A Momentary Lapse of Reason

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
A Momentary Lapse of Reason

სტუდიური ალბომი - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი სექტემბერი 7, 1987 (1987-09-07)
ჩაიწერა ოქტომბერი, 1986 – მაისი, 1987
სტუდია Astoria Studios, ლონდონი; Mayfair Studios, ლონდონი; Britannia Row Studios, ლონდონი; Audio International, ლონდონი; A&M Studios, ლოს-ანჯელესი; Village Recorders, ლოს-ანჯელესი; Can Am Studios, ლოს-ანჯელესი; Le Mobile[1]
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 51:14
ლეიბლი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი
პინკ ფლოიდი - ქრონოლოგია
Works
(1983)
A Momentary Lapse of Reason
(1987)
Delicate Sound of Thunder
(1988)
სინგლები ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
  1. „Learning to Fly“
    გამოვიდა: 14 სექტემბერი 1987
  2. „On the Turning Away (საკონცერტო)
    გამოვიდა: 14 დეკემბერი 1987
  3. „One Slip“
    გამოვიდა: 13 ივნისი 1988
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 2/5 stars[2]
რობერტ კრისტგოუ C[3]
The Daily Telegraph 1/5 stars[4]
MusicHound 2/5 stars[5]
The Rolling Stone Album Guide 2/5 stars[6]

A Momentary Lapse of Reason (ქართ. გონების წამიერი დაკარგვა) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1987 წელს. ეს არის პირველი სტუდიური დისკი, რომელიც ჩაიწერა როჯერ უოტერსის გარეშე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წელს როჯერ უოტერსმა ღიად განაცხადა, რომ პინკ ფლოიდს იურიდიულად ტოვებდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი „შემოქმედებითად დაცლილი“ იყო. დევიდ გილმორმა სცადა ჯგუფის აღდგენა ნიკ მეისონთან ერთად. ამან წარმოშვა კონფლიქტი უოტერსთან. მისი თქმით, ჯგუფმა ამოწურა საკუთარი საშუალებები და იგი არაფერს წარმოადგენდა მთავარი იდეოლოგის (ანუ უოტერსის) გარეშე. ამასთან, კონფლიქტი გაამწვავა იმან, რომ მეისონსა და გილმორს (რიჩარდ რაიტი ოფიციალურად არ ირიცხებოდა ჯგუფის წევრებს შორის, 1979 წლის შემდეგ) სწორედ პინკ ფლოიდის სახელით სურდათ გამოსვლა. ამ ფონზე, უოტერსმა გააუქმა კონტრაქტი სტივ ო’რურკთან, ჯგუფის მენეჯერთან და საავტორო უფლებების დამყარება მოითხოვა პინკ ფლოიდის ისეთ ცნობილ ელემენტებზე როგორიც იყო მფრინავი ღორები და კედლის კონცეფციის ატრიბუტები. ორ მხარეს შორის დადებული ახალი შეთანხმების საფუძველზე გილმორს შერჩა სიმღერები Young Lust, Run Like Hell, და Comfortably Numb (რომლებიც მისი თანაავტორობით შეიქმნა). თავისთავად, მთლიანად ალბომი The Final Cut უოტერსს დარჩა. ამასობაში, რიჩარდ რაიტი შეუერთდა პინკ ფლოიდს, მაგრამ მხოლოდ დაქირავებული მუსიკოსის როლში.

ალბომის გარეკანის შიდა მხარე. რიჩარდ რაიტი მხოლოდ მიწვეულ მუსიკოსებს შორის არის ნახსენები.

ხმისჩამწერი სესიები დაიწყო 1986 წლის ოქტომბერში, დევიდ გილმორის ახალი პროექტის სახით. მოგვიანებით, რადიოეთერში გილმორმა განაცხადა, რომ A Momentary Lapse of Reason პრაქტიკულად მისი მესამე სოლო ალბომი იყო, რადგანაც ახალი მასალა საკმაოდ სუსტი იყო და პინკ ფლოიდის ფარგლებს არ ერგებოდა. 1986 წლის შობაზე მან აგრეთვე ახსენა, რომ დარწმუნებული იყო იმაში, რომ ალბომი შეიძლება იქცეს პინკ ფლოიდის პროექტად.

მუსიკალურ პრესაში ამ ფაქტს ნეგატიურად გამოეხმაურნენ (მიუხედავად იმისა, რომ როლინგ სტოუნმა ამ პროექტს პინკ ფლოიდის მომავალი უწოდა). თუმცა, ალბომს მოგვიანებით აქტიურად რთავდნენ რადიოსადგურების ეთერში. უოტერსის თქმით, ეს იყო პინკ ფლოიდის საკმაოდ კარგი გაყალბება. მასში ნაკლებად არის ისეთი სიმღერები, რომლებზეც ვიფიქრებდი, რომ რამეს მოვუხერხებდი, ჩემი რომ იყოს. აგრეთვე, მან განაცხადა, რომ მისთვის პინკ ფლოიდი აღარ არსებობს. მუსიკალურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს გილმორმა უოტერსს სთხოვა დახმარება ტექსტების შექმნისას, თუმცა ეს სიცრუე იყო.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A Momentary Lapse of Reason ნაწილობრივ იწერებოდა გილმორის მოცურავე სტუდია Astoria-ში და მდინარის თემა შეეხო და პირდაპირი გავლენა იქონია მასზე.

ალბომზე არა მხოლოდ გილმორი და მეისონი უკრავენ. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: ტონი ლევინი (კინგ კრიმსონი, პიტერ გებრიელის ბენდი), ცნობილი ბას გიტარისტი; კერმინ ეპისი (დასარტყმელი საკრავები სიმღერაში „The Dogs of War“); ჯიმ კელტნერი (დასარტყმელი საკრავები სიმღერებში „On the Turning Away“ და „One Slip“). სიმღერაში Sorrow გამოიყენება დრამ-მანქანა, რომელიც გილმორმა დააპროგრამა.

მუსიკალური ნაწყვეტები:

Learning To Fly

სიმღერის Learning To Fly-ს ნიმუში.
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

მნიშვნელოვანი წვლილი ალბომის ჩაწერაში შეიტანა ჯონ კერინმა, სესიურმა მუსიკოსმა (კლავიშები) რომელიც დევიდ გილმორმა ჯერ კიდევ ბრაიან ფერის ბენდიდან გაიცნო. მოგვიანებით, კერინი უკრავდა როგორც პინკ ფლოიდის, ასევე დევიდისა და როჯერ უოტერსის სოლო-ტურნეებზე. სტუდიაში გამოჩნდა რიჩარდ რაიტიც, თუმცა მისი წვლილი ალბომის ჩაწერაში მინიმალურია - იგი მღერის სიმღერაში „Sorrow“. სხვა სიმღერებში კლავიშებზე დაუკრეს კერინმა, გილმორმა და ბობ ეზრინმა. აღსანიშნავია, რომ ეზრინმა უარი თქვა როჯერ უოტერსის ანალოგიურ შემოთავაზებაზე, მისი ალბომის პროდიუსერი ყოფილიყო, ამიტომაც უოტერსი მისი პინკ ფლოიდის პროექტში მონაწილეობით ფრიად გაოცებული და გაღიზიანებული დარჩა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე სიმღერა ალბომზე ჯერ კიდევ The Final Cut-ის პერიოდში დაიწერა. უფრო ახალი სიმღერებიდან არის „The Dogs of War“, „Round and Around“, და სიმღერის „On the Turning Away“ მელოდია.

სიმღერის „Learning to Fly“ დროს გაისმის მეისონის ხმა - იგი ესაუბრება აეროპორტს თვითმფრინავიდან. ეს ირონიული ნიუანსი იყო - გილმორიც და მეისონიც იმ პერიოდში სწავლობდნენ ფრენას. საგულისხმოა, რომ ატლანტაში გადაღებული პინკ ფლოიდის კონცერტის საარქივო ჩანაწერზე, სიმღერას „One Slip“ მიჰყვება დოკუმენტური კადრები, სადაც აღბეჭდილია თვითმფრინავით ფრენა.

თავად სიმღერა პირველია მუსიკის ისტორიაში, რომელიც მხოლოდ კომპაქტ დისკის სახით გამოიცა, როგორც სინგლი.

A Momentary Lapse of Reason არის პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, რომელიც ციფრულად ჩაიწერა, მიუხედავად იმისა რომ აკუსტიკური დასარტყმელი საკრავები და ბას გიტარის პარტია ანალოგურ ტექნიკაზე ჩაიწერა.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარეკანზე გამოსახულია ჰოსპიტალიდან გამოტანილი 700 საწოლი, რომელიც დევონის საგრაფოს სანაპიროზე განლაგდა. სტორმ თორგერსონს, გარეკანის დიზაინერს სურდა ნატურალური ეფექტის მიღება, ამიტომაც უარი თქვა საწოლების ხელოვნური მეთოდით გამრავლებაზე. გადამღები ჯგუფი 3 საათის განმავლობაში მგზავრობდა სანაპირომდე და სწორედ ისე დააწყო საწოლები, როგორც გარეკანზე ჩანს. მას შემდეგ, რაც ყველა მიხვდა, რომ გადაღება არაერთ დღეს გასტანდა, სანაპიროზე მხოლოდ ერთი საწოლი დატოვეს, რათა ეხილათ, დაფარავდა თუ არა მას ტალღა. მეორე დღეს საწოლი გამქრალი დახვდათ. [7]

სტორმ თორგერსონის ოფიციალური საიტის stormthorgerson.com თანახმად, პირველ დღეს წვიმდა და შეუძლებელი იყო ობიექტივში ყველა საწოლის მოქცევა.

აგრეთვე, ეს იყო 1977 წლის შემდეგ პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, რომლის გარეკანზეც იმუშავა თორგერსონმა.

საგულისხმოა, რომ ფირფიტის ამერიკულ და ბრიტანულ გამოცემებს განასხვავებს თავად მამაკაცის ატრიბუტიკა. ამერიკულ ფირფიტაზე მას ხელში უკავია სარკე (სარკეები აგრეთვე გამოიყენეს სინგლის „On the Turning Away“ გაფორმებაში). ბრიტანულ ვარიანტში სარკის მაგივრად ჩანს შუაში გადატეხილი ჯოხი.

გრამფირფიტის კონვერტის გაშლისას მსმენელი შეხვდა მხოლოდ გილმორისა და მეისონის პორტრეტებს (რაიტი კვლავაც არ იყო, რადგანაც იურიდიულად არ ითვლებოდა ჯგუფის წევრად, მიუხედავად იმისა, რომ უკრავდა საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას).

2011 წლის გამოცემაში, გარეკანის წინა მხარეს არ არის გამოტანილი ჯგუფის სახელწოდება და ალბომის სათაური. მთავარი გამოსახულება - საწოლებით და მამაკაცით - გაშლილია მთელ კვადრატზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ვერსიაში ალბომის შიდა გაფორმებიდან ამოღებულია მეისონის/გილმორის სტანდარტული სურათები და ახლავს გილმორის, რაიტისა და მეისონის ერთობლივი სურათი. 2016 წლის CD გამოცემაში მთავარ სურათზე დაბრუნდა ჯგუფის და ალბომის სახელწოდებები.

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი ბრიტანეთსა და აშშ-ში 1987 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა - როგორც გრამფირფიტის, ასევე CD-ის ფორმატში. ახალი CD 1997 წელს გამოვიდა. 1992 წელს ალბომი შევიდა Shine On-ის შემადგენლობაში, 2011 წელს კი - Discovery-ში.

2016 წელს ალბომი ხელახლა გამოიცა CD-ის სახით (Pink Floyd Records) და ანალოგური ფირებიდან აღდგენილ გრამფირფიტაზე.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა წამყვანი ვოკალი - დევიდ გილმორი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
# სახელწოდება ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. „Signs of Life“ (ინსტრუმენტული, საუბარი - ნიკ მეისონი) დევიდ გილმორი, ბობ ეზრინი 4:24
2. „Learning to Fly“ გილმორი, ენტონი მური, ეზრინი, ჯონ კერინი 4:53
3. „The Dogs of War“ გილმორი, მური 6:05
4. „One Slip“ გილმორი, ფილ მანზანერა 5:10
5. „On the Turning Away“ გილმორი, მური 5:42
საერთო ხანგრძლივობა: 26:14
მხარე 2
# სახელწოდება ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
6. „Yet Another Movie“ გილმორი, პატრიკ ლეონარდი 6:28
7. „Round and Around“ (ინსტრუმენტული) გილმორი 1:02
8. „A New Machine (Part 1)“ გილმორი 1:46
9. „Terminal Frost“ (ინსტრუმენტული) გილმორი 6:17
10. „A New Machine (Part 2)“ გილმორი 0:38
11. „Sorrow“ გილმორი 8:46
საერთო ხანგრძლივობა: 24:55
შენიშვნა

2011 წლის რემასტერიდან მოყოლებული, „Yet Another Movie“ და „Round and Around“ ცალკე კომპოზიციებად არის ინდექსირებული.

გამოუცემელი სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Peace Be With You“ იყო ერთ-ერთი სიმღერა, ჩაწერილი ამ სესიების დროს, მაგრამ იგი გამოუცემელი დარჩა[8]. სავარაუდოდ, მისი ტექსტი ეხებოდა როჯერ უოტერსთან განშორებას.

საკონცერტო ტურნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას გადაღებული ფოტოსურათები
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : A Momentary Lapse of Reason (ტურნე).

ალბომის გამოსვლის შემდეგ პინკ ფლოიდმა ჩაატარა მასშტაბური საკონცერტო ტურნე. თავდაპირველად დაგეგმილი იყო 11 კვირიანი პროგრამა, თუმცა მოგვიანებით ეს 3 წლიან პროექტად იქცა. ტურნეს პირველი ეტაპი დაიწყო 1987 წლის 9 სექტემბერს, ლენდსდაუნის პარკში (ოტავა) და დასრულდა ვანკუვერში (კანადა), 1987 წლის 10 დეკემბერს. შემდეგი ეტაპი დაიწყო ოკლენდში (ახალი ზელანდია), 1988 წლის 23 იანვარს და დასრულდა ნასაუ კოლიზეუმის კონცერტების (ნიუ-იორკი), 1988 წლის 23 აგვისტოს (ამ კონცერტებზე ჩაიწერა აუდიო და ვიდეო მასალა შემდგომ გამოცემული ალბომისთვის და ფილმისათვის). 1989 წლის გაზაფხულზე დაიწყო ტურნეს კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც Another Lapse ეწოდა.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოქროს და პლატინის სტატუსი (1987 წლის ნოემბერი)
  • ორმაგი პლატინა (1988 წლის იანვარი)
  • სამმაგი პლატინა (1992 წლის თებერვალი)
  • ოთხმაგი პლატინა (2001 წლის აგვისტო)

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Learning to Fly (შემოკლებული ვერსია)/Terminal Frost – Columbia 38-07363; გამოვიდა 1987 წლის 15 სექტემბერს
  • On the Turning Away/Run Like Hell (საკონცერტო ვერსია) – Columbia 38-07660; გამოვიდა 1987 წლის 24 ნოემბერს
  • The Dogs of War; 1988 წლის აპრილი (აშშ რადიო სადგურები)
  • One Slip/Terminal Frost; 1988 წლის ივნისი

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.discogs.com/Pink-Floyd-A-Momentary-Lapse-Of-Reason/release/1201772
  2. რულმანი, უილიამ. Pink Floyd A Momentary Lapse of Reason. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2013.
  3. კრისტგოუ, რობერტ. CG: Pink Floyd. რობერტchristgau.com. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2013.
  4. მაკ-კორმიკი, ნილ. “Pink Floyd's 14 studio albums rated“, 20 მაისი 2014. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი 2014. 
  5. Graff & Durchholz 1999, p. 874
  6. Pink Floyd: Album Guide. rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 თებერვალი 2011. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი 2014.
  7. http://www.floydianslip.com/storm.htm
  8. ინტერვიუ ჯეიმზ გათრისთან
  9. კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6. 
  10. "Pink Floyd - A Momentary Lapse of Reason" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  11. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 0886." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. "Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  13. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. "Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. "Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  17. "Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  18. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  19. "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  20. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი 3 თებერვალი, 2017.
  21. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 2 თებერვალი 2017.
  22. 22.0 22.1 Povey 2007
  23. Austrian album certifications – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason გერმანულად. IFPI ავსტრია. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ A Momentary Lapse of Reason ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  24. Canadian album certifications – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason. Music Canada. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016.
  25. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'A Momentary Lapse of Reason') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016.
  26. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Pink Floyd; 'A Momentary Lapse of Reason'). Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016.
  27. British album certifications – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016. შეიყვანეთ A Momentary Lapse of Reason ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  28. American album certifications – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH