High Hopes (პინკ ფლოიდის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„High Hopes“
სინგლი  - პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Division Bell
B-მხარე „Keep Talking“ (შემოკლებული) / „One of These Days“ (საკონცერტო)
გამოსვლის თარიღი 17 ოქტომბერი, 1994
ფორმატი 7", 12", CD
ჩაიწერა 1993
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 8:32 (ალბომის ვერსია)
5:16 (სინგლის ვერსია)
6:59 (Echoes: The Best of Pink Floyd)
ლეიბლი EMI (ბრიტანეთი)
Columbia Records (აშშ)
სიმღერის ავტორი დევიდ გილმორი (მუსიკა, ტექსტი) და პოლი სემსონი (ტექსტი)
პროდიუსერი დევიდ გილმორი, ბობ ეზრინი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
„Take It Back“
(1994)
High Hopes
(1994)
„Wish You Were Here EP“
(1995)
The Division Bell სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

High Hopes“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, რომელიც სინგლის სახით 1994 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა. იგი შეტანილია ჯგუფის მეთოთხმეტე სტუდიურ ალბომში The Division Bell[1][2].

იდეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა აღსანიშნავია პინკ ფლოიდის წარსულზე ორიენტირებული ტექსტებით[3], რაც მას უფრო ავტობიოგრაფიული ნამუშევრების რიგში აყენებს. სიმღერაში ნახსენებია განმყოფი ზარი, რომელსაც ძალიან იშვიათად რეკავენ ინგლისის პარლამენტში. იგი ალბომის სახელწოდებისათვის შეარჩია მწერალმა დაგლას ადამსმა, რომელიც გილმორის მეგობარი იყო.

ვიკიციტატა
„High Hopes იყო უკანასკნელი სიმღერა, რომელიც დავწერეთ ალბომისთვის. ვფიქრობ, ეს მოხდა ივლისში. ყველაფერი ძალიან სწრაფად გაკეთდა. ეს სწორედ ის არის, რაც მოქმედებს, სრულიად მოულოდნელად მოვიფიქრე ეს მუსიკალური ნაწყვეტი, ჩავწერე კასეტაზე, სულ რამდენიმე ტაქტი. მერე კი ჩემს მეგობარ, პოლისთან ერთად ჩემს პატარა სახლში მოვისმინე და ვცადეთ ტექსტის დაწერა. იგი დამეხმარა და მე დავბრუნდი ბავშვობაში, ჩემს ცხოვრებაში, კემბრიჯში. ტექსტის დიდი ნაწილი იმავე დღეს დაიწერა. სტუდიაში როდესაც მივედი, იქ არავინ იყო. დემო ჩავრთე, ყველაფერი თავად გადავამუშავე. ერთ დღეში დავასრულეთ.“
(დევიდ გილმორი საუბრობს სიმღერაზე აშშ ეთერში ალბომის The Division Bell რადიოპრემიერისას, მარტი, 1994.)

სიმღერა იყო უკანასკნელი კომპოზიცია, რომელიც ჩაიწერა ალბომისთვის. ამასთან, დაირღვა პინკ ფლოიდის მრავალწლიანი ტრადიცია და სიმღერის ფინალისათვის ჩაიწერა მენეჯერ სტივ ო'რურკის სატელეფონო საუბარი გილმორის მეგობარ პოლი სემსონის (შემდგომში - გილმორის მეუღლის) შვილ ჩარლისთან.

„High Hopes“ იწყება საეკლესიო ზარების რეკვით, რომელიც იგივეა, რაც სიმღერაში „Fat Old Sun“, პინკ ფლოიდის ალბომიდან Atom Heart Mother. ჩიტებისა და ბუზის ხმა აგრეთვე გამოყენებულია სიმღერაში „Grantchester Meadows“, ალბომიდან Ummagumma. ზარების ხმა შემდგომში განმეორდა „Louder than Words“-ში.

ეს არის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც პინკ ფლოიდის წევრებმა ჩაწერეს სამკაციანი ჯგუფის სახით. მასში მოთხრობილია ჯგუფის თითქმის 30 წლიანი ისტორია. სტრიქონი „The endless river, forever and ever“, შესაბამისად, აღებულია სიმღერიდან „See Emily Play“ (Float on a river, forever and ever).

სინგლში აგრეთვე შეტანილი იქნა კომპოზიციები „Keep Talking“ (შემოკლებული ვერსია) და „One Of These Days“ (საკონცერტო ვერსია).

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CD
  1. High Hopes — 7:57
  2. Marooned — 5:31
CD maxi
  1. High Hopes (რადიოს ვერსია) — 5:16
  2. Keep Talking (რადიოს ვერსია) — 4:55
  3. One of These Days (საკონცერტო) — 6:57

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა კემბრიჯში. მასზე სტორმ თორგერსონი მუშაობდა. ვიდეოს საკონცერტო ტურნეს დროს, სიმღერის შესრულებისას. იგი აგრეთვე შეტანილია ფილმში Pulse. ვიდეოში მინდორში დგას მამაკაცი და ელის კათედრალს უყურებს - ეს სწორედ ის შენობაა, რომელიც გამოსახულია ალბომის The Division Bell გარეკანზე. მუსიკალურ ვიდეოში უფრო ვრცელდება ტექსტის იდეები და ბევრი მინიშნებაა სიდ ბარეტზე, როჯერ უოტერსსზე და სხვებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია გიგანტური თავი, რომელსაც მიათრევს ადამიანების ჯგუფი - ეს არის სიდ ბარეტის სახე.

ვიდეო აგრეთვე დააბრუნეს დევიდის 2015-2016 წლების ტურნესთვის, კვლავ მრგვალ ეკრანზე საჩვენებლად.

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

High Hopes შეტანილი იქნა 2001 წლის სიმღერების კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd, შედარებით შემოკლებული სოლოთი სლაიდ გიტარაზე. სიმღერა აგრეთვე შეტანილია კრებულში The Best of Pink Floyd: A Foot in the Door.

სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის ტურნეს ფარგლებში. დევიდ გილმორი მას 2001-2002 წლების აკუსტიკურ კონცერტებსა და 2006 წლის სოლო ტურნეს დროს ასრულებდა.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსიკა - დევიდ გილმორი
  • ტექსტი - დევიდ გილმორი, პოლი სემსონი
  • დევიდ გილმორი - ვოკალი, კლასიკური გიტარა, ბას გიტარა, ლეპ-სტილ გიტარა
  • რიჩარდ რაიტი - სინთეზატორები
  • ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
  • ჯონ კერინი - ფორტეპიანო
  • მაიკლ კემენი - ორკესტრირება
  • ედვარდ შირმური - ორკესტრირება

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Fuller, Graham. (July 1994) The Color of Floyd. Interview Magazine, p. 20-21. წაკითხვის თარიღი: 2011-07-22.
  4. "High Hopes", French Singles Chart Lescharts.com (Retrieved January 22, 2008)
  5. "High Hopes", UK Singles Chart Chartstats.com (Retrieved January 30, 2009)
  6. Billboard Allmusic.com (Retrieved January 30, 2009)
  7. Library and Archives Canada: Top Singles – Volume 60, No. 13, October 17, 1994, October 17, 1994, http://www.collectionscanada.gc.ca/rpm/028020-119.01-e.php?&file_num=nlc008388.2627&type=2&interval=50&PHPSESSID=ukm78p1803hbd8srul24c9f4v4. წაკითხვის თარიღი: July 12, 2014
  8. 1994 French Singles Chart Disqueenfrance.com Archived 2011-08-20 საიტზე Wayback Machine. (Retrieved January 30, 2009)