Music from The Body (ქართ.მუსიკა „სხეულიდან“) — რონ გისინისა და როჯერ უოტერსის[2] თანამშრომლობით ჩაწერილი ალბომი, რომელიც გამოვიდა 1970 წელს. დისკი იწერებოდა ორ სტუდიაში – რონთან და როჯერთან. რონი მუშაობდა ნოტინგ ჰილის ლედბროკ გროუვის 208 ნომერში, ხოლო როჯერი — ისლინგტონის რაიონში განლაგებულ სტუდიაში.
ფილმი „სხეული“[2][3] (შექმნილი ენტონი სმითის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, 1968) აგებულია სხვადასხვა სახალისო ფაქტზე, დაკავშირებული ადამიანის სხეულთან, რომელსაც ვანესა რედგრეივი და ფრენკ ფინლი განიხილავენ. ბიომუსიკას, რომელიც ალბომშია წარმოდგენილი, ადამიანის სხეულის მრავალ ხმას შეიცავს (სუნთქვა, სიცილი, ჩურჩული, მეტეორიზმი და ა.შ.[2]), ამას გარდა, ალბომში ჩანს ხალხური გიტარა, ფორტეპიანო და სიმებიანი ინსტრუმენტები.
ფაქტობრივად ალბომი 1968 წელს ჩაიწერა, მაგრამ, რადგან გისინს არ აკმაყოფილებდა ჩანაწერის ხარისხი, საუნდტრეკი გაყიდვაში მხოლოდ 1970 წელს გამოვიდა. პირველად სწორედ ამ ალბომში შედგა გისინის და უოტერსის თანამშრომლობა. მათი შემდგომი და საბოლოო ნამუშევარია პინკ ფლოიდის სიუიტა „Atom Heart Mother“. ამის შემდეგ გისინთან მხოლოდ დევიდ გილმორმა ითანამშრომლა - 2008 წელს, კედოგენ ჰოლში, „Atom Heart Mother“-ის შესრულებისას.
ალბომის ბოლოს წარმოდგენილი „Give Birth to a Smile“ აგრეთვე გილმორის, რიჩარდ რაიტის და ნიკ მეისონის ვოკალებს შეიცავს.