შინაარსზე გადასვლა

A Nice Pair

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
A Nice Pair
კომპილაციური ალბომი
გამოცემის თარიღი დეკემბერი, 1973
ჟანრი პროგრესული როკი
ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 81:24
ლეიბლი Harvest
Capitol
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
The Dark Side of the Moon
(1973)
A Nice Pair
(1973)
Wish You Were Here
(1975)
პინკ ფლოიდის კომპილაციური ალბომების — ქრონოლოგია
„Relics“
(1971)
A Nice Pair
(1973)
„A Collection of Great Dance Songs“
(1981)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]

A Nice Pair (ინგლ. შესანიშნავი წყვილი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი ორი სტუდიური ალბომის ერთ შეფუთვაში გამოცემული ვერსია.

ყველა კომპოზიცია ეკუთვნის სიდ ბარეტს, გარდა ცალკე აღნიშნულისა

  1. Astronomy Domine – 4:14 (ბრიტანეთი - 1967 წლის სტუდიური ვერსია) / 8:25 (აშშ - 1969 წლის საკონცერტო ვერსია)
  2. Lucifer Sam – 3:07
  3. Matilda Mother – 3:08
  4. Flaming – 2:46
  5. Pow R. Toc H. (ბარეტი/უოტერსი/რაიტი/მეისონი) – 4:26
  6. Take Up Thy Stethoscope and Walk (უოტერსი) – 3:05
  1. Interstellar Overdrive (ბარეტი/უოტერსი/რაიტი/მეისონი) – 9:41
  2. The Gnome – 2:13
  3. Chapter 24 – 3:42
  4. The Scarecrow – 2:11
  5. Bike – 3:21
  1. Let There Be More Light (უოტერსი) – 5:38
  2. Remember a Day (რაიტი) – 4:33
  3. Set the Controls for the Heart of the Sun (უოტერსი) – 5:28
  4. Corporal Clegg (უოტერსი) – 4:13
  1. A Saucerful of Secrets (დევიდ გილმორი / უოტერსი / რაიტი / მეისონი) – 11:57
  2. See-Saw (რაიტი) – 4:36
  3. Jugband Blues – 3:00

ბრიტანულ აუდიოკასეტებზე Piper ჩაწერილია პირველ, ხოლო Saucerful - მეორე მხარეზე. აშშ ვერსიებში „Bike“ ჩაწერილია მეორე გვერდის დასაწყისში, ვინაიდან „Astronomy Domine“ ამ ვერსიებში საკონცერტო ჩანაწერია და უფრო ხანგრძლივია.

ამერიკულ 8 არხიან აუდიოკასეტაზე „Take Up Thy Stethoscope and Walk“ გადატანილია „Bike“-ის შემდეგ და ჟღერს შემდეგი ალბომის კომპოზიციამდე „Let There Be More Light“.

გამოცემის დიზაინი და გარეკანი სტორმ თორგერსონს და Hipgnosis-ს ეკუთვნის. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა გარეკანი, რომელიც არც ერთ ალბომს არ მოერგო. პრაქტიკულად ყოველ სურათზე ესა თუ ის ვიზუალური ინტერპრეტაციაა, რაც დაკავშირებულია ინგლისურ ენაში სხვადასხვა ფრაზის ჟღერადობასთან და იწვევს წინადადების ინტერპრეტაციას.

ლეიბლი Capitol სიტყვების თამაშის წინააღმდეგი იყო. შტატებში A Nice Pair გარეკანიდან, რომელიც წარმოდგენილი იყო ქალის მკერდის სახით, შეცვალეს მსხალის გამოსახულებით. ბრიტანეთში ალბომის გამოცემას მოჰყვა ქირურგ-სტომატოლოგ მისტერ ფენგის პროტესტი - გარეკანზე გამოტანილი იყო მისი კაბინეტის აბრის გამოსახულება. ექიმს ეჭვი ჰქონდა, რომ ასეთ ნაბიჯს ჩათვლიდნენ მის რეკლამად, რაც ლონდონელ სტომატოლოგთა საზოგადოებაში არაეთიკური იყო. ფენგის სურათი შეცვალეს ბუდისტი მონაზონის გამოსახულებით, რომელიც ყელს ივლებს.

  • ადრეული ფოტო ბარეტთან ერთად
  • იგივე პერიოდი
  • იგივე პერიოდი
  • დაახლოებით 1973 წლის სესიები.
  • A Saucerful Of Secrets-ის პერიოდის ფოტო
  • ფოტო Ummagumma-ს ფოტოსესიიდან
  • ფოტო თვითმფრინავთან
  • დაახლოებით 1969 წლის ფოტო
  • ხელოვნურად გაფუჭებული ფოტო, გადაღებულია მინდორში
  • ოთახის ფოტო
  • სიტყვის „შესანიშნავი წყვილი“ გათამაშება, ქალის მკერდის ფოტოს სახით
  • სურათი გრამფირფიტის კონვერტიდან
  • სამურაის გრავიურა
  • პინკ ფლოიდის საფეხბურთო გუნდი
  • ჩანგალი გზაზე
  • უთავო ადამიანი
  • მფრინავი თეფშები
  • თევზები ჩაიდანში
  • ადრინდელი ფოტო კონცერტიდან
  • პინკ ფლოიდი გახვეული ნაჭრებში
  • პინკ ფლოიდი სცენაზე, 1970-იანების დასაწყისში
  • პინკ ფლოიდი სიდთან ერთად
  • სიდის ფოტო 1970-იანების დასაწყისში
  • ფოტო 1968 წლიდან
  • პინკ ფლოიდის წევრები
  • კომპილაციაში შეტანილი ორივე ალბომის სიმღერების სია
  • ბაყაყი პირში
  • მოძრავი ენები და კბილები
  • უცნობი ადამიანი მარიხუანის მინდორში
  • ადამიანი სათვალეებით
  • ვინმე მისტერ და მისის ფიერის კარი
  • პირამიდები, რომლებიც თორგერსონმა გადაიღო ეგვიპტეში
  • სათვალეები
  • ადამიანები გრამფირფიტებით
  • შიშველი ქალის ფოტო.
  • რეი ბოუსი – კორნეტი
  • ტერი კემსი – კორნეტი
  • მაკ კარტერი – ტრომბონი
  • ლეს კონდონი – E♭ ბასი
  • მორის კუპერი – ეუფონიუმი
  • იან ჰენკი – ტრომბონი
  • ჯორჯ ვიტინგჰემი – E♭ ბასი

ჩარტები და სერტიფიცირებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eder, Bruce. (2011 [last update])A Nice Pair – Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 6 ივლისი 2011.
  2. snep - Pink Floyd. www.snep.com. ციტირების თარიღი: 2006-06-07.
  3. "Pink Floyd – A Nice Pair". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  4. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  5. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  6. British album certifications – Pink Floyd – A Nice Pair. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ A Nice Pair ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  7. American album certifications – Pink Floyd – A Nice Pair. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=A_Nice_Pair&oldid=4588751“-დან