The Show Must Go On (პინკ ფლოიდის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Show Must Go On“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
გამომცემელი Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი არტ-როკი, პროგრესული როკი, როკ-ოპერა
ხანგრძლივობა 1:36
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები

The Show Must Go On“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall.[1][2] სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი, ხოლო წამყვან ვოკალს ასრულებს დევიდ გილმორი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როჯერ უოტერსს სურდა ბეკ-ვოკალების სახით The Beach Boys-ის მსგავსი ჟღერადობა მიეღო, ამიტომ სამღერად ბრიუს ჯონსტონი მიიწვია. მოგვიანებით ჩაწერაზე ჯგუფის სხვა წევრებიც დათანხმდნენ, თუმცა უკანასკნელ წამს მათი სესია გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ჯონსტონი მონაწილეობდა ჩაწერაში და სიმღერა გამოირჩევა The Beach Boys-ის სტილის ვოკალური პოლიფონიით.

ალბომის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი პერსონაჟი პინკი უნდა გავიდეს სცენაზე, მაგრამ არ შეუძლია. ესაუბრება საკუთარ მენეჯერს, რომელიც მისგან კვლავ შოუს გაგრძელებას ითხოვს. მიუხედავად ამისა, იგი ჩნდება შემდეგ სიმღერაში, „In the Flesh“, თუმცა — შემცვლელ, სუროგატულ ჯგუფთან ერთად. როჯერი:

ვინაიდან მათ არ აღელვებთ შენი პრობლემები, მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, თუ რამდენი ხალხია და რამდენი ბილეთი გაიყიდა და კონცერტი უნდა გაგრძელდეს, ნებისმიერი ფასით. პირადად მე დამიკრავს, როდესაც დეპრესიულ მდგომარეობაში ვყოფილვარ, მაგრამ ისეთ დროსაც დამიკრავს, როდესაც ავად ვყოფილვარ.

ნომერი დაიწერა „It's Never Too Late“-ის (ადრეული სახელწოდება), გამოუცემელი სიმღერის განვითარებისას, თუმცა თავდაპირველი მელოდია განსხვავებული იყო. გამოუცემელი ვარიანტი, „Never too Late“ მოხვდა ალბომის The Wall „Immersion“ გამოცემაში.

ალბომის კონვერტზე შეცდომით იყო დაბეჭდილი რამდენიმე სტრიქონი, რომელიც არ ჟღერს ჩანაწერზე, მაგრამ სრულდებოდა 1980-1981 წლების კონცერტებზე. სტრიქონები აგრეთვე სრულდებოდა როჯერის 2010-2013 წლების ტურნეს მსვლელობისას:

Do I have to stand up
Wild eyed in the spotlight
What a nightmare
Why!
Don't I turn and run

სიმღერა არ ჟღერს 1982 წლის მხატვრულ ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“[2] და არ შესრულებულა როჯერ უოტერსის მიერ 1990 წელს, ბერლინის კონცერტზე.[2] საკონცერტო ვერსია სრულდებოდა ჯგუფის 1980-1981 წლის კონცერტებზე და შეტანილია საკონცერტო ალბომში Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81.[2]

ეს არის ალბომის ერთადერთი სიმღერა, რომელშიც როჯერ უოტერსი არ უკრავს რომელიმე ინსტრუმენტზე ან არ ასრულებს ვოკალს, თუმცა სიმღერის დემო-ვერსიები მისი მონაწილეობით ჩაიწერა.

სიმღერის ადრეულ ვერსიას ეწოდებოდა „It's Never Too Late“. მას ჰქონდა განსხვავებული მელოდია. დემო ვერსია მოხვდა ალბომის The Wall Immersion გამოცემაში. ამ ვარიანტში გამოკვეთილია რიჩარდ რაიტის პარტიები, ხოლო დასასრულს ვოკალები ასრულებენ მელოდიას „Outside The Wall“-იდან.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრეთვე

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფიტჩი, ვერნონ (2005). The Pink Floyd Encyclopedia (მესამე გამოცემა). ISBN 1-894959-24-8.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდ, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981, 2006, p. 103.