Ummagumma

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Ummagumma
სტუდიური ალბომი / საკონცერტო ალბომი
გამოცემის თარიღი 25 ოქტომბერი 1969
ჩაიწერა 27 აპრილი 1969, კლუბი Mothers, ბირმინგემი, ინგლისი, ბრიტანეთი &
2 მაისი 1969, მანჩესტერის კომერციის კოლეჯი, მანჩესტერი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო, 1969
ჟანრი ავანგარდული მუსიკა, კონკრეტული მუსიკა, ექსპერიმენტული როკი, პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 86:21
ლეიბლი Harvest
პროდიუსერი პინკ ფლოიდი, ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
More
(1969)
Ummagumma
(1969)
Atom Heart Mother
(1970)
პინკ ფლოიდის საკონცერტო ალბომების ქრონოლოგია
Ummagumma
(1969)
Delicate Sound of Thunder
(1988)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic3.5/5 stars[1]
The Daily Telegraph3/5 stars[2]
The Great Rock Discography7/10[3]
MusicHound2.5/5 stars[4]
Paste5.0/10[5]
The Rolling Stone Album Guide2.5/5 stars[6]
Stylus Magazine(კეთილგანწყობილი)[7]
Virgin Encyclopedia of Popular Music3/5 stars[3]

Ummagumma — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ორმაგი ალბომი, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. მისი პირველი დისკი არის ოთხეულის იმდროინდელი ცნობილი ნომრების საკონცერტო შესრულების ამსახველი, მეორე კი - მისი წევრების სოლო-პროექტების კრებული.

დისკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო დისკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის საკონცერტო დისკის ჩაწერის მიზეზად იქცა ჯგუფის კონცერტების მაღალი შეფასებები. 1969 წლის სექტემბერში, სანამ Ummagumma გამოიცემოდა, გამოცემის Melody Maker ყოვეწლიურ გამოკითხვაში პინკ ფლოიდმა მეექვსე ადგილი დაიკავა.

ალბომის პირველ გამოცემებზე მითითებულია, რომ დისკი ჩაწერეს 1969 წლის ივნისში, თუმცა სინამდვილეში იგი ჩაწერილია 1969 წლის 27 აპრილს კლუბში „Mothers“ (ბირმინგემი) და 2 მაისს მანჩესტერის კომერციულ კოლეჯში. გვიანდელ გამოცემებზე ეს შეცდომები შესწორდა.

ჩანაწერში ასევე აპირებდნენ „Interstellar Overdrive“-ის (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) და სიმღერის „Embryo“ შეტანას. მიუხედავად ამისა, ფირფიტის გამოცემამდე ჩანაწერები ამოღებული იქნა. ცნობილი იყო, რომ ისინი გადასცეს ჯონ პილის პირად არქივს, საიდანაც იგი უცნობმა პირებმა მოიპარეს. თუმცა წლების შემდეგ ბუტლეგის სახით გავრცელდა ჩანაწერი Interstellar Overdrive-ით და იგივე მასალით, რაც ორიგინალურ გამოცემაში. განსხვავებას წარმოადგენს დაუმონტაჟებელი მასალის სახე, რომელსაც ეს ფირი ატარებს. საგულისხმოა, რომ კომპოზიციებს შორის ჟღერს როჯერ უოტერსის კომენტარებიც.

სტუდიური დისკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური დისკის ჩაწერის მიზეზად იქცა რიჩარდ რაიტის უკმაყოფილება იმ ფაქტით, რომ ჯგუფს არ ჰქონდა საშუალება, ხმისჩამწერ სტუდიაში რეალური თავისუფლება ეგრძნო. ამიტომ პინკ ფლოიდის თითოეულმა წევრმა მიიღო მომავალი ფირფიტის 1/4. შემდგომში მსმენელების მიერ მაღალი შეფასება მიიღო უოტერსის კომპოზიციებმა. რიჩარდი თვლიდა, რომ მისი პიესა „Sysyphus“ ზედმეტად პრეტენზიული იყო. დეივიდ გილმორის აღიარებით, „The Narrow Way“ მხოლოდ სისულელე იყო.

სტუდიურ დისკში ასევე შეტანილია ნიკ მეისონის ერთგვარი სავარჯიშო დასარტყამ ინსტრუმენტებზე, „The Grand Vizier's Garden Party“, სადაც ფლეიტის პარტიას მისი იმჟამინდელი მეუღლე ლინდი ასრულებს.

წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი გამოვიდა ბრიტანეთში 1969 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო აშშ-ში 10 ნოემბერს. მან ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მიაღწია #5 ადგილამდე, ხოლო ამერიკაში მოხვდა #74 ადგილზე. ეს იყო ჯგუფის პირველი მოხვედრა ამერიკის 100-ეულში. ამერიკაში ალბომს 1974 წლის თებერვალში მიენიჭა ოქროს სტატუსი, 1994 წლის მარტში კი - პლატინის სტატუსი.

სხვა გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს ალბომის ახალი გამოცემა გამოვიდა ორი კომპაქტ დისკის სახით. ციფრული რემასტერინგით დამუშავებული ვერსია გამოვიდა ბრიტანეთში 1994 წელს, ამერიკაში - 1995 წელს. ორიგინალური ვინილის შიდა გარეკანზე გამოსახულია უოტერსის პირველი მეუღლე. ახალი გამოცემის გაფორმებაში ეს სურათი აღარ გამოიყენება.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიგინალური გრამფირფიტების ყდები განსხვავდება ამერიკულ და ბრიტანულ ვარიანტში. ბრიტანული ვერსიის გარეკანზე ჩანს ფირფიტა მიუზიკლით „ჟიჟი“, რომელიც დევს კედელთან, ასოების „Pink Floyd“ თავზე. ორიგინალურ ამერიკულ ვერსიაში ეს ყდა ამოშლილია, როგორც ვარაუდობენ, საავტორო უფლებების გამო (მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ არალეგალურ გამოცემებზე იგი მაინც გამოსახულია). გარეკანზე გამოსახულია დეივიდ გილმორი, რომელიც ზის კარის ზღურბლზე, მის უკან ზის როჯერ უოტერსი, მის უკან დგას ნიკ მეისონი, ხოლო ბოლო პლანზე ჩანს რიჩარდ რაიტი, რომელიც წევს ბალახზე, ჰაერში აწეული ფეხებით. კედელზე ჩამოკიდებულია სარკე, რომელშიც მეორდება იგივე მოქმედება, ოღონდ ამჯერად კარის ზღურბლზე ზის როჯერ უოტერსი - ამგვარად, ყოველ ახალ სარკეში ყველა ერთმანეთს ენაცვლება. მეორე დისკის გარეკანზე გამოსახულია ჯგუფის საკონცერტო ტექნიკა და ინსტრუმენტები, რომელიც განლაგებულია ბიგინ ჰილის ასაფრენ ხაზზე.

ალბომის კონვერტის შიდა მხარეზე (და CD გამოცემებში) გამოყენებულია ჯგუფის წევრების შავ-თეთრი ფოტოსურათები. როჯერ უოტერსი გამოსახულია მეუღლე ჯუდისთან ერთად. ვინაიდან იგი მას 1975 წელს გაეყარა, გვიანდელ გამოცემებში სურათი შემცირებულია და ჩანს მხოლოდ როჯერი.

ალბომის სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის სახელწოდების წარმოთქმასთან დაკავშირებით არსებობს ორი ვერსია - ამაგამა და უმაგუმა, თუმცა 1969 წლის ერთ-ერთი კონცერტის წინ ჩაწერილი რეპეტიციის დროს (ჩანაწერი იშვიათობას წარმოადგენს და ვრცელდება ფანებს შორის) ახსენებენ ამაგამას, ასე რომ ეს ვარიანტი უფრო ზუსტად უნდა მივიჩნიოთ.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრამფირფიტა 1 - საკონცერტო ალბომი
მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იჩაწერის თარიღიხანგრძლივობა
1.„Astronomy Domine“სიდ ბარეტი27 აპრილი 19698:32
2.„Careful with That Axe, Eugene“როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი, ნიკ მეისონი, დეივიდ გილმორი2 მაისი 19698:49
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იჩაწერის თარიღიხანგრძლივობა
3.„Set the Controls for the Heart of the Sun“უოტერსი2 მაისი 19699:27
4.„A Saucerful of Secrets“უოტერსი, რაიტი, მეისონი, გილმორი27 აპრილი 196912:48
გრამფირფიტა 2 - სტუდიური ალბომი
მხარე 3
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Sysyphus (Parts 1-4)“რაიტი12:59
2.„Grantchester Meadows“უოტერსი7:26
3.„Several Species of Small Furry Animals Gathered Together in a Cave and Grooving with a Pict“უოტერსი4:59
მხარე 4
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
4.„The Narrow Way (Parts 1-3)“გილმორი12:17
5.„The Grand Vizier's Garden Party (Part 1: Entrance; Part 2: Entertainment; Part 3: Exit)“მეისონი8:46

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • როჯერ უოტერსი – ბას-გიტარა, გიტარა, ვოკალი სიმღერაში „Granchester Meadows“, ფირის ეფექტები კომპოზიციაში „Several Species of Small Furry Animals“
  • დეივიდ გილმორი – ვოკალები, გიტარა, ყველა საკრავი და ვოკალი სიმღერაში „The Narrow Way“
  • რიჩარდ რაიტი – კლავიშებიანი საკრავები, ვოკალები, ყველა საკრავი კომპოზიციაში „Sysyphus“
  • ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ყველა საკრავი კომპოზიციაში „The Grand Vizier's Garden Party“ (ფლეიტის გარდა)*

აგრეთვე

  • ლინდი მეისონი (შემდგომში – ნიკის მეუღლე) – ფლეიტა
  • ნორმან სმითი - პროდიუსერი
  • ბრაიან ჰამფრიზი - ხმის ინჟინერი (დისკი 1)
  • პიტერ მიუ - ხმის ინჟინერი (დისკი 2, კომპოზიციამდე The Narrow Way - ნაწილები 1-2)
  • Hipgnosis - გარეკანის დიზაინი და ფოტოგრაფია

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელწოდება ამაგამა მომდინარეობს კემბრიჯული სლენგიდან, სადაც იგი ნიშნავს სექსუალურ კავშირს.
  • ამ ალბომის მთავარ გარეკანზე უკანასკენლად შეიტანეს ჯგუფის ფოტო.გარდა ამისა, გარეკანზე, სულ უკანასკნელ ანარეკლზე სარკეში ჩანს ალბომის A Saucerful of Secrets ყდა.
  • ალბომის The Division Bell გამოცემამდე Ummagumma იყო ჯგუფის ერთადერთი სტუდიური ალბომი, რომელშიც უკრავს მდედრობითი სქესის მუსიკოსი.
  • ორიგინალურ გრამფირფიტაზე, The Narrow Way და The Grand Vizier's Garden Party ცალ-ცალკე სიმღერებად იყო ჩაწერილი. ახალ გამოცემაზე Sysyphus-ის პირველი ნაწილი გაყოფილია ორ ცალკეულ ნომრად და ინდექსირებულია, როგორც ნაწილი 1 და ნაწილი 2. მეორე ნაწილი ვინილიდან იქცა მესამე ნაწილად კომპაქტ დისკზე, იმ დროს, როდესაც ნაწილი 4 კომპაქტ დისკზე ინდექსირებულია ორ ნაწილად. ამ სიმღერების რეალური ხანგრძლივობა იხილეთ ზევით.
  • ჯგუფმა ასევე ჩაწერა Interstellar Overdrive-ის (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) საკონცერტო ვერსია, რომელიც უნდა შესულიყო საკონცერტო დისკში. ტრეკი ამოაგდეს უკანასკნელ წამს, მაგრამ რამდენიმე ბუტლეგი ამ კომპოზიციით დაურიგდა ჯგუფის მეგობრებს.
  • Astronomy Domine-ის საკონცერტო ვერსია ამ ალბომიდან შეტანილია The Piper at the Gates of Dawn-ის ამერიკულ გამოცემაში.

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eder, Bruce. Ummagumma – Pink Floyd: სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები: AllMusic. AllMusic. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  2. მაკ-კორმიკი, ნილ (20 მაისი 2014). „Pink Floyd's 14 studio albums rated“. The Daily Telegraph. ლონდონი. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  3. 3.0 3.1 Pink Floyd Ummagumma. Acclaimed Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  4. Graff, Gary; Durchholz, Daniel (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 872. ISBN 1-57859-061-2. 
  5. Deusner, Stephen. (29 სექტემბერი 2011) Pink Floyd: Ummagumma ("Why Pink Floyd?" Reissue) :: Music :: Reviews :: Paste. Paste. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  6. შეფილდი, რობ. (2 ნოემბერი 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  7. Howard, Ed. (1 სექტემბერი 2003) Pink Floyd – Ummagumma – On Second Thought. Stylus Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  8. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 3767." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  9. „Dutchcharts.nl – Pink Floyd – Ummagumma“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  10. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Ummagumma" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  11. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  13. "Pink Floyd – Ummagumma" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. „Les charts francais (01/11/2011)“. lescharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd – Ummagumma". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. Italian album certifications – Pink Floyd იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია. ციტირების თარიღი: 14 ივნისი 2016.
  17. British album certifications – Pink Floyd. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Search. შეიყვანეთ Artist ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  18. American album certifications – Pink Floyd. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ummagumma&oldid=4591267“-დან