აზიმუთ კოორდინატორი
აზიმუთ კოორდინატორი (ინგლ. Azimuth Co-ordinator) — ხმის კვადროფონული სისტემის პირველი საკონტროლო საშუალება. პინკ ფლოიდი იყო პირველი ჯგუფი, რომელმაც მისი გამოყენება დაიწყო.
აზიმუთ კოორდინატორი წარმოადგენდა ოთხ რეოსტატს, რომელიც მოთავსებული იყო გრძელ ყუთში. თითოეული მათგანი 90 გრადუსზე ტრიალდებოდა. სისტემა იმართებოდა სპეციალური პულტით, რომლითაც აუდიოსიგნალი მოქცეული იყო დარბაზში დამონტაჟებულ ერთ ან მეტ რეპროდუქტორს შორის.
აზიმუთ კოორდინატორს კონცერტების დროს მართავდა პინკ ფლოიდის წევრი რიჩარდ რაიტი. მოწყობილობა ლეიბლის EMI კუთვნილ ები-როუდის სტუდიებში შექმნა ტექნიკურმა ინჟინერმა ბერნარდ სპითმა. დედოფალ ელისაბედის სახელობის დარბაზში ჯგუფის მიერ გამართული პირველი კონცერტის შემდეგ ეს მანიპულატორი მოპარული იქნა. მეორე ააგეს 1969 წლის 14 აპრილს სამეფო საფესტივალო დარბაზში გამართული კონცერტისათვის. მას ჰქონდა ორი რეოსტატი და ოთხი არხის მართვის საშუალება.
ამჟამად მოწყობილობა დაცულია ლონდონში, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ pink floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-18. ციტირების თარიღი: 2009-08-14.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოწყობილობის სურათები დაარქივებული 2009-04-21 საიტზე Wayback Machine.