Games for May
Games for May — ერთჯერადი მუსიკალური აქცია, რომელიც გაიმართა 1967 წლის 12 მაისს[1][2][3] , დედოფალ ელისაბედის სახელობის დარბაზში (ლონდონი). ეს იყო ჯგუფ პინკ ფლოიდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკონცერტო გამოსვლა[2]. კონცერტი დახასიათდა, როგორც „კოსმიური რელაქსაცია გაზაფხულის დასასრულს - ელექტრონული კომპოზიცია, ფერებისა და სურათების პროექციებით, ქალებით და პინკ ფლოიდით“. შესრულების დროს, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა ხმოვან ეფექტებს, სცენაზე შეშის ჭრით, ვიღაც გადაცმული იყო ადმირალად, დარბაზში კი დაფრინავდნენ საპნის ბუშტები - ამ უკანასკნელმა ეფექტმა დააზიანა სკამების ზედაპირი. შედეგად, ჯგუფს სამუდამოდ აეკრძალა გამოსვლა ამ დარბაზში.
შოუზე პირველად იქნა წარმოდგენილი პრიმიტიული ხმის სისტემა, რომლის დახმარებით შესაძლებელი იყო დარბაზში ხმის წრიულად გავრცელება. ეს იმართებოდა სპეციალური სახელურის მეშვეობით, რომელიც შეერთებული იყო ორგანზე და ითავსებდა სხვადასხვა ეფექტს. ბრიტანეთში ეს იყო პირველი კონცერტი, რომელზეც წარმოდგენილი იყო ასეთი მასშტაბის ფერადი შოუ და კვადროფონიული ხმის სისტემა. აქ ასევე წარმოდგენილი იქნა ხმის უჩვეულო ეფექტები, რომელიც როჯერ უოტერსის შექმნილი იყო. საგულისხმოა ჩიტების ხმები, რომლებიც მოგვიანებით გამოყენებული იქნა სიმღერებში „Cirrus Minor“ და „Grantchester Meadows“. შოუს დასასრულს ბუშტები რიჩარდ რაიტის მიერ იქნა გაშვებული.
სიმღერა „See Emily Play“ ამ პერიოდში ცნობილი იყო როგორც „Games for May“.
კონცერტის თავისებური ინტერპრეტაცია მსმენელს შესთავაზა სიდის მოყვარულმა რობინ ჰიჩკოკმა - ეს მოხდა 2007 წელს გამართულ საიუბილეო კონცერტზე Games for May.
შესრულებული სიმღერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განთიადი (ჩანაწერი)
- Matilda Mother (სიდ ბარეტი)
- Flaming (სიდ ბარეტი)
- Scarecrow (სიდ ბარეტი)
- See Emily Play (სიდ ბარეტი)
- Bike (სიდ ბარეტი)
- Arnold Layne (სიდ ბარეტი)
- Candy and a Currant Bun (სიდ ბარეტი)
- Pow R. Toc H. (სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი, რიკ რაიტი, ნიკ მეისონი)
- Interstellar Overdrive (სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი, რიკ რაიტი, ნიკ მეისონი)
- ბუშტები (ჩანაწერი)
- დასასრული (ჩანაწერი)
ბისზე:
- Lucifer Sam (სიდ ბარეტი)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტატია ჯგუფის სატელევიზიო გამოსვლაზე და კონცერტზე Games for May დაარქივებული 2009-05-25 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Unreleased Pink Floyd material: Games for May. Pinkfloydhyperbase.dk. ციტირების თარიღი: 21 September 2012.
- ↑ 2.0 2.1 Chapman, Rob (2010). „Distorted View – See Through Baby Blue“, Syd Barrett: A Very Irregular Head, Paperback, London: Faber, გვ. 160. ISBN 978-0-571-23855-2.
- ↑ Manning, Toby (2006). „The Underground“, The Rough Guide to Pink Floyd, 1st, London: Rough Guides, გვ. 37. ISBN 1-84353-575-0.