ნიკ მეისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკ მეისონი
Nick Mason Goodwood Festival of Speed 2016 001.jpg
ნიკ მეისონი 2016 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნიკოლას ბერკლი მეისონი
დაიბადა 27 იანვარი, 1944 (1944-01-27) (73 წლის)
ეჯბასტონი, ბირმინგემი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 1964–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები

ნიკოლას (ნიკ) ბერკლი მეისონი (ინგლ. Nicholas Berkeley Nick Mason; დ. 27 იანვარი, 1944, ბირმინგემი, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის დრამერი. ნიკი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელმაც დაუკრა ყველა ალბომზე და ყველა კონცერტზე. ცნობილია, რომ 2010 წლისთვის ჯგუფს მსოფლიო გაყიდული ჰქონდა 250 მილიონ ალბომამდე[1][2], აქედან 75 მილიონი - აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ თავად პინკ ფლოიდის რამდენიმე კომპოზიციის ავტორია, იგი აგრეთვე არის სხვა მასალის თანაავტორი - მაგალითად, სიმღერების „Echoes“ და „Time“.

ნიკი აგრეთვე მონაწილეობს სპორტულ ავტორბოლებში, როგორიც არის 24 Hours of Le Mans.[3]

2012 წლის 26 ნოემბერს მეისონმა არქიტექტურის და შენობების სკოლის სპეციალურ ცერემონიაზე მიიღო დოქტორის საპატიო წოდება უესტმინსტერის უნივერსიტეტისგან, თავისი არქიტექტურული განათლებისთვის.[4]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეისონმა დაუკრა ჯგუფის ყველა სტუდიურ ალბომზე, 1967 წლიდან მოყოლებული, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ალბომში A Momentary Lapse of Reason მისი წვლილი მინიმალურია.

მას მთლიანად ეკუთვნის კომპოზიციები The Grand Vizier's Garden Party Parts 1-3 (Ummagumma-დან) და Speak to Me (ალბომიდან The Dark Side of the Moon).

მას ასევე აქვს გამოშვებული ორი სოლო-ალბომი (ორივე, როგორც თანამშრომლობა სხვა მუსიკოსებთან), რამდენიმე წიგნი ავტომანქანებზე და მისივე დაწერილი პინკ ფლოიდის ოფიციალური ბიოგრაფია Inside out, რომელიც აგრეთვე აუდიო-წიგნის სახით არის ჩაწერილი.

საკრავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკ მეისონის დასარტყმელი საკრავები გადაღებულია ყველაზე ადრეულ კადრებში ჯგუფთან ერთად. ჩანს, რომ იგი იყენებდა Premier-ის დოლებს. ამ პერიოდის კინოკადრებში მეისონი იყენებს სეტებს, შემდგარს როგორც ექვსი, ასევე შვიდი დოლისგან. მეისონი ყოველთვის იყენებდა ერთ ბას-დოლს, სამუშაო დოლს, ორ ტომ-ტომს. ერთი ქვედა ტომი ან მეორე ბას-დოლი ყოველთვის შეადგენდნენ მეექვსე/მეშვიდე ნაწილს.

პინკ ფლოიდის სადებიუტო ალბომის The Piper at the Gates of Dawn ჩაწერისას პროდიუსერმა ნორმან სმითმა ჩაის პრისახოცები მეისონის დასარტყმელების თავებზე მოათავსა.

დაახლოებით მაშინ, როდესაც დევიდმა ჯგუფში სიდი შეცვალა, მეისონს დასარტყმელებზე ეწერა სიტყვები Pink და Floyd. ეს მაგალითად, კარგად ჩანს Ummagumma-ს უკანა მხარეს. იგივე დასარტყმელი სეტი ჩნდება ჯგუფის ამ პერიოდის სატელევიზიო გამოსვლების დროს.

1970 წელს მეისონი გადაერთო შვიდნაწილიან Ludwig-ზე. მასშ შედიოდა 22 და 24 დუიმიანი ბას-დოლები, 12 და 14-იანი ტომ-ტომები, 14 და 16 დუიმიანი ქვედა ტომები და 16 დუიმიანი სამუშაო დოლი. მეისონის აღჭურვილობაში აგრეთვე შედიოდა 16, 18, 20 და 22 დუიმიანი Zildjian-ის თეფშები და 12 დუიმიანი ჰაი-ჰეტი. ეს კონფიგურაცია ჩანს ჯგუფის 1970 წლის ჩანაწერში, რომელიც KQED-ის სტუდიაში მომზადდა. იგი აგრეთვე ფილმში Live At Pompeii ჩნდება.

The Dark Side of the Moon-ის საკონცერტო შესრულებების დროს დასარტყმელებზე დამაგრებული იყო 10 მიკროფონი. ჯგუფის მიქს-პულტზე ყველა ეს არხი ერთ არხად იქცეოდა. ტურნეს In The Flesh პერიოდში (ალბომი Animals) ყოველი მიკროფონი noise gate-ის ეფექტში იყო გატარებული, რათა მინიმალური ხმაური მიეღოთ. მეისონი, როგორც მუსიკოსი, ცნობილია, როგორც ხმოვანი ეფექტების ავტორი. მან „Time“-ის ჩაწერის დროს საკუთარი ინიციატივით გამოიყენა როტო-ტომები (ისინი შესავალში ჟღერს). ვინაიდან ამ შესავალში აკორდების ცვლა მიმდინარეობს, როტო-ტომების აწყობაც შესაბამისად მიმდინარეობდა.

The Wall-ის ჩაწერისას და საკონცერტო გამოსვლების დროს მეისონი იყენებდა Ludwig-ის სტანდარტულ სეტს. მასში შედიოდა: ოთხი ტომ-ტომი (12x8, 13x9, 14x14, 16x16 დუიმი). მეისონმა აგრეთვე შეცვალა დასარტყმელები და ერთ ბას-დოლზე გადაერთო. სეტს აგრეთვე დაემატა Ludwig-ის დოლი Black Beauty და Paiste-ს თეფშები. დასარტყმელების თავების სახით გამოიყენებოდა Remo-abbasador-ები.

ალბომის A Momentary Lapse of Reason ჩაწერისას გამოიყენებოდა Ludwig-ის და Simmons-ის ელექტრონული დასარტყმელები. 1987-1989 წლების კონცერტებზე გამოიყენებოდა: Ludwig-ის სეტი, Paiste-ს თეფშებით, Simmons SDX-ის ელექტრონული დოლებით, Drum Workshop-ის პედლებით, Remo-ს თავებით.

The Division Bell-ის, კერძოდ Marooned-ის ჩაწერისას მეისონი იყენებდა Drum Workshop-ის შავი ფერის სეტს. მასში შედიოდა Ludwig-ის შავი ტომ-ტომები. 1994 წლის ტურნეს დროს გამოიყენებოდა Drum Workshop-ის დოლები და სხვა დამატებითი ტექნიკა, ისევე, როგორც Paiste-ს თეფშები, Remo-ს თავები, Pro Mark-ის დასარტყმელი ჯოხები და Yamaha DTS-70-ის პულტი.

პინკ ფლოიდის სიმღერები ნიკის თანაავტორობით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პინკ ფლოიდის დისკოგრაფია.

პროექტი Nick Mason's Fictitious Sports[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიკ ფენთან ერთად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიკლ მანტლერთან ერთად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Hapless Child - 1976[5]
  • Something There – 1982[5]
  • Live – 1987[5]
  • Review - 2000
  • Concertos – 2008

პროდიუსერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • At the Limit: 21 Classic Race Cars That Shaped a Century of Motorsport (მარკ ჰეილსთან ერთად): Motorbooks International (1998) ISBN 978-0760305706
  • Into the Red: 22 Classic Cars That Shaped a Century of Motor Sport (მარკ ჰეილსთან ერთად) – 3 სექტემბერი 1998 (პირველი გამოცემა), 9 სექტემბერი 2004 (მეორე გამოცემა)
  • Inside Out: A Personal History of Pink Floyd (ასევე გამოვიდა აუდიოწიგნის სახით, კითხულობს ნიკ მეისონი) – 28 ოქტომბერი 2004[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pink Floyd Reunion Tops Fans' Wish List in Music Choice Survey, 26 September 2007, http://www.bloomberg.com/apps/news?pid=newsarchive&sid=aOmothQgn6l4&refer=muse, წაკითხვის თარიღი: 25 May 2012
  2. Pink Floyd's a dream, Zeppelin's a reality, 28 September 2007, http://www2.timesdispatch.com/lifestyles/2007/sep/28/-rtd_2007_09_28_0044-ar-182172/, წაკითხვის თარიღი: 25 May 2012
  3. Discovery Channel Documentary, "World's Most Expensive Cars"
  4. University of Westminster presentation ceremony programme, 26 November 2012
  5. 5.0 5.1 5.2 Miles, Barry; Mabbett, Andy (1994). Pink Floyd the visual documentary, Updated, London :: Omnibus,. ISBN 0-7119-4109-2. 
  6. Mabbett, Andy (2010). Pink Floyd – The Music and the Mystery. London: Omnibus,. ISBN 978-1-84938-370-7. 
Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.