1965: Their First Recordings

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1965: Their First Recordings
EP
გამოცემის თარიღი 27 ნოემბერი 2015
ჩაიწერა დეკემბერი 1964 - იანვარი 1965
ჟანრი რიტმ-ენდ-ბლუზი, ბიტ-მუსიკა
ხანგრძლივობა 18:20
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ენდი ჯექსონი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
The Endless River
(2014)
1965: Their First Recordings
(2015)
The Early Years 1965–1972
(2016)

1965: Their First Recordings — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ადრეული შემადგენლობის ჩანაწერების გამოცემა. იგი გამოვიდა 2015 წელს, შავი პარასკევის დღეს, ბრიტანეთში, ორმაგი 7" სინგლის სახით, შეზღუდული ტირაჟით.[1]

ორმაგი  EP გამოიცა ყოველგვარი წინასწარი განცხადების გარეშე. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია რამდენიმე საიტზე (მათ შორის - eBay-ზე) გავრცელდა, ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე გამოცემის შესახებ შეკითხვები დაუსვეს ენდი ჯექსონს, ხმის ინჟინერს, რომელიც მითითებულია გრამფირფიტაზე. ენდიმ დაადასტურა, რომ გამოცემა ნამდვილად ოფიციალური იყო და იგი მასზე ნაწილობრივ მუშაობდა - მასტერინგის პროცესში (რეი სტაფთან ერთად). გამოცემის შესახებ ჯგუფის ოფიციალურ Facebook-გვერდზე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, 30 ნოემბერს დაიწერა.

ეს არის ჯგუფის ერთადერთი ოფიციალური გამოცემა ბობ კლოუზის, ისევე, როგორც ჯულიეტ გეილის, რიჩარდ რაიტის პირველი ცოლის მონაწილეობით. სიმღერები, რომლებიც მასში არის შეტანილი, ჩაწერილია 1964 წლის დეკემბერში[2] და 1965 წლის იანვარში (ვოკალები და ფორტეპიანოს დუბლები მათ მოგვიანებით დაემატა[3]).

2015 წლის ოფიციალურ გამოცემამდე "Lucy Leave" და "I'm a King Bee" ბუტლეგურ ჩანაწერებზე ვრცელდებოდა. 1965: Their First Recordings პირველი შემთხვევაა, როდესაც ბობ კლოუზთან ერთად ჩაწერილი მასალა ოფიციალურად გამოვიდა.

გამოცემის კონვერტის ფსიქოდელურ გაფორმებაზე მუშაობდა ობრი პაუელი (გამოყენებულია პიტერ უინ-უილსონის არქივი), დიზაინერ პიტერ კარზონთან ერთად. გამოყენებულია იგივე შრიფტი, რაც ალბომზე A Saucerful of Secrets.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Lucy Leave“სიდ ბარეტი2:53
2.„Double O Bo“ბარეტი3:25
3.„Remember Me“ბარეტი2:45
4.„Walk with Me Sydney“როჯერ უოტერსი3:11
5.„Butterfly“ბარეტი2:59
6.„I'm a King Bee“სლიმ ჰარპო3:07

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდი
სხვა შემსრულებლები
  • ჯულიეტ გეილი – ვოკალი სიმღერაში "Walk with Me Sydney"
სხვა პერსონალი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ინფორმაცია Discogs-ზე
  2. Mason, Nick (2004). Inside Out: A Personal History of Pink Floyd. Weidenfeld & Nicolson. ISBN 978-0-297-84387-0. 
  3. Shutes, William; Beecher, Russell (2011) Barrett. The definitive visual companion to the life of Syd Barrett. Essential Works Ltd. ISBN 978-1906615109.