრები ვახშამს პირდაპირ სცენაზე მიირთმევდნენ, მუსიკალურ ნაწილებს შორის არსებულ შუალედებში.
ორიგინალურ ალბომს ასრულებს წყლის წვეთების უწყვეტი ხმა.
გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Atom Heart Mother გამოვიდა სტანდარტულ სტერეო ფორმატებში, ბრიტანეთსა და აშშ-ში. თუმცა, აგრეთვე გამოვიდა ალბომის კვადრო-ვერსია, ოთხარხიანი სისტემებისთვის. ეს მიქსი აგრეთვე შეტანილია ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში. კიდევ ერთი პოპულარული გამოცემა იყო 8 არხიანი კარტრიჯი, რომელზეც ჩანაწერი უსასრულოდ ისმინებოდა.
1987 წელს ალბომი პირველად გამოვიდა CD-ზე, ხოლო 1994 წელს გამოვიდა მისი პირველი მნიშვნელოვანი რემასტერი. 2011 წელს გამოიცა ახალი რემასტერი. იგივე ვარიანტი შეტანილია 2016 წლის CD ვერსიაში. 2016 წელს ალბომი ხელახლა გამოიცა ანალოგური ფირებიდან აღდგენილ გრამფირფიტაზე.
ალბომის გარეკანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის ორიგინალურ გარეკანზე გამოსახულია მოლზე შემდგარი ძროხა. ფირფიტის გარეკანზე არაფერი წერია. სხვადასხვა უფრო გვიანდელ გამოცემაზე სათაური და შემსრულებლის სახელი დამატებულია. ეს იყო ჯგუფის რეაქცია იმიჯზე, რომელიც მას შეექმნა გარკვეულ წრეებში - ფსიქოდელიური, სპეის როკ-ჯგუფის. ამიტომ, მათი თხოვნა იყო, გარეკანზე გამოეყენებინათ მარტივი გამოსახულება. სტორმ თორგერსონმა გადაიღო გზაში შემხვედრი პირველივე ძროხა.[14] ძროხის პატრონი მას უწოდებდა „ლულუბელ III“-ს[15]. ფირფიტის უკანა გარეკანზე გამოსახულია უფრო მეტი ძროხა, ასევე ყოველგვარი ტექსტის გარეშე. შიდა გარეკანზე წარმოდგენილია ძროხებიანი მინდვრის შავ-თეთრი ფოტოსურათი. ლეიბლის Capitol მიერ ჩატარებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ალბომის გამოცემას ახლდა ვარდისფერი გასაბერი ძროხის ცაში გაშვება.[16]
ამერიკულ გამოცემაზე გამოტანილია ჯგუფის სახელიც და ალბომის სათაურიც. ეს გამოცემა ფერების კონტრასტის მხრივ განსხვავდება ბრიტანული ანალოგისგან.
CD-ის 1994 წლის გამოცემებში შეტანილია სიმღერებთან დაკავშირებული (თორგერსონის იდეით) ვიზუალური რიგი. 2011 წლის გამოცემაში დამატებულია ძროხების კიდევ ერთი ჯგუფური ფოტოსურათი და კოლექტივის ფოტო (სახეზე აფარებული ხელებით).
ალბომის გარეკანი ჩნდება სტენლი კუბრიკის ფილმში „მექანიკური ფორთოხალი“ - მუსიკალური მაღაზიის თაროზე.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Atom Heart Mother
| გილმორი, მეისონი, უოტერსი, რაიტი, რონ გისინი | ინსტრუმენტული | 23:44 |
2. | „If“ | უოტერსი | უოტერსი | 4:31 |
3. | „Summer '68“ | რაიტი | რაიტი | 5:29 |
4. | „Fat Old Sun“ | გილმორი | გილმორი | 5:22 |
5. | „Alan's Psychedelic Breakfast
| გილმორი, მეისონი, უოტერსი, რაიტი | ინსტრუმენტული | 13:00 |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
|
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (1970) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალია (Kent Music Report)[17] | 30 |
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[18] | 39 |
ჰოლანდიის ალბომები (Tracklisten)[19] | 8 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[20] | 5 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[21] | 4 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[22] | 8 |
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[23] | 13 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[24] | 1 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[25] | 55 |
ჩარტი (2011–12) | უმაღლესი პოზიცია |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[26] | 66 |
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[27] | 79 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[28] | 81 |
სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრია (IFPI Austria)[29] | ოქრო | 25 000x |
საფრანგეთი (SNEP)[30] | ოქრო | 100,000* |
გერმანია (BVMI)[31] | ოქრო | 250 000^ |
იტალია (FIMI)[32] | ოქრო | 50 000* |
აშშ (RIAA)[33] | ოქრო | 500 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Pink Floyd: The Story Behind Atom Heart Mother. TeamRock (22 September 2016). ციტირების თარიღი: 14 March 2017.
- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. ალბომის მიმოხილვა AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 3 ივლისი 2011.
- ↑ CG: Pink Floyd. Robert Christgau. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2012.
- ↑ მაკ-კორმიკი, ნილ (20 მაისი 2014). „Pink Floyd's 14 studio albums rated“. The Daily Telegraph. ლონდონი. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
- ↑ 5.0 5.1 Pink Floyd Atom Heart Mother, Acclaimed Music, http://www.acclaimedmusic.net/Current/A2329.htm. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2014
- ↑ გრაფი, გერი; დურხჰოლცი, დენიელ (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. ფარმინგტონ-ჰილზი, მიჩიგანი: Visible Ink Press, გვ. 872. ISBN 1-57859-061-2.
- ↑ დაბრო, ალეკ. (1970)ალბომის მიმოხილვა. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 3 ივლისი 2011.
- ↑ შეფილდი, რობ. (2 ნოემბერი 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
- ↑ Chart Stats - Pink Floyd - Atom Heart Mother. www.chartstats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-27. ციტირების თარიღი: 2009-07-02.
- ↑ allmusic (( Pink Floyd > Charts & Awards > Billboard Albums ))
- ↑ Blake, მარკ (2008). Comfortably Numb: The Inside Story of Pink Floyd. De Capo Press, გვ. 152. ISBN 9780306817526.
- ↑ Obituary – John Alldis. Brain Damage (21 December 2010). ციტირების თარიღი: 5 September 2012.
- ↑ Pink Floyd – The Official Site – Singles.
- ↑ Atom Heart Mother - Trivia and Quotes, Pink Floyd Co.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1999-10-08. ციტირების თარიღი: 2011-07-14.
- ↑ Pink Floyd: Atom Heart Mother – The 20 best album covers ever – Pictures – Music. Virgin Media. ციტირების თარიღი: 4 September 2012.
- ↑ R. Serge Denisoff, Solid gold: the popular record industry, p. 174, Transaction Publishers (1975), ISBN 0-87855-586-2
- ↑ კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6.
- ↑ "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 3735." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ LP Top 10, დეკემბერი 7, 1970. ციტირების თარიღი: 30 მარტი 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – Pink Floyd – Atom Heart Mother“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ Le Détail des Albums de chaque Artiste – P French. Infodisch.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-07. ციტირების თარიღი: 24 აპრილი 2013.
- ↑ "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Atom Heart Mother" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ „Norwegian charts portal (48/1970)“. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ „Les charts francais (01/11/2011)“. lescharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd – Atom Heart Mother". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd – Atom Heart Mother". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ Austrian album certifications – Pink Floyd – Atom Heart Mother გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ Atom Heart Mother ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ SNEP Certifications. InfoDisc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 24 აპრილი 2013.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'Atom Heart Mother') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Italian album certifications – Pink Floyd – Atom Heart Mother იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ American album certifications – Pink Floyd – Atom Heart Mother. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
|