სიმღერაში წამყვან ვოკალებს ასრულებენ ავტორი, სიდ ბარეტი და რიჩარდ რაიტი.[2] კომპოზიციის სამუშაო სახელწოდება იყო Astronomy Domine (An Astral Chant). Domine (ლათ.: უფალი) ხშირად ჟღერს გრეგორიანულ საგალობლებში.
სიმღერა იწყება ჯგუფის მენეჯერ პიტერ ჯენერის ხმით, რომელიც მეგაფონის დახმარებით წარმოთქვამს პლანეტების სახელებს.[2] ამის შემდეგ ჟღერს ბარეტის გიტარა Fender Esquire. შემდეგ იწყება ნიკ მეისონის დასარტყმელი საკრავების ხმა, რასაც ახლავს სიდ ბარეტის გიტარის ჟღერადობა. უკანა ფონზე ჟღერს რაიტის ორგანი Farfisa. ბარეტის მიერ ნამღერ ტექსტში საუბარია სხვადასხვა პლანეტაზე. როჯერ უოტერსი იმეორებს სოლოს ბას-გიტარაზე.
როჯერ უოტერსი: „სიდს სიმღერა ჰქონდა კოსმოსის შესახებ - Astronomy Domine - ეს არის და ეს. სიდის სიმღერები კოსმოსის შესახებ ამით შემოიფარგლება და აქ იმალება მთელი იდუმალება, რომ იგი ყველაფრის შემქმნელი იყო.“
კომპოზიცია ხშირად სრულდებოდა ჯგუფის საკონცერტო გამოსვლებზე. იგი შეტანილია ალბომის Ummagumma საკონცერტო დისკზე. ამ ვერსიაში შეიმჩნევა ჯგუფის პროგრესული როკის სტილისტიკისადმი მისწრაფება. პირველი სტროფი ჟღერს ორჯერ, ხოლო ინსტრუმენტული იმპროვიზაცია უფრო ვრცელია, ვიდრე სტუდიურ ალბომზე. ძირითად ვოკალებს ამ პერიოდში ინაწილებდნენ დევიდ გილმორი და რაიტი.
1971 წლის შუა თვეებში Astronomy Domine საკონცერტო პროგრამიდან ამოვარდა, მაგრამ კვლავ დაბრუნდა 1994 წელს. მაიამიში ჩაწერილი საკონცერტო ვერსია შეტანილია სინგლზე Take It Back, ხოლო ლონდონის კონცერტების ერთ-ერთი ვერსია - ალბომზე P*U*L*S*E. გილმორი სიმღერას ასრულებდა 2006 წლის ტურნეს მსვლელობისას, რიჩარდ რაიტთან ერთად.
დევიდ გილმორი სიმღერას ასრულებდა 2006 წლის ტურნეს მსვლელობისას და ები-როუდის სტუდების სესიებზე. ვიდეოჩანაწერი შესულია DVD-ზე Live in Gdańsk. ნომერი აგრეთვე ჩაიწერა გილმორისა და მისი ბენდის მიერ ები როუდის სტუდიებში, გადაცემისთვის Live from Abbey Road (2006).